Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #48321920)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Penitentiary Service
Номер конкурса: 48321920
Дата публикации: 20-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230023366
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2023 17:10
Начало приема предложения 26.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2023 15:30
Предполагаемая цена прейскуранта 47`425.50 GEL
Контрактная цена объекта закупки 25`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50700000 - Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
საქვაბეების, თბოტრასის, შიდა და გარე სანტექნიკური და საკანალიზაციო სისტემების (მიმდინარე და კაპიტალური) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 250.00 GEL
Размер гарантии 250 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tatia kurashvili :: 17.11.2023 10:58
  • Последнее исправление: tatia kurashvili :: 20.11.2023 17:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543962&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქვაბეების, თბოტრასის, შიდა და გარე სანტექნიკური და საკანალიზაციო სისტემების (მიმდინარე და კაპიტალური) სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა და გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი (ტექნიკური დავალება დანართი N2 (პრეისკურანტი)) იხილეთ ატვირთულ ფაილში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად სატელეფონო ან/და წერილობით შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს 12 (თორმეტი) საათში გამოცხადდეს შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის ქ. N18 და ქ.თბილისი ჟორესის ქ.N10 და გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. (როგორც სამუშაო, ისე დასვენებისა და უქმე დღეებში, 24 საათის განმავლობაში).

1.4.2 მომსახურების გაწევის ვადები და პირობები:

ა) მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღეში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.

ბ) იმ შემთხვევაში თუ ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო ნაწილები არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე მიმწოდბელი ვალდებულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქვაბეების, ცენტრალირი გათბობის, საკანალიზაციო და სანტექნიკური სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართებზე:

ა) ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ.N18 -სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციული შენობა.

ბ) ქ.თბილისი ჟორესის ქ.N10 - ცენტრალური საწყობი.

1.7.1 requirement related to guarantee period

ა) თბოტრასების შიდა და გარე სანტექნიკური და საკანალიზაციო სისტემების საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 (ერთი) წლით, ხოლო ქვაბის, სანთურის, ჩქაროსნული ბოილერის, ურდულის და წყლის ტუმბოს საგარანტიო ვადა განისაზღვრება არანაკლებ 2 (ორი) წლით.

ბ) საგარანტიო ვადაში აღმოჩენილი წუნის/ხარვეზის/დეფექტის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის დავალებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით და რესურსით უზრუნველყოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. იმ შემთხვევაში თუ ხარვეზის აღმოფხვრისათვის საჭირო ნაწილები არ მოიპოვება ადგილობრივ ბაზარზე მიმწოდბელი ვალდებულია არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.

შენიშვნა: „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გათბობის ქვაბ(ებ)ის დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოების, თბოტრასების, შიდა და გარე სანტექნიკური-საკანალიზაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დამადასტურებელი ინფორმაცია 2020 წლის 1 იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე 100 000 (ასი ათასი) ლარისა, აღნიშნულის დასადასტურებლად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია რომლითაც დადასტურდება მიმწოდებლის მიერ ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტი. (იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები სრულად არის ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ამასთან მითითებულია ინფორმაცია საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ (ფაქტობრივი გადახდები) საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR ან/და სხვა მითითება).

2.9 other additional requirements

გამარჯვებულ მიმწოდბელთან ხელშეკრულების გაფრომების შემდგომ მომსახურების გაწევის ეტაპზე 5,000.00 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ფაქტიური ღირებულების დასადგენად, წარმოადგინოს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო"-ს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან,ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს) საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, ინსპექტირების აქტის, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში) წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თათია ყურაშვილი, 595075289, tkurashvili@sps.gov.ge ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ლაშა ნარჩომაშვილს 591449483

additional information/document

10.1 additional information/documents

ა) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული საქონლის/მომსახურების ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს სატენდერო პირობების 1.3. პუნქტში მოცემულ დანართ N2-ში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.

ბ) შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა (47`425.50) და პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ ბოლო შეთავაზებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს ყველა დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე.

გ) ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 25`000.00 ლარზე.

დ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

ე) პრეტენდენტი უფლებამოსილია ფასთა ცხრილი (დანართი N1) სისტემაში წარმოადგინოს "Excel"-ის ფაილის სახით.

ვ) პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

ზ) ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით.

თ) ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

ი) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

კ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება.

ლ) სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

მ) პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

ნ) მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მომსახურება.

ო) სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru