Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по очистке и санации (Грузия - Тендер #48321928)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Samgori District Gamgeoba
Номер конкурса: 48321928
Дата публикации: 20-11-2023
Сумма контракта: 66 808


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230023401
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 18:10
Начало приема предложения 02.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 66`808.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 90900000-Услуги по очистке и санации
Коды классификатора
  • 90911200 - Услуги по очистке зданий
  • 90921000 - Услуги по дезинфекции и дезинсекции
Срок подачи ეტაპობრივად, 2024 წლის 01 იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის და გამგეობის ტერიტორიული ერთეულების (საუბნო განყოფილებები) კუთვნილი ოთახების (5 ერთეული) სანიტარული ჰიგიენის დაცვის მომსახურების, დეზინფექციასა და დეზინსექციასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 668.00 GEL
Размер гарантии 668 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit nikuradze :: 09.11.2023 10:58
  • Последнее исправление: davit nikuradze :: 20.11.2023 18:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542515&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობის და გამგეობის ტერიტორიული ერთეულების (საუბნო განყოფილებები) კუთვნილი ოთახების (5 ერთეული) სანიტარული ჰიგიენის დაცვის მომსახურების, დეზინფექციასა და დეზინსექციასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობისა (ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი №14; შენობის საერთო ფართი 1584 კვ.მ.) და რაიონის ტერიტორიული საუბნო განყოფილებების საოფისე ფართების 5 შენობის (ვარკეთილი-3, მე-2 მ/რ, 30-ე კორპუსი, 81 კვ.მ.; კალაუბნის ქ. №16, 120 კვ.მ.; ქინძმარაულის შესახვევი №10, 70 კვ.მ.; მუხაძის ქ. №6, 100 კვ.მ.; ლილოს დას. II კვ. კორ. 9 - ყოფილი სახლმმართველობის არასაცხოვრებელი ფართი. 65 კვ.მ.)

მომსახურეობის გაწევის პირობები:

მიმწოდებელმა 2024 წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მოვლა-დასუფთავებისა და სანიტარული ჰიგიენის დაცვის მომსახურების მიწოდება:

1. სამგორის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა:
მისამართი: მოსკოვის გამზირი №14;
შენობის დასასუფთავებელი ფართი - 1584 კვ.მ;
ფანჯრების ფართი - 253 კვ.მ;
სველი წერტილები - 18 (ერთეული);
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში), სამუშაო დღის განმავლობაში უნდა იყოს მორიგე დამლაგებელი. არასამუშაო დღეებში მოთხოვნის შესაბამისად;
მინების, ფანჯრის ჩარჩოების და ფანჯრის ჟალუზების წმენდა შიგნიდან და გარედან - სამ თვეში ერთხელ;
დამლაგებელი - მინიმუმ 4, შრომის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 300 ლარი (ხელზე) თვეში.

2. ვარკეთილის საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, 30-ე კორპუსი;
შენობის ფართი - 81 კვ.მ.;
ფანჯრების ფართი - 25 კვ.მ.;
სველი წერტილი - 1 (ერთეული);
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში). არასამუშაო დღეებში მოთხოვნის შესაბამისად;
მინების, ფანჯრის ჩარჩოების და ფანჯრის ჟალუზების წმენდა შიგნიდან და გარედან - სამ თვეში ერთხელ;
დამლაგებელი - მინიმუმ 1, შრომის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 250 ლარი (ხელზე) თვეში.

3. მესამე მასივის საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: მესამე მასივი, კალაუბნის ქ. №16;
შენობის ფართი - 120 კვ.მ.;
ფანჯრების ფართი - 30 კვ.მ.;
სველი წერტილი - 1 (ერთეული);
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში). არასამუშაო დღეებში მოთხოვნის შესაბამისად;
მინების, ფანჯრის ჩარჩოების და ფანჯრის ჟალუზების წმენდა შიგნიდან და გარედან - სამ თვეში ერთხელ;
დამლაგებელი - მინიმუმ 1, შრომის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 250 ლარი (ხელზე) თვეში.

4. ქვემო სამგორის საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: ქინძმარაულის შესახვევი №10;
შენობის ფართი - 70 კვ.მ.;
ფანჯრების ფართი - 15 კვ.მ.;
სველი წერტილი - 1 (ერთეული);
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში). არასამუშაო დღეებში მოთხოვნის შესაბამისად;
მინების, ფანჯრის ჩარჩოების და ფანჯრის ჟალუზების წმენდა შიგნიდან და გარედან - სამ თვეში ერთხელ;
დამლაგებელი - მინიმუმ 1, შრომის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 250 ლარი (ხელზე) თვეში.

5. ორხევი-აეროპორტის საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: მუხაძის ქ. №6;
შენობის ფართი - 100 კვ.მ.;
ფანჯრების ფართი - 25 კვ.მ.;
სველი წერტილი - 1 (ერთეული);
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში). არასამუშაო დღეებში მოთხოვნის შესაბამისად;
მინების, ფანჯრის ჩარჩოების და ფანჯრის ჟალუზების წმენდა შიგნიდან და გარედან - სამ თვეში ერთხელ;
დამლაგებელი - მინიმუმ 1, შრომის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 250 ლარი (ხელზე) თვეში.

6. ლილოს საუბნო განყოფილების შენობა:
მისამართი: ლილოს დას. II კვ. კორ. 9 (ყოფილი სახლმმართველობის არასაცხოვრებელი ფართი);
შენობის ფართი - 65 კვ.მ.;
ფანჯრების ფართი - 15 კვ.მ.;
სველი წერტილი - 1 (ერთეული);
დასუფთავების ინტენსივობა - დღეში ერთხელ (სამუშაო დღეებში). არასამუშაო დღეებში მოთხოვნის შესაბამისად;
მინების, ფანჯრის ჩარჩოების და ფანჯრის ჟალუზების წმენდა შიგნიდან და გარედან - სამ თვეში ერთხელ;
დამლაგებელი - მინიმუმ 1, შრომის ანაზღაურება ერთ თანამშრომელზე არანაკლებ 250 ლარი (ხელზე) თვეში.


სავალდებულო მოთხოვნა:

• პრეტენდენტმა გამარჯვების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს სახარჯი მასალების (ნაგვის პარკები, მაგიდის ხელსახოცები – თანამდებობის პირებისათვის, ქაღალდის რულონები, ტუალეტის ქაღალდები და შესაბამისი დისპენსერები, თხევადი საპონი, ხელსაწმენდების ელ. მოწყობილობები, უნიტაზებში ჩასაკიდი სუნის გამშვებები, სხვადასხვა სახის სარეცხი და სახეხი საშუალებები) უწყვეტი მომარაგება, ამასთან ტუალეტის ქაღალდების და თხევადი საპონის მოწოდება უნდა მოხდეს უწყვეტად, ხოლო საჭირო ინვენტარის და პირველადი მოხმარების საშუალებების არანაკლებ 5 დღის მარაგი ინახებოდეს აპარატის მიერ სპეციალურად გამოყოფილ ფართში. სახარჯი მასალები (მათ შორის ტუალეტის ქაღალდი, მაგიდის ხელსახოცები– თანამდებობის პირებისათვის, ქაღალდის რულონები (პირსახოცი) უნდა იყოს მაღალი ხარისხის– არანაკლებ სამფენიანი) უნდა იყოს მაღალი ხარისხი.
• პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ხუთი ერთეული წყლის დისპენსერის განთავსება (მინიმუმ 19 ლიტრის ტევადობის წყლის პოლიკარბონის ჭურჭლით) და მისი ყოველდღიური მომსახურება (სამუშაო დღეები) თითოეული დისპენსერზე მინიმუმ 100 (ასი) ერთეული ერთჯერადი ჭიქით და 38 (ოცდათვრამეტი) ლიტრი წყლით უზრუნველყოფა (შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებით დისპენსერების ყოველდღიური აუცილებელი (წყალი და ჭიქები) მომსახურებისათვის საჭირო რაოდენობების გაზრდა-შემცირება სეზონის მიხედვით.
დეზინფექციასა და დეზინსექციასთან დაკავშირებული მომსახურებები უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე წელიწადში ოთხჯერ:
1. სამგორის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციული შენობა - მოსკოვის გამზირი №14 - 1584 კვ.მ;
2. ვარკეთილის საუბნო განყოფილების შენობა - ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, 30-ე კორპუსი - 81 კვ.მ;
3. მესამე მასივის საუბნო განყოფილების შენობა - მესამე მასივი, კალაუბნის ქ. №16 - 120 კვ.მ;
4. ქვემო სამგორის საუბნო განყოფილების შენობა - ქინძმარაულის შესახვევი №10 - 70 კვ.მ;
5. ორხევი-აეროპორტის საუბნო განყოფილების შენობა - მუხაძის ქ. №6 - 100 კვ.მ;
6. ლილოს საუბნო განყოფილების შენობა - ლილოს დას. II კვ. კორ. 9 (ყოფილი სახლმმართველობის არასაცხოვრებელი ფართი) - 65 კვ.მ;

შენიშვნა:

- საოფისე ავეჯის წმენდა – მტვერი უნდა გაიწმინდოს ყოველ დღე, მათზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი, ნათითურები, ლაქები და ა.შ. სკამზე და სავარძელზე არ უნდა იყოს მტვერი, დაღვრილი ნივთიერებები, ლაქები, პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
- კომპიუტერებისა და ორგტექნიკის წმენდა – ყველა ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად. მათზე არ უნდა იყოს მტვერი, ჩამჯდარი ჭუჭყი, პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურეობის გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
- სხვადასხვა მყარი იატაკების და მათი კუთხეების (მარმარილო, გრანიტი, მეთლახი, პარკეტი, ლამინატი, და ა.შ) დასუფთავება – იატაკები უნდა დაიგავოს ყველდღიურად და მოიწმინდოს სპეციალურ ხსნარში დასველებული ჩვრით, იატაკზე არ უნდა იყოს ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები, პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
- ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა – სამ თვეში ერთხელ.
- დერეფნის, კიბის უჯრედების და სხვა ზოგადი ტერიტორიის დასუფთავება – დერეფნები და კიბეები უნდა დაიგავოს ყოველდღიურად. კიბეები, კედლები და მოაჯირები უნდა იყოს სუფთა, მათზე არ უნდა იყოს რაიმე ჩამჯდარი ჭუჭყი, ლაქები პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
- სველი წერტილების დასუფთავება – (სველი წერტილების რაოდენობა: ადმინისტრაციული შენობა - 18, ტერიტორიული ერთეულები - 5) სველი წერტილები უნდა დალაგდეს ყოველდღიურად სადენზიფექციო ხსნარებით (იატაკის მოწმენდა, კედლების გაწმენდა, უნიტაზის გაწმენდა, წყლის ნიჟარების გაწმენდა) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში – 3 ჯერ, ნიჟარები იატაკები, კედლები და სარკეები ყოველთვის უნდა იყოს სუფთა. არხები და საცობები იატაკებზე უნდა გაიწმინდოს შესაბამისი მასალის გამოყენებით. ტუალეტში არ უნდა იყოს საწმენდი მასალების და საპნის ნარჩენები, სასაპნეები და ხელსაბანები უნდა იყოს სუფთა. პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის საჭირო ყველა საწმენდი საშუალება.
- ნაგვის ვედროების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების მოთავსება და ნაგვის გატანა – ვედროები უნდა დაიცალოს ყოველდღიურად და ჩაეფინოს პოლიეთილენის ახალი პარკები. ვედროებზე არ უნდა იყოს რაიმე ლაქა და ჭუჭყი. უნდა მოხდეს დღის განმავლობაში წარმოქმნილი დაბინძურების ოპერატიული აღმოფხვრა და სისუფთავის შენარჩუნება შენობის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ორივე სართულზე არსებულ ფოიეში განთავსებული ნაგვის ურნები უნდა უნდა დაიცალოს დღეში 2–ჯერ საჭიროების შემთხვევაში.
- ჭერის და კედლების დასუფთავება – ჭერი და კედლები უნდა გაიწმინდოს ყოველდღიურად მშრალად და 6 თვეში ერთჯერ სველი ჩვრით შესაბამისი ხსნარის გამოყენებით საფარზე არ უნდა იყოს ჩამჯდარი ჭუჭყი და ობობის ქსელები, პრეტენდენტის მიერ უნდა იქნას შერჩეული და შემოთავაზებული აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა საწმედი საშუალება.
– შენობის მთელი ტერიტორიის გენერალური დასუფთავება (კვარტალში ერთხელ) – საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და ორგტექნიკის კაპიტალური წმენდა.
– შენობაში არსებული სველი წერტილების უწყვეტი უზრუნველყოფა–მომარაგება თხევადი საპნით, აერვიკებით, უნიტაზებში ჩასაკიდი სუნის გამშვებებითა და ტუალეტის ქაღალდით.
– დამლაგებლების მუშაობის გრაფიკი და სხვა სპეციფიკაცია განისაზღვრება შეთანხმების შესაბამისად.
– შიდა ელექტრო მოწყობილობების, ელექტრო დანადგარების (მათ შორის დიზელ-გენერატორის და მეტალის ბარიერი) და ელექტრო გაყვანილობების მომსახურება, ხარისხიანი მარაგ ნაწილებით მომარაგება, განათების მოწყობილობებისათვის საჭირო ნათურების, დროსელების, შიდა სანტექნიკური, წყალმომარაგების, კანალიზაციის და სხვა მასალების მოწოდება, საჭიროების შემთხვევაში, კონდინციონირების დანადგარების შეკეთება მათთვის მარაგი ნაწილების შეძენის ჩათვლით.
- ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე არსებული გათბობის სისტემა–დანადგარების და გაყვანილობის ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
- საჭიროების შემთხვევაში, საზეინკლო სამუშაოებისა და შესაბამისი მასალების (საკეტები, ბოქლომები და სხვა) უზრუნველყოფა, საოფისე ავეჯისა და ინვენტარის გადაადგილება, საშემდუღებლო სამუშაოების უზრუნველყოფა;
- დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია;

• დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მომსახურების გასაწევ ობიექტებს გაეცნონ ადგილზე.
• მომსახურების გაწევის პერიოდში სხვადასხვა სახის დაზიანებების და/ან ნაკლის წარმოშობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად საკუთარი სახსრებით განახორციელოს გონივრულ ვადაში ნებისმიერი სახის მომსახურება რომელიც შესაძლოა წინასწარ ვერ იქნეს განსაზღვრული აღნიშნული დოკუმენტაციით ან გათვალისწინებული შესაბამისი ხელშეკრულებით.
• დამლაგებლებისა და ტექნიკური პერსონალის საქმიანობის ყოველდღიურ ზედამხედველობასა და კონტროლს უნდა ახორციელებდეს გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი მენეჯერი, რომელიც სამუშაო დღეებსა და საათებში მუდმივად იქნება შენობაში, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნით არასამუშაო დღეებსა და საათებში.
• დასუფთავების მომსახურების მაღალი ხარისხის და ოპერატიულობის უზრუნველსაყოფად მიმწოდებელმა უნდა გამოყოს არანაკლებ 2 (ორი) მორიგე დამლაგებელი, რომელიც სამუშაო დღეებში მუდმივად იქნებიან შენობაში და უზრუნველყოფენ დასუფთავებასთან დაკავშირებულ ოპერატიული მოთხოვნების მყისიერ შესრულებას, საჭიროების შემთხვევაში, დასვენების დღეებში, (შაბათი–კვირა და უქმე) 10:00 დან 15:00 საათამდე.
• სან-კვანძების მუდმივად მოწესრიგებულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელმა უნდა გამოყოს მინიმუმ 1 (ერთი) მორიგე დამლაგებელი, რომელიც სამუშაო დღეებში მუდმივად იქნება შენობაში და უზრუნველყოფს (მინიმუმ ყოველ 1 საათში ერთხელ) სან-კვანძების დალაგება-დასუფთავებას, მაღალი ხარისხის აეროზოლით ან სხვა საშუალებით ჰაერის გაწმენდას და ქაღალდისა და საპნის აპარატების შევსებას. აღნიშნული დამლაგებლისათვის სან-კვანძების გარდა სხვა ფუნქციების შეთავსება დაუშვებელია, საჭიროების შემთხვევაში, დასვენების დღეებში, (შაბათი–კვირა და უქმე) 10:00 დან 15:00 საათამდე.
• მიმწოდებელი ვალდებულია შეცვალოს მენეჯერი ან/და ნებისმიერი სხვა პერსონალი, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე.
• მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამლაგებლების აღჭურვა სპეც-ტანსაცმლით.

ტექნიკური დავალების შესრულებისათვის აუცილებელი პერსონალის მინიმალური რაოდენობა:
1. მომწოდებლის წარმომადგენელი ერთი პერსონა სამუშაო დღის განმავლობაში;
2. დამლაგებელი თერთმეტი პერსონა ტექნიკური დავალების შესაბამისად;
3. მუშა ერთი პერსონა სამუშაო დღის განმავლობაში;
4. ელექტრიკოსი ერთი პერსონა გამოძახებით 24 საათის განმავლობაში;
5. სანტექნიკოსი ერთი პერსონა გამოძახებით 24 საათის განმავლობაში;
6. დურგალი ერთი პერსონა გამოძახებით 24 საათის განმავლობაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, 2024 წლის 01 იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს სამგორის რაიონის ტერიტორიის შემდეგ მისამართებზე:

1. სამგორის რაიონის ადმინისტრაციული შენობა - მოსკოვის გამზირი №14;
2. ვარკეთილის საუბნო განყოფილების შენობა - ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ, 30-ე კორპუსი;
3. მესამე მასივის საუბნო განყოფილების შენობა - მესამე მასივი, კალაუბნის ქ. №16;
4. ქვემო სამგორის საუბნო განყოფილების შენობა - ქინძმარაულის შესახვევი №10;
5. ორხევი-აეროპორტის საუბნო განყოფილების შენობა - მუხაძის ქ. №6;
6. ლილოს საუბნო განყოფილების შენობა - ლილოს დას. II კვ. კორ. 9 (ყოფილი სახლმმართველობის არასაცხოვრებელი ფართი).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების შესრულების არანაკლებ 100 000.00 (ასიათასი) ლარის ღირებულების გამოცდილება (შენობების დასუფთავება). აღნიშნულთან დაკავშირებით სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები; დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (არსებობის შემთხვევაში) და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც გარკვევით დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შესრულებული სამუშაო/მომსახურება;.
SPA/NAT/CMR ნომრების წარმოდგენის შემთხვევაში ზემოაღნიშნული საბუთების ატვირთვა სისტემაში სავალდებულო არ არის. აღნიშნული ინფორმაცია შევსებული უნდა იყოს თანდართულ დანართში (იხილეთ თანდართული PDF ფაილი დანართი N2).

2.9 other additional requirements

• 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
• სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
• პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გასაწევის შესაძლებლობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით ნიკურაძე, 599405256, D.Nikuradze@tbilisi.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1. ფასების ცხრილი დანართი №1–ის მიხედვით. (ფასების ცხრილი განსაფასებელი პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ დანართი №2–ის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru