2.2.1.1 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია
პრეტენდენტი) 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობების (არ იგულისხმება
გზა, ხიდი, გვირაბი) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების
შესრულების გამოცდილება არანაკლებ 30 000 000 ლარის ღირებულებით, მათ შორის
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 12 000 000 ლარის ოდენობით,
პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს
ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და
ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება
ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).
2.2.1.2 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია
პრეტენდენტი) 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობაში (არ იგულისხმება გზა,
ხიდი, გვირაბი) სამრეწველო ბეტონის (ინდუსტრიული იატაკი) მოწყობის
სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 350 მ3 მოცულობით.
2.2.1.3 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია
პრეტენდენტი) 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობების (არ
იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) სადემონტაჟო სამუშაოების შესრულების
გამოცდილება არანაკლებ 2 000 000 ლარის ღირებულებით, პრეტენდენტმა
მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა წარმოადგინოს
ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და
ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება
ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).
2.2.1.4 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია
პრეტენდენტი) 2022 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში უნდა
ჰქონდეს შენობის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) საინჟინრო
კომუნიკაციების (გათბობა-გაგრილება, სახანძრო სისტემები,
ვენტილაცია-კონდიცირება, ელ. სამონტაჟო და სუსტი დენები) მოწყობის
სამუშაოების შესრულების გამოცდილება არანაკლებ 1 500 000 ლარის
ღირებულებით, პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა
წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და
ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება
ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება).
2.2.1.5 პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის
ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია
პრეტენდენტი) 2018 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების
მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობების (არ
იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება არანაკლებ 350 000 ლარის
ღირებულებით, პრეტენდენტმა მოთხოვნილი გამოცდილების დასტურად უნდა
წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და
ანგარიშფაქტურ(ები)ა (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება
ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი
დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება), ამასთან აღნიშნულ პერიოდში
მომზადებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ფარგლებში
საპროექტო ტერიტორიის განაშენიანების ფართობი უნდა შეადგენდეს 5000
მ2-ს.
2. გამოცდილების არეალი: პრეტენდენეტის მიერ სამშენებლო სამუშაოები
შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საქართველოს
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
3. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას დისკვალიფიკაციას
ექვემდებარებიან ტენდერში მონაწილე ის პრეტენდენტები, რომელთაც
“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი
მუხლის, მე-4 პუნქტში განსაზღვრული საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტების/ორგანიზაციების მიერ (მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციის
საკრედიტო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის) აკრძალული ან
დროებით შეჩერებული აქვთ სატენდერო პროცედურებში მონაწილეობის
უფლება და იმყოფებიან აღნიშნული ინსტიტუტების/ორგანიზაციების მიერ
წარმოებული სანქცირებული კომპანიების ჩამონათვალში.
5. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული
ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების
გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო
დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად.
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი
დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ
სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N5-ში
მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების
ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
7. დანართი N5-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და
შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო
სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა,
დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
7.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის,
ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია
წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის
მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონულად
ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით
(„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) დოკუმენტი, საიდანაც უნდა
იდენტიფიცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების შინაარსი და
ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული
სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი
(მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების
მითითებით.
ამასთან:
ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ში მითითებულ სამუშაოებზე,
რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ,
პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი
გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების
უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული
იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
8. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
8.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი).
8.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად.
9. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ში
ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში.
ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში,
აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების
შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის,
შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
10. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
10.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს
სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად.
10.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები:
1. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი
დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების
სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა.
2. საზღვარგარეთ გაწეული მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები
დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით ან
ნოტარიულად დამოწმებული.
3. ტენდერში გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების შეფასებისას
მხედველობაში მიიღება უშუალოდ პრეტენდენტის გამოცდილება, კერძოდ
ქვეკონტრაქტი და ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შეფასება
პრეტენდენტის გამოცდილებასთან ერთად არ განხორციელდება.
4. იმ შემთხვევაში თუ დამკვეთი (შემსყიდველი) და შემსრულებელი
(პრეტენდენტი ან ამხანაგობის წევრი) არის ერთი და იგივე პირი და არ
არსებობს სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება,
შესაძლებელია ხელშეკრულების ნაცვლად წარმოდგენილი იყოს სხვა მხარის
მიერ გაცემული კანონმდებლობით დაშვებული დოკუმენტი.