1. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და
გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის ფაქტობრივად შესრულებული
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების
ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულების 50%-სა.
1.1. გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი
გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის
ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ
დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის
დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების
წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი
წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც
ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების
ადგილი და შემსრულებელი.
2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2021-დან წინამდებარე ტენდერში
წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს;
3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს
მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური
ნაგებობების მშენებლობა; ან/და რეკონსტრუქცია; ან/და მოდერნიზაცია;
ან/და რეაბილიტაცია; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები; ან/და
პრევენციის სამუშაოები; ან/და პერიოდული შეკეთების ან/და მიმდინარე
შეკეთების სამუშაოები;
4. საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების თაობაზე პრეტენდენტმა
უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
4.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები (სამუშაოების შესრულების
აქტი (მაგ.ფორმა N2), ან/და შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების
აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული შესრულებული სამუშაოების
დამადასტურებელი ცნობა, ან/და სამუშაოების დასრულების/შესრულების
სერტიფიკატები ან/და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები).
იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და
დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი
შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.
ამასთან:
ა) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
ბ) სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ ან დამკვეთის მიერ,
დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების
სამუშაოები შეასრულა პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების
ფარგლებში.
4.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 4.1 პუნქტით განსაზღვრული
დოკუმენტაციით ვერ ხერხდება სამუშაოების შინაარსის იდენტიფიცირება,
შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტის -
ფორმა N2-ის (ან ანალოგიური ტიპის დოკუმენტის, საიდანაც შესაძლებელია
სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება)
წარმოდგენა, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს დამკვეთის ან/და მის მიერ
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ.
5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 4.1. პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური
გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების, სამუშაოების შესრულების ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
6. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
6.1. სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
6.2. სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
7. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
8. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
8.1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.
8.2. ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 8.1.
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.