პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული
ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო
წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12
ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55
დადგენილების შესაბამისად.
პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, ფასების ცხრილის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
წარმოუდგენლობა ან/და დაშვებულ ზღვრულ ნორმაზე მეტად განუფასებლად
წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს
პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის
წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება
განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ
გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის
ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების
მიხედვით (ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი)
შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის
მიმწოდებელმა უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს შესრულებული სამუშაოს
შესახებ შედგენილი ფორმა N2 და შესრულებული სამუშაოების მოცულობების და
ხარისხის დადგენის მიზნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული
ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა (ექსპერტიზის ხარჯებს
აანაზღაურებს მიმწოდებელი) ფარული სამუშაოების აქტით (ასეთის
არსებობის შემთხვევაში).
სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე,
სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი,
წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან
ექვივალენტური.
1.2.1 სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას წინამდებარე ტექნიკური
დავალების, ხარჯთაღრიცხვის და საპროექტო დოკუმენტაციის
შესაბამისად.
1.2.2. სარემონოტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში დაუშვებელია
გამოყენებული იქნას სამგზავრო ლიფტი, მასალებისა და სხვა საგნების
გადასატანად საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შენობის კიბის გამოყენება ან/და გარე სატვირთო ამწის მონტაჟი, მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების წესების დაცვით.
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს იმგვარად, რომ არ
შეფერხდეს შენობაში მოქმედი ორგანიზაციები/ დანარჩენი სართულებისა და
მიმღები სამუშაო სივრცის დანიშნულებისამებრ გამოყენება.
შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს გარკვეული სამუშაობის არასამუშაო
საათებსა და დღეებში განხორციელება. აუცილებელია სამშენებლო მოედანზე
დაცული იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების
წესები და ნორმები.
1.2.4.მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი
უზრუნველყოს შესაბამისი რესურსით (მათ შორის _ ადამიანური რესურსით,
მოწყობილობებით და მასალით);
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სარემონტო ადგილზე საჭიროების
შემთხვევაში დამცავი გამაფრთხილებელი ნიშნების დაყენება. სარემონტო
ადგილზე დაცული უნდა იყოს სანიტარული პირობები და უსაფრთხოების
წესები; სამუშაოების პროცესში შემსრულებელი ვალდებულია მინიმუმამდე
დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენა;
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, სამშენებლო სამუშაოს შესრულების
პროცესში, მიმწოდებლის მიზეზით (მ/შ გაუფრთხილებლობით),
შემსყიდველისთვის ან/და მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის სრული
ანაზღაურება საკუთარი ხარჯით.
1.2.6 მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სამუშაოს შესრულება ტექნიკური
დავალებით დადგენილი პირობებისა და წესების, ასევე მოქმედი სამშენებლო
სტანდარტებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
1.2.7 მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს სამშენებლო და
სამუშაო ფართის დასუფთავება, ნარჩენებისა და სამშენებლო ნაგვის
მოგროვება და ტერიტორიიდან გატანა;
1.2.8 სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური
აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი
ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით.
ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას
დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და
სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
1.2.9.სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და
სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო
ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან,
დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ა.შ.
1.2.10.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სამუშაო პროცესში მისთვის
საჭირო კომუნიკაციის მიყვანა და ასევე ამ პროცესში მოხმარებული
კომუნალური მომსახურების საფასურის გადახდა (ელექტროენერგია,
წყალი).
1.2.11.მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს
დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად
ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში
ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
1.2.12 სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და
კონტროლის განმახორციელებელ პირის მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე
წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
1.2.13. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას
გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი,
ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს
შემსყიდველითან.
1.2.14. სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და
მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში
აღიარებულ სტანდარტებს. ამასთანავე, შემსყიდველის მოთხოვნის და ასეთის
არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების
მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).
-შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების
ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ინსპექტირება. მიმწოდებელი
ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს
ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი პირის (ჯგუფის) უშუალო
ზედამხედველობის ქვეშ.
-სამუშაოების შესრულების დროს სრულად დაცული უნდა იყოს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი შრომის უსაფრთხოების წესები.