ყოველდღიური მოვლა-დასუფთავების აღწერა
საოფისე ფართი
საოფისე ავეჯის დასუფთავება, მტვრის და ხილული ლაქების მოცილება,
გაპრიალება სპეციალური ხსნარის გამოყენებით;
საოფისე ორგტექნიკის დასუფთავება, მტვრის და ხილული ლაქების მოცილება
სპეციალური ხსნარით;
ნაგვის ურნების დაცლა, მათი დასუფთავება და პოლიეთილენის პარკების
მოთავსება, ნაგვის გატანა;
სხვადასხვა სახის მყარი იატაკის დაგვა, მტვერსასრუტით დასუფთავება და
სპეციალური ხსნარით მოწმენდა;
ჭურჭლის რეცხვა, გამშრალება და გამოყოფილ ადგილზე მოთავსება;
საოფისე ფართში არსებულ სხვა ვერტიკალური და ჰორიზონტალური
ზედაპირების და ინვენტარის (კედლები, მინის ტიხრები, ფანჯრები, ფანჯრის
რაფები, კარებები, გამათბობელები, კონდიციონერები, სანათები და ა.შ.)
დასუფთავება, მტვრის და ხილული ლაქების მოცილება;
დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიულად
აღმოფხვრა.
კორიდორები, ფოიე
სხვადასხვა სახის მყარი იატაკის დაგვა, მტვერსასრუტით დასუფთავება,
სპეციალური ხსნარით მოწმენდა და გაპრიალება;
ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირების (კედლები, მინის ტიხრები და
ფანჯრები, ფანჯრის რაფები, კარებები, გამათბობელები, კონდიციონერები,
სანათები და ა.შ.) დასუფთავება, მტვრის და ხილული ლაქების მოცილება;
დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიულად
აღმოფხვრა.
კიბის უჯრედები და კიბეები
მყარი იატაკის და საფეხურების დაგვა, სპეციალური ხსნარით გაწმენდა;
არსებული ინვენტარის დასუფთავება, მტვრის და ხილული ლაქების
მოცილება;
ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირების (კედლები, მინის ტიხრები და
ფანჯრები, ფანჯრის რაფები, კარებები, გამათბობელები, კონდიციონერები,
სანათები და ა.შ. დასუფთავება, მტვრის და ხილული ლაქების მოცილება;
დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიულად
აღმოფხვრა.
სველი წერტილები
იატაკის დაგვა და სპეციალური ხსნარით მოწმენდა;
კედლების, და სხვა ვერტიკალური ტიხრების და ფანჯრების
დასუფთავება/გაწმენდა;
უნიტაზის, პისუარების და წყლის ნიჟარების დასუფთავება/გაწმენდა, წყლის
ლაქების და სხვა ლაქების მოცილება სპეციალური ხსნარის საშუალებით;
ნიკელის ინვენტარის დასუფთავება და გაპრიალება სპეციალური ხსნარის
საშუალებით;
ჰიგიენური პროდუქციის დისპანსერების დასუფთავება და ხილული ლაქების
მოცილება;
ჰიგიენური პროდუქციის დისპანსერების მომარაგება და დღის
განმავლობაში მარაგის კონტროლი;
ნაგვის ურნების დაცლა, პოლიეთილენის პარკების მოთავსება და ნაგვის
გატანა;
დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიულად
აღმოფხვრა.
ლიფტი
იატაკის დასუფთავება, დაგვა, მტვერსასრუტით მოსუფთავება და სპეციალური
ხსნარით მოწმენდა;
არსებული ვერტიკალური ზედაპირების სპეციალური ხსნარით გაწმენდა,
მტვრის და ხილული ლაქების მოცილება, ლიფტის ზედაპირის სპეციალური
ხსნარის საშუალებით გაპრიალება;
დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიულად
აღმოფხვრა.
სახურავი
სხვადასხვა სახის ნაგვისგან და ნარჩენებისგან გაწმენდა, რომ არ მოხდეს
სანიაღვრე სისტემის მწყობრიდან გამოსვლა.
ავტოსადგომი
ყოველდღიური დაგვა, ნაგვის და ნარჩენების მოგროვება და გატანა.
შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად არაუმეტეს თვეში ერთჯერ ჭერზე
არსებული ჭუჭყისგან განთავისუფლება.
მიმდებარე ტერიტორია
ეზოს მოვლა დაგვა, ნაგვის და ნარჩენების მოგროვება და გატანა.
.გამწვანებული ტერიტორია
გამწვანებული ტერიტორიის მოვლა-დასუფთავება: მწვანე საფარის
დასუფთავება, მორწყვა, სასუქის შეტანა, დაზიანებულ ადგილებში ბალახის
დათესვა, ბალახის გაკრეჭვა- გატანა.
გენერალური დასუფთავება (თვეში ერთხელ და აუცილებლობის შემთხვევაში
მეტჯერ)
ყველა სახის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზედაპირის კაპიტალური,
წერტილოვანი დასუფთავება, ჩამჯდარი ჭუჭყის, ნადების სპეციალური
ხსნარების საშუალებით მოცილება.
მყარი იატაკის ქიმიური მორეცხვა-გაპრიალება სპეციალური აპარატის
საშუალებთ.
შენობის მიმდებარედ მყარი ზედაპირის, კიბეების და უნარშეზღუდულთა
პანდუსის (გრანიტი და ბაზალტი) ქიმიური მორეცხვა-გაპრიალება
სპეციალური აპარატის საშუალებთ.
ფანჯრების, მინის ტიხრების, ფასადის და ყველა სახის მინისებური
ზედაპირის ორმხრივი კაპიტალური წმენდა.
ჭერის დასუფთავება.
2 მეტრზე მეტ სიმაღლეზე არსებული ყველა სახის ინვენტარის და ზედაპირის
დასუფთავება.
საჭიროებიდან გამომდინარე რბილი ავეჯის ქიმიური დასუფთავება.
სარდაფი დაგვა, ნაგვის და ნარჩენების მოგროვება და გატანა.
დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაციის სამუშაოების ჩატარება.
სამეურნეო მომსახურება
შენობაში არსებული საოფისე ავეჯის დაზიანებისთანავე შეკეთება,
მცირეფასიანი სათადარიგო ნაწილების შეძენა-შეცვლა.
შენობაში არსებული კარ-ფანჯრების და მინების გამართული
ფუნქციონირების უზრუნველყოფა, დაზიანებისთანავე შეკეთება.
სათადარიგო ნაწილების (ფანჯრის, ფასადის მინების, მინის მოაჯირების,
კარის, საკეტი, საკეტის გული, სახელური, მინა, და ფუნქციონირებისათვის
საჭირო სხვა მოწყობილობები) შეცვლა დაზიანების შემთხვევაში. აღდგენის
შეუძლებლობის შემთხვევაში მათი ახლით შეცვლა, გარდა მასიური
დაზიანებების შემთხვევისა.
სველი წერტილების ჰიგიენური პროდუქციის აღჭურვილობის (ხელსახოცის,
ტუალეტის ქაღალდის და თხევადი საპნის დისპანსერი უნიტაზის დასაჯდომის
საფარებელი) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა,
დაზიანებისთანავე შეკეთება ან შეცვლა.
მოვლა-დასუფთავების (ყოველდღიური) მომსახურების განხორციელების
გეგმა-გრაფიკი, პერსონალის განაწილება
1 (ერთი) მენეჯერის მომსახურება-სამუშაო დღეებში 09:00-17:00 საათი, არასამუშაო
დღეებში 10:00-15:00 საათი (საჭიროების შესაბამისად) – 605 ლარი (დარიცხული).
4 (ოთხი) დამლაგებელი, მოვლა დასუფთავება სამუშაო დღეებში 07:00-10:00 საათი,
აქედან 1 (ერთი) მორიგე დამლაგებელი, ოპერატიული დასუფთავება სამუშაო
დღეებში 10:00-19:00 საათი, არასამუშაო დღეებში 10:00 – 16:00 საათი (საჭიროების
შესაბამისად) – 676 ლარი (დარიცხული).
1 (ერთი) მეეზოვე, ეზოსა და გამწვანებული ტერიტორიის მოვლა-დასუფთავება
სამუშაო დღეებში 10:00-14:00 საათი, არასამუშაო დღეებში 10:00 – 12:00 საათი
(საჭიროების შესაბამისად) - 456 ლარი (დარიცხული).
1 (ერთი) ტექნიკური პერსონალი, სამუშაო დღეებში 10:00-16:00 საათი, 484 ლარი
(დარიცხული).
მომსახურებისთვის საჭირო ინვენტარის, საშუალებების, ტექნიკის და
ჰიგიენური პროდუქციის სპეციფიკაცია:
მყარი იატაკების საწმენდი საშუალება (ხელით და მანქანით წმენდისათვის) -
უნივერსალური საწმენდი საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია
ნებისმიერი სახის მყარი იატაკის (მარმარილო, გრანიტი კაფელი, მეთლახი,
ლამინატი, პარკეტი და ასე შემდეგ) ზედაპირზე. აქვს წყალთან შეზავების და
ზედაპირზე მსუბუქი დამცავი ფენის წარმოქმნის შესაძლებლობა. გაწმენდის
შემდგომ, არ ტოვებს სხვადასხვა ლაქებს და ზედაპირს ანიჭებს
ბზინვარებას. გააჩნია სასიამოვნო სურნელი და ადვილად, ეფექტურად
აცილებს ძლიერ დაბინძურებას.
საოფისე ავეჯისა და ორგტექნიკის წმენდის ქიმიური საშუალება -
უნივერსალური წმენდის საშუალება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია
საოფისე ავეჯის, მათში ჩადგმული სხვადასხვა ზედაპირების (მარმარილო,
მინა, სარკე, პლასტმასი და ა.შ) და ორგტექნიკის ყოველდღიური
წმენდისათვის. ეფექტურად აცილებს ცხიმსა და ოფლის ლაქებს. გააჩნია
სასიამოვნო სურნელი და ზედაპირზე მტვრისგან დამცავი ფენის წარმოქმნის
შესაძლებლობა.
სველი წერტილების საწმენდი საშუალება (ყოველდღიური და საფუძვლიანი
წმენდა) - სველი წერტილების წმენდის საშუალება, რომელიც ეფექტურად
აშორებს წყლის ნადებს, ჟანგს, შარდის ქვებს და ა.შ. კაფელის, მეთლახის,
მინის, ნიკელის, ფაიფურის და სხვა მსგავსი ზედაპირებიდან. შეუძლია
მიუდგომელი ადგილებიდან ძლიერი დაბინძურების უკონტაქტოდ
აღმოფხვრა.
სამზარეულოსა და აბაზანების საწმენდი კრემი - საწმენდი საშუალება,
რომელიც ეფექტურად აშორებს წყლის ნადებს, ჟანგს, ცხიმს და ა.შ. კაფელის,
მეთლახის, მინის, ნიკელის, ფაიფურის, ლამინატის და სხვა მსგავსი
ზედაპირებიდან.
რბილი ავეჯის და რბილი იატაკის ქიმიური წმენდის საშუალება,
საფუძვლიანი წმენდა - რბილი ზედაპირის საწმენდი საშუალება, რომელიც
ეფექტურად აცილებს ცხიმს, ჩაის, ყავის, უალკოჰოლო ან ალკოჰოლიანი
სასმელის და ასე შემდეგ ლაქებს. არ ახუნებს და არ აზიანებს ზედაპირს.
ნადების წმენდა - სველ წერტილებში კედლებიდან, ნიჟარებიდან, უნიტაზიდან
და ა.შ. ნადების მოსაშორებელი სითხე
სველი წერტილების საწმენდი-განმაახლებელი საშუალება -
აბაზანებისათვის, საშხაპე კაბინებისთვის, ემალირებული აბაზანების,
ნიჟარებისა და კერამიკული ზედაპირებისათვის. რომელიც მოაცილებს ჭუჭყს,
საპნის ნარჩენებს, კირქვის ნადებს, ჟანგს, ძველ ლაქებს, ობს, სოკოს.
განაახლებს, აჯანსაღებს და მიანიჭებს ბზინვარებას
ცხიმის წმენდა - მდგრადი და მიმხმარი ცხიმების საწმენდი საშუალება, მათ
შორის ცივი ზედაპირებიდან
მილების წმენდა - გრანულირებული საშუალება, რომელიც ხსნის და აცილებს
კიროვან ნადებს, თმას და ცხიმოვან ნარჩენებს
ტყავის წმენდა - ტყავის ნაწარმის საწმენდი საშუალება, რომელიც
მიანიჭებს ბუნებრივ სახეს. გაწმენდს, განეიტრალებს ელექტრო მუხტს,
განაახლებს ტყავს, დაუბრუნებს პირვანდელ სახეს და დაიცავს. მოაცილებს
ჭუჭყს, თითის ანაბეჭდებს, ანიჭებს სასიამოვნო სურნელს.
მიკრობოჭკოვანი ქსოვილი, ტილო, იატაკის და სხვა ზედაპირისათვის -
მიკრობოჭკოვან ქსოვილიან ტილოს უნდა გააჩნდეს განსაკუთრებული სინაზე
და წყლის მაქსიმალურად შეწოვის უნარი
დასუფთავებისთვის საჭირო ინვენტარი და სწრაფცვეთადი საგნები:
საწმენდი ჯაგრისი, აქანდაზი, ცოცხი, სათლი, მოპი, შუშის საწმენდი
ინვენტარი, ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი და სხვა - მაღალი ხარისხის,
პროფესიონალური და საყოფაცხოვრებო დასუფთავებისთვის განკუთვნილი
საშუალება.
უნიფორმა - მაღალი ხარისხის, პერსონალზე მორგებული (ფერი შემსყიდველთან
შეთანხმებით)
ტუალეტის ქაღალდი - მაღალი ხარისხის, თეთრი ფერის, ქაღალდის ფენის
რაოდენობა არანაკლებ -2 , 100% ცელულოზა
ხელსახოცის ქაღალდი - მაღალი ხარისხის, თეთრი ფერის, ქაღალდის ფენის
რაოდენობა არანაკლებ -2 , 100% ცელულოზა
თხევადი საპონი - მაღალი ხარისხის, ადვილადაქაფებადი, სასიამოვნო
ნეიტრალური არომატის მქონე
ჰაერის გამწმენდი აეროზოლი - მაღალი ხარისხის, ნეიტრალური არომატის
მქონე
მტვერსასრუტი - პროფესიონალური მტვერსასრუტი, რომელიც განკუთვნილი
ყველა ტიპის იატაკისა და რბილი იატაკის დამუშავებისთვის. მსუბუქი .
სიმძლავრე არანაკლებ 1000 W.
იატაკის საწმენდი აპარატი - სხვადასხვა მყარი იატაკების და რბილი
იატაკების რეცხვის აპარატი. უნდა გააჩნდეს პოლირების ფუნქცია.
ერთდისკიანი, დაბალბრუნიანი ელექტრო მოწყობილობა. საწმენდი დისკის
დიამეტრი არანაკლებ 38 სმ. სიმძლავრე არანაკლებ 1100 W.
იატაკის საწმენდი აპარატი - სხვადასხვა მყარი იატაკების ქიმიური
რეცხვის აპარატი. კომპაქტური ზომის ელექტრო ძრავიანი მოწყობილობა.
საწმენდი ჯაგრისის სიგრძე არანაკლებ 38 სმ. სიმძლავრე არანაკლებ 2000 W.
მომსახურების პროცესში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები უნდა
იყოს გამართული და უსაფრთხო.
მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას, პოზიციების
მიხედვით მითითებული ადგილმდებარეობის, მოცულობის, რაოდენობის და
პერიოდულობის შესაბამისად.
მიმწოდებლის მიერ შესაცვლელი საქონელი უნდა იყოს შენობაში არსებულის
იდენტური ან შემსყიდველთან შეთანხმებით.
საჭიროების შემთხვევაში შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების
შემდეგ რემონტის შემდგომი დასუფთავება.
საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე
უზრუნველყოფილი უნდა იყო პერსონალის მობილიზება სამუშაო და
არასამუშაო დღეებში და საათებში.
შენიშვნა: მომსახურების გაწევის გეგმა გრაფიკი, განხორციელების
სიხშირე, შესაძლებელია შეიცვალოს შემსყიდველის მოთხოვნის
შესაბამისად საჭიროებებიდან გამომდინარე.
საჭიროების შემთხვევაში შენობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების
შემდეგ რემონტის შემდგომი დასუფთავება.
საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე
უზრუნველყოფილი უნდა იყო პერსონალის მობილიზება სამუშაო და
არასამუშაო დღეებში და საათებში.