1.2.1. ბარძაყზე სატარებელი, ტაქტიკური ცეცხლსასროლი იარაღის (პისტოლეტის)
ჩასადები ბუდე - 300 ცალი
- იარაღის ოპერატიული გამოყენების შესაძლებლობა; რეგულირება ზომაზე:
რეგულირდება სიგრძეში, სიმაღლეში(თავსებადი მაკაროვის’, ,,იერიხო“, ,,
ჰს-9“, ,,ბარაკი“, ,,ტამფოგლიო“, ,,იავუზი“ -ს ტიპის პისტოლეტებზე) იარაღის
ვერტიკალურად განთავსებისათვის. მყარი და აგრესიული გარე
მოქმედებისათვის. მსუბუქი პლათფორმა, იარაღის ბუდიდან ამოვარდნის
საწინააღმდეგო დამცავი სამაგრებით (კნოპით და სარეგულირებელი ხაოიანი
წებოვანა ,,კონტაქტით” (ფხრიწით). მაგრდება აღჭურვილობის ტაქტიკურ
ქამარზე. შავი ფერის, მაღალი სიმტკიცის ჰიდროფილური, სინთეტიკური,
ბოჭკოს მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილისაგან (პოლიესტერი, ოქსფორდ ნეილონი)
დამზადებული. კაბურა ქამარზე მაგრდება სინთეტიკური, დამოუკიდებელი
საქამრე ღვედით (შესაძლოა ღვედებით).
იარაღის ჩასადები ბუდე დამაგრებულია დაფა სამაგრზე (იხ. სურათი. სიგრძე 25
სმ±1 სმ, სიგანე 16 სმ±1 სმ,) რომელიც თავის მხრივ ერთი ნაწილით – ღვედით,
ფასტექს შესაკრავით, მაგრდება ტაქტიკურ ქამარზე, ხოლო ორი
რეგულირებადი ღვედით ფასტექს შესაკრავით ბარძაყზე. ,,იერიხო“ -ს ტიპის
პისტოლეტების ჩასადები ბუდის დაფა არის ქამარის სამაგრთან ამოჭრილი,
რათა არ მოხდეს იარაღიდან მჭიდის უნებური ამოვარდნა (ამოჭრის ზომა და
რაოდენობა შეთანხმდება შემსყიდველთან).
იარაღის ჩასადები ბუდე არ უნდა ჩამოცოცდეს, ჩამოეკიდოს და მყარად არის
მიბჯენილი ბარძაყზე. ღვედები და ქამრები უნდა უზრუნველყოფდეს იარაღის
ბუდის სწრაფ და შეუფერხებელ მოხსნა–დამაგრებას. ინტენსიური
გადაადგილებისას სამაგრები უნდა უზრუნველყოფდეს იარაღის ბუდის
გადაადგილების ამპლიტუდის შემცირებას. იარაღის ბუდეს გარშემო
შემოვლებული აქვს იმავე ფერის სინთეტიკური ქსოვილის კანტი. ნაკერები
თანაბარი, სწორი.
1.2.2. წელზე სატარებელი იარაღის ჩასადები ბუდე - 300 ცალი
- წელზე სატარებელი, ცეცხლსასროლი იარაღის (თავსებადი მაკაროვის’,
,,იერიხო“, ,, ჰს-9“, ,,ბარაკი“, ,,ტამფოგლიო“, ,,იავუზი“, -ს ტიპის პისტოლეტებზე)
ჩასადები ბუდე, აღჭურვილობის ტაქტიკურ ქამარზე დასამაგრებლად.
დანიშნულება: იარაღის ოპერატიული გამოყენების შესაძლებლობა. შავი
ფერის, მაღალი სიმტკიცის (კორდურა 500 და >) ანტიგიგროსკოპული,
სინთეტიკური ბოჭკოს მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილისაგან (პოლიესტერი,
ოქსფორდ ნეილონი) დამზადებული. იარაღის ჩასადებ ბუდეს აქვს დაფა
სამაგრი (იხ. სურათი. ზომა: სიგრძე 18 სმ±1 სმ, სიგანე 13 სმ±1 სმ,) დაფა სამაგრი
ქამარზე მაგრდება სინთეთიკური, 2 სმ±1 მმ სიგანის და 8 სმ±1 სმ სიგრძის ორი
დამოუკიდებელი საქამრე ღვედით. იარაღის ბუდე დამაგრებულის დაფა
სამაგრზე თანაბარი დაქსოვით. იარაღის ჩასადებ ბუდეს აქვს ამოვარდნის
საწინააღმდეგო დამცავი სამაგრები (ერთ მხარეს მყარი ტყავის ან ტყავის
შემცვლელი, ხოლო მეორე მხარეს მჭიდროდ ნაქსოვი ქსოვილის
სარეგულირებელი ხაოიანი წებოვანა ,,კონტაქტით” (ფხრიწით), რომლებიც
ერთმანეთთან მაგრდება კნოპით და რეგულირდება ცეცხლსასროლ იარაღზე).
სამაგრი გარეთა მხრიდან დაფარული არის შავი ფერის ტყავის ან ტყავის
შემცვლელი ნაჭრით (კნოპებით). იარაღის ბუდეს გარშემო შემოვლებული აქვს
იმავე ფერის სინთეთიკური ქსოვილის კანტი. ნაკერები თანაბარი, სწორი.
1.2.3. ჯავშანჟილეტის შალითა - 350 ცალი, მათ შორის: XXL -200 ცალი, XL - 150 ცალი.
- გარედან ღიად სატარებელი, პოლიციელის ტაქტიკური შავი ფერის დამცავი
ჯავშანჟილეტის შალითა.
შალითა დამზადებულია წყალგაუმტარი ნეილონის არანაკლებ 900 დენის
სიმკვრივის ქსოვილისაგან. შედგება ორი, მკერდის და საზურგე,
ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთთან
ერთდება მხრებზე და ფერდების არეში არსებული, სარეგულირებელი
სალტეებით, ხაოიანი კონტაქტის ე.წ. ფხრიწის საშუალებით. XL ზომის შალითას
წინა კალთის მაქსიმალური სიგრძე (სამხრე სალტეებიდან კალთის
დაბოლოებამდე) არანაკლებ 48 სმ ±0,5 სმ, ხოლო ყელის ჩაღრმავებიდან კალთის
დაბოლოებამდე 39 სმ±0,5 სმ. გულმკერდის არეში, წინა კალთას აქვს
ჯავშანფილის ჩასადები მოცულობითი ჯიბე ზომით 31*30 სმ±0,5 სმ (სიმაღლე*
სიგრძე). სამკერდე ჯავშანფილის წონის გათვალისწინებით ჯიბე უნდა
დამუშავდეს და შეიკეროს ქვედა ნაწილის გაძლიერებით მთელ სიგანეზე და 5
სმ ±0,3 სმ სიმაღლეზე. ჯიბე დამუშავებული მთელ სიგანეზე სარქველით,
რომელიც შიგნითა მხრიდან მაგრდება ჯიბეზე ხაოიანი კონტაქტით (ე.წ.
ფხრიწით). ფხრიწის ზომა 10*28 სმ ±0,5 სმ (სიმაღლე* სიგრძე). სარქველის ზომა 14*29 სმ
±0,5 სმ. სარქველზე ფხრიწის მეშვეობით მაგრდება შავი ფერის იგივე
ქსოვილისგან დამზადებული წარწერა ნაცრისფერი ამრეკლი ინგლისური
ასოებით ,,POLICE“ ზომით 10*28 სმ ±0,5 სმ (სიმაღლე*სიგრძე) (ასოების სიმაღლე: 5 სმ±0,3
სმ). წინა კალთაზე ქვემოთა მხარეს ფიგურული ფორმის ე.წ. ფრთები ფერდების
არეში. ქვედა ნაწილში ე.წ. ფრთიდან ფრთამდე ზომა 90-92 სმ ფარგლებში.
,,ფრთებს“ გააჩნი უკანა კალთასთან დასამაგრებელი ხაოიანი კონტაქტი
(ფხრიწი). წინა კალთა მაგრდება უკანა კალთაზე ორმაგი სამაგრით, ფხრიწის
მეშვეობით. წინა კალთა მთლიანობაში შედგება ორი იდენტური ზომის და
ფორმის ნაწილისაგან მთელ პერიმეტრზე ერთმანეთთან მიერთებული
სამკერვალო ნაკერით, გარდა ქვემო ნაწილისა. ქვემო ნაწილი მუშავდება
მთელ სიგანეზე შიგნითა მხრიდან ხაოიანი კონტაქტით, ე.წ. ფხრიწით. წინა
კალთის არსებულ სიცარიელეში თავსდება კევლარის ჯავშანი. საზურგე
ნაწილის ანუ უკანა კალთას თავის მხრივ გააჩნია მხრების არეში
განთავსებული სინთეტიკური მასალის ბოჭკოსაგან ნაქსოვი საქამრე 9 სმ ±0,5
სმ სიგანის და 30 სმ ±0,5 სმ სიგრძის ლენტის სამხრე სალტეები. წინა და უკანა
კალთის შემაერთებელი სალტეები კაპრონზე ან პოლიესტერზე დუბლირებული
პარალონით. ორივე სამხრე სალტეზე პორტატული რადიო სადგურის და ვიდეო
თვალის დასამაგრებელი სალტეები სიგრძე - 4 სმ ±0,3 სმ, სიგანე - 8 სმ ±0,3 სმ.
მხრების არეში უკანა კალთას გააჩნია წინა კალთასთან შემაერთებელი
ორმაგი ე.წ. ფხრიწით დამუშავებული სალტეები. ზურგის არეში, უკანა კალთას
აქვს ჯავშანფილის ჩასადები მოცულობითი ჯიბე ზომით 31*30 სმ ±0,5 სმ (სიმაღლე*
სიგრძე). საზურგე ჯავშანფილის წონის გათვალისწინებით ჯიბე
დამუშავებულია და შეკერილია ქვედა ნაწილის გაძლიერებით მთელ სიგანეზე
და 5 სმ ±0,3 სმ სიმაღლეზე. ჯიბე მთელ სიგანეზე დამუშავებული სარქველით,
რომელიც შიგნითა მხრიდან მაგრდება ჯიბეზე ხაოიანი კონტაქტით (ე.წ.
ფხრიწით). ფხრიწის ზომა 10*28 სმ ±0,5 სმ (სიმაღლე*სიგრძე) (ასოების სიმაღლე: 5 სმ
±0,3 სმ ). სარქველის ზომა 14*29 სმ ±0,5 სმ. სარქველზე ფხრიწის მეშვეობით
მაგრდება შავი ფერის იგივე ქსოვილისგან დამზადებული წარწერა
ნაცრისფერი ამრეკლი ინგლისური ასოებით ,,POLICE“ ზომით 10*28 სმ ±0,5 სმ
(სიმაღლე*სიგრძე) .
უკანა კალთაზე ქვემოთა მხარეს მართკუთხა ფორმის ე.წ. ფრთები (იგივე
ქსოვილისგან დამზადებული) ფერდების არეში ზომით 40 სმ ±0,5 სმ. ქვედა
ნაწილში ე.წ. ფრთიდან ფრთამდე ზომა 109 სმ ±1 სმ. უკანა ფრთების სიგანე
არანაკლებ 10 სმ ±0,5 სმ, სიგრძე 40 სმ ±0,5 სმ. უკანა კალთა მთლიანობაში უნდა
შედგებოდეს ორი იდენტური ზომის და ფორმის ნაწილისაგან მთელ პერიმეტრზე
ერთმანეთთან მიერთებული სამკერვალო ნაკერით, გარდა ქვემო ნაწილისა.
ქვემო ნაწილი მუშავდება მთელ სიგანეზე შიგნითა მხრიდან ხაოიანი
კონტაქტით, ე.წ. ფხრიწით. უკანა კალთის არსებულ სიცარიელეში თავსდება
კევლარის ჯავშანი.
შენიშვნა: უკანა კალთის შიგნითა ნაწილზე უნდა იყოს შალითის ზომის
აღმნიშვნელი საკონტროლო მარკები: XL, XXL. სხვადასხვა ზომის შალითები უნდა
დამზადდეს ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრების პროპორციულად.
შალითების ზომების სიზუსტისთვის გამარჯვებულ პრეტენდენტს მიეწოდება
შესაბამისი კევლარის ჯავშანები.
ექსპერტიზის დასკვნები უნდა ჩატარდეს: ჯავშანჟილეტის შალითის და
იარაღის ბუდის ქსოვილის ბოჭკოვან შემადგენლობაზე და სიმკვრივეზე.
იხ. სავარაუდო ნიმუშები მიბმულ ფაილში.