Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #50431419)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Agency of Mineral Resources
Номер конкурса: 50431419
Дата публикации: 18-01-2024
Сумма контракта: 167 372


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240001080
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.01.2024 16:16
Начало приема предложения 26.01.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.01.2024 12:30
Предполагаемая цена закупки 167`372.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45450000 - Другие отделочные строительные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`673.00 GEL
Размер гарантии 1`674 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar gelashvili :: 15.01.2024 13:26
  • Последнее исправление: tamar gelashvili :: 18.01.2024 16:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=555503&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №150-ში მდებარე შენობის მე-8 სართულის ე.წ. მენეჯმენტის ფლიგელისა (საორიენტაციო ფართი შეადგენს 145 კვ.მ ) და ამავე შენიბის 0 სართულზე არსებული სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი სარდაფის 191.51კვ.მ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, ფასების ცხრილის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და დაშვებულ ზღვრულ ნორმაზე მეტად განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით (ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი)

შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის მიმწოდებელმა უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს შესახებ შედგენილი ფორმა N2 და შესრულებული სამუშაოების მოცულობების და ხარისხის დადგენის მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი) ფარული სამუშაოების აქტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.

1.2.1 სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას წინამდებარე ტექნიკური დავალების, ხარჯთაღრიცხვის და საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.2.2. სარემონოტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დაუშვებელია გამოყენებული იქნას სამგზავრო ლიფტი, მასალებისა და სხვა საგნების გადასატანად საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის კიბის გამოყენება ან/და გარე სატვირთო ამწის მონტაჟი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ შეფერხდეს შენობაში მოქმედი ორგანიზაციები/ დანარჩენი სართულებისა და მიმღები სამუშაო სივრცის დანიშნულებისამებრ გამოყენება. შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს გარკვეული სამუშაობის არასამუშაო საათებსა და დღეებში განხორციელება. აუცილებელია სამშენებლო მოედანზე დაცული იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესები და ნორმები.
1.2.4.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით (მათ შორის _ ადამიანური რესურსით, მოწყობილობებით და მასალით);
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო ადგილზე საჭიროების შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სარემონტო ადგილზე დაცული უნდა იყოს სანიტარული პირობები და უსაფრთხოების წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა; მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით), შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.6 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
1.2.7 მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენებისა და სამშენებლო ნაგვის მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა;
1.2.8 სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
1.2.9.სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ა.შ.
1.2.10.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო პროცესში მისთვის საჭირო კომუნიკაციის მიყვანა და ასევე ამ პროცესში მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა (ელექტროენერგია, წყალი).
1.2.11.მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.12 სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
1.2.13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი, ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველითან.
1.2.14. სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე, შემსყიდველის მოთხოვნის და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).
-შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ინსპექტირება. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს
ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი პირის (ჯგუფის) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
-სამუშაოების შესრულების დროს სრულად დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების წესები.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.სამუშაოების შესრულების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში (წარმოსადგენი ექსპერტიზის ვადის გათვალისწინებით).

2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს.

3. იმ შემთხვევაში თუ მიწოდების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამუშაოების შესრულების ადგილია: ქალაქ თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირზე №150-ში მდებარე შენობის მე-8 სართულის ნაწილის და ამავე შენიბის 0 სართულზე არსებული სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი სარდაფი 191.51კვ.მ.

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ საინჟინრო ქსელის მოწყობაზე და ელექტრო სამონტაჟო სამუშაოებისას გამოყენებულ მასალებზე და სამუშაოებზე საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან - მინიმუმ 3 წელს, სამღებრო სამუშაოებზე, ჭერისა და იატაკის მოწყობაზე მინიმუმ 2 წელს, ყველა სხვა სახის სარემონტო სამუშაოებსა და მიწოდებულ მოწყობილობასა და აქსესუარებზე - მინიმუმ 1 წელს.
1.6.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის პირობების დაცვის პირობებში, დეფექტის ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოვლენილი დეფექტი გამოასწოროს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა, თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დანახარჯის გაწევის გარეშე.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესასრულებელ თითოეულ სამუშაოზე გავრცელებული საგარანტიო პერიოდის შესახებ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2022 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე ჯამში უნდა გააჩნდეს მინიმუმ 800 000 .00 ( რვაასი ათასი ლარის ) ლარის (გადასახადების ჩათვლით) სამოქალაქო, სამრეწველო და საოფისე შენობის მშენებლობის; სამოქალაქო, სამრეწველო და საოფისე შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის ან/და სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შერულების გამოცდილება, მათ შორის თითოეულ წელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 400 000 ლარის ღირებულების გამოცდილება.
გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ფორმა N2 თან ერთად)

თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR, CNT ან სხვა ნომრები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელი ვალდებულია, შესრულებულ სამუშაოებზე სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.2. პუნქტის შესაბამისად საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების (პროექტთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხი და შესრულებული სამუშაოთა მოცულობების ფორმა №2-ით წარმოდგენილი სამუშაოების მოცულობებთან შესაბამისობა) წარმოდგენა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მოცემულ ეტაპზე ქვეკონტრაქტორის შესახებ ინფორმაცია არ მოითხოვება, თუმცა კონკრეტული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქვეკონტრაქტორის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარ შეთანხმების საფუძველზე.

ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“

ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯეროვნებასა და ხარისხზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა.

პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ფასების კლება არ უნდა მოხდეს მისაწოდებელი სამუშაოსა თუ მასალების ხარისხის არსებითი გაუარესების ან/და სამუშაოს შესრულების ტემპის არსებითი შემცირების ხარჯზე. დაუშვებელია შესრულების ეტაპზე მომწოდებლის მიერ ხარისხის ან სამუშაოს ტემპის გაუარესება, დაბალი ფასების მოტივით ანუ პროექტის მცირე ბიუჯეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მომიზეზებით და მათ შორის იმაზე მითითებით, რომ შემსყიდველი ტენდერის დროს დაეთანხმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრული და პრეტენდენტთან (შემდგომში მიმწოდებელთან) წინასწარ შეთანხმებული ოდენობის შესაბამისად, მაგრამ არაუმუტეს ხელშეკრულების ღირებულების 50%-ისა, მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

წინასწარ გადახდილი თანხის გამოქვითვა მოხდება თანხის ჩარიცხვის შემდგომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვეო გარანტიის საფუძველზე.
გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

აღნიშნულ გარანტიაში მითითებულ უნდა იქნეს შესყიდვის კონკრეტული დასახელება, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ნომერი და პრეტენდენტის (ხელშეკრულებით _ მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო კოდი. აღნიშნული გარანტიის მოქმედების ვადა ხელშეკრულების მოქმედების ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება 2024 წლის საკუთარი სახსრებით.

1. 7,1,1 პუქნტით გათვალისწინებული წინასწარი ანგარიშსწროების გამოუყენებლობისას ანგარიშსწორება განხორციელდება საბოლოოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (ფორმა #2) დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ შესრულებულ სამუშაოებზე (ფორმა #2) გაცემული დადებითი დასკვნის მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

2. სარემონტო სამუშაოების დასრულებად ჩაითვლება ის თარიღი, როდესაც სარემონტო სამუშაოები დასრულდება სრულად და შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება ფორმა #2 და ექსპერტიზის დასკვნა სამუშაოების შესრულების თაობაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ 10 (ათი)სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ხელშეკრულებაში მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ გელაშვილი, 598977188, Info@nam.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი (გარდა Excel-ის ფორმატის ფაილისა) ან/და ინფორმაცია ელექტრონულად ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება) ან/და ელექტრონული შტამპით დამოწმებული.
10.1.4 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.6 ელექტრონულ ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების 24-ე მუხლისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.


10.2.პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაცია:

10.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (თითოეული კომპონენტის მიხედვით) (ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს ექსელის (Excel)-ის ფაილის სახით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
10.2.3 ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 1.6 პუნქტის შესაბამისად.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 შესაბამისად ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru