Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #50394925)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: GEORGIAN AMELIORATION LTD
Номер конкурса: 50394925
Дата публикации: 18-01-2024
Сумма контракта: 540 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA240000068
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.01.2024 12:41
Начало приема предложения 15.02.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 20.02.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 540`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34144000 - Автомобили специального назначения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 კალენდარულ დღის განმავლობაში
Дополнительная информация
საწევარა უნაგირა

Semi-Truck
Estimated value of procurement 540000.00 GEL (VAT included);
Classifier (CPV) code: 34100000 – Motor vehicles;
Classifier (CPV) code and specific procurement object: 34144000 -Special-purpose motor vehicles;
Amount or Volume of Procurements - 2 units;
Supply Period – 250 calendar days after the execution (signing) of the contract;
Bid reduction step 2160.00 GEL
Guarantee amount 5400.00 GEL
Guarantee validity period: 160 Days

Source of funding – State Budget 2024
Количество и объём закупок 2 ცალი
Шаг снижения цены 2`160.00 GEL
Размер гарантии 5`400 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino tsereteli :: 10.01.2024 12:32
  • Последнее исправление: nino tsereteli :: 18.01.2024 12:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=554413&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საწევარა უნაგირა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი მახასიათებლების მქონე 2 ცალი საწევარა უნაგირას მოწოდება:

1. გამოშვების წელი - არანაკლებ 2023;
2. მდგომარეობა - ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი;
3. უნაგირა-საწევარა ავტომობილის დანიშნულება - გაბარიტული და არაგაბარიტული, მძიმე ტვირთების გადაზიდვა სპეციალური ლაფეტით;
4. საექსპლუატაციო გზის საფარი -მაგისტრალი, შერეული და გრუნტის;
5.ავტო მატარებლის კომბინირებული სრული მასა (უნაგირა საწევარა, სპეცნახევარმისაბმელი და გადასატანი ტვირთი) - არანაკლებ 60 ტონისა;
6.ავტო მანქანის სიგანე - არანაკლებ 2490 მმ, არაუმეტეს 2550 მმ.
7.ძრავი - არანაკლებ 440 ცხ/ძ ;
8.ძრავის ტიპი - ტურბო დიზელი;
9.საწვავის ტიპი - დიზელი.
10.ემისია - არანაკლებ ევრო 3.
11.გადაცემათა კოლოფი - რობოტიზირებული (ნახევრად ავტომატური), არანაკლებ 10+2; რეტარდერით.
12.სამთო მუხრუჭი - კი.
13.გამწევი ხიდები - გვერდითი სატელიტური რედუქტორით.
14. გამწევი ხიდების ბლოკირების საშუალება - კი;
15. ავტო მანქანის თვლების ფორმულა- 6x4 (2 უკანა გამწევი ხიდით) უკანა ღერძებზე 4-4 თვალით;
16. ავტო მანქანის საბურავის რაოდენობა და ტიპი - 10+1 (მაგისტრალი, შერეული და გრუნტიანი გზის გათვალისწინებით, +1 სათადარიგო);
17. წინა დაკიდების სისტემა - რესორული დაკიდების ;
18. უკანა დაკიდების სისტემა - რესორული დაკიდების;
19. კლირენსი - კლირენსის სიმაღლე საექსპლუატაციო პირობების გათვალიწინებით (მაგისტრალი, შერეული და გრუნტიანი გზა), არანაკლებ 230 მმ.
20. ლაფეტის გადასაბმელის (ჩასაბმელის) სიმაღლე - 1 225 მმ. - 1 530 მმ.
21. წინა სამუხრუჭე სისტემა - პნევმატური, სუპორტიანი;
22. უკანა სამუხრუჭე სისტემა - პნევმატური, სუპორტიანი;
23. მართვის კაბინა - საძინებელი კაბინით;
24. მძღოლის სავარძელი - რეგულირებადი პნევმატური;
25. გვერდითი შუშები - ელექტრო ამწევით;
26. მართვის კაბინის გათბობის და გაგრილების სისტემა - კონდიციონერი, გათბობის ღუმელი;
27. უნაგირის შემაერთებელ-ჩამკეტის ზომა (ჩასაბმელის ზომა)- 3,5 დიუმი;
28. ელექტრო და პნევმატური შემაერთებლები - ევრო სტანდარტით;
29. მოთხოვნა დამატებითი დოკუმენტაცის და ინვენტარის შესახებ - ტექნიკას თან უნდა ახლდეს კატალოგი და ექსპლუატაციის წესების სახელმძღვანელო (ინგლისურ ენაზე) ასევე არანაკლებ 1 ერთეული შესაბამისი ზომის და ტიპის ცეცხლმაქრი, ერთი ერთეული სააფთიაქო ყუთი და ინსტრუმენტების ნაკრები;
30. მიმწოდებელი უზრუნველყოფს მოწოდებული ტექნიკის გადმოფორმებას შემსყიდველის სახელზე.


დანართი N1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა შეიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 კალენდარულ დღის განმავლობაში

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი (შემსყიდველი ორგანიზაციის მითითების შესაბამისად).

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიწოდებული ტექნიკა უნდა იყოს ახალი, ხარისხიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი და უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს;
2. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 2 (ორი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან, ან 200000 კმ (რომელიც ადრე დადგება) რომლის განმავლობაში რაიმე ნაკლის/დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს 15 კალენდარულ დღეში, საკუთრი სახსრებით გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნული ვადის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ შემსყიდველის თანხმობით, შესაბამისი გონივრული დასაბუთების არსებობის შემთხვევაში;
3. გარანტია ვრცელდება მინიმუმ ძრავზე, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფზე და წამყვან მოწყობილობებზე და ელექტრომოწყობილობაზე;
4. გარანტია არ ვრცელდება ისეთი სახის დაზიანებებზე, რომლებიც გამოწვეულია ცვეთით, არასწორი ექსპლუატაციით, ოპერატორის უყურადღებობით, ტექნიკის კონსტრუქციაში თვითნებური ცვლილებებით, ავტოსაგზაო შემთხვევით, ხანძრით, ყინვით ან სხვა ბუნებრივი პირობების ზემოქმედებით.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მწარმოებელი და მოდელი (ივსება დანართის N2 IV სვეტში - "შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი და მოდელი").

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით (კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპი) დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული სავაჭრო ნიშნის (ბრენდის) საწევარა უნაგირის საერთაშორისო ბაზარზე არსებობის მინიმუმ 15 წლიან ისტორიას ან მწარმოებლის მიერ საწევარის წარმოების არანაკლებ 15 წლიან ისტორიას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ პირობას:
ა) გააჩნდეს შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვის ცენტრი საქართველოში, რომელიც საგარანტიო პერიოდში, საბაზრო ფასების ადეკვატური ღირებულებით, გაუწევს აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ ტექნიკას გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას;
ბ) წარმოადგინოს პრედენტენტსა და მწარმოებლის მიერ ავტორიზებულ სერვის ცენტრს შორის გაფორმებული წინასწარი ხელშეკრულება ან/და შეთანხმების დამადასტურებელი რაიმე სხვა სახის დოკუმენტი (შესაძლებელია წერილობითი წინასწარი თანხმობა) იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მიწოდებულ ტექნიკას საგარანტიო პერიოდში გეგმიურ და არაგეგმიურ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომსახურებას გაუწევს მწარმოებელი კომპანიის ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში. ამასთან, მომსახურების ღირებულება უნდა იყოს საბაზრო ფასების ადეკვატური.

ზემოაღნიშნული პირობების დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი ან/და დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე - წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული საქონლის სულ მცირე წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2. პუნქტითა და ამავე პუნქტში ატვირთული დოკუმენტით - "სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური დავალება" განსაზღვრული პირველიდან 28-ე პოზიციის ჩათვლით მითითებული ტექნიკური მახასიათებელი (პარამეტრი).

2.7.1.3 პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი (უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის დოკუმენტი):

ევრო ქრაშტესტი, ან ამერიკული ქრაშტესტი ან იაპონური ქრაშტესტი ან ECE R29 რეგულაციასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხოენოვან დოკუმენტს უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული დანართი N1 (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი);
2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი);
3. წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული სავაჭრო ნიშნის (ბრენდის) საწევარა უნაგირას საერთაშორისო ბაზარზე არსებობის მინიმუმ 15 წლიან ისტორიას ან მწარმოებლის მიერ საწევარის წარმოების არანაკლებ 15 წლიან ისტორიას (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.1.1 პუნქტი);
4. ინფორმაცია/დოკუმენტაცია სერვის ცენტრის შესახებ (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.3.1 პუნქტი);
5. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული ტექნიკის მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი ან/და დილერი (იმპორტიორი) საქართველოს ტერიტორიაზე (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.1 პუნქტი);
6. მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომელშიც მითითებული იქნება შემოთავაზებული საქონლის სულ მცირე წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2. პუნქტითა და ამავე პუნქტში ატვირთული დოკუმენტით - "სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ტექნიკური დავალება" განსაზღვრული პირველიდან 28-ე პოზიციის ჩათვლით მითითებული ტექნიკური მახასიათებელი (პარამეტრი) (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.2 პუნქტი).
7. უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტი (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.7.1.3 პუნქტი).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს აუდიტორების ან/და აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებული ან/და შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის დასკვნის საფუძველზე.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.3 for an individual entrepreneur

ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.4 for a physical entit

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
ბ) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.

5.1.5 for a partnership

დოკუმენტები მოითხოვება, როგორც უშუალოდ ამხანაგობისთვის, ასევე, მისი თითოეული წევრისათვის:
ა) ცნობა/დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა შესაბამისი ორგანოდან, რომელიც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტს არ ერიცხება სალდირებული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ.

5.1.6 for a non-resident

ა) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, გარდა 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტებისა, უნდა წარმოადგინოს საკუთარი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში პრეტენდნეტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.4. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

წარმოდგენილ უნდა იქნას, როგორც პრეტენდენტის, ასევე, სათაო კომპანიის 5.1.2. პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა იქნას წარმოდგენილი სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა/ცნობები, რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. უცხოური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან/და აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ.
2. საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით.
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6. შემსყიდველის მიერ, ხელშეკრულების 8.2. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას.
7. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გაგრძელების შესახებ შეთანხმების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მოცულობის შესაბამისად, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
2. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო მიმწოდებელი თანახმაა ხელშეკრულების 9.3 და 9.5 პუნქტებით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვითოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისი, მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.
3. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო წერეთელი, 595131111, nino.tsereteli@ag.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

- დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ფირმისა და მოდელის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

- ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი.

- 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია).

- დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

18-01-2024 Инженерные услуги.

18-01-2024 Очистные и санитарные услуги в городской или сельской местности и сопутствующие услуги.

18-01-2024 Кабели, провода и связанные с ними изделия .

18-01-2024 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

18-01-2024 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

18-01-2024 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru