ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა
და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and
Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „აივ ინფექცია/შიდსის
პრევენცია ნარკოტიკების ახალგაზრდა მომხმარებლებში“ მომსახურების
(CPV85100000-ჯანდაცვის მომსახურებები) შესყიდვა.
მომსახურების გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 2024 წლის 1 იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით;
სამიზნე ჯგუფები: აივ ინფექციის მაღალირისკის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები
- ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები (ნიმ), მათ შორის
სტიმულატორებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (აფნ)
ინექციურად და არაინექციურად მომხმარებელი ახალგაზრდები.
მიზანი: სამიზნე ჯგუფების ხელმისაწვდომიბის გაზრდა ზიანის
შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ სერვისებზე და აივ
ტესტირებაზე (მათ შორის აივ თვითტესტებით).
მომსახურების გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი
პროექტის დასაბუთება
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ძირითადად
კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნარკოტიკების
ინექციური გზით მომხარებლებში. აივ ინფექციის ახალი შემთხვევების
რაოდენობა ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.
რეგისტრირებული აივ ინფექციის შემთხვევების საყურადღებო წილი კვლავ
ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე (ნიმ) მოდის. ბიომარკერების და
ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების მიხედვით აივ ინფექციის
პრევალენტობა აღნიშნულ რისკ ჯგუფში 0.9%-ს , ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების
სავარაუდო რაოდენობა 49700-ს შეადგენს . ბოლო წლების განმავლობაში
აღინიშნება აივ ინფექციის ამ რისკ ჯგუფიდან ზოგად პოპულაციაში
გავრცელების ტენდენცია, რაც თავისთავად მოიცავს ნარკოტიკების
ინექციური გზით მომხმარებლებიდან ინფექციის მათ პარტნიორებში
(სქესობრივი, ნემსის) გავრცელებასაც. სწორედ ამიტომ აივ/შიდსის ეროვნული
სტრატეგიის მიხედვით, ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლები აივ
ინფექცია/შიდსის ეპიდემიაზე ეროვნული პასუხის ერთ-ერთი პრიორიტეტული
სამიზნე ჯგუფია და აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს
ნიმ-ებზე ორიენტირებული ზიანის შემცირების სერვისების გაფართოებას და
გაუმჯობესებას.
ამასთან ერთად, ბოლო დროის მტკიცებულებების თანახმად, საქართველოში
აღინიშნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სტიმულატორების
მოხმარების ზრდის ტენდენცია. ამასთანავე, ბაზარზე მიმოქცევაშია უცნობი
წარმოშობის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც ხასიათდება
მაღალი ტოქსიკურობით და განსაკუთრებულ რისკს უქმნის ნარკოტიკების
მომხმარებელი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს (მათ შორის
ზედოზირება და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევები).
სტიმულატორებისა და ახალი ფისქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება,
უმეტეს წილად კონცენტრირებულია ახალგაზრდა მომხმარებლებში, რომელთა
მოხმარების სპეციფიკა, დინამიკა და მახასიათებლები მნიშვნელოვნად
განსხვავადება ‘’ტრადიციული’’ ინექციური მომხმარებლებისგან.
აღნიშნულ ჯგუფში მწირია, როგოც ნარკოტიკების მომხმარებასთან, ისე აივ
ინფექციასთან დაკავშირებული რისკების გაცნობიერება, შესაბამისად,
ისინი ნაკლებად მიმართავენ არსებულ ზიანის შემცირებისა, თუ სხვა
პრევენციული, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურებებების
მიმწოდებელ ორგანიზაციებს.
სახეზეა აღნიშნული ნივთიერებების როგორც ინექციური, ისე არაინექციური
გზით მოხმარება, რაც ხასიათდება ორმაგი სარისკო ქცევებით:
ნარკოტიკების მოხმარების სარისკო საინექციო პრაქტიკა, ისე მაღალი
რისკის შემცველ სქესობრივი პრაქტიკა, ნარკოტიკული ნივთიერებების
ზემოქმედების ქვეშ. იზრდება მათ მოწყვლადობა აივ/ინფექციის, ვირუსული
ჰეპატიტებისა და სხვა სგგი-ს მიმართ.
ქვეყანაში არსებული ზიანის შემცირების მომსახურებები სრულად ვერ
პასუხობს ახალგაზრდა მომხმარებლების საჭიროებებს და სტიმულატორებისა
და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელები არ არიან
საკმარისად მოცულნი ზიანის შემცირების ტრადიციული პროგრამებით.
ბოლო პერიოდში დანერგილი ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის
პრევენციის მომსახურების მიწოდების დაგროვილი გამოცდილება ქმნის
დამატებით შესაძლებლობასა და საფუძველს, ქვეყანაში მოხდეს ზიანის
შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციის ისეთი მომსახურებების
შენარჩუნება და გაფართოება რომელიც მიმართული იქნება ნარკოტიკების
ახალგაზრდა მომხმარებლებზე, რაც მოიცავს ჯგუფზე მიმართული საველე და
მოძიებითი სამუშაოების ახალი მოდელის დანერგვას, საველე სამუშაოს
ახალი სივრცეების ათვისებას, რომლებიც პოპულარულია ახალგაზრდა
მომხმარებლებში და მათ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების პაკეტის
შექმნასა და მიწოდებას.
შესყიდვა „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ახალგაზრდა
მომხმარებლებში“ გულისხმობს ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული
პროგრამების ადაპტირებას ახალგაზრდა ნიმ-ებისა და ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების მომხმარებელი ახალგაზრდების საჭიროებების
გათვალისწინებით, მათზე მორგებული ზიანის შემცირების მომსახურების
მიწოდებას.
მომსახურების მიზანია ახალი საველე სტრატეგიებით ახალგაზრდა
მომხმარებლების ახალ ჯგუფებზე გასვლა, მათი მოძიება, მობილიზება და
მათთვის მისაღებ და მათზე მორგებულ სათემო გარემოში მომსახურებების
მიწოდება და ამ გზით აღნიშნულ ჯგუფში აივ ინფექციის, ვირუსული
ჰეპატიტებისა და სგგი გავრცელების პრევენცია.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია 1: ქცევის შეცვლაზე მიმართული ინტერვენცია
ინტერვენცია 2: „აივ პრევენციის ინტერვენცია ახალგაზრდა საკვანძო
პოპულაციებში“
მიზნობრივი ჯგუფი
ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლები, სტიმულატორებისა და
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელი ახალგაზრდები.
მიზანი:
ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა, სტიმულატორების და ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად მომხმარებელი ახალგაზრდების
ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის
პრევენციულ მასალებსა და სერვისებზე.
ამოცანა 1: ნარკოტიკების ახალგაზრდა ინექციური მომხმარებლების
ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის შემცირების შპრიცისა და ნემსის
პროგრამის მომსახურებზე
ამოცანა 2: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, მათ შორის სტიმულანტების
ახალგაზრდა მომხმარებლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის
შემცირების სპეციფიკურ, ადაპტირებულ მომსახურებზე მათზე მორგებულ
სათემო გარემოში
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის
დასაშვებია ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის ჩართულობა, იმ შემთხვევაში
თუ ის აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს (იხ. პრეტენდენტის მიმართ
განსაზღვრული მოთხოვნები)
პროექტის აქტივობები:
ამოცანა 1: ნარკოტიკების ახალგაზრდა ინექციური მომხმარებლების
ხელმისაწვდომობის გაზრდა ზიანის შემცირების მომსახურებზე
აქტივობა 1.1: ნარკოტიკების ახალგაზრდა მომხმარებლების, მათ შორის
სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად
მომხმარებელი ახალგაზრდების საველე-მოძიებითი სამუშაოების წარმოება,
საველე პირობებში და მათზე მორგებული სათემო ცენტრის ბაზაზე ზიანის
შემცირების მომსახურების პაკეტის მიწოდება.
1.1.1 ბენეფიციარების უზრუნველყოფა ზიანის შემცირების და აივ პრევენციის
პაკეტით. პაკეტით მოცულად ითვლება ბენეფიციარი, თუკი მას დროის
განსაზღვრულ პერიოდში მინიმუმ ერთხელ (ერთდროულად ან სხვადასხვა
ვიზიტზე) მიეწოდება პრევენციული პაკეტის მინიმუმ 2 სერვისი (რომელთაგან
ერთ-ერთი სერვისი აუცილებლად არის შპრიცი/ ნემსი/ პეპელა, ხოლო
დანარჩენი სერვისებიდან შესაძლებელია იყოს რისკის შემცირების
კონსულტირება ან საინფორმაციო მასალის ან კონდომის მიწოდება) და
შეთავაზებულ იქნება ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ
ინფექციაზე (მათ შორის აივ თვითტესტებით);
1.1.2 საველე პირობებში და სათემო ცენტრის ბაზაზე ზედოზირების პრევენცია
და პირველადი დახმარების შესახებ ინფორმირებულობის დონის
ამაღლება/სწავლება, მათ შორის ნალოქსონის დისტრიბუცია;
სამიზნე აქტივობისთვის 1800 პირი
აქტივობა 1.2: ნარკოტიკების ახალგაზრდა ინექციური მომხმარებლების, მათ
შორის სტიმულატორებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მომხმარებელი ახალგაზრდების აივ ინფექცია/შიდსზე პრე და
პოსტკონსულტირების, აივ-ზე და C/B ჰეპატიტზე სკრინინგის მომსახურების
მოწოდება, მათ შორის აივ ინფექციაზე თვით-ტესტირების მხარდაჭერის გზით.
სამიზნე რაოდენობა 1800, აივ ტესტირება შესაძლებელია კაპილარული სისხლის
ტესტით და აივ ნერწყვის თვით-ტესტით.
აქტივობა 1.3: ახალგაზრდა ნიმ-ებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო
შეხვედრების ორგანიზება, მათ შორის აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის
მკურნალობის პროგრამებში ჩართულ პაციენტთა სკოლების ჩატარება სათემო
ცენტრის ბაზაზე.
აქტივობა მოიცავს ყოველთვიურ შევხედრებს (ჯამში 24 შეხვედრის)
ორგანიზებას ორი ძირითადი მიმართულებით -
საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის და პაციენტთა სკოლა.
მიმართულებების ურთიერთმონაცვლეობა განისაზღვრება ბენეფიციარების
საჭიროებებზე დაყრდნობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების
თემატიკა განისაღვრება შემსყიდველთან შენთანხმებით. შემსყიდველთან
შეთანხმებით ნებადართულია ონლაინ შეხვედრის წარმართვა შესაბამისი
დოკუმენტირებით.
აქტივობა 1.4: სტიმულატორებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების
მომხმარებელი ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ზიანის
შემცირების პაკეტის შესაბამისი მომსახურების მიწოდება.
აქტივობა გულისხმობს სტიმულატორებისა და ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების მომხმარებელი ახალგაზრდების საჭიროებების შესაბამისი
მომსახურების პაკეტის მიწოდებას.
აქტივობა 1.5: ახალგაზრდების აივ ინფექცია/შიდსზე და ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების
შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლების ღონისძიებების
ორგანიზება
აქტივობა მოიცავს წლის განამავლობაში 4 ასეთი ღონისძიების
ორგანიზებას, თითოეულ ღონისძიებაზე სულ მცირე 80 ახალგაზრდის
მონაწილეობით.
აქტივობა 1.6: ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უსაფრთხო მოხმარების
საშუალებების მიწოდება ბენეფიციარებისთვის და რისკის შემცირების
კონსულტირება
აქტივობის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ფსიქოაქტიური
საშუალებების არაინექციური გზით მომხმარებელი ახალგაზრდების რისკის
შემცირების კონსულტირება და შესაბამისი სახარჯი მასალის მიწოდება.
აქტივობის განხორციელების მიზნით მიმწოდებელ ორგანიზაციას შეუძლია
გაითვალისწინოს შესაბამისი მოხმარების მცირე სამედიცინო მასალების
შესყიდვებისთვის საჭირო თანხა და განახორციელოს შესყიდული მასალების
დისტრიბუცია პროექტის მიზნების შესაბამისად (ჩამონათვალი შესასყიდი
მასალების უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
აქტივობა 1.7 საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალების მომზადება,
დაბეჭდვა და გავრცელება
სულ მცირე ორი ტიპის ლიფლეტის შემუშავება (თითო-თითო ინექციური და
არაინექციური ნაკროტიკების მოხმარების რისკების შემცირებაზე),
სავარაუდო ტირაჟი 3,000 თითო, სულ 6,000.
* * *
* შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს პროექტის
განხორციელებისთვის საჭირო სახარჯი მასალით; სწრაფი ტესტების
მიწოდება მოხდება აივ/ინფექცია შიდსის სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში მიმწოდებლის განაცხადის და შესაბამისი მოთხოვნების
დაკმაყოფილების საფუძველზე (გარდა აივ თვით ტესტებისა, რომლის
მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი გლობალური ფონდის პროექტის
ფარგლებში). ასევე, განმახორციელებელ ორგანიზაციას გადაეცემა
სკუტერები (3 ცალი) და საწვავი დადგენილი ლიმიტის ფარგლებში (20 ლიტრი თვის
განმავლობაში თითოეულ ერთეულზე).
შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გადასაცემი პროექტის
განხორციელებისთვის საჭირო მასალა
- ერთჯერადი შპრიცი 1 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 2 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 3 მლ
- ერთჯერაფი შპრიცი 5 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 10 მლ
- ერთჯერადი შპრიცი 20 მლ
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G23
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G25
- მოწყობილობა სისხლის გადასასხმელად (პეპელა) G27
- ნემსის თავები G23
- ნემსის თავები G25
- სპირტიანი ტამპონები
- საინექციო წყალი
- კონდომები
- ლუბრიკანტები
- ნალოქსონი
- ჟგუტი - რეზინის ერჯერადი ხელთათმანი
- დეზინფექტანტი ხელის დასამუშავებლად
- დეზინფექტანტი სამუშაო ზედაპირის დასამუშავებლად
- აივ ინექციის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები (სახელმწიფო პროგრამა)
- აივ ინფექციის თვით ტესტი
- C და B ჰეპატიტის სწრაფი სადიაგნოსტიკო ტესტები (სახელმწიფო პროგრამა)
პროექტის შეფასების ინდიკატორები
პროექტი შეფასდება შემდეგ ძირითად ინდიკატორებზე დაყრდნობით:
-აივ პრევენციის პროგრამით განსაზღვრული მინიმალური პაკეტით მოცული
ბენეფიციარების რაოდენობა - მოცულად ითვლება ნიმ-ი, თუკი მას დროის
განსაზღვრულ პერიოდში მინიმუმ ერთხელ (ერთდროულად ან სხვადასხვა
ვიზიტზე) მიეწოდება მინიმალური პრევენციული პაკეტის მინიმუმ 2 სერვისი
(რომელთაგან ერთ-ერთი სერვისი აუცილებლად არის შპრიცი/ ნემსი/ პეპელა,
ხოლო დანარჩენი სერვისებიდან შესაძლებელია იყოს რისკის კონსულტირება
ან საინფორმაციო მასალა ან კონდომი) და შეთავაზებულ იქნება
ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე;
- ბენეფიციარების რაოდენობა, რომელთაც ჩაუტარდა აივ ნებაყოფლობითი
კონსულტირება და ტესტირება(ნკტ)- აივ ინფექციაზე ტესტირებულად ითვლება
ბენეფიციარი, რომელსაც ჩაუტარდა ნებაყოფლობითი პრე ტესტ კონსულტირება,
ტესტირება და პოსტ ტესტ კონსულტირება აივ ინფექციაზე და შესაბამისად
იცის ტესტირების შედეგი (ანარიშის წარმოდგენისას უნდა იყოს გამიჯნული
აივ თვითტესტით ჩატარებული ტესტების რაოდენობა)