შესყიდვის ობიექტი:
1. საიმიჯო ბროშურა - ფორმატი: 21X22 სმ, ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი ,
გვერდების რაოდენობა: არანაკლებ 40-არაუმეტეს 100 + ყდა, შიგთავსი: 150 გრ ცარცი
არაპრიალა+დისპერსიული ლაქი 1/1. ყდა ფერადი ბეჭდვა 4/4: 300 გრ ცარცი
არაპრიალა+დისპერსიული ლაქი 1/1 + არაპრიალა ლამინაცია 1/1 + ნაწილობრივი
ლაქი 1/1 აკინძვა: სტეპლერი + ოთხკუთხედი ყუა. ეტაპობრივი მოწოდება, საჭირო
რაოდენობების მიხედვით - 500 ცალი;
2. ბრენდირებული ბლოკნოტი ქართულ ენაზე - ფორმატი ა5 უკანა ყდა 2მმ–იანი
სისქის, მუყაოზე გადაკრული 210 გრამიანი ბრისტოლი და სტიკერი. წინა მხარეს
ყდის გადმონაკეცზე საქართველოს სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში)
ცხელი ბეჭდვით და წარწერით ცხელი ბეჭდვით. შიგთავსი 20 ფურცლიანი
(პერფორაცია) 80 გრამიანი მაღალი ხარისხის ოფსეტი - 500 ცალი;
3. ბრენდირებული ბლოკნოტი ინგლისურ ენაზე - ფორმატი ა5 უკანა ყდა 2მმ–იანი
სისქის, მუყაოზე გადაკრული 210 გრამიანი ბრისტოლი და სტიკერი. წინა მხარეს
ყდის გადმონაკეცზე საქართველოს სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში)
ცხელი ბეჭდვით და წარწერით ცხელი ბეჭდვით. შიგთავსი 20 ფურცლიანი
(პერფორაცია) 80 გრამიანი მაღალი ხარისხის ოფსეტი - 500 ცალი;
4. ბრენდირებული ბლოკნოტი - ფორმატი ა5, ყდა 300 გრამიანი ცარცი, მატოვი ან
პრიალა ლამინაციით. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს
სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით და წარწერით ცხელი
ბეჭდვით. შიგთავსი 80 გრამიანი მაღალი ხარისხის ოფსეტი. 50 ფურცლიანი,
ბეჭდვა ოფსეტური ორმხრივი ფერადი, ზამბარაზე აკინძული - 300 ცალი;
5. ბრენდირებული ბლოკნოტი საკონფერენციო - ფორმატი ა5 უკანა ყდა 210
გრამიანი ბრისტოლი, 20 ფურცლიანი, შიგთავსი: 80 გრამიანი მაღალი ხარისხის
ოფსეტი. ბეჭდვა ოფსეტური ცალმხრივი ფერადი, თერმული აკინძვით დიზაინი
შეთანხმებით (ყველა ფურცელზე შუაში საქართველოს სახელმწიფო გერბი
მკრთალად) - 1000 ცალი;
6. ბლოკნოტი ჩასანიშნი - ზომა: 15X10სმ, ტილოს ყდით, საქართველოს სახელმწიფო
გერბით, აკინძული წებოთი, მოსახევი ფურცლით, ცხელი ბეჭდვით
(ემბოსირებული) 30 ფურცლიანი - 200 ცალი;
7. ჩანთა ქაღალდის დიდი A3 - ზომა: 42X30X9სმ. ქაღალდი 210 გრ. თეთრი ბრისტოლი
ლამინირებული მატოვი ან პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს
სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და
წარწერით (ცხელი ბეჭდვით). ოფსეტური ბეჭდვით, ორი სხვადასხვა
დიზაინით.სახელური ამოჭრილი ორმაგად ჩადგმული მუყაოთი - 300 ცალი;
8. ჩანთა ქაღალდის საშუალო A4 - ზომა: 32X22.5X9სმ. ქაღალდი 210 გრ. თეთრი ბრისტოლი
ლამინირებული მატოვი ან პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს
სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და
წარწერით ცხელი ბეჭდვით. ორი სხვადასხვა დიზაინით. სახელური თოკი.
ლუვერსებით - 300 ცალი;
9. ჩანთა ქაღალდის პატარა - ზომა: 20*20*8 სმ. ქაღალდი 210 გრ. თეთრი ბრისტოლი
ლამინირებული მატოვი ან პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს
სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და
წარწერით ცხელი ბეჭდვით. ოფსეტური ბეჭდვით, ორი სხვადასხვა დიზაინით.
სახელური თოკი. ლუვერსებით - 500 ცალი;
10. ჩანთა ქაღალდის ღვინის - ზომა: 35*11*8.5სმ. ქაღალდი 210 გრ. თეთრი ბრისტოლი
ლამინირებული მატოვი ან პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. საქართველოს
სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და
წარწერით ცხელი ბეჭდვით. ორი სხვადასხვა დიზაინით. ერთი მხარე ამოჭრილი,
სახელური თოკი. ლუვერსებით - 300 ცალი;
11. საქაღალდე ჯიბით A4 ზომა - ზომა: ა4 ქაღალდი 300 გრ ცარცი. ლამინირებული
მატოვი ან პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. ქართული ან ინგლისური
(მოთხოვნის შესაბამისად) საქართველოს სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ
ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და წარწერით ცხელი ბეჭდვით.
ოფსეტური ბეჭდვით, ორმაგი ჯიბით - 500 ცალი;
12. საქაღალდე ჯიბით A5 ზომა - ზომა: ა5 ქაღალდი 300 გრ ცარცი. ლამინირებული
მატოვი ან პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. ქართული საქართველოს
სახელმწიფო გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და
წარწერით ცხელი ბეჭდვით. ოფსეტური ბეჭდვით, ორმაგი ჯიბით - 300 ცალი;
13. საქაღალდე A4 - ზომა: ა4, ქაღალდი 300 გრ ცარცი. ლამინირებული მატოვი ან
პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. ქართული, საქართველოს სახელმწიფო
გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და წარწერით
ცხელი ბეჭდვით. ოფსეტური ბეჭდვით - 100 ცალი;
14. საქაღალდე A4 - ზომა: ა4 ქაღალდი 300 გრ ცარცი. ლამინირებული მატოვი ან
პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. ინგლისური, საქართველოს სახელმწიფო
გერბით ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და წარწერით
ცხელი ბეჭდვით. ოფსეტური ბეჭდვით - 100 ცალი;
15. საქაღალდე A5 - ზომა: ა5 ქაღალდი 300 გრ ცარცი. ლამინირებული მატოვი ან
პრიალა მოთხოვნის შესაბამისად. ქართული, საქართველოს სახელმწიფო
გერბით, ფერადი (სრულ ფერში) ცხელი ბეჭდვით, ემბოსირებული და წარწერით
ცხელი ბეჭდვით. ოფსეტური ბეჭდვით - 100 ცალი;
16. მისალოცი ბარათი (დაბადების დღის) - მისალოცი ბარათი - 4-გვერდიანი, 300
გრამიანი ბრისტოლი, ორმხრივი გლუვი (matt) ლამინირება, სრულფეროვანი
ციფრული ბეჭდვა 4/4, ზომა: A6, გაკეცილ მდგომარეობაში - 250 ცალი;
17. სარვამარტო მისალოცი ბარათი - მასალა: 300 გრ. ცარცის ქაღალდი. ბეჭდვა
ორმხრივი. ორმხრივი ბარხატის ლამინაცია. მოცულობითი შერჩევითი ლაქი
მითითებულ ობიექტებზე. ციფრულად მოცულობითი ვერცხლით ბეჭდვა კლიშეს
გარეშე. ზომა: 12/17სმ. გაშლილ მდგომარეობაში შუაში კეცვით. ბეგოვკა კეცვის
ადგილას - 135 ცალი.
- შესყიდვის ობიექტები უნდა დამზადდეს მაღალი ხარისხის ქაღალდისგან,
შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი დიზაინების შესაბამისად ან დიზაინი
შემსყიდველთან შეთანხმებით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში
საყოველთაოდ აღიარებულ სტანდარტებს.
- ნაბეჭდი მასალა უნდა იყოს ხარისხიანი, ბეჭდვა უნდა იყოს მაღალ
პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული (ნაბეჭდი ასოები იკითხებოდეს
გარკვევით, კონტურები მკაფიო, ფერები ნათელი, არაბუნდოვანი,
საქართველოს სახელმწიფო გერბი გამოსახული უნდა იყოს კანონმდებლობით
დადგენილი ფორმის შესაბამისად, ყველა დეტალის გათვალისწინებთ).
ბეჭდვის დროს ყველა საჭირო დეტალი (ფერები, ტექსტი, დიზაინი, გერბის
ზომები, ლენტის ფორმა და ა.შ.) უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
- საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს
საბეჭდი ფაილის აწყობა და ბეჭდვის დაწყებამდე მოახდინოს შემსყიდველის
მიერ მიწოდებული დიზაინის ან/და ინფორმაციის (არსებობის შემთხვევაში)
ტექნიკური გამართვა და მიწოდებულ ფაილში ტექნიკური ხარვეზის
აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს შემსყიდველს.
- შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრული
ტირაჟის დამზადებამდე დამკვეთს წარმოუდგინოს მინიმუმ ერთი ცალი
ნიმუში. ნიმუშის დადასტურების შემდეგ სრული ტირაჟი უნდა იყოს წინასწარ
მოწოდებული ნიმუშის ანალოგიური.
- შესყიდვის ობიექტის ბეჭდვა განხორციელდება ქართულ ან/და ინგლისურ
ენაზე (საჭიროების შემთხვევაში), შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად.
- ტექნიკურ დავალებაში მოცემული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა
და შემსყიდველი უფლებამოსილია სრულად არ აითვისოს იგი, ასევე, მისი
საქმიანობისას წარმოქმნილი საჭიროებიდან გამომდინარე მოახდინოს
აღნიშნული რაოდენობების ცვლილება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული
ფასების გათვალისწინებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების
ფარგლებში.