Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #52319357)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Agency on the Management of Day Nursery Institutions
Номер конкурса: 52319357
Дата публикации: 13-03-2024
Сумма контракта: 4 502 640


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005440
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2024 17:20
Начало приема предложения 05.04.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 10.04.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 4`502`640.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45400000 - Отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 14.5 თვე . 3.5 თვე დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება , 11 თვე სარეაბილიტაციო სამუშაოები
Дополнительная информация
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. თბილისის N196-ე საბავშვო ბაღის (მის.: ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დასახლება ვარკეთილის-3, მ/რ IV-ში. საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.025)
შენობისა და ეზოს რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესყიდვა (მრავალწლიანი 2024 -2025 წლები, 2024 წლის სახსრებით -50% , 2025 წლის სახსრებით 50% )
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 18`011.00 GEL
Размер гарантии 45`026 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teona gedevanishvili :: 04.03.2024 14:49
  • Последнее исправление: teona gedevanishvili :: 13.03.2024 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=565866&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ქ. თბილისის N196-ე საბავშვო ბაღის (მის.: ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დასახლება ვარკეთილის-3, მ/რ IV-ში. საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.025) შენობისა და ეზოს რეაბილიტაციისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების შესყიდვა (მრავალწლიანი 2024 -2025 წლები )

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება სარეაბილიტაციო ობიექტებისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

მიმწოდებელი ვალდებულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგინოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად.

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.
ტექნიკური დავალება შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.

საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უნდა იყოს საბავშვო ბაღის შენობების და საინჟინრო ქსელების(საჭიროების შემთხვევაში) რეაბილიტაციის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის შენობების ადაპტაციის ღონისძიებები.
რეკონსტრუქციის შედეგად (რენტაბელურობის გათვალისწინებით) მაქსიმალურად უნდა ამაღლდეს სეისმომედეგობის დონე და საბავშვო ბაგა-ბაღის შენობები უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში მოქმედ ნორმებს.
შენიშვნა: პროექტირებისას კონტრაქტორი ვალდებულია პროექტის გეგმარებითი საპროექტო სამუშაოები დაამუშაოს დამკვეთთან კონსულტაციების შესაბამისად და საორიენტაციოდ შეუძლია იხელმძღვანელოს თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით.
გასაწევი მომსახურება სამ ეტაპიანია:
• I ეტაპი - საძიებო კვლევითი სამუშაობის განხორციელება და პროექტის კონცეფციის ჩამოყალიბება;
• II ეტაპი - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.
• III ეტაპი-სამშენებლო სამუშაოები;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების მიწოდების ვადა 14.5 თვე : საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 3.5 თვე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა - სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, წერილობითი დავალების მიცემიდან 11 თვე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით)

შენიშვნა: შემსყიდველის მხრიდან შენიშვნები და კომენტარებისთვის განსაზღვრული ვადა მიმწოდებელს არ ჩაეთვლება სამუშაოს შესრულების ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიწოდების ადგილი – ქ. თბილისი, სამგორის რაიონი , დასახლება ვარკეთილის-3, მ/რ IV-ში. (საკადასტრო კოდი: 01.19.39.002.025 ) მდებარე N196-ე საბავშვო ბაგა-ბაღი.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური ზემოქმედებისა) განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან:

1. კონსტრუქციულ ნაწილზე 20 (ოცი) წელი;
2. სახურავზე 7 (შვიდი) წელი;
3. გათბობა-ვენტილაციის სისტემებზე 3 (სამი) წელი;
4. სარემონტო სამუშაოებზე 2 (ორი) წელი;
5. ელექტროგაყვანილობა, სუსტი დენები 2 (ორი) წელი;
6. სანტექნიკური და საკანალიზაციო გაყვანილობები 2 (ორი) წელი;
7. მანქანა-დანადგარებზე არანაკლებ 3 (სამი) წელი;
8. ლიფტზე 3 (სამი) წელი;
9. ვიდეო-კამერები 2 (ორი) წელი;
10. ასფალტის საფარი 5 (ხუთი) წელი;
11. სათამაშო მოედნის ინვენტარი 2(ორი) წელი;

1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში;
1.6.3. სამუშაოს (საქონლის) ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება სარემონტო სამუშაოებზე საგარანტიო ვადის 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ.
1.6.4. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ ტენდერის სავარაუდო ღირებულების 150 % ლარის ღირებულების შენობ(ებ)ის მშენებლობის/რეაბილიტაციის/სარეკონსტრუქციოსამუშაოების (მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებების, ან სკოლების, ან ბაგა-ბაღების, ან სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობ(ებ)ის ან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების) შესრულების გამოცდილება;

2.2.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში ანალოგიური სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა N2-ები; ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და ხელშკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მისი წარმოდგენა არ არის სავალდებულო და ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი შესყიდვის სისტემაში რეგისტრაციის უნიკალური ნომერი SPA. NAT, CMR, DAP და ა.შ..

2.2.1.3. შემსყიდველი უფლებამოსილია ანალოგიური სამუშაოების იდენტიფიცირების მიზნით მოითხოვოს პრეტენდენტისაგან დამატებითი ინფორმაციის სახით სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომლის მიწოდებაც კანონმდებლობით არ არის აკრძალული.



შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N3–ის შესაბამისად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს წერილობითი დავალების მიცემიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

• მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, აკრედიტაციის მქონე პირის (წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ მომზადებული საექსპერტო დადებითი დასკვნა პროექტის შემდეგ ნაწილებზე:

 დეტალური არქიტექტურული პროექტის ექსპერტიზა (41 დადგენილება);
 გეოლოგია;
 კონსტრუქცია;
 სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტიზა

(ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი)

2.9 other additional requirements

1. მშენებლობის პროცესში მოხმარებულ ენერგორესურსებსა და წყალზე კომუნალური გადასახადების გადახდა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა;
2. ფარული სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს ფარული სამუშაოების დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან ფარული სამუშაოები აწარმოოს შემსყიდველის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოების დაწყების თარიღი ორი სამუშაო დღით ადრე აცნობოს შემსყიდველს;
3. მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტების დაცვით;
4. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
5. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით;
7. სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი),რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამურიღი რებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულის ამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფოშე სყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017წლის 14ივნისის №12 ბრძანების28-ემუხლის პირველი, მე-2,მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

3 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%/5%–ის ოდენობით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორება საპროექტო მომსახურეობაზე არ გამოიყენება.
7.1.1.2. სამშენებლო სამუშაოებზე წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას). საავანსო თანხა გაიცემა სახელშეკრულების ღირებულების 30% ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე ანგარიშწორება განხორციელდება ერთჯერადად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში


2. სამშენებლო სამუშაოები- ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის და შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის ,( დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ) საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში .

7.3 time limits for step by step and/or final payment

1. საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება- ანგარიშწორება განხორციელდება 2024 წლის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნისა და საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;

2. სამშენებლო სამუშაოები- ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“-ს მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის და შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის ,( დასკვნა გაცემული უნდა იქნას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ) საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა გედევანიშვილი, 595368686, t.gedevanishvili36@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილებისა) წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: რეკვიზიტები, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით;
(საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
10.1.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
10.1.5. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
10.1.6. სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №2–ის შესაბამისად.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru