1. მეხამრიდის მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის
მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვისა და საპროექტო დოკუმენტაციის
შესაბამისად.
2. სამუშაოების რაოდენობები/მოცულობები განთავსებულია ფაილში - დანართი
N 2 ხარჯთაღრიცხვა.
3. სპეციფიკაციები განთავსებულია ფაილში - მეხამრიდის პროექტები
დანართი N 1
4. მიმწოდებელმა ექსლუატაციის პერიოდში, მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში შესყიდვის ობიექტს
გაუწიოს უფასო მონიტორინგი, რაც გულისხმობს არანაკლებ ერთხელ
კვარტალში სისტემის სრულ რევიზიას და აღმოჩენილი დეფექტების საკუთარი
ხარჯებით აღმოფხვრას;
ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერა:
შენობებისა და ნაგებობების მეხდაცვის მოწყობის ინსტრუქციის РД 34.21.122-87
თანახმად ობიექტი მიეკთუვნება მე-3 კატეგორიას;
მეხამრიდის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვისთვის პროექტით
შემუშავებულია ატმოსფერული გადაძაბვებისაგან ნაგებობის დაცვისთვის
და პოტენციალთა გათანაბრებისათვის საჭირო ღონისძიებები;
არსებული მონაცემებია:
მეხის დაცემის სიხშირე წელიწადში 1კვ.მ. მიწის ფართზე n=5,5 1/კვ.კმ/წ;
ჭექა-ქუხილის საშუალო ხანგრძლივობა წელიწადში tcp=60 სთ/წ;
მოსალოდნელი მეხის დაცემის სიხშირე წელიწადში 0,004;
ობიექტი განეკუთვნება მეხდაცვის III კლასს; გათვალისწინებულია ობიექტის
დაცვა მეხის პირდაპირი
დარტყმისაგან.
მეხდაცვის სისტემა შედგება:
- მეხმიმღები და მისი დეტალები;
- დენგამტარი;
- დამიწების კონტური.
ღერძული მეხმიმღების საყრდენი, როგორც ცალკე მდგარი კონსტრუქცია
გათვლილია მექანიკურ სიმტკიცეზე;
გეგმის მიხედვით უნდა დამონტაჟდეს 4 ერთეული ლითონკონსტრუქციული
შესრულების ანძა, რომლის სიმაღლე უნდა იყოს 24,0 მ,რომლის ბოლო ღეროს
დიამეტრი უნდა იყოს 50,8 მმ (2 დიუმი), რომელზედაც უნდა დამაგრდეს აქტიური
მეხმიმღები,
სიმაღლით 0,5 მ; მეხამრიდის მთლიანი სიმაღლე 24,5 მ. მეხამრიდი უნდა
დამაგრდეს მაქსიმალური საიმედოობით.
აქტიური მეხმიმღებს უნდა ქონდეს წაწვეტებული თავი, დამზადებული უნდა
იყოს ქარხნულად, დაცული კოროზიისაგან და სერტიფიცირებული
საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით ISO 9001-2008, ISO 14001-2004, OHSAS 18001-2007;
თითოეული მეხმიმღების დამიწება უნდა შესრულდეს იზოლირებული
სპილენძის ძარღვიანი სადენის H07V-R-1x50მმ2 -ის დაერთებით მეხმიმღების
სპეციალურ დამიწების პორტზე (კორპუსზე), ხოლო სადენის მეორე ბოლოზე
დამონტაჟდეს სპილენძის დამაბოლოვებელი ბუნიკი და მოხდეს მისი მჭიდრო
შეერთება საკონტროლო ჭაში დამიწების ძირითადი კონტურის განშტოებაზე
ქანჩ-ჭანჭიკური შეერთებიის გზით. მეხამრიდის თითოეულ ანძაზე სადენის
მიმაგრება უნდა განხორციელდეს 20 ცალი იზოლირებული შუასადებების
საშუალებით მეხმიმღების მიერთება დენგამტართან და დენგამტარის
დამიწებასთან უნდა შესრულდეს ელ.შედუღებით ანვქანჩ-ჭანჭიკური
შეერთებით. ქანჩ-ჭანჭიკური შეერთების შემთხვევაში გარდამავალი
წინაღობაარ უნდავაღემატებოდეს 0,05 ომს. წინაღობის გაზომვა აუცილებელია
შესრულდეს ყოველწლიურადჭექა-ქუხილის სეზონის დაწყებამდე. ყველა
შეერთება დაიფაროს ანტიკოროზიული საღებავით. დამიწების კონტურთან
უნდა მოეწყოს საკონტროლო ჭა, ზომით 200 x200x200 მმ; დამიწების კონტურის
წინაღობის ანგარიში შესრულებულია მიწის ხვედრითი წინაღობის 225 ომ.
მნიშვნელობისათვის; მეხამრიდის ანძის გარშემო უნდა მოეწყოს
დამოუკიდებელი დამიწების კონტური;რისთვისაც გამოყენებული უნდა იქნეს
ვერტიკალური დამამიწებელი 20 მმ დიამეტრის გალვანიზირებული ფოლადის
ღერო 1,5 მეტრი სიგრძის, რომელიც უნდა ჩაეფლოს მიწის გრუნტში 1,5 მ სიღრმეზე.
ღეროებს შორის დაშორება მოცემულია გეგმაზე. ვერტიკალური დამამიწებელი
ღეროები უნდა შეერთდეს ერთმანეთთან 0,7 მ. სიღრმეზე დაფლული 40X4 მმ ფოლადის
გალვანიზირებული ზოლოვანათი შეკრულ კონტურთან;
დამიწების კონტური უნდა მოეწყოს თანახმად ПУЭ-პუნქტისა1.7.55. საპროექტო
ობიექტი - წარმოადგენს ფოთის პარკს, რომლის მეხდაცვისთვისაც საჭიროა
დამონტაჟდეს 4 ერთეული
მეხამრიდის ანძა სიგრძით 24 მ და 4 ერთეული აქტიური მეხამრიდი.
ბუნებრივიდამიწებამ უნდა უზრუნველყოს კონსტრუქციის ფუნდამენტი, ხოლო
დამატებით საჭირო იქნება ლითონკონსტრუქციული ნაწილი მიერთდეს
დამიწების კონტურთან; დამიწება უნდა შემოწმდეს ლაბორატორიულად, იგი
წინაღობის ნორმირებულ სიდიდეს არ უნდა აღემატებოდეს; საჭიროების
შემთხვევაში დამატებული იქნეს ელექტროდები.სამონტაჟო სამუშაოების
შესრულების დროს დაცული იყოს შრომის უსაფრთხოების წესები;
მიმწოდებელი ვალდებულია:
მოსამზადებელი სამუშაოებისა და უშუალოდ სამშენებლო-სამონტაჟო
სამუშაოთა წარმოებისას, დაიცვას შესაბამისი სამშენებლო ნორმებითა და
წესებით განსაზღვრული ღონისძიებები:
სამუშაოების დამთავრების შემდეგ, სამუშაო ადგილი და სამშენებლო
მოედანი უნდა გასუფდავდეს ყოველგვარი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო
ნაგვისაგან.
ვალდებულია და პასუხისმგებელია სამუშაოები აწარმოოს უსაფრთხოების,
შრომის, საწარმოო სანიტარიის წესების სრული დაცვით.
მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას საქართველოს ორგანული
კანონის - „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნები.
გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა
მხოლოდ შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.
თანხმობის მისაღებად მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორციელდეს
ასეთი სამუშაოების გამოვლენისთანავე.
სამუშაოების მიმდინარეობისას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში
კორექტირების განხორციელების აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში
შესაბამისი მიმართვა შემსყიდველისადმი უნდა განხორცილედეს
აღნიშნულის გამოვლენისთანავე, კორექტირებას დაქვემდებარებული
სამუშაოების შესრულებამდე, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის ამოწურვამდე 10
სამუშაო დღით ადრე.
სამუშაოების წარმოება უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნას
აცილებული ტრავმატიზმის შესაძლებლობა. შესასრულებელი სამუშაოების
უსაფრთხოებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს და მის
მიერ უსაფრთხოებისათვის გამოყოფილ პასუხისმგებელ პირს. ყველა სახის
სამუშაოების შესრულების დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები და
ნორმები.
მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად
შესრულებით მესამე პირისათვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის
ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს და ასევე, მას
ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში
წარმოშობილ ზიანზე.
შესასრულებელი სამუშაოების სრული ჩამონთვალი ასახულია სატენდერო
დოკუმენტაციის 1.3 მუხლში ექსელის (Excel) ფაილის სახით ატვირთულ
ხარჯთაღრიცხვაში.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი
საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად (იხ. მიბმული ფაილ(ებ)ი).
იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის
ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული
იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია,
ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის
„მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი
ვალდებულია გამოიყენოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული
შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე
საქონელი.