ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა
და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and
Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში ნარკოტიკების ინექციური
მომხმარებლებისთვის და მათი სქესობრივი პარტნიორებისთვის აივ
პრევენციული სერვისების მიწოდება პროექტის ფარგლებში მომსახურების
შესყიდვა.
„მომსახურების“ გაწევის საორიენტაციო პერიოდი: ხელშეკრულების
გაფორმებიდან 11 თვე, 2024 წლის 01 თებერვლიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
პროექტის მიზანი
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია კვლავ კონცენტრირებულია
მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნარკოტიკების ინექციური გზით
მომხარებლებში. აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა
ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება. რეგისტრირებული აივ
ინფექციის შემთხვევების საყურადღებო წილი კვლავ ნარკოტიკების
ინექციურ მომხმარებლებზე (ნიმ) მოდის. ქცევაზე ზედამხედველობის
კვლევების მიხედვით აივ ინფექციის პრევალენტობა აღნიშნულ რისკ ჯგუფში
0.9%-ს, ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების რაოდენობა 49,700 -ს შეადგენს . ბოლო წლების
განმავლობაში აღინიშნება აივ ინფექციის ამ რისკ ჯგუფიდან ზოგად
პოპულაციაში გავრცელების ტენდენცია, რაც თავისთავად მოიცავს
ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლებიდან ინფექციის მათ
პარტნიორებში (სქესობრივი, ნემსი), ოჯახის წევრებზე გავრცელებასაც.
ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურებების ჩამონათვალი
ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 , 2021 და 2022 წლების აივ
პრევენციის კონსოლიდირებულ გაიდლაინებს მაღალი რისკის/საკვანძო
პოპულაციებში, მათ შორის ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში.
გლობალური ფონდის დაფინანსებით საქართველოში გათვალისწინებულია
ნიმ-ებში აივ ინფექცია/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების გავრცელების
პრევენციის მიზნით:
ზიანის შემცირების პროგრამის განხორციელება მინიმუმ 13 მომსახურების
ცენტრში 10 ქალაქში, კერძოდ: თბილისში (4 ცენტრი), თელავი, რუსთავი, ოზურგეთი,
გორი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი);
პროექტის მიზანი: აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პროფილაქტიკა
ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მათ სქესობრივ პარტნიორებს
შორის.
წინამდებარე მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში უნდა
განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები
მოდული: ქცევის შეცვლაზე მიმართული კომპლექსური პრევენციული
პროგრამები ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისათვის და მათი
პარტნიორებისთვის
ამოცანა 1.1: ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების აივ
ინფექცია/შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების სერვისებით მოცვის
გაუმჯობესება
1.1.1 ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვა აივ/შიდსის
პრევენციის სერვისის მინიმალური პაკეტით გათვალისწინებული
სერვისებით და აღნიშნული სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა ქვეყნის
მასშტაბით (თბილისში, თელავი, რუსთავი, ოზურგეთი, გორი, ქუთაისი,
სამტრედია, ფოთი, გარდა ზუდიდისა და ბათუმის );
სტაციონარულ ცენტრების ბაზაზე მომსახურებასთან ერთად პროგრამის
ფარგლებში უნდა გახორციელდეს აუთრიჩ (ველზე)-მუშაობა ნარკოტიკების
ინექციურ მომხმარებლებში. აუთრიჩი უნდა იყოს ის ძირითადი გზა, რითაც
მოხდება არსებული კლიენტების პროგრამაში შენარჩუნება და ახალი
კლიენტების მოზიდვა, და კონდომების, შპრიცების და სხვა სამედიცინო
სახარჯი საშუალებების დარიგება,
აუთრიჩ მუშაობის გარდა, სტაციონარულად ცენტრებშიც სოციალური
მუშაკების მიერ და მობილური ბრიგადების პერსონალის მიერ პროგრამის
ბენეფიციართა შორის უნდა გავრცელდეს სხვადასხვა ზომის შპრიცები,
შპრიცის ნემსები, ,,პეპლები“, სპირტიანი ტამპონები, სამედიცინო ჟგუტები,
კონდომები, საინფორმაციო მასალები.
ამის გარდა, ცენტრებში ნიმ-ებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ მცირე
სამედიცინო სამკურნალო საშუალებები – ვენების მოსავლელი, სედატიური და
საგულე, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (შესყიდვა უნდა მოხდეს
მიმწოდებლის მიერ),
ზედოზირების პროფილაქტიკის მიზნით ნიმ-ებს უნდა დაურიგდეთ ნალოქსონი,
ხოლო მისი გამოყენების შესახებ ნიმ-ებს სერვის ცენტრებში და მობილური
ლაბორატორიების ბაზაზე უნდა მიეწოდოთ კვალიფიციური ინფორმაცია.
1.1.2 ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სერვისებზე გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მობილური
ამბულატორიების/სკუტერების გამოყენების მხარდაჭერა.
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით ნარკოტიკების
ინექციურ მომხმარებლებს უნდა მიეწოდოს ზიანის შემცირების პროგრამით
გათვალისწინებული მომსახურების პაკეტი (სტერილური საინექციო
მასალების მიწოდება, კონდომების, საინფორმაციო მასალების, ნალოქსონის
მიწოდება).
1.1.3 ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა უზრუნველყოფა შპრიცებითა და
კონდომებით. დარიგებული შპრიცებისა და ნემსების ჯერადობა: 2024 წელს
საშუალოდ 140 ერთეული პროგრამის ფარგლებში მოცულ ერთ ბენეფიციარზე
1.1.4 თანასწორთათვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების
ორგანიზება სერვის ცენტრებში, ინდივიდუალური ან ჯგუფის ონლაინ
შეხვედრების ორგანიზება; აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის
მკურნალობის პროგრამებში ჩართულ პაციენტთა სკოლების ჩატარება
თითოეულ ცენტრში ან ონლაინ მეთოდით, ყოველთვიურად, აქტივობის
(თანასწორთა შეხვედრა; პაციენტთა სკოლა) მონაცვლეობით. თვეში მინიმუმ 1
შეხვედრა თითოეულ ცენტრში, მათ შორის ზუგდიდსა და ბათუმში
კონსულიტრებისა და ჯგუფური შეხვედრების ფარგლებში უნდა იყოს მოცული
შემდეგბი საკითები:
ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებასთან ასოცირებული რისკის
შემცირება, ექსპოზიციის წინა და შემდგომ (PrEP და PEP) არვ მედიკამენტოზური
პრევენციული მკურნალობის პროგრამის შესახებ ბენეფიციარების
ინფორმირება
ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებელთა ინფორმირებულობის
დონის ამაღლება აივ ინფექცია/შიდსზე, უსაფრთხო ქცევის ნორმების
დამკვიდრების ხელშეწყობა, მათი საგანმანათლებლო ბროშურებით და სხვა
მასალებით უზრუნველყოფა:
o თანასწორთა ჯგუფურ ტრენინგები ან ინდივიდუალური დისტანციური
სწავლებები მათთვის მიზნობრივი ინფორმაციის სრულყოფილად მოწოდების
და სწავლების მიზნით; კვარტალში მინიმუმ ორჯერ.
o აივ ინფექცია/შიდსის, B და C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამებში ჩართულ
პაციენტთა სკოლები ცენტრების ბაზაზე ან დისტანციურ რეჟიმში, თითოეულ
ცენტრში კვარტალში მინიმუმ ორჯერ.
o B ჰეპატიტზე ვაქცინაციის მხარდამჭერი საგანმანათლებლო ღონისძიებები,
თითოეულ ცენტრში კვარტალში ერთხელ
1.1.5 შემთხვევის მართვის ინტერვენციის განხორციელება ზიანის შემცირების
ცენტრებში,რომელიც მოიცავს როგორც სოციალურ მხარდაჭერას/თანხლებას,
ისე აივ ინფექცია/შიდსის და C ჰეპატიტის პროგრამებში ჩართულობისა და
დამყოლობის მაჩვენებლების გაუმჯობესების მხარდაჭერას. თვეში
საშუალოდ 3შემთხვევის მართვა თითოეულ ცენტრში , მათ შორის ზუგდიდსა და
ბათუმში
1.1.6 საჭიროებისამებრ, ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის
სხვადასხვა ექიმი-სპეციალისტების (თერაპევტი, ქირურგი, ინფექციონისტი,
გინეკოლოგი, სგგი სპეციალისტი, უროლოგი), ფსიქოლოგისა და იურისტის
კონსულტაციებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, ონლაინ
კონსულტაციების, და, განსაკუთრებულ საჭიროებებზე მორგებული
სერვისების შეთავაზება ნარკოტიკების მომხმარებელი ორსულებისთვის.
თვეში საშუალოდ 5 კონსულტაცია თითოეულ ცენტრში, მათ შორის ზუგდიდსა და
ბათუმში
1.1.7 ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა უზრუნველყოფა საინფორმაციო -
საგანმანათლებლო მასალებით; მიმწოდებელი ორგანიზაცია ვალდებულია
მოამზადოს, დაბეჭდოს და გაავრცელოს აღნიშნული მასალები საჭიროების
შესაბამისად
1.1.8 ვექტორ ტესტირება - აივ დადებითი და/ან С ან B ჰეპატიტის მქონე ნიმ-ების
და მათი სექსობრივი და/ან ინექციური პარტნიორების ტესტირება,
შესაძლებელია აივ-ზე ტესტირებისთვის ნერწყვის თვითტესტის
გამოყენებითაც. სავარაუდო რაოდენობა წლის განმავლობაში 100, მათ შორის
ზუგდიდსა და ბათუმში.
1.1.9 ნარტოტიკების ქალი მომხმარებლებისა და ნარკოტიკების მამაკაცი
მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორი ქალების პროგრამაში მოზიდვის
მიზნით სერვისების მიწოდება:
ა) საჭიროების შემთხვევაში ქალი მომხმარებლებისთვის პროფესიული
უნარ-ჩვევების შესაძენად სპეციალური კურსების შეთავაზება (მ.შ
ხელსაქმის კურსებისთვის საჭირო სახარჯი მასალის უზრუნველყოფა)
თბილისის სერვის ცენტრებში.
ბ) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორებზე
ორიენტირებული სერვისების მიწოდება, მათი კონსულტირება (როგორც
ცენტრში, ისე ონლაინ), რეპროდუქციულ ჯანმთელობაზე მიმართული
სერვისების შეთავაზება.
გ) ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების სქესობრივი პარტნიორების
მოსაზიდად გამიზნული პაკეტის გაცემა (პირადი ჰიგიენის საშუალებები და
ა.შ) თვეში საშუალოდ 2 პაკეტი თითოეულ ცენტრში, მათ შორის ზუგდიდსა და
ბათუმში.
პროგრამის შეფასების ინდიკატორები
პროექტის ფარგლებში ანგარიშგება იწარმოებს 2 ძირითად ინდიკატორზე
დაყრდნობით: კერძოდ:
1. აივ პრევენციის პროგრამით განსაზღვრული მინიმალური პაკეტით მოცული
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების რაოდენობა - მოცულად ითვლება
ნიმ-ი, თუკი მას დროის განსაზღვრულ პერიოდში მინიმუმ ერთხელ (ერთდროულად
ან სხვადასხვა ვიზიტზე) მიეწოდება მინიმალური პრევენციული პაკეტის
მინიმუმ 2 სერვისი (რომელთაგან ერთ-ერთი სერვისი აუცილებლად არის
შპრიცი/ ნემსი/ პეპელა, ხოლო დანარჩენი სერვისებიდან შესაძლებელია იყოს
რისკის კონსულტირება ან საინფორმაციო მასალა ან კონდომი) და
შეთავაზებულ იქნება ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება აივ
ინფექციაზე;
2. ნიმ-ების რაოდენობა, რომელთაც ჩაუტარდა აივ ნებაყოფლობითი
კონსულტირება და ტესტირება(ნკტ)- აივ ინფექციაზე ტესტირებულად ითვლება
ნიმ-ი, რომელსაც ჩაუტარდა ნებაყოფლობითი პრე ტესტ კონსულტირება,
ტესტირება და პოსტ ტესტ კონსულტირება აივ ინფექციაზე და შესაბამისად
იცის ტესტირების შედეგი (აღნიშნული მომსახურების სახელმწიფო
დაფინანსების მიუხედავად შემსყიდველი ინდიკატორის შესრულებაზე და
ანგარიშგებაზე ვალდებულია დონორ ორგანიზაციასთან);
სავარაუდო სამიზნე 2024 წლის 2024 წლის თებერვალი - დეკემბერი
დიზაგრეგაცია
აივ პრევენციის პროგრამით განსაზღვრული მინიმალური პაკეტით მოცული
ნიმ-ების რაოდენობა
(გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე , ზუგდიდსა და ბათუმში
განხორციელებული აქტივობებისა) 29725 ასაკი
სქესი
აივ ინფექციაზე ტესტირებული ნიმ-ების რაოდენობა
(სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარდა აფხაზეთის ოკუპირებულ
ტერიტორიაზე, ზუგდიდსა და ბათუმში განხორციელებული აქტივობებისა) 29275
ასაკი
სქესი
** პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული სამიზნე მოცვების
შემოთავაზებული განაწილება სერვის ცენტრებს შორის.თანდართული
დანართის შესაბამისად (დანართი 1).
პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს:
მონაცემთა აღრიცხვა და ანგარიშგება
მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს პროგრამული
ინდიკატორების, მათ შორის პრევენციული პაკეტით მოცვის მონაცემების,
აივ-ზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე როგორც სკრინინგის ისე
კონფირმაციის დადებითი შედეგების, ტუბერკულოზზე კითხვარის
საშუალებით სკრინინგის შედეგების სრულად შეტანა აივ ინფექცია/შიდსის
პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ბაზის
საფუძველზე შემსყიდველისთვის ინდიკატორებზე ინფორმაციის წარმოდგენა
შესაბამისი ფორმით.
რამდენადაც ნიმ-ები ქვეყანაში წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე მეტად
დისკრიმინირებულ და სტიგმატიზირებულ პოპულაციას, პროგრამის
განხორციელების მნიშვნელოვანი პირობაა ბენეფიციარების ანონიმურად
მომსახურება, თითოეულ ბენეფიციარზე უნდა შედგეს უნიკალური
საიდენტიფიკაციო კოდი შემსყიდველთან შეთანხმებული პროცედურების
შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში კლიენტის მომსახურება უნდა იყოს
დამყარებული მეგობრობის, თანასწორობის და კონფიდენციალობის დაცვის
პრინციპებზე.
მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს
პროგრამული ინფორმაციის რეგისტრაცია, შეგროვება და ანალიზი
განახორციელოს „აივ ინფექცია / შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან
ელექტრონული სისტემაში შემსყიდველთან შეთანხმებული ვადებისა და
პირობების გათვალიწინებით.
ასევე, დისტანციური ონლაინ მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი
ოქმები უნდა იყოს რეგულარულად წარმოებული თითოეულ ბენეფიციარზე.
მონიტორინგის სქემა:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული სერვის ცენტრის ადგილზე
მონიტორინგი სულ ცოტა კვარტალში ერთხელ (ეპიდსიტუაციის შესაბამისად
შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი შემსყიდველთან შეთანხმებით);
გარდა ამისა, ყოველთვიური საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს სერვის
ცენტრებიდან მიღებული ანგარიშებისა და ინდიკატორების მონაცემების
ანალიზის საფუძველზე. ასევე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს
მომსახურების ხარისხზე მონიტორინგის უზრუნველყოფის გეგმა და
მეთოდოლოგია.
მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და
აღჭურვილობის დასაწყობება და მართვა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შესყიდული
მედიკამენტების, ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და
აღჭურვილობის წლიური საპროგნოზო რაოდენობის 30%-ის დასაწყობება და
შემსყიდველის ცენტრალური საწყობიდან მარაგების რეგულარული გატანის
და შემდგომი განაწილების მართვა დონორის მიერ გათვალისინებული
პირობების შესაბამისად (https://www.theglobalfund.org/media/5873/psm_procurementsupplymanagement_guidelines_en.pdf;), ასევე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პირობების
შესაბამისად (WHO Guide to good storage practices for pharmaceuticals ).
სრული და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ დავალებაში