1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი:
№. ავტომანქანის დასახელება, გამოშვების წელი, რაოდენობა:
1 T OYOTA PRADO 2.7 2008 1
2 HONDA CIVIC 1.6 2019 6
3 MERCEDES-BENZ S 500 2006 1
4 TOYOTA LAND CRUISER LC 200 4.5 2012-2013 3
5 HYUNDAI H1 2.4 2006 1
6 HYUNDAI TUCSON 2.0 2009 1
7 HYUNDAI ELANTRA 1.8 2011-2014 5
8 MERCEDE S-BENZ C 180 2002 1
9 T OYOTA CAMRY 2.4 2010 1
10 T OYOTA CAMRY 3.5 2012-2013 3
11 T OYOTA CAMRY 2.5 2015-2016 2
12 HYUNDAI IX 35 2.0 2010-2011 4
13 HYUNDAI IX 35 2.4 2010-2012 3
14 HYUNDAI SONATA 2.0 2011 1
15 HYUNDAI SONATA 2.4 2010-2011 1
16 HYUNDAI GRANDEUR 3.0 2012 1
17 MAZDA CX 7 2.3 2012 2
18 NISSAN X-TRAIL 2.4 2005 1
19 KIA PICANTO 1.2 2012 1
20 LEXUS LX 570 5.7 2013-2015 2
21 VOLKSWAGEN JETTA 2.5 2012 1
22 VOLKSWAGEN PASSAT 1.8 2014-2017 10
23 HONDA CR-V 2.4 2013 1
24 SUZUKI GRAND VITARA 1.6 2008 1
25 SUZUKI SX4 2.0 2010 1
26 MAZDA 3 1.5 2014-2017 16
27 FORD FIESTA 1.2 2013 40
28 FORD MONDEO 2.3 2013 2
29 FORD KUGA 2.4 2011 2
30 SUZUKI JIMNI 1.3 2012-2013 7
31 SUZUKI SX4 1.6 2014 5
32 FORD FOCUS 1.5 2016 12
33 TOYOTA CHR 2.0 2018 1
34 MERCEDES BENC C 300 2.0 2015 1
35 MERCEDES BENC E 300 2.0 2017 1
36 MERCEDES BENC CLA 250 2.0 2016 1
37 MERCEDES BENC GLE 350 3.5 2017 1
38 HYUNDAI IONIQ 1.6 2020 8
39 MERCEDES BENC S 500 5.0 2015 1
40 SUBARU FORESTER 2.5 2016 1
41 T OYOTA CAMRY 2.5 2019 3
42 MAZDA 6 2.5 2019 2
43 TOYOTA COROLLA 1.6 2019 2
2. გასაწევი მომსახურების ან/და ნაწილის ღირებულება აღებულ უნდა იყოს
შესაძლო გასაწევი მომსახურების მიხედვით, ხოლო ანაზღაურება
„მიმწოდებელთან“ განხორციელდება მის მიერ ფაქტობრივად გაწეული
მომსახურების მიხედვით, შესაბამისად ხელშეკრულების მოქმედების ვადის
ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან
გამოუმუშავებელი თანხა დარჩება „შემსყიდვეთან“ და იგი არ წარმოშობს
მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.
3. მომსახურება უნდა განხორციელდეს მომწოდებლის სათადარიგო ნაწილებით,
რისთვისაც მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სათადარიგო ნაწილების
გარკვეული მარაგები რემონტების დროულად უზრუნველსაყოფად, ტექნიკური
დავალების პირველ პუნქტში მოცემული იმ ავტომანქანებისთვის, რომლის
რაოდენობა 3 ან 3-ზე მეტია კერძოდ: სამუხრუჭე ხუნდები, ზეთის ფილტრი,
ჰაერის ფილტრი; საწვავის ფილტრი;, წინა ბერკეტის მილისა (გიტარის
ვტულკები); წევის დაბოლოება (ნაკანეჩნიკი); ძრავის ზეთი; გიდრავლიკის
ზეთი; მინის საწმენდი ჩოთქები; განივი მდგრადობის სტაბილიზაციის
რეზინები (სტაბილიზატორის რეზინები) განკუთვნილი ტექნიკური დავალების
№ 1 პუნქტში მითითებული ავტომანქანებისათვის.
4. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში თითოეულ სერვის ცენტრში
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ერთი
წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნა, ინტერნეტით
უზრუნველყოფა.
5. ავტონაწილები უნდა იყოს წამყვანი ბრენდების, ქარხნული წარმოების,
მაღალი ხარისხის, უნდა გააჩნდეს QR ან/და შტრიხ კოდები, უნდა იყოს ახალი
(არამეორადი) გარდა დეფიციტური სათადარიგო ნაწილებისა, რომელიც
შეიძლება იყოს მეორადი (შემსყიდველთან შეთანხმებით), წარმოებული
წამყვანი მწარმოებლების მიერ, რომლებიც სერტიფიცირებულნი უნდა იყოს
ნორმის ISO/TS 16949 (ან მისი იდენტურის) შესაბამისად და რეკომენდირებული უნდა
იყოს შესაკეთებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკის და მოდელის
მწარმოებელი კომპანიის მიერ. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების
განხორციელების პროცესში, შემსყიდველის მოთხოვნისთანავე,
წარმოადგინოს შესაცვლელი/შეცვლილი ახალი ავტონაწილის მწარმოებლის
ხარისხის დამადასტურებელი ISO/TS 16949 (ან მისი იდენტურის) სერტიფიკატი
6. მიმწოდებელის მფლობელობაში არსებულმა თითოეულმა სერვისცენტრმა
ადგილებზე უნდა უზრუნველყოს ავტომანქანის მომსახურება და რემონტი
კვირაში 6 დღის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში კვირაში 7 დღე).
7. სერვისცენტრები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის
მქონე სპეციალისტებით შესაბამისი გამოცდილებით.
8. პრეტენდენტმა შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უნდა
მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ
მომსახურებას, კერძოდ ქ. თბილისში - არანაკლებ 4 ავტომანქანა, რეგიონებში
(ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) -
არანაკლებ 2 ავტომანქანა.
9. დეტალის შეცვლა გულისხმობს არსებული დეტალის შეცვლას ახლით და
ამისათვის საჭირო ყველა მომსახურების გაწევას (მაგ. სხვა დეტალების
მოხსნა-დაყენებას და ა.შ.).
10. პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას ჩაატაროს
ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები
ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი
მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი
ღირებულებები, დეფექტური აქტის შედგენის ვადა აითვლება ავტომანქანის
შესაკეთებელ ბოქსში შესვლისთანავე, ხოლო დეფექტური აქტი უნდა
გადაიგზავნოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
11. შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტის მიერ შედგენილ დეფექტურ
აქტში მითითებული სამუშაოების სისწორის გადამოწმება მოახდინოს
ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მხარეთა შეთანხმებით სხვა
სერვისცენტრში, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
12. იმ შემთხვევაში თუ დაზიანების შედეგად დადგება ისეთი მომსახურების
ან სათადარიგო ნაწილის შეცვლის აუცილებლობა, რომელიც პრეისკურანტში არ
არის გათვალისწინებული, მხარეთა უფლებამოსილ პირებს შორის გაფორმდება
დეფექტური აქტი, სადაც მითითებული იქნება ასეთის მომსახურების და
სათადარიგო ნაწილის ერთეულის ფასები.
13. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 სერვის ცენტრი ქ. თბილისის
ტერიტორიაზე, ხოლო თითო- თითო სერვის ცენტრი ან ქვეკონტრაქტორი ქ.
ქუთაისის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული საზღვრიდან არაუმეტეს 10
კილომეტრში, ქ. ახალციხის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული საზღვრიდან
არაუმეტეს 10 კილომეტრში, ქ. თელავის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული
საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში, ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე ან
ტერიტორიული საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში და ქ. ბათუმის
ტერიტორიაზე ან ტერიტორიული საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში,
სასაწყობო სათავსოები და უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი
უსაფრთხოება.
14. მიმწოდებელის უნდა გააჩნდეს სარემონტო საამქროები (სახელოსნოები)
შესაბამისი აღჭურვილობებით, ავტომობილების ყველა კვანძის და
აგრეგატის ტექმომსახურების შესაძლებლობა, სერვისის, რემონტის და
სადიაგნოსტიკო აპარატურით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში
აღნიშნული ინფორმაცის ადგილზე გადამოწმდება შემსყიდველის
წარმომადგენლის მიერ.
15 მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მომსახურება უნდა
გაწიოს სატედერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური
ბაზის მოთხოვნის შესაბამისად, ასევე უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ერთ
სივრცეში (ერთ ტერიტორიაზე) არანაკლებ 10 ავტოსატრანსპორტო საშუალების
მომსახურება ქ. თბილისის ტერიტორიაზე; არანაკლებ 3 ავტოსატრანსპორტო
საშუალების მომსახურება ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული
საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში; არანაკლებ 3 ავტოსატრანსპორტო
საშუალების მომსახურება ქ. ახალციხის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული
საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში; არანაკლებ 3 ავტოსატრანსპორტო
საშუალების მომსახურება ქ. თელავის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული
საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში; არანაკლებ 3 ავტოსატრანსპორტო
საშუალების მომსახურება ქ. ზუგდიდის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული
საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში და არანაკლებ 3 ავტოსატრანსპორტო
საშუალების მომსახურება ქ. ბათუმის ტერიტორიაზე ან ტერიტორიული
საზღვრიდან არაუმეტეს 10 კილომეტრში. (აქედან შემსყიდველისთვის
ყოველთვის უნდა იყოს თავისუფალი არანაკლებ 1 ამწე მომსახურების
ოპერატიულად შესრულების მიზნით).
16. ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექნიკური მომსახურების
გასაწევად საკუთრებაში და/ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს ყველა
სერვისცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს
კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ავტომატური გადაცემათა კოლოფის
ზეთის შეცვლის აპარატი, ფრეონის ამოსატუმბ-ჩასატუმბი აპარატი,
განშლადობის გასასწორებელი ელექტრო დანადგარით, ვულკანიზაციის,
ბალანსირების და დისკის გასწორების დანადგარით, საყრდენი დისკოს
გასაჩარხი მოწყობილობით (დისკის მოუხსნელად), ფარების გასწორების
დანადგარით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე
აპარატურით და დანადგარებით, ასევე სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს
ჰიგიენური, სახანძრო ნორმები.
17. სერვის-ცენტრის ტერიტორიაზე შესაძლებელი უნდა იყოს მოცდა,
შესაბამისად გამოყოფილი უნდა იყოს მანქანისთვის პარკირების
ადგილები.
18. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული
ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს.
19. სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ
ტერიტორიაზე).
20. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა საქართველოს ტერიტორიაზე
უნდა უზრუნველყოს ევაკუატორით მომსახურება.
21. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
განახორციელოს შემსყიდველის მიერ შეთავაზებულ სპეციალურ ელექტრონულ
პროგრამაში მუშაობა, რომელიც გულისხმობს ავტომანქანების ტექნიკურ
მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამ პროგრამაში
წარმოებას.