Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #48658866)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 48658866
Дата публикации: 29-11-2023
Сумма контракта: 1 698 866


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230024378
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.11.2023 17:39
Начало приема предложения 29.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 03.01.2024 12:00
Предполагаемая цена закупки 1`698`866.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება პროექტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა.

Purchaser - LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health
Financing - Funds for 2024
Bids accepted from - 24.12.2023 00:00
Deadline for bid submission - 29.12.2023 12:00
Estimated cost of purchase – 1`698`866.00 GEL
Bid must be submitted - Without V.A.T
Classifier (CPV) code and Classification Unit - 85100000 – Health services;
Supply Period – 01.02.2024 – 31.12.2024
Bid reduction step - 6`800.00 GEL
Guarantee amount –16`989 GEL
Guarantee validity period - 160 days
Additional information – Community health services – "Strengthening of National HIV/AIDS and Tuberculosis Prevention, Treatment, Care and Support Systems in Georgia"(GEO-С-NCD, Project HIV prevention services among MSM and FSWs in Georgia” founded by the Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria” of LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health“.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 6`800.00 GEL
Размер гарантии 16`989 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 06.11.2023 16:31
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 29.11.2023 17:39
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542042&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება პროექტის ფარგლებში მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ პრევენციული სერვისების მიწოდება პროექტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა.

„მომსახურების“ გაწევის საორიენტაციო პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვე, 2024 წლის 01 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის მიზანი
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია კვლავ კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით მომხარებლებში. აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. რეგისტრირებული აივ ინფექციის შემთხვევების საყურადღებო წილი კვლავ ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე (ნიმ) მოდის. ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების მიხედვით აივ ინფექციის პრევალენტობა აღნიშნულ რისკ ჯგუფში 0.9%-ს, ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების რაოდენობა 49,700 -ს შეადგენს . ბოლო წლების განმავლობაში აღინიშნება აივ ინფექციის ამ რისკ ჯგუფიდან ზოგად პოპულაციაში გავრცელების ტენდენცია, რაც თავისთავად მოიცავს ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებიდან ინფექციის მათ პარტნიორებში (სქესობრივი, ნემსი), ოჯახის წევრებზე გავრცელებასაც.

ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურებების ჩამონათვალი ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 , 2021 და 2022 წლების აივ პრევენციის კონსოლიდირებულ გაიდლაინებს მაღალი რისკის/საკვანძო პოპულაციებში, მათ შორის ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში.

გლობალური ფონდის დაფინანსებით საქართველოში გათვალისწინებულია ნიმ-ებში აივ ინფექცია/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების პრევენციის მიზნით:
 ზიანის შემცირების პროგრამის განხორციელება მინიმუმ 13 მომსახურების ცენტრში 10 ქალაქში, კერძოდ: თბილისში (4 ცენტრი), თელავი, რუსთავი, ოზურგეთი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი);

პროექტის მიზანი: აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პროფილაქტიკა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მათ სქესობრივ პარტნიორებს შორის.

წინამდებარე მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები

მოდული: ქცევის შეცვლაზე მიმართული კომპლექსური პრევენციული პროგრამები ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის და მათი პარტნიორებისთვის

ამოცანა 1.1: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების სერვისებით მოცვის გაუმჯობესება

1.1.1 ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვა აივ/შიდსის პრევენციის სერვისის მინიმალური პაკეტით გათვალისწინებული სერვისებით და აღნიშნული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით (თბილისში, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი, გორი, ქუთაისი, სამტრედია, ფოთი, გარდა ზუდიდისა და ბათუმის );

სტაციონარულ ცენტრების ბაზაზე მომსახურებასთან ერთად პროგრამის ფარგლებში უნდა გახორციელდეს აუთრიჩ (ველზე)-მუშაობა ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში. აუთრიჩი უნდა იყოს ის ძირითადი გზა, რითაც მოხდება არსებული კლიენტების პროგრამაში შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოზიდვა, და კონდომების, შპრიცების და სხვა სამედიცინო სახარჯი საშუალებების დარიგება,

აუთრიჩ მუშაობის გარდა, სტაციონარულად ცენტრებშიც სოციალური მუშაკების მიერ და მობილური ბრიგადების პერსონალის მიერ პროგრამის ბენეფიციართა შორის უნდა გავრცელდეს სხვადასხვა ზომის შპრიცები, შპრიცის ნემსები, ,,პეპლები“, სპირტიანი ტამპონები, სამედიცინო ჟგუტები, კონდომები, საინფორმაციო მასალები.

ამის გარდა, ცენტრებში ნიმ-ებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მცირე სამედიცინო სამკურნალო საშუალებები – ვენების მოსავლელი, სედატიური და საგულე, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (შესყიდვა უნდა მოხდეს მიმწოდებლის მიერ),

ზედოზირების პროფილაქტიკის მიზნით ნიმ-ებს უნდა დაურიგდეთ ნალოქსონი, ხოლო მისი გამოყენების შესახებ ნიმ-ებს სერვის ცენტრებში და მობილური ლაბორატორიების ბაზაზე უნდა მიეწოდოთ კვალიფიციური ინფორმაცია.

1.1.2 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მობილური ამბულატორიების/სკუტერების გამოყენების მხარდაჭერა.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს ზიანის შემცირების პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების პაკეტი (სტერილური საინექციო მასალების მიწოდება, კონდომების, საინფორმაციო მასალების, ნალოქსონის მიწოდება).

1.1.3 ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა უზრუნველყოფა შპრიცებითა და კონდომებით. დარიგებული შპრიცებისა და ნემსების ჯერადობა: 2024 წელს საშუალოდ 140 ერთეული პროგრამის ფარგლებში მოცულ ერთ ბენეფიციარზე

1.1.4 თანასწორთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება სერვის ცენტრებში, ინდივიდუალური ან ჯგუფის ონლაინ შეხვედრების ორგანიზება; აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამებში ჩართულ პაციენტთა სკოლების ჩატარება თითოეულ ცენტრში ან ონლაინ მეთოდით, ყოველთვიურად, აქტივობის (თანასწორთა შეხვედრა; პაციენტთა სკოლა) მონაცვლეობით. თვეში მინიმუმ 1 შეხვედრა თითოეულ ცენტრში, მათ შორის ზუგდიდსა და ბათუმში

 კონსულიტრებისა და ჯგუფური შეხვედრების ფარგლებში უნდა იყოს მოცული შემდეგბი საკითები:
 ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებასთან ასოცირებული რისკის შემცირება, ექსპოზიციის წინა და შემდგომ (PrEP და PEP) არვ მედიკამენტოზური პრევენციული მკურნალობის პროგრამის შესახებ ბენეფიციარების ინფორმირება
 ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება აივ ინფექცია/შიდსზე, უსაფრთხო ქცევის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობა, მათი საგანმანათლებლო ბროშურებით და სხვა მასალებით უზრუნველყოფა:
o თანასწორთა ჯგუფურ ტრენინგები ან ინდივიდუალური დისტანციური სწავლებები მათთვის მიზნობრივი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდების და სწავლების მიზნით; კვარტალში მინიმუმ ორჯერ.
o აივ ინფექცია/შიდსის, B და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამებში ჩართულ პაციენტთა სკოლები ცენტრების ბაზაზე ან დისტანციურ რეჟიმში, თითოეულ ცენტრში კვარტალში მინიმუმ ორჯერ.
o B ჰეპატიტზე ვაქცინაციის მხარდამჭერი საგანმანათლებლო ღონისძიებები, თითოეულ ცენტრში კვარტალში ერთხელ

1.1.5 შემთხვევის მართვის ინტერვენციის განხორციელება ზიანის შემცირების ცენტრებში,რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ მხარდაჭერას/თანხლებას, ისე აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის პროგრამებში ჩართულობისა და დამყოლობის მაჩვენებლების გაუმჯობესების მხარდაჭერას. თვეში საშუალოდ 3შემთხვევის მართვა თითოეულ ცენტრში , მათ შორის ზუგდიდსა და ბათუმში
1.1.6 საჭიროებისამებრ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტების (თერაპევტი, ქირურგი, ინფექციონისტი, გინეკოლოგი, სგგი სპეციალისტი, უროლოგი), ფსიქოლოგისა და იურისტის კონსულტაციებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, ონლაინ კონსულტაციების, და, განსაკუთრებულ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება ნარკოტიკების მომხმარებელი ორსულებისთვის. თვეში საშუალოდ 5 კონსულტაცია თითოეულ ცენტრში, მათ შორის ზუგდიდსა და ბათუმში
1.1.7 ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა უზრუნველყოფა საინფორმაციო - საგანმანათლებლო მასალებით; მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია მოამზადოს, დაბეჭდოს და გაავრცელოს აღნიშნული მასალები საჭიროების შესაბამისად
1.1.8 ვექტორ ტესტირება - აივ დადებითი და/ან С ან B ჰეპატიტის მქონე ნიმ-ების და მათი სექსობრივი და/ან ინექციური პარტნიორების ტესტირება, შესაძლებელია აივ-ზე ტესტირებისთვის ნერწყვის თვითტესტის გამოყენებითაც. სავარაუდო რაოდენობა წლის განმავლობაში 100, მათ შორის ზუგდიდსა და ბათუმში.
1.1.9 ნარტოტიკების ქალი მომხმარებლებისა და ნარკოტიკების მამაკაცი მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორი ქალების პროგრამაში მოზიდვის მიზნით სერვისების მიწოდება:
ა) საჭიროების შემთხვევაში ქალი მომხმარებლებისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების შესაძენად სპეციალური კურსების შეთავაზება (მ.შ ხელსაქმის კურსებისთვის საჭირო სახარჯი მასალის უზრუნველყოფა) თბილისის სერვის ცენტრებში.
ბ) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორებზე ორიენტირებული სერვისების მიწოდება, მათი კონსულტირება (როგორც ცენტრში, ისე ონლაინ), რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე მიმართული სერვისების შეთავაზება.
გ) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორების მოსაზიდად გამიზნული პაკეტის გაცემა (პირადი ჰიგიენის საშუალებები და ა.შ) თვეში საშუალოდ 2 პაკეტი თითოეულ ცენტრში, მათ შორის ზუგდიდსა და ბათუმში.

პროგრამის შეფასების ინდიკატორები

პროექტის ფარგლებში ანგარიშგება იწარმოებს 2 ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით: კერძოდ:
1. აივ პრევენციის პროგრამით განსაზღვრული მინიმალური პაკეტით მოცული ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების რაოდენობა - მოცულად ითვლება ნიმ-ი, თუკი მას დროის განსაზღვრულ პერიოდში მინიმუმ ერთხელ (ერთდროულად ან სხვადასხვა ვიზიტზე) მიეწოდება მინიმალური პრევენციული პაკეტის მინიმუმ 2 სერვისი (რომელთაგან ერთ-ერთი სერვისი აუცილებლად არის შპრიცი/ ნემსი/ პეპელა, ხოლო დანარჩენი სერვისებიდან შესაძლებელია იყოს რისკის კონსულტირება ან საინფორმაციო მასალა ან კონდომი) და შეთავაზებულ იქნება ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ ინფექციაზე;
2. ნიმ-ების რაოდენობა, რომელთაც ჩაუტარდა აივ ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება(ნკტ)- აივ ინფექციაზე ტესტირებულად ითვლება ნიმ-ი, რომელსაც ჩაუტარდა ნებაყოფლობითი პრე ტესტ კონსულტირება, ტესტირება და პოსტ ტესტ კონსულტირება აივ ინფექციაზე და შესაბამისად იცის ტესტირების შედეგი (აღნიშნული მომსახურების სახელმწიფო დაფინანსების მიუხედავად შემსყიდველი ინდიკატორის შესრულებაზე და ანგარიშგებაზე ვალდებულია დონორ ორგანიზაციასთან);
სავარაუდო სამიზნე 2024 წლის 2024 წლის თებერვალი - დეკემბერი დიზაგრეგაცია
აივ პრევენციის პროგრამით განსაზღვრული მინიმალური პაკეტით მოცული ნიმ-ების რაოდენობა
(გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე , ზუგდიდსა და ბათუმში განხორციელებული აქტივობებისა) 29725 ასაკი
სქესი
აივ ინფექციაზე ტესტირებული ნიმ-ების რაოდენობა
(სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ზუგდიდსა და ბათუმში განხორციელებული აქტივობებისა) 29275 ასაკი
სქესი

** პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული სამიზნე მოცვების შემოთავაზებული განაწილება სერვის ცენტრებს შორის.თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი 1).

პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

მონაცემთა აღრიცხვა და ანგარიშგება

მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს პროგრამული ინდიკატორების, მათ შორის პრევენციული პაკეტით მოცვის მონაცემების, აივ-ზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე როგორც სკრინინგის ისე კონფირმაციის დადებითი შედეგების, ტუბერკულოზზე კითხვარის საშუალებით სკრინინგის შედეგების სრულად შეტანა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ბაზის საფუძველზე შემსყიდველისთვის ინდიკატორებზე ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი ფორმით.
რამდენადაც ნიმ-ები ქვეყანაში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად დისკრიმინირებულ და სტიგმატიზირებულ პოპულაციას, პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი პირობაა ბენეფიციარების ანონიმურად მომსახურება, თითოეულ ბენეფიციარზე უნდა შედგეს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი შემსყიდველთან შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში კლიენტის მომსახურება უნდა იყოს დამყარებული მეგობრობის, თანასწორობის და კონფიდენციალობის დაცვის პრინციპებზე.

მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს პროგრამული ინფორმაციის რეგისტრაცია, შეგროვება და ანალიზი განახორციელოს „აივ ინფექცია / შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონული სისტემაში შემსყიდველთან შეთანხმებული ვადებისა და პირობების გათვალიწინებით.

ასევე, დისტანციური ონლაინ მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი ოქმები უნდა იყოს რეგულარულად წარმოებული თითოეულ ბენეფიციარზე.

მონიტორინგის სქემა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული სერვის ცენტრის ადგილზე მონიტორინგი სულ ცოტა კვარტალში ერთხელ (ეპიდსიტუაციის შესაბამისად შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი შემსყიდველთან შეთანხმებით); გარდა ამისა, ყოველთვიური საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს სერვის ცენტრებიდან მიღებული ანგარიშებისა და ინდიკატორების მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ასევე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების ხარისხზე მონიტორინგის უზრუნველყოფის გეგმა და მეთოდოლოგია.

მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის წლიური საპროგნოზო რაოდენობის 30%-ის დასაწყობება და შემსყიდველის ცენტრალური საწყობიდან მარაგების რეგულარული გატანის და შემდგომი განაწილების მართვა დონორის მიერ გათვალისინებული პირობების შესაბამისად (https://www.theglobalfund.org/media/5873/psm_procurementsupplymanagement_guidelines_en.pdf;), ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პირობების შესაბამისად (WHO Guide to good storage practices for pharmaceuticals ).

სრული და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ დავალებაში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 თებერვლიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების გამოცდილება როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე;

2. სახელმწიფო და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიერ დაფინანსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება;

3. საკუთრივ ან/და ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციებთან ერთად ზიანის შემცირების პროგრამებით ნიმ-ების პოპულაციის შესაბამისი გეოგრაფიული წვდომის გამოცდილება;

4. პროექტის ფარგლებში შესყიდული მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის, დასაწყობების, საწყობის მართვის და ლოგისტიკის გამოცდილება (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ტემპერატურის მონიტორინგის საშუალებებით). მომწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს დონორის მიერ გათვალისინებული პირობების შესაბამისად:
https://www.theglobalfund.org/media/5873/psm_procurementsupplymanagement_guidelines_en.pdf;

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (მენეჯერი, კოორდინატორი, აუთრიჩ მუშაკი, სოციალური მუშაკი, მონიტორინგის სპეციალისტი, მარაგების მართვის სპეციალისტი, ექთანი, ლაბორანტი) უნდა ჰქონდეს ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;

2. პროექტის ფარგლებში მოწვეულ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია დადასტურებული დოკუმენტურად (დიპლომი, სერთიფიკატი).
3. ძირითადი პერსონალის კომპოზიაცია და ფუნქციები.

ზემოაღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია დადასტურებული დოკუმენტურად (დიპლომი, სერთიფიკატი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად, 1 ქვეპუნქტის მოთხოვნის გარდა.

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4-ის (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად) შევსებული ფორმა.
ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 40535 (თვეში საშუალოდ 1430 ლიტრი ბენზინი/ 2255 ლიტრი დიზელი) ლიტრის მოცულობით. რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N9 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru