Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #50394914)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Self-governing Entity Bagdati Municipality
Номер конкурса: 50394914
Дата публикации: 18-01-2024
Сумма контракта: 125 242


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT240001027
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 18.01.2024 10:51
Начало приема предложения 26.01.2024 00:00
Истекает срок принятия предложений 29.01.2024 14:00
Предполагаемая цена закупки 125`242.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღე
Дополнительная информация
სოფ. ზედა დიმში კვირიკაძეების ს/გზის გვერდულის გამაგრების სამუშაოები (47580 ლარი); 2. სოფ. დიმში თავხელიძე-მინაძეების ს/გზის გვერდულის გამაგრების სამუშაოები (25700 ლარი); 3. ქ. ბაღდათში ც. დადიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია (51962 ლარი)
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 600.00 GEL
Размер гарантии 1`252 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anton :: 17.01.2024 13:48
  • Последнее исправление: anton :: 18.01.2024 10:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=556279&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სოფ. ზედა დიმში კვირიკაძეების ს/გზის გვერდულის გამაგრების სამუშაოები (47580 ლარი); 2. სოფ. დიმში თავხელიძე-მინაძეების ს/გზის გვერდულის გამაგრების სამუშაოები (25700 ლარი); 3. ქ. ბაღდათში ც. დადიანის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია (51962 ლარი).
ანალოგიური ტიპის ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: გზების საყრდენი კედლების და/ან სანაპიროს დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და/ან მდინარის ნაპირის დამცავი სამუშაოების წარმოება და/ან საავტომობილო ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია და/ან სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და/ან მსგავსი საინჟინრო ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გამოცდილებაში ასევე ჩაითვლება ასფალტო-ბეტონის ან ბეტონის გზის საფართან დაკავშირებული ისეთი სამუშაოები, რომლებიც ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, აგრეთვე მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს, როგორც მის შემადგენელ ნაწილს.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესასრულებელი სამუშაოების ზუსტი რაოდენობა/მოცულობა იხილეთ თან დართულ ნახაზებსა და ხარჯთაღრიცხვებში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესასრულებელი სამუშაოების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.
2. სამუშაოს შესრულების ადგილია ბაღდათის მუნიციპალიტეტი,სოფ. დიმი და ქ. ბაღდათი ცოტნე დადიანის ქუჩა

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადა შეადგენს შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი სამუშაოს მიღების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს.
1.6.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრა.
1.6.3. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის პირველი ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული კომისიის მიერ შედგენილი სამუშაოს მიღების აქტის გაფორმების შემდეგ.
1.6.4. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული კომისიის მიერ დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს დეფექტ(ებ)ი, მიმწოდებელს ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის პირველი ნახევარი არ აუნაზღაურდება სამუშაოს დეფექტ(ებ)ის გამოსწორებამდე.
1.6.5. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2.5 %) დაბრუნება მოხდება საგარანტიო ვადის - 1 (ერთი) წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის ან/და ზედამხედველის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის ზედამხედველის ან/და შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დეფექტ(ებ)ის არარსებობა.
1.6.6. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ/არ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრას, შემსყიდველი ზედამხედველთან ერთად შეაფასებს ამ დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებას.
1.6.7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემსყიდველი მიმწოდებელს არ აუნაზღაურებს დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანხას სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხიდან.
1.6.8. თუ ამ მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტში აღნიშნული დეფექტ(ებ)ის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა აღემატება სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებულ თანხას, შემსყიდველი უფლებამოსილია, დამატებით მოსთხოვოს მიმწოდებელს აღნიშნული სხვაობის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.6.9. შემსყიდველი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული 2.5% მიმწოდებელს დაუბრუნოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირველი 2.5%-ის გადახდის შემდეგ, საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შემსყიდველს წარუდგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემულ 2.5%-ის ოდენობის საბანკო გარანტიას და შემსყიდველის მიერ უფლებამოსილი საზედამხედველო ორგანიზაციის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის დროს სამუშაოს დეფექტ(ებ)ის არარსებობას.
1.6.10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტია თავისი შინაარსით უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. აღნიშნული საბანკო გარანტია ძალაში უნდა იყოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგარანტიო ვადის ამოწურვიდან არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. 2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 125242 ლარის.
2.2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე პრეტენდენტს ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა.

3.ანალოგიური ტიპის ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: გზების საყრდენი კედლების და/ან სანაპიროს დამცავი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია და/ან მდინარის ნაპირის დამცავი სამუშაოების წარმოება და/ან საავტომობილო ხიდების მშენებლობა-რეაბილიტაცია და/ან სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია და/ან მსგავსი საინჟინრო ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. გამოცდილებაში ასევე ჩაითვლება ასფალტო-ბეტონის ან ბეტონის გზის საფართან დაკავშირებული ისეთი სამუშაოები, რომლებიც ხარჯთაღრიცხვ(ებ)ით, აგრეთვე მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს, როგორც მის შემადგენელ ნაწილს.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ყავდეს შესაბამის სფეროში (საავტომობილო გზების, საგზაო ინჟინერი) საინჟინრო განათლების მქონე მინიმუმ- 1 (ერთი) სპეციალისტი, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილებით. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტ(ებ)ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების ასლები, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მათი მუშაობის ფაქტს.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი დანართი N-6-ის მიხედვით, რომელიც იქნება ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
2. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადების წარდგენისას, უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი (ხარჯთაღრიცხვებში წარმოდგენილი სამუშაოების გათვალისწინებით) კვირების მიხედვით. წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით თითოეულ თვეში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება არ უნდა იყოს სამუშაოთა ღირებულების 10%-ზე ნაკლები (აღნიშნული პირობის დარღვევა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

-სამუშაოები უნდა იყოს შესრულებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების (მოქმედების ვადის მქონე), შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. პრეტენდენტმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

2. მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორიაზე უნდა გადაამოწმოს საპროექტო ნიშნულები, ასევე სამშენებლო მოედანზე გადაამოწმოს საპროექტო ნახაზებში მითითებული ზომები და ნებისმიერი უზუსტობა აცნობოს შემსყიდველს;
3. სამუშაოების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული შესაბამის სფეროში აკრედიტირებული კომპანია.
4. სამუშაოს შესრულების პროცესში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხარისხისა და სამუშაოების მიმდინარეობის ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება;
5. მიმწოდებელმა ობიექტზე სამუშაოს დაწყებამდე უნდა განათავსოს საინფორმაციო დაფა ზომით არანაკლებ 1მX1მ; (საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება) (საინფორმაციო დაფაზე დასატანი ინფორმაცია შემსყიდველთან შეთანხმებით);
6. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 5 შესაბამისად. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
7. ამხანაგობის არცერთი წევრი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ამხანაგობის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;
5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფრორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ, მიმწოდებლის წერილობითი მომართვის საფუძველზე;
3. ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
4.ეტაპობრივი და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება შესრულებული სამუშაოების
მოცულობებზე და ღირებულებაზე ექსპერტიზის დასკვნის (აღნიშნული დასკვნ(ებ)ის
ღირებულება უნდა დაფაროს მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით) წარმოდგენის შემდეგ.
ექსპერტიზის დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (იმ შემთხვევაში, თუ
დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”, მიმწოდებელმა დამატებით უნდა წარმოადგინოს დასკვნის
გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (აკრედიტაციის სფერო
უნდა ფარავდეს მოთხოვნილ მომსახურებას);
5. „ანგარიშსწორება იწარმოებს საქათველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულების შესაბამისად.“

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანტონ, 595900715, anton.karabaki@baghdati.gov.ge ალეკო გოგსაძე 595900753 საპროექტო მომსახურების და მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ინსპექტირების განყოფილება - განყოფილების უფროსი

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru