Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48658965)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency of Public Registry
Номер конкурса: 48658965
Дата публикации: 30-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230024414
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 30.11.2023 11:12
Начало приема предложения 08.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 11.12.2023 14:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`964`300.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 80`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომობილების და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება შემსყიდველის საჭიროებისდა მიხედვით, მისი მოთხოვნის შესაბამისად.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 7`858.00 GEL
Размер гарантии 800 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tengizi jugheli :: 13.11.2023 16:07
  • Последнее исправление: tengizi jugheli :: 30.11.2023 11:12
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543152&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

2024 წლის განმავლობაში, შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხულ, 5 წელზე მეტი ხნოვანების ავტომობილებზე შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური მომსახურებების და სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების ჩამონათვალი/აღწერილობა წარმოდგენილია "ავტომობილების ტექ. მომსახურების პრეისკურანტში - დანართი №1-ში".


1. მომსახურების ფარგლებში ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი, გარდა წინა სავალი ნაწილებისა, უნდა შეიცვალოს ქარხნული, ახალი ან მეორადი (შენიშვნა: მეორადი ნაწილი გულისხმობს შეუკეთებელ, დაუზიანებელ, ახალთან მიახლოებული რესურსის მქონე ნაწილს) სათადარიგო ნაწილებით. წინა სავალი ნაწილების გამოცვლა დასაშვებია მხოლოდ ახალი - არა მეორადი სათადარიგო ნაწილებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიმართვის შემთხვევაში, ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები; იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდა წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოჩენილი ხარვეზი აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით;
3. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ;
4. თუ გამოცვლილი ან/და შეკეთებული ნაწილის გამო, ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან გამოცვლილ ან შეკეთებულ ნაწილზე განსაზღვრულ საგარანტიო ვადაში, პრეტენდენტი ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა შემსყიდველისათვის უფასოდ, ხოლო ევაკუირების საჭიროების შემთხვევაში, ევაკუატორის მომსახურებაც უნდა განხორციელდეს უფასოდ.
5. მიმწოდებელს პრეისკურანტით გათვალისწინებულ ევაკუატორის მომსახურების ნაცვლად, პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში გათვალისწინებულ ევაკუატორის მომსახურების ფასად, შეუძლია უზრუნველყოს მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნიდან 10 საათისა, საქართველოს ნებისმიერ ნაწილში, გაგზავნოს შესაბამისად აღჭურვილი მობილური ჯგუფი, რომელიც შეძლებს მწყობრიდან გამოსული ავტომობილის შეკეთებას მისი მწყობრიდან გამოსვლის ადგილზე.
6. პრეტენდენტს სერვის ცენტრ(ებ)ში უნდა შეეძლოს არანაკლებ 5 (ხუთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ერთდროულად მომსახურება.
7. მომსახურება გაწეული უნდა იქნას რიგგარეშე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ხელშეკრულების გაფორმებიდან, მომსახურების ამოწურვამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, უქმე დღეების გათვალისწინებით.
2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვისას (არაუგვიანეს მომდევნო დღისა) ჩაატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება, რის შემდეგადაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები.
3. მიმწოდებელმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა გონივრულ ვადაში, სამუშაოს სირთულიდან გამომდინარე, მაგრამ დეფექტური აქტის შედგენიდან არაუმეტეს:
• ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდის კაპიტალური შეკეთება - მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღე;
• ყველა ტიპის ელექტრო საშემკეთებლო სამუშაოები - მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღე;
• ყველა ტიპის სავალი ნაწილების გამოცვლა/შეკეთება - მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღე;
• წინა და უკანა ხუნდების შეცვლა - არაუმეტეს 1 კალენდარული დღე;
• ძრავის ზეთის, ძრავის ზეთის ფილტრის, ჰაერის ფილტრის შეცვლა - მოთხოვნიდან 1 კალენდარული დღე;
• თუ ტექნიკური სირთულის გამო ვერ ხერხდება მომსახურების დასრულება ან/და სათადარიგო ნაწილი შესაკვეთია/არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე - მხარეთა მიერ შეთანხმებულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუმეტეს 20 კალენდარული დღე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია ქ. თბილისში მდებარე, პრეტენდენტის ან მისი ქვეკონტრაქტორი სუბიექტის საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში (ქირავნობის, იჯარის ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული/დაშვებული უძრავის ქონებით სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმით) არსებული ავტოტექმომსახურების სერვის-ცენტრი (ერთიანი სივრცე), რომელიც აღჭურვილი იქნება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1. პუნქტში ჩამოთვლილი ყველა აღჭურვილობითა და მოწყობილობა-დანადგარით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ, შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე (შენიშვნა: მეორადი ნაწილი გულისხმობს შეუკეთებელ, დაუზიანებელ, ახალთან მიახლოებული რესურსის მქონე ნაწილს) გარანტია უნდა ვრცელდებოდეს (შენიშვნა: წინა სავალი ნაწილების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ახალი, არა მეორადი ნაწილებით):
• ძრავის რემონტზე ან სხვა ძრავით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება) იმ შემთხვევაშიც თუ ძრავის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა განხორციელდება სხვა სერვისში;
• გადაცემათა კოლოფის რემონტზე ან სხვა გადაცემათა კოლოფით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• გამანაწილებელი კოლოფის რემონტზე ან სხვა გამანაწილებელი კოლოფით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• ხიდის რემონტზე ან სხვა ხიდით შეცვლის შემთხვევაში - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• სავალი ნაწილები - 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• გადაბმულობის სისტემა - 6 თვე ან 20 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• სათუნუქე - სამღებრო სამუშაოები არანაკლებ 1 წელი;
• მექანიზმები - არანაკლებ 1 წელი ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• ელექტრო სამუშაოები - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• ელექტრო დეტალები - არანაკლებ 1 წელი ან 50 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• დანარჩენი აღდგენითი და სხვა მომსახურება - არანაკლებ 6 თვე ან 30 000 კმ. გარბენი (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
• სხვა დანარჩენი ა/სათადარიგო ნაწილები - არანაკლებ 1 წელი ან 60 000 კმ. გარბენი, (რომელიც უფრო ადრე შესრულდება);
2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება), თუ შეკეთებული ან გამოცვლილი ნაწილი დაზიანდა, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე ხარჯის გაწევის გარეშე, უზრუნველყოს დაზიანების სრულად აღმოფხვრა ნაწილის შეცვლით ან შეკეთებით, რომელსაც კვლავ უწესდება საგარანტიო ვადა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად. თუ გარანტიის მქონე გამოცვლილი ან შეკეთებული ნაწილი ისე დაზიანდა, რომ საჭიროა ევაკუატორის მომსახურება, ევაკუატორის მომსახურების გაწევაც შემსყიდველისათვის უნდა მოხდეს უფასოდ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2020 წლის 01 იანვრიდან, მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, გაწეული უნდა ჰქონდეს, ჯამში, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ღირებულების, ავტომობილების შეკეთების და ტექნიკური მომსახურება, რომელიც უნდა დადასტურდეს ხელშეკრულებ(ებ)ითა და აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების მიღება-ჩაბარების აქტებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება გაწეულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით, (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ მომსახურების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და შემყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
3. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია, გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოს CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების სახით და არ ატვირთოს ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია. თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ 2.2.1 პუნქტში მითითებულ დოკუმენტაციასა და სისტემაში (CMR, SPA, NAT და ა.შ ნომრების შესაბამისად) ატვირთულ დოკუმენტებს შორის აღმოჩნდება უზუსტობა, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში მდებარე, მიმწოდებლის ან ქვეკონტრაქტორის საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში (ქირავნობით, იჯარით, ან სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული/დაშვებული, უძრავი ქონებით სარგებლობის სხვა ნებისმიერი ფორმით) არსებულ ერთ სერვის-ცენტრში (ერთიან სივრცეში).
2. ტენდერში შემოთავაზებულ, პრეტენდენტის ან ქვეკონტრაქტორის მფლობელობაში (მართვაში) მყოფ, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს შემდეგი დანადგარები და მოწყობილობები:
• ავტომანქანების ამწევი დანადგარი - არანაკლებ 4 ცალი, არანაკლებ 2 ტონიანი;
• სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს ორმოთხრილი - არანაკლებ 2 ცალი;
• სერვის ცენტრს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 7 ბოქსი, აქედან მინიმუმ ორ ბოქსი იმ ზომების უნდა იყოს და აღჭურვილი იყოს ისე, რომ მათში შესაძლებელი იყოს შემსყიდველის (იხილეთ ავტომობილების ჩამონათვალი) სატვირთო ავტომობილებსა და მიკროავტობუსებზე პრეისკურანტით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის ავტოტექმომსახურების გაწევა;
• საბურავების ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი - არანაკლებ 1 ცალი;
• „აპორნი“ დისკების გაჩარხვის აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• დისკების გასასწორებელი აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• ელ-შედუღების აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• ჰიდრავლიკური წნეხი - 1 ცალი;
• ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ცალი;
• ავტომანქანის კონდიციონერის ფრეონით დატუმბვის აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• შეზეთვის მოწყობილობა - არანაკლებ 1 ცალი;
• თვლების განშლისა და შეყრის კუთხის კომპიუტერული გასასწორებელი დანადგარი ( რაზვალი + სხაჟდენია ) – არანაკლებ 1 ცალი;
• წინა მაშუქების რეგულირების აპარატი - არანაკლებ 1 ცალი;
• სერვისცენტრი უნდა იყოს დაცული - დაცვის მომსახურებით ან ვიდეომეთვალყურეობის სისტემით. უნდა გააჩნდეს პარკირების ადგილები;
• შემსყიდველი მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი სერვისცენტრ(ებ)ში ერთდროულად უნდა მოემსახუროს შემსყიდველის არანაკლებ 5 ავტომობილს, რისთვისაც სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე);
• სერვის-ცენტრში დაცული უნდა იყოს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სერვის-ცენტრი არ აკმაყოფილებს ზემოჩამოთვლილი მოთხოვნათაგან ერთ-ერთს, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• წინამდებარე ტენდრში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული, თბილისის ტერიტორიაზე მდებარე, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების სერვის-ცენტრის მისამართი და სერვის ცენტრის აღწერილობა და აღჭურვილობის ჩამონათვალი ზემოაღნიშნული მოთხოვნების მიხედვით;
(პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს ერთზე მეტი სერვის-ცენტრი, მაგრამ თითოეული სერვის-ცენტრის აღჭურვილობა უნდა აკმაყოფილებდეს ზემოთ მითითებულ ყველა მოთხოვნას;
• პრეტენდენტის მიერ დოკუმენტურად წარმოდგენილი სევრის ცენტრის არსებობა, მისი აღწერილობისა და აღჭურვილობის ჩამონათვალის სინამდვილე დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ სერვის ცენტრის ადგილზე დათვალიერებით და შემოწმებით.
• იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას, ან მას სხვა სანივთო-სამართლებრივი უფლებით ფლობს, უნდა წარმოადგინოს, ამის დამადასტურებელი, ტენდერის გამოცხადების დღის შემდეგ განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
• იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრს პრეტენდენტი ფლობს ვალდებულებით-სამართლებრივი სარგებლობის უფლებით, მან უნდა წარმოადგინოს იჯარის, ქირავნობის ან სხვა ვალდებულებით სამართლებრივი ხელშეკრულება (თუ ხელშეკრულება 1 წელზე მეტი ვადითაა დადებული ან ხელშეკრულებების საერთო ვადა 1 წელს აღემატება ხელშეკრულებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ამონაწერი საჯარო რეესტრი, სადაც მითითებული იქნება იჯარის, ქირავნობის ან სხვა ვალდებულებით სამართლებრივი უფლება), რომლის პირობები შესაძლებლობას აძლევს პრეტენდენტს გასწიოს სატენდერო პირობებით გათვალისწინებული ავტოტექმომსახურება და, ასევე, უნდა წარმოდგენილ იქნას იმ პირის საკუთრების ან სხვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გადასცემს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით პრეტენდენტს მიწის ნაკვეთზე/უძრავ ქონებაზე სარგებლობის უფლებას (საკუთრების უფლება ან სხვა სანივთო სამართლებრივი უფლება უნდა დადასტურდეს ტენდერის გამოცხადების დღის შემდეგ განახლებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ხოლო ვალდებულებით-სამართლებრივი უფლებები უნდა დადასტურდეს ხელშეკრულებით).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ა) ქვეკონტრაქტორი არის კომპანია, რომელიც არ არის პრეტენდენტი, თუმცა პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მის საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ სერვის-ცენტრში გაუწევს მომსახურებას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ავტომობილებს წინამდებარე ტენდერის სატენდერო პირობების სრული დაცვით.
ბ) ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამოყენების შემთხვევაში, პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს განზრახვა ქვეკონტრაქტორის მეშვეობით შემსყიდველთან დასადები ხელშეკრულების შესრულების შესახებ. ასევე, უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის დასახელება, იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი.
გ) ქვეკონტრაქტორი არ უნდა იმყოფებოდეს შავ სიაში;
დ) მიმწოდებლის მიერ ქვეკონტრაქტორის გამოყენების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის ყველა მოთხოვნას.
ე) პრეტენდენტს ქვეკონტრაქტორ კომპანიასთან, ტენდერის გამოცხადების დღემდე, უნდა დადებული ჰქონდეს ხელშეკრულება, რომელშიც ქვეკონტრაქტორი ვალდებულებას იღებს პრეტენდენტის წინაშე, რომ ის გაუწევს შემსყიდველ ორგანიზაციას (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს) ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებას წინამდებარე ტენდერის (მითითებული უნდა იყოს ხელშეკრულებაში წინამდებარე ტენდერის ნომერი) სატენდერო პირობების შესაბამისად.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის მომამზადებელი პირის -თანამშრომლის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასაბუთდეს პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული როგორც პრეისკურანტის ჯამური ღირებულების, ასევე, ერთეული მომსახურების ფასების წარმოქმნის ადეკვატურობა.
აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა წარმოდგენილ იქნას დასკვნის გამცემი, როგორც აუდიტორული კომპანიის, ისე ფიზიკური პირის სახელმწიფო რეგისტრაციების შესახებ სათანადო ბრძანებები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1 ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად-ყოველთვიურად, ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში მომსახურების გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის გამოწერისა და შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
2 ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება, შემსრულებლის მიერ პირგასამტეხლოს შესაბამისი რაოდენობის თანხის გადახდის შემდეგ, ან მოხდება ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თენგიზი ჯუღელი, 577620353, tjugheli@napr.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადების ფასი (პრეისკურანტის ჯამური ღირებულება) უნდა შეადგენდეს მის მიერ ატვირთულ პრეისკურანტში მოცემული ყველა დასახელების მომსახურებებისა და სათადარიგო ნაწილების ერთეულების ღირებულებების ჯამს, რაც არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. (ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს არაუმეტეს მეასედების სიზუსტით).
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი, პრეისკურანტით გათვალისწინებული მომსახურებებისა და სათადარიგო ნაწილების ერთეულების ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ზღვრულ პრეისკურანტში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1) განსაზღვრულ იგივე მომსახურებების და სათადარიგო ნაწილების ერთეულების ღირებულებებს.
3. თუ ელექტრონულ ველში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ღირებულება ნაკლებია სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ისეთი პრეისკურანტი - განფასების ცხრილი, რომელშიც თითოეული ერთეულის ღირებულება მინიმუმ იმავე პროცენტული მაჩვენებლით ნაკლები იქნება სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პრეისკურანტის (ფასთა ცხრილის) შესაბამისი ერთეულის ღირებულებაზე, რა პროცენტული მაჩვენებლითაც ნაკლებია პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ველში დაფიქსირებული საბოლოო ღირებულება სატენდერო განცხადებით განსაზღვრულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე.
4. ტენდერში მონაწილეობით, პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ პირობას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარდგენა/ატვირთვა წინადადების ანდა თანხმობის სახით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის სავალდებულო
5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, ელ-ფოსტის მისამართი პრეტენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.
6. წარმოდგენილი პრეისკურანტით შემოთავაზებული თითოეული დასახელების მომსახურების ფასი უნდა მოიცავდეს შესაბამისი მომსახურების სრულფასოვნად გაწევისთვის საჭირო ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს, დღგ-ს ჩათვლით.
7. ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტები ხელმოწერილი უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ გასაწევი მომსახურების ან რომელიმე ნაწილის ფასი არ არის გათვალისწინებული დანართი №1 _პრეისკურანტებში, მაშინ მხარეები, მომსახურების დაწყებამდე, ადგენენ აღნიშნული მომსახურების (ნაწილის) ფასს საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების (ნაწილის) რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.


- პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
- რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით განმარტების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის „კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru