Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #52319304)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Isani District Gamgeoba
Номер конкурса: 52319304
Дата публикации: 13-03-2024
Сумма контракта: 237 794


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240005398
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.03.2024 14:52
Начало приема предложения 29.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 03.04.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 237`794.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45313100 - Монтажные работы по установке лифтов
Срок подачи ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`378.00 GEL
Размер гарантии 2`378 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gia bulashvili :: 12.03.2024 13:01
  • Последнее исправление: vazha adamia :: 13.03.2024 14:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=567048&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ისნის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლების ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი 1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს დანართი 1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული ფასების ოდენობას.
1.2.3 ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი 1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.4 სამუშაოების წარმოების პროცესში, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები შეიძლება შეიცვალოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების გაზრდის გარეშე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
1.2.5 სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
1.2.6 შემსყიდველის მიერ სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება ხორციელდება ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან სამუშაოს ან მისი ნაწილის შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
1.2.7 მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.9 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდოულად 5 (ხუთი) ობიექტზე მუშაობა; სამუშაოების ჩატარებისას, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნას 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი.
1.2.10 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100 სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად (შემსყიდველთან შეთანხმებით).
1.2.11 მიმწოდებელი ვადლებულია სრულად დაიცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.12 სამუშაოს შესრულებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული უსაფრთხოების შესაბამისი ნორმები.
1.2.13 ლიფტების აღდგენა-შეკეთებისას გათვალისწინებული უნდა იქნას, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N446 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა“ და საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის N289 დადგენილებით დამტკიცებული, „ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნები და მიმწოდებელმა სამუშაოს დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის, ტექნიკურ-ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს აკრედიტირებული ორგანოს მიერხსენებული დადგენილებებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისობის შესახებ გაცემული დასკვნა;
1.2.14 სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელი მასალები და პროდუქცია, უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში არსებულ სტანდარტებს და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მოწოდებული საქონლის და მასალის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
1.2.15 დამკვეთთან შეთანხმებით უნდა მოხდეს ლიფტის დიზაინის შერჩევა.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ტექნიკური დავალების გადაცემიდან თითოეულ ობიექტზე 90 დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2024 წლის 15 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ისნის რაიონის ტერიტორია. კონკრეტული მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს თითოეულ ობიექტზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - 3 (სამი) წელი:
1.6.2. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით;
1.6.3 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 2,5%, რომლის გადახდა მოხდება, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.4 მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის სრული ვადის ამოწურვამდე, დაკავებულ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. ზემოაღნიშნული გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადას. წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული საბანკო გარანტია დაუბრუნდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
1.6.5 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს სატენდერო დოკუმენტაციის 1.6.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 1.6.3 პუნქტით განსაზღვრული გარანტია (ხელშეკრულების ღირებულების 2,5%) დაბრუნებას არ ექვემდებარება.
1.6.6 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდნობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური (ლიფტების აღდგენა-შეკეთება ან/და რეაბილიტაცია ან/და რეკონსტრუქცია ან/და ახლის მონტაჟი ან/და სამონტაჟო სამუშაოები ან/და ტექნიკური შეკეთება და მომსახურება) სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით მინიმუმ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით. საკმარისია ერთ-ერთი წელიც. წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია-ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული: 1. მიღება-ჩაბარების აქტები; 2. ფორმა N2 (არსებობის შემთხვევაში) და 3. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო.
შენიშვნა: წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ის ფორმაში მითითებული იქნება ელექტრონული ტენდერის განცხადების SPA/NAT/CMR... ნომრ(ებ)ი, ზ/აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენა არ არის აუცილებელი.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის მიერ კონკრეტული დავალების გადაცემიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნეს ტექნიკური დავალების გადაცემიდან არუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. გეგმა-გრაფიკის გადმოცემამდე მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს სამუშაოები.
ასევე, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დამიწების კონტურის წინაღობის გაზომვის აქტი (აქტთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აქტის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
2.7.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოს დასრულების შემდგომ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, თითოეულ ობიექტზე წარმოადგინოს აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული „ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“/„ლიფტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებთან შესაბამისობის „ინსპექტირების სერთიფიკატი“ (ინსპექტირების სერთიფიკატთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას ინსპექტირების სერთიფიკატის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).
2.7.1.3 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მონტაჟის უფლების საერთაშორისო/ევროპული სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი ISO ან IEC ან CEN ან CENELEC (,,მოდული H1"-შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის შემოწმებაზე). სერთიფიკატის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაშიმას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნა სატენდერო წინადადებასთან ერთად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა.
წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
2.სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. ექსპერტიზის მომსახურების ღირებულებას აანაზრაურებს მიმწოდებებლი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

საბანკო გარანტია:

6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკი წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ტენდერში გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე-საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (10) პროცენტის ოდენობით. დანართი N3–ის მიხედვით.
6.1.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევა, ვალდებულებების უხარისხოდ, არაჯეროვნად შესრულება და სხვა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.
6.1.3. მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის ბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
6.1.4.მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.1.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (დანართი N3) ფორმა ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2024 წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გია ბულაშვილი, 577158615, g.bulashvili@tbilisi.gov.ge სატენდერო პროცედურების საკითხებზე ვაჟა ადამია 577 15 86 34,
ტექნიკურ საკითხებზე ლევან კარიაული 599 52 00 69

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილისა) დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.4 სატენდერო დოკუმენტაციაში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

შენიშვნა:
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ხარჯთაღრიცხვა დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი N2–ის შესაბამისად.
3. მონტაჟის უფლების საერთაშორისო/ევროპული სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი ISO ან IEC ან CEN ან CENELEC (,,მოდული H1"-შესაბამისობა დაფუძნებული ხარისხის სრულ უზრუნველყოფასა და პროექტის შემოწმებაზე). სერთიფიკატის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაშიმას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნა სატენდერო წინადადებასთან ერთად. (კითხვარი-2.7.1.3)

იხ. საბანკო გარანტიის ფორმა დანართი N3.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru