ტექნიკური დავალება
პრეამბულა
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი დასახლების, ქალაქ ფოთის ურბანული
განაშენიანება XIX საუკუნის შუა ხანებიდან პორტის განვითარებას და ფოთის
დასახლების სანავსადგურო ქალაქად ჩამოყალიბებას უკავშირდება.
26 მაისისა და საეკლესიოს ქუჩების გადაკვეთაში მდებარე კოლხური
კულტურის მუზეუმის შენობა (ძეგლთა ნუსხაში იდენტიფიცირებულია: ქალაქ
ფოთის ისტორიის მუზეუმი) დაპროექტებულია 1907 წელს ინჟინერ-არქიტექტორ
ედმონდ ფრიკის მიერ. იგი აიგო 1908 წელს, საცხოვრებელი სახლის ფუნქციით. 1921-1978
წლებში შენობაში ქ. ფოთის აღმასრულებელი კომიტეტი იყო განთავსებული.
მიმდინარე პერიოდში მასში ფოთის კოლხური მუზეუმი ფუნქციონირებს.
შენობა წარმოადგენს მხატვრულ - არქიტექტურული ღირებულებებითა და
მაღალი სამშენებლო ოსტატობით გამორჩეულ ნიმუშს. ქუჩების მხარეს იგი
ორი ავთენტური ფასადით იხსნება. მაღალი ცოკოლი, სარდაფის სწორკუთხა
განიერი სარკმლები და პილასტრების საყრდენები ქვის ფილებითა და
რუსტიკის იმიტიციითაა დამუშავებული. პირველი სართული ერთმანეთთან
დაკავშირებული მკვეთრად კონტრასტული მოცულობისა და ფართობის
სწორკუთხა ოთახებისგან შედგება.
მე-20 საუკუნის 50-70-იან წლებში შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა - ეზოს
მხარეს მიუშენდა ორსართულიანი ნაწილი, რომელიც თითქმის შეჭრილია
შენობის სივრცეში. იგი ასიმეტრიული გეგმარების მქონე შვერილი
ფლიგელების დამაკავშირებელია.
შენობა მთლიანობაში დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. 2015-2016 წლებში
მოეწყო დამხმარე სათავსო და პანდუსი, რეაბილიტირდა სახანძრო კიბე. 2023
წელს ჩატარდა შენობის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვალა
დაზიანებული ხის ელემენტები, შეკიდული ტიპის ფერადი თუნუქის
წყალსარინი სისტემა. შენობა გადაიხურა თუნუქის ფურცლებით.
შენობის მოვლა-პატრონობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სამუზეუმო
მოთხოვნებთან მისი
მიმდინარე ეტაპზე მუზეუმის შენობა საჭიროებს სარეაბილიტაციო
სამუშაოების განხორციელებას.
ჩასატარებელი სამუშაოები
გასაძლიერებელია ცოკოლისა და სართულშუა გადახურვების კოჭები;
შესაცვლელია მიშენებული ნაწილის ცოკოლისა და სართულშუა
გადახურვები;
ჩასატარებელია ფასადების რესტავრაცია;
ინტერიერში არსებული იატაკები შესაცვლელია ახლით, სარემონტოა შიდა
კედლები და ჭერი, გასაწმენდია და აღსადგენია კიბის საფეხურები და
მოაჯირი;
შესაცვლელია დაზიანებული საფეხურები ეზოს მხრიდან არსებულ კიბის
უჯრედში, მოსაწყობია ლითონის მოაჯირი და კიბის გადახურვა მსუბუქი
კონსტრუქციებით;
შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის მოსაწყობია ლიფტი, ეზოში სველი
წერტილი და სველ წერტილთან მისასვლელი პანდუსი;
მოსაწყობია საინჟინრო კომუნიკაციები (შიდა ელექტრომომარაგება,
ვენტილაცია-კონდიცირება, გარე წყალსადენ-კანალიზაცია), სახანძრო
სიგნალიზაცია, სათვალთვალო კამერები და ფასადების განათება;
მოსაწყობია ჭიშკარი, ღობე, შენობის მიმდებარე ტროტუარი და სანიაღვრე
არხი.
მიზანი და ძირითადი პირობები
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის
ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს
ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა
ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ
მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს
მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ
სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი
მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი,
სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები
არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან
პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა რომელიც წარმოებულია
პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული
ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, პროექტის ავტორი ვალდებულია
ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) სააგენტოში
წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი ანგარიში.
აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იყოს მიმწოდებელსა და
პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი
არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით.
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი
და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან
სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს
მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე
სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის
გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე
გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძეგლის გაწმენდითი სამუშაოები განხორციელდეს
არქიტექტორ-რესტავრატორის ზედამხედველობით. მიწის სამუშაოთა
მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში,
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის
თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ
ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ
სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს
ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია
გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც
შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების
ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური
და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე
დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო
ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.
ნორმატიული დოკუმენტები
მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო
ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური
შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა
ადამიანთა ზარალი. სამუშაო ტერიტორიაზე უნდა იყოს შესაბამისი ნიშნები
და გაფრთხილებები.
უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი
სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით,
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების
შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველჰყოფს გარემოს,
ისტორიული ძეგლის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის
უსაფრთხოებას.
სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62
დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით.
მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა
საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველჰყოს მისი დასაქმებულების
შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში.
მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში
დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები,
წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი
პასუხისმგებლობისგან.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველჰყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე
ეკოლოგიური ზემოქმედების, სამუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის
და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ტექნიკური
უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონებისა და
ნორმების შესაბამისად, მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები
მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან
ასაცილებლად.
სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა
გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს
გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს
ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი
ნაგებობების მოჭრა და განადგურება.
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები,
შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული
მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული
სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას
ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული
სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს
შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად
დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად
აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების
ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და
შესაბამისი წერილობითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების
ექსპერტიზას განახორციელებს შემსყიდველი, ანგარიშის წარმოდგენიდან
არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღეში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ყველა
ეტაპზე სამ ეგზემპლარად. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და
გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით (ზამბარით აკინძული A3 ან A4 ფორმატის
ალბომის სახით - 3 ეგზ.) და ელექტრონულ ვერსიაში მეხსიერების ბარათზე
(ტექსტური და გრაფიკული მასალის PDF, EXCEL ფაილი; ფოტომასალა - TIFF ან JPG
გაფართოების ფაილი) ჩაწერილი.
შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
საექპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს
მონიტორინგის სამსახური.
სამუშაოთა საბოლოო მიღება
მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ,
თანახმად გეგმა-გრაფიკისა. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ
სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად
ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. შესრულებულ
სამუშაოთა ეტაპობრივი ჩაბარების ვადები და გრაფიკი განსაზღვრულია
სატენდერო წინადადებით და წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადები
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 360 (სამას სამოცი) დღე.
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია დამკვეთის
მიერ სამუშაოს საბოლოო მიღება-ჩაბარების თარიღიდან, ხუთი წლის ვადით.