1. - პროდუქტების ჩამონათვალი, ტექნიკური აღწერილობა და მთლიანი
რაოდენობა/მოცულობა დანართი 1 მიხედვით
2. მიმწოდებელმა სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა საქონლის
მიწოდებასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის ობიექტის
მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (შესაფუთი მასალა, შეფუთვა,
მიწოდება, ტრანსპორტირება და სხვა) და გადასახადი.
3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ისეთი შეფუთვა,
რომელიც დაიცავს მას დაზიანებისაგან დანიშნულების ადგილზე
ტრანსპორტირების პროცესში;
4. შემოთავაზებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით
გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი უნდა
იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ უნდა შეიცავდეს სიცოცხლისთვის საშიშ
ნივთიერებებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა
და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული
წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ
ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის
დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის
ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების,
შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –
საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
5. მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული
ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის
ჯანმრთელობისათვის.
6. მისაწოდებელი კვების პროდუქტები უნდა იყოს ქარხნულად შეფუთული.
7. - მისაწოდებელი პროდუქტების ვადა არანაკლებ 6 თვით ( გარდა ქათმის
კვერცხისა) უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.
საქონლის მახასიათებლები:
1. ზეთი -რაფინირებული, დაფასოებული ქარხნული წესით პოლიეთილენის
ჭურჭელში, მინიშნებული უნდა ჰქონდეს ვარგისიანობის ვადა, მცენარეული,
მზესუმზირის.1 ლიტრი (ბოთლი).
2.მანანის ბურღული - დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან,
იოლად ხარშვადი, სუნისა და ობის გარეშე , შესაბამისი სერთიფიკატის
წარდგინებით( იმპორტის შემთხვევაში). დაფასოებული ქარხნული წესით ერთ
კილოგრამიან პაკეტებში, რომელსაც თან ექნება ეტიკეტირება ქართულ
ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი (ეტიკეტირების)
კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის ვადის
მინიშნებიით.
3. შაქარი - უმაღლესი ხარისხის. ფერი - თეთრი ან მოყვითალო. კრისტალური,
ფხვიერი, მშრალი, მინარევების გარეშე, უცხო გემოს გარეშე. დაფასოება
ქარხნული წესით 1კგ. პაკეტებში. რომელსაც თან ექნება ეტიკეტირება ქართულ
ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი (ეტიკეტირების)
კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის ვადის
მინიშნებიით.
4.ვერმიშელი - დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის
ფქვილისგან,რომელიც თერმული დამუშავების დროს არ კარგავს ფორმას,
იოლად ხარშვადი, სუნისა და ობის გარეშე , მთელი ვერმიშელის წილობრივი
მასა 100%, შესაბამისი სერთიფიკატის წარდგინებით( იმპორტის შემთხვევაში).
დაფასოებული ქარხნული წესით ერთ კილოგრამიან პაკეტებში, რომელსაც თან
ექნება ეტიკეტირება ქართულ ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი
(ეტიკეტირების) კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის
ვადის მინიშნებიით.
5. მაკარონი - დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისგან,რომლის
თერმული ამუშავების დროს არ კარგავს ფორმას, იოლად ხარშვადი, სუნისა და
ობის გარეშე , მთელი მაკარონის წილობრივი მასა 100%, შესაბამისი
სერთიფიკატის წარდგინებით( იმპორტის შემთხვევაში). დაფასოებული
ქარხნული წესით ერთ კილოგრამიან პაკეტებში, რომელსაც თან ექნება
ეტიკეტირება ქართულ ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი
(ეტიკეტირების) კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის
ვადის მინიშნებიით.
6. ხილის კანფეტი - სხვადასხვა სახეობის ხილის კანფეტების ასორტი.
დაფასოებული ქარხნული წესით ერთ კილოგრამიან პაკეტებში,(1000 გრამი +/-2%)
7..კვერცხი - ქათმის, არანაკლებ „1“ კატეგორია, ნაჭუჭი სუფთა, მექანიკური
დაზიანების გარეშე, დაფასოებული 10 ცალიან სპეციალურ ცელოიდის
კონტეინერში. თითოეულ კონტეინერზე გამოშვების თარიღის და
ვარგისიანობის ვადის მითითებით. ვარგისიანობის ვადა არანაკლებ 10 დღით
უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების ვადას.
8.ბრინჯი - თეთრი ფერის, გრძელი, სუფთა (დარჩეული), უცხო მინარევების
გარეშე, შესაბამისი სერთიფიკატის წარდგენით (იმპორტის შემთხვევაში),
დაფასოებული ქარხნული წესით ერთ კილოგრამიან პაკეტებში, რომელსაც თან
ექნება ეტიკეტირება ქართულ ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი
(ეტიკეტირების) კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის
ვადის მინიშნებიით.
9. შესქელებული რძე - შესქელებული რძის პროდუქტი, ქარხნული წარმოების,
ცხიმიანობა არანაკლებ 8,5%, მასა ნეტო არანაკლებ 370გ, თუნუქის უჟანგავ
ქილებში (კოროზიული, მექანიკური დაზიანებისა და ბომბაჟის გარეშე).
მოუხარშავი, ყოველ ქილაზე უნდა იყოს მითითებული გამოშვების და
ვარგისიანობის ვადა.
10. წიწიბურა- სუფთა (დარჩეული), უცხო მინარევებისა და მექანიკური
დაზიანების გარეშე, ნესტის, სუნის და ობის გარეშე, ფერი მოყავისფრო,
შესაბამისობის სერთიფიკატის წარმოდგენით ( იმპორტის შემთხვევაში).
დაფასოებული ქარხნული წესით ერთ კილოგრამიან პაკეტებში, რომელსაც თან
ექნება ეტიკეტირება ქართულ ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი
(ეტიკეტირების) კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის
ვადის მინიშნებიით.
11. საქონლის ხორცის კონსერვი-ქარხნული წესით დამზადებული ჰერმეტულად
თუნუქის უჟანგავ ქილებში, არანაკლებ 340 გრამისა,(ხორცის წილობრივი მასა
100%) პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ხორცის შემცვლელ ინგრედიენტებს, ღორის
ხორცს, ადამიანის ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ საკვებ
დანამატებს. ქილაზე საქონლის დამზადების და ვარგისისანობის ვადის
მითითებით.
12. ხორბლის ფქვილი-უმაღლესი ხარისხის. დაფასოებული ქარხნული წესით ერთ
კილოგრამიან პაკეტებში, რომელსაც თან ექნება ეტიკეტირება ქართულ
ენაზე, საქართველოში მოქმედი შესაბამისი (ეტიკეტირების)
კანონმდებლობის შესაბამისად, საქონლის ვარგისიანობის ვადის
მინიშნებიით.
13. შოკოლადის ფილა- ინგრედიენტები: რძიანი შოკოლადი(შაქარი, კაკაოს
კარაქი, მშრალი რძე, რძის შრატი, რძის ცხიმი, ემულგატორი., წონა-არანაკლებ
80 გრ +-1% . ""ბარამბოს "" მსგავსი.
14. ღვინო წითელი ქარხნული წესით დამზადებული,დაფასოებული 0,750 მლ-იან
შუშის ბოთლებში. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ
ნივთიერებებს. მითითებული უნდა იყოს გამოშვების და ვარგისიანობის
ვადა.
15. ორცხობილა ხრაშუნა ნამცხვარი - ქარხნულის წარმოების, უმაღლესი
ხარისხის, მშრალი. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი ამ
პროდუქტისთვის, კრემის , ჯემის და კონცენტრატების გარეშე, ნატურალურის
იდენტური არომატიზატორებით. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისათვის საშიშ
და აკრძალულ საკვებდანამატებს. მექანიკური დაზიანების გარეშე, ერთი
ცალის წონა არანაკლებ 18 გრ. და არაუმეტეს 20 გრ. ( "საიუბილეოს" მსგავსი)
16. შოკოლადის კანფეტი - დაფასოებული არანაკლებ 1000 გრ პაკეტებში (ქარხნული
წესით). დამზადების და ვარგისიანობის ვადის მითითებით.
17. თეთრი ნახევრადმშრალი ცქრიალა ღვინო კლასიკური, დამზადებული უნდა
იყოს შამპანიზაციის მეთოდით, ქარხნული ,ალკოჰოლის შემცველობა
არანაკლებ 11% , მოცულობა არანაკლებ 0,750მლ, შუშის ბოთლი.