Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по исследованию и экспериментальным разработкам (Грузия - Тендер #52144357)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ministry of Environment and Agriculture of Georgia
Номер конкурса: 52144357
Дата публикации: 07-03-2024
Сумма контракта: 170 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240000382
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 07.03.2024 15:46
Начало приема предложения 15.03.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 18.03.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 170`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 73100000-Услуги по исследованию и экспериментальным разработкам
Коды классификатора
  • 73110000 - Исследовательские услуги
Срок подачи მომსახურების გაწევის საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2024წლი 10 დეკემბრამდე პერიოდს.
Дополнительная информация
საქართველოში მობუდარ ქათმისნაირ ფრინველთა სახეობების პოპულაციების შეფასების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო პირობები
Шаг снижения цены 1`700.00 GEL
Размер гарантии 1`700 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna chikovani :: 04.03.2024 15:34
  • Последнее исправление: nikoloz rekhviashvili :: 07.03.2024 15:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=565882&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოში მობუდარ ქათმისნაირ ფრინველთა სახეობების პოპულაციების შეფასების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. კვლევის მიზანი
საქართველოში მობუდარი ქათმისნაირების სახეობების და მათი პოპულაციების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საჭიროებს განახლებას, დაზუსტებას და ახალი სარწმუნო მონაცემებით გამდიდრებას. საქართველო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული სახეობების პოპულაციები, მოახდინოს ანგარიშგება საერთაშორისო შეთანხმებებისადმი და მოამზადოს შესაბამისი მართვის/საკონსერვაციო გეგმები. ქვეყანას ასევე გააჩნია ამ სახეობებთან დაკავშირებით მონიტორინგისა და ანგარიშგების ვალდებულება, რაც დღეისათვის ვერ ხორციელდება სრულფასოვნად.
ზემოაღნიშნული ვითარების მოწესრიგების მიზნით, 2022 – 2023 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჩატარდა ფრინველთა კვლევა, რომლის საშუალებით მოხდა კვლევის შესაბამისი მეთოდოლოგიების შერჩევა, ფრინველთა სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე შერჩეული მეთოდოლოგიების საველე კვლევის პირობებში გამოყენების აპრობირების მიზნით, განხორციელდა პირველი საცდელი ეტაპის კვლევები. თუმცა, საჭიროა კვლევების გაგრძელება ფრინველთა შერჩეული ჯგუფისთვის, კონკრეტულად მობუდარი ქათმისნაირებისთვის.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის მიზანია მობუდარი ქათმისნაირების აღრიცხვა (2022 – 2023 წელს სამინისტროს მიერ ჩატარებული საველე კვლევით აპრობირებული შესაბამისი მეთოდოლოგიების მიხედვით), მათი პოპულაციების მდგომარეობის, შესაძლო რისკების და პოტენციური საფრთხეების შეფასება და მათი პოპულაციების მდგრადი მართვისათვის შესაბამისი სახეობის მართვის და კონსერვაციის გეგმების მომზადება (ტექნიკური დავალების მე-4 პუნქტით განსაზღვრული, კვლევას დაქვემდებარებული სამიზნე ობიექტების შესაბამისად, კერძოდ: მობუდარი ქათმისნაირები: კავკასიური როჭო / Lyrurus mlokosiewiczi; კავკასიური შურთხი / Tetraogallus caucasicus; კოლხური ხოხობი / Phasianus colchicus; კაკაბი / Alectoris chukar; გნოლი / Perdix perdix; დურაჯი / Francolinus francolinus; მწყერი / Coturnix coturnix; კასპიური შურთხი/Tetraogallus caspius).
2. გასაწევი მომსახურება:
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში გასაწევი მომსახურება მოიცავს ქმედებებს შემდეგი მიმართულებებით:
1. 2022-2023 წელს ფრინველთა კვლევისას გამოყენებული შესაბამისი, აპრობირებული მეთოდოლოგიის მიხედვით საველე კვლევების ჩატარება, წინასწარ იდენტიფიცირებულ და სამინისტროსთან შეთანხმებულ ადგილებზე და გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
2. კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ინფორმაციის მომზადება მობუდარი ქათმისნაირების (ტექნიკური დავალების მე-4 პუნქტში „კვლევას დაქვემდებარებული სამიზნე ობიექტები“ მიხედვით):
ა) პოპულაციების მდგომარეობის შესახებ;
ბ) ქათმისნაირების პოპულაციებზე მოქმედი პოტენციური და მოქმედი რისკების შეფასება;
გ) პოპულაციის მდგრადი მართვისათვის საჭირო სახეობის მართვის და კონსერვაციის გეგმების მომზადება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის საერთო ვადა შეადგენს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 2024 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდს.
მომსახურება უნდა განხორციელდეს 3 ეტაპად:
I ეტაპი-პირველადი ანგარიშის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში;
II ეტაპი - შუალედური ანგარიშის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 20 ივლისამდე პერიოდი;
III ეტაპი - საბოლოო ანგარიშის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდი.

მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის პერიოდში წარუდგინოს შემსყიდველს ანგარიშები მიმდინარე საქმიანობის შესახებ, ან/და შუალედური დასკვნები.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

კვლევას დაქვემდებარებული სამიზნე ობიექტებია, მობუდარი ქათმისნაირები:
კავკასიური როჭო / Lyrurus mlokosiewiczi; კავკასიური შურთხი / Tetraogallus caucasicus; კოლხური ხოხობი / Phasianus colchicus; კაკაბი / Alectoris chukar; გნოლი / Perdix perdix; დურაჯი / Francolinus francolinus; მწყერი / Coturnix coturnix; კასპიური შურთხი/Tetraogallus caspius
კვლევის მეთოდები:
2022-2023 წლის ფრინველთა კვლევაში გამოყენებული, ქათმისნაირების კვლევის შერჩეული, საველე კვლევისას აპრობირებული მეთოდები;
ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 1 თვისა სამინისტროსთან შეთანხმდეს საველე კვლევების ჩატარების კონკრეტული არეალები და გეგმა-გრაფიკი.
კვლევის შედეგად წარმოსადგენი ინფორმაცია:
კვლევების დასრულების შემდეგ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ანგარიში, რომელშიც განხილული იქნება საველე კვლევების შედეგები, ამ ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი მეთოდოლოგიის გამოყენებით და უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
1. ტექნიკური დავალების მე-2 ნაწილში/პუნქტში „გასაწევი მომსახურება“ განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად მომზადებულ ინფორმაციას, კერძოდ:
მობუდარი ქათმისნაირების (ტექნიკური დავალების მე-4 პუნქტში „კვლევას დაქვემდებარებული სამიზნე ობიექტები“ მიხედვით):
ა) პოპულაციების მდგომარეობის შესახებ;
ბ) ქათმისნაირების მოქმედი და პოტენციური რისკების შესახებ;
გ) პოპულაციის მდგრადი მართვის და კონსერვაციის გეგმებს;
დ),,GIS’’-ის ფორმატში დამზადებულ რუკებს და ,,shp’’ - ფაილებს, რომლებშიც ასახული იქნება საკვლევი ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია.
2. წარმოსადგენ ინფორმაციას (შედეგების ამსახველ ანგარიშს) უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის წყაროები, საველე აღწერის მასალები და ფოტოსურათები (თარიღის მითითებით).
გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა მოცემულია ტექნიკურ დავალებაში-დანართი N1.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს ფრინველების, როგორც პოპულაციების მდგომარეობის შეფასების, ასევე მათი მოპოვების ოდენობების დადგენის მიზნით კვლევის ჩატარების და სათანადო რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება.რის დამადასტურებლად ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ერთი დასრულებული პროექტის შესახებ ინფორმაცია დანართი N3-ის შესაბამისად და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართ №3-ში მითითებული მონაცემების შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველის მიერ ვერ იქნება მოძიებული სრულყოფილი ინფორმაცია, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, წარმოადგინოს ხელშეკრულებებისა და მის შესაბამისად შედგენილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. მიმდინარე პროექტები არ განიხილება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პროცესში ჩასართავად უნდა ჰყავდეს ფრინველთა კვლევის ჩატარების თვალსაზრისით გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთაგანაც მინიმუმ ორის კვალიფიკაცია/სპეციალობა უნა იყოს ორნითოლოგი და ერთის - GIS სპეციალისტი. კვლევის პროცესში ჩართული პერსონალის გამოცდილების/კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით პრეტენდენტმა თითოეულ პერსონაზე უნდა წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია პერსონალის შესახებ დანართი N4-ს შესაბამისად;
ბ) პროფესიული და აკადემიური გამოცდილების ნაკრები (CV);
გ) მინიმუმ ბოლო 3 წლის განმავლობაში, ანალოგიური კვლევის განხორციელების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) ფასების ცხრილი - დანართი N2-ის შესაბამისად;
ბ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად;
გ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული პერსონალის გამოცდილების შესახებ სატენდერო პირობების 2.4.1. პუნქტის შესაბამისად;
დ) ინფორმაცია მომსახურების გაწევის პროცესში ჩართული პერსონალის შესახებ დანართი N4-ის შესაბამისად;

• პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სისტემაში ატვირთულ ყველა დოკუმენტზე განხორციელებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით ექსპერტიზის/აუდიტის დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, 577492721, nikoloz.rekhviashvili@mepa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში.
10.1.4 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru