Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #48321921)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: The Ministry of Justice of Georgia
Номер конкурса: 48321921
Дата публикации: 20-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230023365
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 17:09
Начало приема предложения 26.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 38`420.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 15`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50310000 - Техническое обслуживание и ремонт офисной техники
Срок подачи მომსახურება განხორციელდება ხელშკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
საოფისე აპარატურის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 384.00 GEL
Размер гарантии 150 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino ganjelashvili :: 31.10.2023 10:09
  • Последнее исправление: nino ganjelashvili :: 20.11.2023 17:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541108&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე არსებული საოფისე აპარატურის (დანართი N1-ით განსაზღვრული) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (თანმდევი საქონლით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების გაწევა მოიცავს:
დაზიანებული საოფისე აპარატურის პროფილაქტიკურ-დიაგნოსტიკური მომსახურებას, ასევე დაზიანებული დეტალების შეკეთებას ან მათი შეცვლას, ფასების ცხრილის გათვალისწინებით.

მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებელი პასუხისმგებელია საოფისე აპარატურის გამართულად ფუნქციონირებაზე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაგრამ არა უადრეს 2024 წლის 01 იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მხრიდან საოფისე აპარატურის გაუმართაობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა განახორციელოს მისი შემოწმება და დაზიანების დადგენა;
1.4.3. მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრა განახორციელოს დაზიანების აღმოჩენიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, ხოლო დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში - არაუგვიანეს 2 (ორი) კვირისა (ამ შემთხვევაში შედგება დეფექტური აქტი, სადაც განისაზღვრება დაზიანება და მისი აღმოფხვრის ვადა).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №24ა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. #31 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს შენობაში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1. მიმწოდებლის მიერ შეკეთებულ ან შეცვლილ ნაწილ(ებ)ზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 3 (სამი) თვის განმავლობაში. გარანტია არ გავრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედებით.
2. პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს საგარანტიო პირობების შესახებ ინფორმაცია 1.7.1 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის გათვალისწინებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება (ანალოგიურ მომსახურებად ჩაითვლება დანართ N1-ის (ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) 1-42 პოზიციებზე განსაზღვრული საოფისე აპარატურის კონკრეტული მოდელებიდან არანაკლებ 15 იდენტური მოდელის შეკეთება/ტექნიკური მომსახურება), რის დასტურადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, ასევე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები).

2.2.1.2 პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი რეკომენდაცია ანალოგიური მომსახურების (2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში) გაწევის შესახებ, რომელშიც უნდა იყოს მითითებული, თუ რამდენად ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულა მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მიუთითოს შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ჯამურ ღირებულებასთან, ასევე ერთეულთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების ღირებულებას, ისე მის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს.

7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

7.2.3. შემსყიდველი უფლებამოსილია დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დააკავოს მიმწოდებელზე გადასარიცხი თანხიდან.

7.2.4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა. თუკი ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნინო განჯელაშვილი, 577227478, niganjelashvili@justice.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით.
10.1.2 წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკურ პირობებს.
10.1.3 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
შემსყიდველი უფლებამოსილია მომსახურება შეისყიდოს მხოლოდ მისი საჭიროების შესაბამისი მოცულობით.
10.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.
10.1.6 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.
10.1.7 შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს დანართი ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) მოცემული ყველა დასახელების მომსახურებაზე.
10.1.8 პრეისკურანტის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
10.1.9 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ, არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს;

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru