Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #52319368)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "Batumi boulevard"
Номер конкурса: 52319368
Дата публикации: 13-03-2024
Сумма контракта: 619 860


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005429
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2024 16:53
Начало приема предложения 29.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2024 14:30
Предполагаемая цена закупки 619`860.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45212230 - Установка шкафчиков в раздевалках
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან, ეტაპობრივად 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
Дополнительная информация
ბათუმის ბულვარის სანაპიროსთვის გასახდელების შესყიდვა-მონტაჟის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`370.00 GEL
Размер гарантии 6`199 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksandre bolkvadze :: 29.02.2024 15:01
  • Последнее исправление: aleksandre bolkvadze :: 13.03.2024 16:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=565378&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

1.1.1 ბათუმის ბულვარის სანაპიროსთვის გასახდელების შესყიდვა-მონტაჟის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

1.2.1. სამუშაოს შესრულების წესი:
1.2.1.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 და დანართი N2-ში;
1.2.1.2 გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
1.2.1.3 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილი დანართი N1 და დანართი N2 შედგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით სამოქმედოდ დაშვებული დანარიცხების (ზედნადები ხარჯები, გეგმიური მოგება და სხვა) ნორმატიული ხარჯის დაცვით (2014 წლის 14 იანვრის საქ.მთავრობის დადგენილება N55);
1.2.1.4 ხარჯთაღრიცხვების დანართი N1-ის და N2-ის წარმოუდგენლობა, განუფასებლად წარმოდგენა ან თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს, აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
1.2.1.5 სამუშაოების წარმოების პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
1.2.1.6 სამუშაოების შესრულების დროს აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით ხელმძღვანელობა, შესრულება და დაცვა მათი მოთხოვნებისა შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
1.2.1.7 ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისას მომუშავენი უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
1.2.1.8 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა შეძლებისდაგვარად აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა დაზიანება.
1.2.1.9 სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები და გაფრთხილებები.
1.2.1.10 სამშენებლო მასალები უნდა ინახებოდეს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
1.2.1.11 მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები იმ სამუშაოებზე, რომლებზეც საჭიროა აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოება.
1.2.1.12 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების დროს, საჭიროების შემთხვევაში შეათანხმოს შესასრულებელი სამუშაოები შესაბამის სამსახურებთან.
1.2.1.13 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება სამუშაო ტერიტორიაზე ელექტროენერგიის, სატელეფონო ხაზების და სხვა კომუნალური აღჭურვილობის დასაცავად და მათზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული კომუნიკაციების მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში მათი აღდგენის ვალდებულება სრულად ეკისრება მიმწოდებელს;
1.2.1.14 სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა) სადაც მოცემული იქნება შესასყიდი მასალებისა და მოწყობილობის სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

1.2.2 სამუშაოს შესრულების დროს გამოყენებული მასალები:
1.2.2.1 მშენებლობის პროცესში გამოსაყენებლად განსაზღვრული მასალების ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაციები მოცემულია თანდართულ დანართებში(.pdf ფაილები), რომელთა შესაბამისობის დაცვა სავალდებულოა მიმწოდებლისათვის.
1.2.2.2 ყველა მასალა, მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, მოწოდებული ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, ხარისხიანი, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული.
1.2.2.3 სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა ან მოწყობილობა ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისათვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაოები.

1.2.3. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
1.2.3.1 შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
1.2.3.2 უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
1.2.3.3 მინიმუმამდე დაიყვანოს სამუშაოებთან დაკავშირებული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
1.2.3.4 ყველა სახის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება შეათანხმოს შემსყიდველ ორგანიზაციასთან;
1.2.3.5 სამუშაოების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან და მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.

1.2.4 ექსპერტიზის დასკვნა შესრულებულ სამუშაოებზე:
1.2.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებაზე, ანგარიშსწორების განხორციელებამდე, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენა შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილი დანართი N2 წარმოდგენა დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N2–ის მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ბათუმის ბულვარის სანაპიროსთვის გასახდელების მოწყობის სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი (პლაჟი).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაო და მოწოდებული შესყიდვის ობიექტების ხარისხი უნდა პასუხობდეს და აკმაყოფილებდს ხელშეკრულებითა და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს.
1.6.2 საგარანტიო ვადა სწორი ექსპლუატაციის პირობებში საბოლოო მიღება-ჩაბარებიდან განისაზღვროს შემდეგნაირად:
- ლითონის კონსტრუქციებზე არანაკლებ 3 (სამი) წელი;
- ხის მასალის, სამღებრო სამუშაოების როგორც ხის ასევე ლითონის კონსტრუქციაზე 2 (ორი) წელი.
1.6.3 სამუშაოების დასრულების შემდეგ, საგარანტიო ვადის განმავლობაში, რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხოდ ან/და არაჯეროვანად შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის გასახდელების მოწყობის სამუშაოები ან/და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 1549650,00 (ერთი მილიონ ხუთასორმოცდაცხრა ათას ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2.2.1.2 ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს დანართი N3-ის შესაბამისად.
2.2.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ:
ა) ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით;
ბ) მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ქსეროასლები. წარმოდგენილი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ შესრულებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების გამოცდილება (სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).
2.2.1.4 სახელმწიფო შეყიდვის შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის დანართი N3-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით/ფასების ცხრილით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები; ამ შემთხვევაში მათი დამატებით წარმოდგენა საჭიროებას არ წარმოადგენს.
2.2.1.5 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა "ბ " ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა (სამუშაოს შესრულების ფორმა N2-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტების ქსეროასლები;) პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს შესრულებულ სამუშაოზე დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები;
2.2.1.6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებულ ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას (სამუშაოს შესრულების ფორმა N2 ან/და მიღება-ჩაბარების აქტები, დადასტურებული საგადასახადო ზედნადების ან/და ანგარიშ-ფაქტურის ქსეროასლები), აღნუშნული დოკუმენტაციის გარდა პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ან/და სხვა რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემსყიდველისა და ძირათადი კონტრაქტორი კომპანიის შათანხმება ქვეკონტრაქტორი კომპანიის აყვანის შესახებ. თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ძირათად კონტრაქტორ კომპანიას შორის არ იქნება გაფორმებული წერილობითი შეთანხმება ქვეკონტრაქტორის კომპანიის აყვანის შესახებ ასეთ შემთხვევაში პრეტენდენტს ქვეკონტრაქტის ფარგლებში შესრულებული სამუშაო გამოცდილებად არ ჩეთვლება.
2.2.1.7 თითოეული დოკუმენტის ასლი წარმოდგენილი უნდა იქნეს სრულყოფილად (ყველა გვერდი და დანართი) გარკვევით და უნდა იყოს წაკითხვადი.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტი ვალდებულია დანართები წარმოადგინოს იმ ფორმით რა ფორმითაც არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციაში.

2.9.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9.3 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით;

2.9.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მიენიჭება ქართულ ენოვან დოკუმენტს.

2.9.5 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.

2.9.6 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

2.9.7 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.9.9. 2019 წლის 1 იანვრიდან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

2.9.10. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი (იგულისმება კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შემსრულებელი პირი) არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა;

იხილეთ ინსტრუქცია

http://procurement.gov.ge.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადაზღვეული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
6.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს პირველი მოთხოვნისთანავე გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა;
6.4.3. თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით;
6.4.4. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, პრეტენდენტი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისგან არ თავისუფლდება.
6.4.5. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა ნახევრდება;
6.4.6. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების, ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ან შესრულებული სამუშაოების დამთავრების შემდეგ გამოვლენილი დეფექტების, ან ხარისხის გაუარესების აღმოუფხვრელობის გამო, აგრეთვე, შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
6.4.7. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განხორციელებული გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს, ხელშეკრულების შეუსრულებლობით შემსყიდველისთვის მიყენებული და საგარანტიო თანხით აუნაზღაურებელი ზიანის (ზარალის) ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
6.4.8. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გადავადების (გაგრძელების) შემთხვევაში (მიუხედავად იმისა თუ ვისი, ან რა მიზეზით მოხდა აღნიშნული ვადის გადავადება), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობით მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში გააგრძელოს საბანკო გარანტია იმგვარად რომ დაცული იყოს 6.3.1. პუნქტში აღნიშნული დროის პერიოდი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ლარებში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
7.2.2 მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით).
7.2.3 ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს, მიღება-ჩაბარების აქტის, ფორმა N2-ის გაფორმებისა და დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემთავევაში;
7.2.4 ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ სამუშაოს ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.
7.2.5 იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეული ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უდნა გააჩნდეს პრეტენზია აუთვისებელ თანხაზე და მის გადახდაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ომარ აბუსელიძე, 599852019, omarabuselidze1972@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დოკუმენტების ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შემდეგი თანმიმდევრობით:

10.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული ფასების ცხრილი დანართი N1, დანართი N2;

10.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) 2.2.1.2 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული დანართი N3-ის მიხედვით და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru