Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #50431443)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Ivane Djavakhishvili Tbilisi State University
Номер конкурса: 50431443
Дата публикации: 18-01-2024
Сумма контракта: 280 194


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240001095
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.01.2024 16:51
Начало приема предложения 27.01.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 30.01.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 280`194.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34121000 - Автобусы городские и междугородные
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок 1 ერთეული
Шаг снижения цены 2`802.00 GEL
Размер гарантии 2`802 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lela kopaleishvili-gvazava :: 15.01.2024 13:10
  • Последнее исправление: lela kopaleishvili-gvazava :: 18.01.2024 16:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=555495&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე საქალაქო ავტობუსი (შემდგომში - ავტობუსი), საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმიური ფლობის კომპონენტების გათვალისწინებით.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასყიდი საქონლის რაოდენობაა 1 ერთეული ავტობუსი.
1.2.2. შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს ახალი, არაუადრეს 2022 წლის გამოშვების, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.
1.2.3. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტობუსების ღირებულება, ავტობუსის შემსყიდველის მისამრთზე მიწოდების ხარჯები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადი, მოსაკრებელის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯები, ასევე 150 000 კმ-ზე ავტობუსის გეგმიური ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც.
1.2.4. პრეტენდენტმა დანართი N2-ის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება ავტობუსის გეგმიური ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. რომლის შესყიდვაც განხორციელდება სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (არანაკლებ 150 000 კმ გარბენი ან არანაკლებ 18 თვე (რომელიც ადრე დადგება)), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში.
1.2.5. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართ N1-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (არანაკლებ 150 000 კმ გარბენი ან არანაკლებ 18 თვე (რომელიც ადრე დადგება)).
1.2.6. შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულების ჯამი (ავტომანქანის სერვისის/ნაწილის ხარჯის ჯამი (გარდა საწვავის ხარჯისა)) არ უნდა აღემატებოდეს 26 120 ლარს;
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ავტობუსის გეგმიური ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული დანართ N1-ით განსაზღვრულ გეგმიური ფლობის ღირებულებაში, თუმცა მწარმოებლის მიერ განსაზღვრულია საგარანტიო პერიოდში გეგმიური ფლობის კომპონენტ(ებ)ად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მოწოდების ვადაა, ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 150 (ასორმოცდაათი) დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებელი ვალდებულია ავტობუსის მიწოდება განახორციელოს მისამართზე: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.N1.

1.5.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ავტობუსის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 საქონლის საგარანტიო მომსახურების მინიმალური ვადები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად. პრეტენდენტი ვალდებულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ინფორმაცია მის მიერ შემოთავაზებული საქონლის საგარანტიო პირობების/ვადების თაობაზე.
1.7.1.2 ავტობუსის სრული გარანტიის მოქმედების პერიოდში (მათ შორის დანართი N3-ით განსაზღვრულ სხვადასხვა კომპონენტებზე) გამოვლენილი ყველანაირი დეფექტი ან/და დაზიანება უნდა გამოსწორდეს ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრში, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.
1.7.1.3. მიღების დროს ავტობუსზე გამოვლენილი წუნის/დეფექტის/ხარვეზის შემთხვევაში, მიწოდების თარიღიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).
1.7.1.4. სრული საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, საგარანტიო შემთხვევაში ავტობუსის მუშა პროცესში დაზიანებისას მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით განახორციელოს ავტობუსის ტრანსპორტირება ავტორიზებულ/ლიცენზირებულ სერვისცენტრამდე, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 12 საათის განმავლობაში.
1.7.1.5. ავტობუსის გარანტიის პერიოდში მისი შეკეთება, მათ შორის ავტოსატრანსპორტო შემთხვევის (ავარია) დადგომის შემდეგ, უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ და ამან არ უნდა გამოიწვიოს თავდაპირველი გარანტიის ცვლილება.
1.7.1.6. ავტობუსის გეგმიური ფლობის მომსახურების განხორციელება სრული საგარანტიო პერიოდის (არანაკლებ 150 000 კმ გარბენი ან არანაკლებ 18 თვე (რომელიც ადრე დადგება)) განმავლობაში უნდა მოხდეს დანართი N1-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური ფლობის მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.7.1.7 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები და საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი N1 დანართის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია განფასებული, და შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, ბრენდის, მოდელის, გამოშვების წელის შესახებ მონაცემებით.
2.1.1.2. პრეტენდენტმა ტექნიკური მახასიათებლები N2 დანართის შესაბამის ველში, მოთხოვნის შესაბამისად, უნდა მიუთითოს/შეავსოს მონაცემები, შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მახასიათებლების შესახებ.
2.1.1.3. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, ბრენდის, მოდელის, გამოშვების წელის შესახებ მონაცემების და მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ (მწარმოებლის წერილი; ან/და ტექნიკური პასპორტი - ტექნიკური მახასიათებლების შესახებ).
2.1.1.4. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

2.1.1.5.პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურიდან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს ტენდერის გამოცხადების თარიღიდან საგარანტიო ვადის ამოწურვამდე საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 1 ერთეული მწარმოებლის ავტორიზებული/ლიცენზირებული მოქმედი სერვისცენტრი, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, სადაც საჭიროების შემთხვევაში ავტობუსის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურების და რემონტის ინსტრუქციების (რეგლამენტის) სრული დაცვით.
2.3.1.2. ზემოაღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს ავტორიზებული/ლიცენზირებული მოქმედი სერვისცენტრის ფლობის/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი N 1;
ბ) დანართი N 2;
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.მუხლით გათვალისწინებით ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. მუხლით გათვალისწინებით ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი ქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით.

6.2.4.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალურად, ორიგინალი.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.5 სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის № 2 ბრძანებით დამტკიცებული ,,თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების’’ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კომპანია უფლებამოსილია წარმოადგინოს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარი.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.2.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას შემსყიდველი განახორციელებს: შესაბამისი ანგარიშ–ფაქტურის/სასაქონლო ზედნადების გამოწერის, თსუ ინსპექტირების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივი ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამისის ანგარიშწორების დოკუმენტების გამოწერის შემდეგ, მოწოდებულ შესყიდვის ობიექტზე ინსპექტირების დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე გაფორმებული მიღებაჩაბარების შუალედური აქტის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა, 577943294, lela.kopaleishvili@tsu.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი და/ან ინფორმაცია, გარდა 1.3.პუნქტით გათვალისწინებული Excel-ის ფორმატით წარმოსადგენი ფასების ცხრილი, დანართი N1-სა, უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;

5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru