ტექნიკური დავალება:
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული
ტენდერის აუქციონის გარეშე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ქალაქ
ბათუმში, ადლიის ქუჩა N102ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის
საკადასტრო კოდი: 05.32.20.108) ასაშენებელი გარემოს ეროვნული სააგენტოს
ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური
ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.
სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი NAT230023575;
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 1 125 875.00 ლარი.
აუცილებელი პირობა:
აკრედიტირებული ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს A - ტიპის
ინსპექტირების ორგანოს
(მშენებლობის სფეროში) და მოიცავდეს შესაბამის აკრედიტაციის სფეროს:
ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა ნაგებობების,
ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე), სუსტი დენების,
გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების,
წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების)
სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება;
აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის
ივნისის თვის ჩათვლით.
1. გამოყენებული ტერმინები:
1.1. „სამუშაოები“ - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ქ. ბათუმი,
ადლიის ქუჩა N102ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.32.20.108)
ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურული კომპლექსის
მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის
მომსახურება;
1.2. „ტექნიკური ზედამხედველობა“ სამუშაოების მიმდინარეობის
ყოველდღიური ზედამხედველობა, სამუშაოების სამშენებლო
კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტების, ნორმატივების და
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, ასევე ხელშეკრულების პირობებით
გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული
დაცვით შესრულების უზრუნველყოფა;
1.3. „შემსყიდველი“ - პირი, რომელიც ახორციელებს სამუშაოების და
სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვას;
1.4. „ზედამხედველი“ - პირ(ებ)ი/ორგანო რომელიც ახორციელებს სამუშაოების
ტექნიკურ ზედამხედველობას;
1.5. „მიმწოდებელი“ - პირი/ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს სამშენებლო
სამუშაოებს.
2. ზედამხედველის ვალდებულება და ტექნიკური ზედამხედველობა:
2.1. შესრულებული ფარული სამუშაოების მოცულობების დადგენა, ასევე
საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სრულ
სამუშაოებზე ხარისხის კონტროლი და დადასტურება; სამუშაოების
წარმოების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური
პირობების და მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის დაცვის კონტროლი;
2.2. სამუშაოების წარმოების ვადების კონტროლი კალენდარული და ფინანსური
გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
2.3. საჭიროების შემთხვევაში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში),
პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების
შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ
შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წერილობითი წინადადებების
წარდგენა.
2.4. საინჟინრო, კომუნალური და ტექნოლოგიური სისტემების მონტაჟის
ზედამხედველობა. ასევე გამოსაყენებელი მასალების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და მოქმედ ნორმატიულ
დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დამოწმება; აღნიშნული სისტემების
გამოცდების კონტროლი და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
2.5. გამოსაყენებელი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და ამავე/მსგავსი
სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი,
სავალდებულო ლაბორატორიული კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის
მოთხოვნა და მიღებული შედეგების პროექტთან შესაბამისობის დადგენა და
დადასტურება;
2.6. სამუშაოთა შესრულების პროცესში, აგრეთვე შესრულებულ სამუშაოებში
შეუსაბამობისა და დეფექტების გამოვლენა, ფოტოფიქსაცია, გამოვლენილი
დეფექტების იდენტიფიცირება და მიმწოდებლის მიერ მათი გამოსწორების
მონიტორინგი;
2.7. არსებობის შემთხვევაში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში),
მიმწოდებლის მიერ საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენის კოორდინაცია
და კონტროლი;
2.8. საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტ(ებ)ში (ფორმა N2) მოყვანილი
სამუშაოთა მოცულობების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად
შესრულებულ სამუშაოებთან (კრებსითი ღირებულების განფასების კონტროლი)
- შემდგომში მათი წერილობითი დადასტურება;
2.9. ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმება,
შეფასება და შესაბამისი აქტების შედგენაში (ფარული სამუშაოების
აქტები) მონაწილეობის მიღება, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი
სამუშაოების შესრულების შედეგად; უზრუნველყოს სამშენებლო
სამუშაოების მიმდინარეობის, ფარული სამუშაოებისა და გამოვლენილი
ხარვეზების ფოტოფიქსაცია და მათი ასახვა ყოველთვიურ ტექნიკურ
ანგარიში;
2.10. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ
შემსყიდველისათვის ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური შემაჯამებელი
ტექნიკური ანგარიშების მიწოდება, სადაც მითითებული იქნება
სამუშაოების მიმდინარეობა, შეუსაბამობა, რეკომენდაციები და
სამუშაოების წარმოების რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან
მიმართებაში. აცნობოს შემსყიდველს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც
დაკავშირებული იქნება პროექტით გათვალისწინებული ხარისხის
უზრუნველსაყოფად, გააკეთოს ანალიზი შესაბამისი ხარისხის მისაღწევად
მიმწოდებლის მიერ ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე;
2.11. გასცეს შესაბამისი მითითებები მიმწოდებელზე მისი
უფლება-ვალდებულებების ფარგლებში და მოითხოვოს მათი შესრულება. ასევე
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებისა და
ოქმების რევიზირება, მოცულობების და ფასების შედარება რეალურად
შესრულებულ სამუშაოებთან, პროექტთან და ხელშეკრულებასთან და მათი
წერილობითი დამოწმება;
2.12. პროექტის მონაწილე მხარეებთან ოფიციალური წერილობითი კომუნიკაციის
წარმოება სამუშაოთა შეჩერების ან შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი
დამაბრკოლებელი თუ რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
2.13. აკრძალოს სამშენებლო მოედანზე იმ პირთა სამუშაო საათებში დაშვება,
რომლებიც არიან იმ პერიოდისათვის შრომისუუნარო. ასეთის გამოვლენის
შემთხვევაში მოითხოვოს მუშაკის ობიექტიდან დროებით დათხოვნა; არ
დაუშვას სამშენებლო ობიექტზე უხარისხო ეკოლოგიურად დაბინძურებული
სამშენებლო მასალების და საშენი დეტალების გამოყენება;
2.14. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების, სამშენებლო
უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის აღმოჩენის
შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი აქტი და ის შედგენისთანავე
შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგინოს შემსყიდველს;
2.15. მიმწოდებლის ან შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების
მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დაეთანხმოს ან
უარყოს მიმწოდებლის/შემსყიდველის წინადადება
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სპეციფიკური
მასალების ან მოწყობილობების შესყიდვაზე, შეითანხმოს მასალის ან
მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები ან ნიმუში (რომელიც ასევე უნდა
შეთანხმდეს შემსყიდველთან და უნდა შეესაბამებოდეს
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ
მახასიათებლებს);
2.16. აკონტროლოს შესრულებული სამუშაოების მოცულობები, ხარისხი.
გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და
დანადგარების პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, მიმწოდებელსა და
შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან
შესაბამისობა; არ დაუშვას სამუშაოების შესრულების პროცესში
მშენებლობისთვის განკუთვნილი ისეთი ძირითადი მასალებისა და
მოწყობილობა-დანადგარების გამოყენება, რომელიც იყო ექსპლუატაციაში, არ
არის ხარისხიანი და არ შეესაბამება შესასრულებელი სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი
სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებს. აღნიშნულის დადასტურებისთვის
ზედამხედველს უფლება აქვს, სამუშაოების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე,
მოითხოვოს შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ი; სამუშაოების მიმდინარეობისას
აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში დაუყონებლივ შეადგინოს დეფექტური აქტი
და მოითხოვოს სამუშაოების შემსრულებლისგან გონივრულ ვადაში
გამოვლენილი წუნის აღმოფხვრა; პარალელურად აცნობოს აღნიშნულის
თაობაზე შემსყიდველს.
2.17. უზრუნველყოს ყველა სავალდებულო ლაბორატორიული კვლევების კონტროლი,
შესაბამის დოკუმენტაციის შედგენით, საჭიროების შემთხვევაში
მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. არ მიიღოს
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისგან დარღვევით ან
გადახვევით წარმოებული სამუშაოები, უარყოს დაუდასტურებელ სამშენებლო
სამუშაოებზე ანგარიშსწორების დოკუმენტის დადასტურება და მოითხოვოს
აღნიშნული დოკუმენტის კორექტირება;
2.18. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების შეუფერხებელი
წარმართვის მიზნით უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვით განსაზღვრული
შესაბამისი ფარული სამუშაოების და სხვა აქტების, ასევე, უფლებამოსილი
სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო/დამატებითი
დოკუმენტის შედგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების სრული
დაცვით (არსებობის შემთხვევაში).
3. ზედამხედველი პასუხისმგებელია:
3.1. თავისი მოვალეობების ობიექტურ და კვალიფიკაციურ შესრულებაზე;
3.2. უხარისხოდ შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოების მიღებაზე;
3.3. საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის კვალიფიციურ წარმოებაზე;
3.4. შემსყიდველისათვის წარდგენილი ტექნიკურ ანგარიშზე;
3.5. შესრულებული სამუშაოების აქტ(ებ)ში მითითებულ მონაცემების
სისწორეზე;
3.6. მისი მიზეზით სამუშაოების შეფერხებაზე.
4. ზოგადი ინფორმაცია:
4.1. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის თაობაზე შექმნილი
ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს მიმწოდებლის ხელმძღვანელის
და კონკრეტული სამშენებლო მიმართულების ზედამხედველობაზე
პასუხისმგებელი პირების ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის
შემთხვევაში);
4.2. ტექნიკური ზედამხედველის მიერ, ტექნიკური დავალებით ნაკისრი
ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების
შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულების
შესაბამისად;
4.3. მშენებლობის ზედამხედველობის ვადად განისაზღვროს NAT230023575 ტენდერით
დადგენილ სამშენებლო სამუშაოების შესრულების სრულ პერიოდზე
(სავარაუდოდ 4 თვე), სააგენტოს მხრიდან გაუთვალისწინებელი ან
კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზების გამო მშენებლობის
ვადის გაჭიანურების შემთხვევაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებამდე.