შესყიდვის ობიექტი მოიცავს საზოგადოებრივი კვების მომსახურების
შესყიდვას, შემდეგი ტექნიკური პირობების შესაბამისად:
1. საზოგადოებრივი კვების მომსახურება მოიცავს 2024 წლის 1 იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით შემსყიდველის მიერ 370 (სამას სამოცდაათი)
ბენეფიციარის მომსახურებას.
2. მიმწოდებელმა კვების მომსახურება უნდა განახორციელოს სატენდერო
დოკუმენტაციით მოცემული მენიუს შესაბამისად (დანართი N2).
3. მოცემულ მენიუში აღნიშნული კერძების შემადგენელი ინგრედიენტების (მ.
შ. ქათმის, საქონლისა და თევზის ხორცი) რაოდენობებად (გარდა მზა
კერძებისა) მითითებულია ინგრედიენტების პირველადი დამუშავების
შედეგად (გათლა, გაფრცქვნა, გაწმენდა) მიღებული რაოდენობები (ნეტო).
მიმწოდებლის მიერ მკაცრად უნდა იყოს დაცული კერების მომზადებისას,
თითოეულ ბენიფიციარზე განკუთვნილი ინგრედიენტების რაოდენობები.
4. წარმოდგენილ მენიუში მოცემული საქონლის ხორცის კერძების
მოსამზადებლად გამოყენებულ უნდა იქნეს გაყინული, უძვლო პროდუქცია
(საქონლის ხორცი 1-ლი კატეგორიის).
5. მენიუში მოცემული ფარშირებული ხორცის შემცველი კერძების (კატლეტი,
გატარებული საქონლის ხორცი მაკარონის გარნირით ე.წ. „პაფლოცკი“)
მოსამზადებლად საქონლის ხორცის ფარში უნდა დამზადდეს ადგილზე და არ
უნდა იქნას მოტანილი მზა ფარშის სახით;
6. საკვების მოსამზადებლად გამოყენებული პროდუქცია (ნედლეული) უნდა
აკმაყოფილებდეს მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების/ ეტიკეტირების მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, იყოს ქართულ ენაზე ეტიკეტირებული
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელმა უნდა დაიცვას
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული
ტექნიკური რეგლამენტები - „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესი“ და
„სურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესი“; საქართველოს მთავრობის 2016
წლის 01 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი
„მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“; საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილებით
დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო
კონტროლის განხორციელების წესი“; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7
მარტის N90 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
ჰიგიენის სპეციალური წესი“ და სურსათის უვნებლობის მიმართულებით
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში
შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას დასვას მიმწოდებლის
პასუხისმგებლობის საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული
სათანადო წესით.
8. ბენეფიციართა კვება უნდა მოხდეს ქალაქ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა
N26–ში მდებარე მუნიციპალური უფასო სასადილოში.
9. მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ დაადგინოს მომსახურებისთვის
საჭირო ინვენტარ-მოწყობილობების ტექნიკური გამართულობა და იზრუნოს
მათ სათანადო მდგომარეობაში არსებობაზე.
ინვენტარ-მოწყობილობების ან/და შენობის ტექნიკური გამართულობის
მწყობრიდან გამოსვლა არ ათავისუფლებს მხარეს ვალდებულებების
შესრულებისგან. ამასთან, აღნიშნული უზრუნველყოფა შესაბამისობაში უნდა
იყოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სტანდარტებთან.
10. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებულ უნდა
იქნეს ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად მოწესრიგებული
სამზარეულოს აღჭურვილობა. მომსახურების გაწევის პერიოდში
მიმწოდებელი იყენებს შემსყიდველის შენობა-ნაგებობასა და სამზარეულოს
ტექნიკას. ხოლო კვების მომსახურების გასაწევად, საჭიროების
შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს ერთ ჯერზე არანაკლებ 370 პირზე
(პერსონა) განსაზღვრული მენიუს მოსამზადებლად საჭირო ინვენტარი,
ჭურჭელი და აქსესუარები.
11. მიმწოდებელი ვალდებულია თავად უზრუნველყოს იმ სიმძლავრის
ხორცსაკეპი მანქანა, რომლითაც შეძლებს ერთ ჯერზე არანაკლებ 370
ადამიანისთვის მოსამზადებელი საკვებისთვის ხორცის გატარებას.
12. მომსახურების გაწევის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში,
მიმწოდებელმა ობიექტი უნდა მოამარაგოს თხევადი აირით დატუმბული
ავზებით და შესაბამისი აქსესუარებით.
13. ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, მომსახურების შეუფერხებლად
გაწევის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან
ჩაანაცვლოს ზემოთაღნიშნული ინვენტარი იდენტური მატერიალური
ფასეულობით (ვიზუალური და ხარისხობრივი მაჩვენებლით).
14. მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის დაწყებამდე და
დასრულებისას, ასევე მომსახურების გაწევის მთელ პერიოდში
განახორციელოს სასადილოს, სამზარეულოს, სამრეცხაოს, სასაწყობო და
სამაცივრე მეურნეობის მცირეფასიანი და ძირითადი საშუალებების
ინვენტარის დასუფთავება, რეცხვა, ასევე დეზინფექცია, დეზინსექცია და
დერატიზაცია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით.
15. მიმწოდებელი პასუხს აგებს გაწეული მომსახურების ხარისხზე და
ვალდებულია მომსახურების პროცესის შეუფერხებლად გაწევის მიზნით,
საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს მის მიერ გამოწვეული მომსახურებით
დამდგარი ნებისმიერი ზარალის ან ზიანის აღმოფხვრა.
16. მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.
დაკავებულ ტერიტორიაზე მიმწოდებლის მიერ გამოყენებული სარეცხი და
სადეზინფექციო საშუალებები უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გამოყენებისათვის ნებადართული.
17. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს შემოსული და გახარჯული
პროდუქტების აღრიცხვა და ხელი შეუწყოს შემსყიდველს შემოწმებისათვის
საჭირო დოკუმენტაციის მოპოვებაში.
18. საკვების ვარგისიანობის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში,
შემსყიდველის მოთხოვნით მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლად
მიმართოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს ან სხვა აკრედიტირებულ პირს/ორგანიზაციას და დაადგინოს
საკვების ვარგისიანობა და წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა. იმ
შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გამოვლენილი იქნება
საკვების არავარგისიანობა მოხმარებისთვის, პრეტენდენტს დაეკისრება
მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შესაბამისი პასუხისმგებლობა. ექსპერტიზის თანხა შემსყიდველის მიერ არ
ანაზღაურდება.
19. მიმწოდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს, რომ ელექტროენერგიის
გათიშვის შემთხვევაში არ არსებობს ალტერნატიული დენის წყარო და თავად
უზრუნველყოს ნებისმიერი საშუალებით მომსახურების შეუფერხებლად
გაწევა.
20. კერძები უნდა მომზადდეს ყოველდღიურად 13:00 საათამდე დანართების
შესაბამისად.
21. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თვეში ერთხელ ზედნადების და
შესყიდვის აქტების წარმოდგენა.
22. მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს პროდუქტების ხარჯვის ყოველდღიური
აღრიცხვის უწყისი დანართი N3-ის შესაბამისად.
23. მიმწოდებელს ბენეფიციართა სახელობით სიას გადასცემს ქობულეთის
მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამსახური.
24. მიმწოდებელი ვალდებულია ბენეფიციარის გარდაცვალების ან
სისტემატიური ანუ ზედიზედ 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ
გამოცხადების შემთხვევაში აცნობოს შემსყიდველს, რის საფუძველზეც
შესაძლებელია განხორციელდეს სიაში ცვლილების შეტანა.
25. შემსყიდველი ყოველი მიმდინარე თვის პირველ სამუშაო დღეს მიმწოდებელს
წარუდგენს ბენეფიციართა სარეზერვო სიას. იმ შემთხვევაში თუკი
კონკრეტულ კალენდარული დღეს არ გამოცხადდება ბენეფიციართა წინასწარ
განსაზღვრული რაოდენობა, მიმწოდებელი ვალდებულია აუთვისებელი
საკვები მიაწოდოს ბენეფიციარებს შემსყიდველის დამატებითი სიის
მიხედვით.