ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა
და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and
Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში „მაღალი რისკის ჯგუფებზე
ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული პაკეტების უკონტაქტო მიწოდება
ავტომატური გაცემის აპარატების გამოყენებით“ მომსახურების
შესყიდვა.
მომსახურების გაწევის საორიენტაციო პერიოდი: 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით;
სამიზნე ჯგუფები: აივ ინფექციის მაღალირისკის ქვეშ მყოფი პირები -
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები (ნიმ),მამაკაცები რომლებსაც
აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან (მსმ);
მიზანი: სამიზნე ჯგუფების ხელმისაწვდომიბის გაზრდა ზიანის
შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალაზე და სერვისებზე, მათ
შორის აივ თვით-ტესტებზე.
მომსახურების გეოგრაფიული არეალი: ქ. თბილისი და ქ. ბათუმი
პროექტის დასაბუთება
საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემია ძირითადად
კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ნარკოტიკების
ინექციური გზით მომხარებლებში. აივ ინფექციის ახალი შემთხვევების
რაოდენობა ყოველწლიურად ნელა, მაგრამ სტაბილურად იზრდება.
რეგისტრირებული აივ ინფექციის შემთხვევების საყურადღებო წილი კვლავ
ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებზე (ნიმ) მოდის. ბიომარკერების და
ქცევაზე ზედამხედველობის კვლევების მიხედვით აივ ინფექციის
პრევალენტობა აღნიშნულ რისკ ჯგუფში 0.9 %-ს , ხოლო ქვეყანაში ნიმ-ების
გათვალითი რაოდენობა 51,500 -ს შეადგენს . ბოლო წლების განმავლობაში
აღინიშნება აივ ინფექციის ამ რისკ ჯგუფიდან ზოგად პოპულაციაში
გავრცელების ტენდენცია, რაც თავისთავად მოიცავს ნარკოტიკების
ინექციური გზით მომხმარებლებიდან ინფექციის მათ პარტნიორებში
(სქესობრივი, ნემსის) გავრცელებასაც. სწორედ ამიტომ აივ/შიდსის ეროვნული
სტრატეგიის მიხედვით, ნარკოტიკის ინექციური მომხმარებლები აივ
ინფექცია/შიდსის ეპიდემიაზე ეროვნული პასუხის ერთ-ერთი პრიორიტეტული
სამიზნე ჯგუფია და სტრატეგია ითვალისწინებს ნიმ-ებზე ორიენტირებული
ზიანის შემცირების სერვისების გაფართოებას და გაუმჯობესებას.
საფრანგეთის 5%-იანი ინიციატივის, საფრანგეთის ექსპერტიზის,
საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით
და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის
მხარდაჭერით, 2019 წლიდან საქართველოში დაინერგა საინექციო
ინსტრუმენტების გამცემი მექანიკური აპარატების (სიგმა) ოპერირების
პრაქტიკა. პროქტის ფარგლებში თბილისის ტერიტორიაზე განთავსებული 10
აპარატი ემსახურებოდა ზიანის შემცირების ცენტრების ბენეფიციარებს და
მსმ (მამაკაცები რომელთაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან)
პოპულაციას, რომლებსაც აქვთ აპარატზე წვდომის სპეციალური ბარათით
(სიგმა ბარათი). აღნიშნული ბარათების დისტრიბუცია ხორციელდებოდა
ზიანის შემცირების ცენტრების და მსმ სათემო სერვისების სოციალური
მუშაკების მიერ, რითაც ბენეფიციარებს ჰქონდათ უწყვეტ რეჟიმში, 24/7 ზე,
უკონტაქტო წვდომა ზიანის შემცირებისა და აივ-შიდისის პრევენციულ
პაკეტებზე, როგორებიცაა: ოპიოიდების და სტიმულატორების პაკეტი
(მოიცავს სხვადასხვა ზომის შპრიცებს, ნემსებს, სპირტიან ტამპონებს და
სხვ.), კონდომები და ლუბრიკანტები, ზედოზირების პრევენციის პაკეტი,
ორსულობის და აივ ინფექციის თვით ტესტები. აღნიშული მოწყობილობები
იძლეოდა მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და
ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას. პროექტის
ფარგლებში უზრუნველყოფილი იყო ინდივიდუალური ვებ-პორტალის
ფუნქციონირება, რომლის მეშვეობითაც ბენეფიციარებს მიეცათ წვდომა
საინფორმაციო (წამალდამოკიდებულების სამკურნალო, სარეაბილიტაციო და
ჩანაცვლებითი თერაპიის, ზიანის შემცირების სტაციონარული ცენტრების
საკონტაქტო ინფორმაცია, სიგმა აპარატების ადგილმდებარეობა) და
საგანმანათლებლო (აივ-შიდსის და ჰეპატიტების პრევენცია, ტუბერკულოზის
და ზედოზირების პრევენცია, აივ ინფექციის თვით ტესტირების და სიგმა
აპარატის მოხმარების ვიდეო ინსტრუქციები) მასალებზე.
გარდა იმისა, რომ მომსახურების უკონტაქტო მიწოდების მოდელი ზრდის
ზოგად ხელმისაწვდომობას ზიანის შემცირებისა და აივ პრევენციული
მომსახურების პაკეტებზე, ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთ
გარემოებებში, როდესაც ბენეფიციარებთან წვდომა ტრადიციული
მიდგომებით შეზღუდულია. აღნიშულის ნათელი მაგალითია COVID-19 ეპიდემიის
მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და რეგულაციები რომლებიც
მოიცავს ფიზიკურ დისტანცირებას, თავშეყრის ადგილებზე დაყოვნების,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვას და სხვა.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა
მიზნობრივი ჯგუფი
ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მსმ-ები
მიზანი:
ნარკოტიკების მომხმარებელთა და მსმ-ების ხელმისაწვდომობის გაზრდა
ზიანის შემცირებისა და აივ ინფექციის პრევენციულ მასალებსა და
სერვისებზე.
მოდული: პრევენცია
ინტერვენცია: შპრიცისა და ნემსის პროგრამა
ამოცანა:
ამოცანა 1: ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა (მათ შორის
სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად
მომხმარებელი ახალგაზრდების) და მსმ პოპულაციის ხელმისაწვდომობის
გაზრდა აივ-შიდსის პრევენციულ და ზიანის შემცირების მომსახურებაზე
თბილისისისა და ბათუმის ტერიტორიაზე.
პროექტის აქტივობები:
თითოეული ამოცანის შესასრულებლად მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა
უზრუნველყოს შემდეგი აქტივობების განხორციელება; პროექტით
გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისთვის დასაშვებია
ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციის ჩართულობა, იმ შემთხვევაში თუ ის
აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს (იხ. პრეტენდენტის მიმართ
განსაზღვრული მოთხოვნები)
ამოცანა 1: ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა (მათ შორის
სტიმულატორების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ინექციურად
მომხმარებელი ახალგაზრდების) და მსმ პოპულაციის ხელმისაწვდომობის
გაზრდა აივ-შიდსის პრევენციულ და ზიანის შემცირების მომსახურებაზე
თბილისსა და ბათუმში ავტომატური გაცემის აპარატებით
აქტივობა 1.1: ქ. თბილისში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მსმ
პოპულაციის უკონტაქტო და უწყვეტ (24/7) რეჟიმში, 8 ავტომატური გაცემის
აპარატის საშუალებით აივ-შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების
მასალებით უზრუნველყოფა
მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თბილისის ტერიტორიაზე
მინიმუმ 8 ავტომატური გაცემის აპარატის ოპერირება ბენეფიციარებისთვის
ხელმისაწვდომ ლოკაციებზე აღნიშული მოიცავს:
ლოკაციების იდენტიფიცირებას, შემსყიდველი ორგანიზაციის
ინფორმირებასა და მასთან შეთანხმებას
განთავსების ადგილზე შესაბამისი ნებართვის მოპოვებას, განთავსებას,
განთავსებასთან და ოპერირებასთან დაკავშირებული პროცედურების
უზრუნველყოფას;
ავტომატური გაცემის აპარატების დაზღვევის უზრუნველყოფას
აპარატების ტექნიკური გამართულობის და უწყვეტად (24/7) მუშაობის
უზრუნველყოფას
აპარატების მომარაგების შესაბამისი მასალით* უზრუნველყოფას, მათ
შორის დაპაკეტებას, გადაზიდვასა და აპარატებში ჩატვირთვას;
აპრატის მოხმარების პლასტიკური ინდივიდუალური ბარათების
დამზადებას და ბენეფიციარების უზრუნველყოფას
სერვისის ბენეფიციართათვის ინტერნეტ პორტალის ფუნციონირება,
შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებითб
მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და
ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას
შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმატით, მონაცემების
შეგროვებას აპარატების ოპერირების, მათი მეშვეობით გაცემული
პაკეტების და მოცული ბენეფიციარების შესახებ.
აქტივობა 1.2: ქ. ბათუმში ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა და მსმ
პოპულაციის უკონტაქტო და უწყვეტ (24/7) რეჟიმში, 4 ავტომატური გაცემის
აპარატის საშუალებით აივ-შიდსის პრევენციული და ზიანის შემცირების
მასალებით უზრუნველყოფა
მიმწოდებელმა ორგანიზაციამ 2024 წლის მეორე სემესტრიდან (1 ივლისიდან)
უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე მინიმუმ 4 ავტომატური გაცემის
აპარატის ოპერირება ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომ ლოკაციებზე
აღნიშული მოიცავს (აპარატების მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი):
ლოკაციების იდენტიფიცირებას, შემსყიდველი ორგანიზაციის
ინფორმირებასა და მასთან შეთანხმებას
განთავსების ადგილზე შესაბამისი ნებართვის მოპოვებას, განთავსებას,
განთავსებასთან და ოპერირებასთან დაკავშირებული პროცედურების
უზრუნველყოფას;
ავტომატური გაცემის აპარატების დაზღვევის უზრუნველყოფას
აპარატების ტექნიკური გამართულობის და უწყვეტად (24/7) მუშაობის
უზრუნველყოფას
აპარატების მომარაგების შესაბამისი მასალით* უზრუნველყოფას, მათ
შორის დაპაკეტებას, გადაზიდვასა და აპარატებში ჩატვირთვას;
აპარატის მოხმარების პლასტიკური ინდივიდუალური ბარათების
დამზადებას და ბენეფიციარების უზრუნველყოფას
სერვისის ბენეფიციართათვის ინტერნეტ პორტალის ფუნციონირება,
შესაბამისი საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებით
მონაცემთა ცენტრალიზებულად, რეალურ დროში შეგროვების და
ბენეფიციარებისგან უკუკავშირის მიღების შესაძლებლობას
შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებული ფორმატით, მონაცემების
შეგროვებას აპარატების ოპერირების, მათი მეშვეობით გაცემული
პაკეტების და მოცული ბენეფიციარების შესახებ.
შენიშვნა:
ბათუმში განსათავსებელი უკონტაქტო აპარატების (4 ერთეული) მიწოდებას
უზრუნველყოფს შემსყიდველი.
1.3. უკონტაქტო მიწოდების აპარატების საშუალებით აივ პრევენციისა და
ტესტირების მასალებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ოპერაციული
კვლევის ჩატარება მიზნობრვ პოპულაციებში: ნიმ-ები და მსმ-ები ქ.
თბილისში და ამ მეთოდით აღნიშნულ მასალაზე ხელმისაწვდომობის
საჭიროებისა და გამოყენების მზაობის შესწავლა ქ. ბათუმში.
ოპერაციული კვლევის მეთოგოლოგია - ხარისხობრივი კვლევა, კვლევის
ფარგლებში უნდა იყოს გამოკითხული როგორც სერვისის მიმწოდებელი
ორგანიზაციების პერსონალი, სულ მცირე 6 პირი (4 თბილისში და 2 ბათუმში), ისე
აპარატების მომხმარებელი ბენეფიციარები, სულ მცირე 20 პირი თბილისში, არ
მომხმარებელი ბენეფიციარი, სულ მცირე 20 პირი თბილისში და 20 პირი ბათუმში.
კვლევის რაოდენობრივ კომპონენტში უნდა იყოს გაანალიზებული ბოლო ორი
წლის განმავლობაში სიგმა საინფორმაციო სისტემის მონაცემები და
წარმოდგენილი იყოს შესაბამისი რაოდენობრივი მაჩვენებელები სამიზნე
ჯგუფების, ცალკეული აპარატების და ცალკეული სახარჯი მასალებისა და
ტესტების შესაბამისად.
სრული და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ დავალებაში