Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Архитектурные и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48855284)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 48855284
Дата публикации: 04-12-2023
Сумма контракта: 33 700


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230024899
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 04.12.2023 18:33
Начало приема предложения 12.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 14.12.2023 15:00
Предполагаемая цена закупки 33`700.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71200000-Архитектурные и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 71247000 - Надзор за строительными работами
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ქ. ბათუმში, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის (მის: ადლიის ქ. N102ა - საკადასტრო კოდი: 05.32.20.108) მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 340.00 GEL
Размер гарантии 337 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 04.12.2023 15:40
  • Последнее исправление: pavle antelava :: 04.12.2023 18:33
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=546881&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. ბათუმში, სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის (მის: ადლიის ქ. N102ა - საკადასტრო კოდი: 05.32.20.108) მშენებლობის დარჩენილი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:


სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: ქალაქ ბათუმში, ადლიის ქუჩა N102ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 05.32.20.108) ასაშენებელი გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა.

სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი NAT230023575;
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 1 125 875.00 ლარი.

აუცილებელი პირობა:
აკრედიტირებული ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს A - ტიპის ინსპექტირების ორგანოს
(მშენებლობის სფეროში) და მოიცავდეს შესაბამის აკრედიტაციის სფეროს:

ობიექტის (სამრეწველო და სამოქალაქო შენობა ნაგებობების, ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე), სუსტი დენების, გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების, წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალარინების ქსელების და სისტემების) სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა – ინსპექტირება;

აკრედიტაციის მოწმობის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2024 წლის ივნისის თვის ჩათვლით.

1. გამოყენებული ტერმინები:
1.1. „სამუშაოები“ - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა N102ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 05.32.20.108) ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურული კომპლექსის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება;
1.2. „ტექნიკური ზედამხედველობა“ სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ზედამხედველობა, სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობის, ტექნიკური რეგლამენტების, ნორმატივების და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, ასევე ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა;
1.3. „შემსყიდველი“ - პირი, რომელიც ახორციელებს სამუშაოების და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის შესყიდვას;
1.4. „ზედამხედველი“ - პირ(ებ)ი/ორგანო რომელიც ახორციელებს სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას;
1.5. „მიმწოდებელი“ - პირი/ორგანიზაცია რომელიც ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს.

2. ზედამხედველის ვალდებულება და ტექნიკური ზედამხედველობა:
2.1. შესრულებული ფარული სამუშაოების მოცულობების დადგენა, ასევე საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სრულ სამუშაოებზე ხარისხის კონტროლი და დადასტურება; სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და წესების, ტექნიკური პირობების და მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობის დაცვის კონტროლი;
2.2. სამუშაოების წარმოების ვადების კონტროლი კალენდარული და ფინანსური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად;
2.3. საჭიროების შემთხვევაში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში), პროექტსა და შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისა და აუცილებლობის შესახებ შემსყიდველისათვის არგუმენტირებული წერილობითი წინადადებების წარდგენა.
2.4. საინჟინრო, კომუნალური და ტექნოლოგიური სისტემების მონტაჟის ზედამხედველობა. ასევე გამოსაყენებელი მასალების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან და მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დამოწმება; აღნიშნული სისტემების გამოცდების კონტროლი და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
2.5. გამოსაყენებელი სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და ამავე/მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი, სავალდებულო ლაბორატორიული კვლევების ჩატარების უზრუნველყოფის მოთხოვნა და მიღებული შედეგების პროექტთან შესაბამისობის დადგენა და დადასტურება;
2.6. სამუშაოთა შესრულების პროცესში, აგრეთვე შესრულებულ სამუშაოებში შეუსაბამობისა და დეფექტების გამოვლენა, ფოტოფიქსაცია, გამოვლენილი დეფექტების იდენტიფიცირება და მიმწოდებლის მიერ მათი გამოსწორების მონიტორინგი;
2.7. არსებობის შემთხვევაში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში), მიმწოდებლის მიერ საშემსრულებლო დოკუმენტაციის შედგენის კოორდინაცია და კონტროლი;
2.8. საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტ(ებ)ში (ფორმა N2) მოყვანილი სამუშაოთა მოცულობების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან (კრებსითი ღირებულების განფასების კონტროლი) - შემდგომში მათი წერილობითი დადასტურება;
2.9. ისეთი სამუშაოებისა და კონსტრუქციული ელემენტების დამოწმება, შეფასება და შესაბამისი აქტების შედგენაში (ფარული სამუშაოების აქტები) მონაწილეობის მიღება, რომლებიც დაიფარებიან შემდგომი სამუშაოების შესრულების შედეგად; უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის, ფარული სამუშაოებისა და გამოვლენილი ხარვეზების ფოტოფიქსაცია და მათი ასახვა ყოველთვიურ ტექნიკურ ანგარიში;
2.10. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ შემსყიდველისათვის ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური შემაჯამებელი ტექნიკური ანგარიშების მიწოდება, სადაც მითითებული იქნება სამუშაოების მიმდინარეობა, შეუსაბამობა, რეკომენდაციები და სამუშაოების წარმოების რეალური პროგრესის ანალიზი დაგეგმილთან მიმართებაში. აცნობოს შემსყიდველს იმ სირთულეების შესახებ, რომელიც დაკავშირებული იქნება პროექტით გათვალისწინებული ხარისხის უზრუნველსაყოფად, გააკეთოს ანალიზი შესაბამისი ხარისხის მისაღწევად მიმწოდებლის მიერ ეფექტური ღონისძიებების გატარებაზე;
2.11. გასცეს შესაბამისი მითითებები მიმწოდებელზე მისი უფლება-ვალდებულებების ფარგლებში და მოითხოვოს მათი შესრულება. ასევე მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებისა და ოქმების რევიზირება, მოცულობების და ფასების შედარება რეალურად შესრულებულ სამუშაოებთან, პროექტთან და ხელშეკრულებასთან და მათი წერილობითი დამოწმება;
2.12. პროექტის მონაწილე მხარეებთან ოფიციალური წერილობითი კომუნიკაციის წარმოება სამუშაოთა შეჩერების ან შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
2.13. აკრძალოს სამშენებლო მოედანზე იმ პირთა სამუშაო საათებში დაშვება, რომლებიც არიან იმ პერიოდისათვის შრომისუუნარო. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში მოითხოვოს მუშაკის ობიექტიდან დროებით დათხოვნა; არ დაუშვას სამშენებლო ობიექტზე უხარისხო ეკოლოგიურად დაბინძურებული სამშენებლო მასალების და საშენი დეტალების გამოყენება;
2.14. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების, სამშენებლო უსაფრთხოების და გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შეადგინოს შესაბამისი აქტი და ის შედგენისთანავე შემდგომი რეაგირებისათვის წარუდგინოს შემსყიდველს;
2.15. მიმწოდებლის ან შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დაეთანხმოს ან უარყოს მიმწოდებლის/შემსყიდველის წინადადება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრული სპეციფიკური მასალების ან მოწყობილობების შესყიდვაზე, შეითანხმოს მასალის ან მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები ან ნიმუში (რომელიც ასევე უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტექნიკურ მახასიათებლებს);
2.16. აკონტროლოს შესრულებული სამუშაოების მოცულობები, ხარისხი. გამოყენებული მასალების, კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და დანადგარების პროექტით განსაზღვრულ სტანდარტებთან, მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობა; არ დაუშვას სამუშაოების შესრულების პროცესში მშენებლობისთვის განკუთვნილი ისეთი ძირითადი მასალებისა და მოწყობილობა-დანადგარების გამოყენება, რომელიც იყო ექსპლუატაციაში, არ არის ხარისხიანი და არ შეესაბამება შესასრულებელი სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და მსგავსი სამუშაოებისათვის დადგენილ ნორმებს. აღნიშნულის დადასტურებისთვის
ზედამხედველს უფლება აქვს, სამუშაოების წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს შესაბამისი სერთიფიკატ(ებ)ი; სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი წუნის შემთხვევაში დაუყონებლივ შეადგინოს დეფექტური აქტი და მოითხოვოს სამუშაოების შემსრულებლისგან გონივრულ ვადაში გამოვლენილი წუნის აღმოფხვრა; პარალელურად აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შემსყიდველს.
2.17. უზრუნველყოს ყველა სავალდებულო ლაბორატორიული კვლევების კონტროლი, შესაბამის დოკუმენტაციის შედგენით, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები. არ მიიღოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისგან დარღვევით ან გადახვევით წარმოებული სამუშაოები, უარყოს დაუდასტურებელ სამშენებლო სამუშაოებზე ანგარიშსწორების დოკუმენტის დადასტურება და მოითხოვოს აღნიშნული დოკუმენტის კორექტირება;
2.18. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პროცედურების შეუფერხებელი წარმართვის მიზნით უზრუნველყოს სამშენებლო ნებართვით განსაზღვრული შესაბამისი ფარული სამუშაოების და სხვა აქტების, ასევე, უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო/დამატებითი დოკუმენტის შედგენა კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების სრული დაცვით (არსებობის შემთხვევაში).

3. ზედამხედველი პასუხისმგებელია:
3.1. თავისი მოვალეობების ობიექტურ და კვალიფიკაციურ შესრულებაზე;
3.2. უხარისხოდ შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაოების მიღებაზე;
3.3. საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის კვალიფიციურ წარმოებაზე;
3.4. შემსყიდველისათვის წარდგენილი ტექნიკურ ანგარიშზე;
3.5. შესრულებული სამუშაოების აქტ(ებ)ში მითითებულ მონაცემების სისწორეზე;
3.6. მისი მიზეზით სამუშაოების შეფერხებაზე.


4. ზოგადი ინფორმაცია:
4.1. მშენებლობის პროცესში მშენებლობის მიმდინარეობის თაობაზე შექმნილი ყველა სახის დოკუმენტი უნდა დადასტურდეს მიმწოდებლის ხელმძღვანელის და კონკრეტული სამშენებლო მიმართულების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
4.2. ტექნიკური ზედამხედველის მიერ, ტექნიკური დავალებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ხელშეკრულების შესაბამისად;
4.3. მშენებლობის ზედამხედველობის ვადად განისაზღვროს NAT230023575 ტენდერით დადგენილ სამშენებლო სამუშაოების შესრულების სრულ პერიოდზე (სავარაუდოდ 4 თვე), სააგენტოს მხრიდან გაუთვალისწინებელი ან კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზების გამო მშენებლობის ვადის გაჭიანურების შემთხვევაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მშენებლობის ზედამხედველობის ვადად განისაზღვროს NAT230023575 ტენდერით დადგენილ სამშენებლო სამუშაოების შესრულების სრულ პერიოდზე (სავარაუდოდ 4 თვე), სააგენტოს მხრიდან გაუთვალისწინებელი ან კონტრაქტორი კომპანიის მიერ გამოწვეული მიზეზების გამო მშენებლობის ვადის გაჭიანურების შემთხვევაში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობის (სამუშაოების სამშენებლო კანონმდებლობის და პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების/ტექნიკური სპეციფიკაციების სრული დაცვით შესრულების უზრუნველყოფა) მომსახურების გაწევის ადგილია ქ. ბათუმი, ადლიის ქ. N102 ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 05.32.20.108).

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტი უნდა იყოს A ტიპის ინსპექტირების ორგანო, რომელსაც მიღებული ექნება სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ - ს მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა.“ შესაბამისად აკრედიტაციის სფერო უნდა მოიცავდეს "ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება"-ს, რაზეც უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი.

2.9 other additional requirements

1. სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე, დასრულების შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადებში, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში წარმოქმნილი ხარვეზების დაფიქსირება/შეფასება და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში უნდა მოიცავდეს დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების რეკომენდაციებს.

2. მიმწოდებელმა უნდა გაწიოს სრულფასოვანი ზედამხედველობა წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორების პერიოდში, რის შემდგომაც უნდა მოახდინოს ხარვეზების გამოსწორების შეფასება და წერილობით აცნობოს შემსყიდველს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებულ სამუშაოებზე შედგენილი და დამოწმებული ფორმა N2-ის ღირებულების ფასების ცხრილში დაფიქსირებული პროცენტის პროპორციულად.
2. თუ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას. შესაბამისად, მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ თანხაზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებული მომსახურების მიხედვით, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, pavleantelava@gmail.com ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591088177 - გელა ბოხაშვილი.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel - ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
5. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: სახელწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება".

8. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი N1-ის შესაბამისად;
ბ) ფასების ცხრილი დანართი N2-ის შესაბამისად;
გ) პრეტენდენტი უნდა იყოს A ტიპის ინსპექტირების ორგანო, რომელსაც მიღებული ექნება სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ - ს მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა.“ შესაბამისად აკრედიტაციის სფერო უნდა მოიცავდეს "ობიექტის სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა-ინსპექტირება"-ს, რაზეც უნდა წარმოადგინოს აკრედიტაციის მოწმობა შესაბამისი სფეროთი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru