Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #48153198)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgian Parliamentary Research Center
Номер конкурса: 48153198
Дата публикации: 16-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230022976
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.11.2023 11:38
Начало приема предложения 27.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 29.11.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 66`711.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 10`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи 2024 წლის 3 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სსიპ „საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის“ საჭიროებისთვის, ცენტრის სარგებლობაში არსებული 1 (ერთი) ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`300.00 GEL
Размер гарантии 100 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: besik datukishvili :: 16.11.2023 10:27
  • Последнее исправление: besik datukishvili :: 16.11.2023 11:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543747&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის (შემდგომ - „ცენტრი“) სარგებლობაში მყოფი 1 (ერთი) ცალი ავტოსატრანსპორტო საშუალების - HYUNDAI ELANTRA შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 1 (ერთი) ცალი ავტომობილის HYUNDAI ELANTRA-სა (დანართი N3) და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების ჩათვლით.

შენიშვნა: სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების შემთხვევაში, 2024 წლის განმავლობაში შემსყიდველის მიერ აღნიშნული საქონლის/მომსახურების (ძრავის ზეთები და ფილტრები, მათი შეცვლა) შესყიდვა განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში.

1.2.2. მომსახურების მოწოდება ყოველ კონკრეტულ ეტაპზე განისაზღვრება შემდეგი ფორმით:
ა) სავალი ნაწილების შეკეთება - არაუმეტეს 1 ან 2 დღისა;
ბ) აგრეგატების შეკეთება - არაუმეტეს 2 ან 3 დღისა;
გ) ელექტრობის შეკეთება - არაუმეტეს 1 დღისა.
დ) დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს და შეთანხმდეს შემსყიდველთან, ამასთან, არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა.
ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით.
ე) თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტ(ებ)ში არ არსებობს რომელიმე სახის მომსახურება ან/და სათადარიგო ნაწილი, აღნიშნული მომსახურების/საქონლის ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასებზე დაყრდნობით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტ(ებ)ში შესაბამისი მომსახურების/საქონლის ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტ(ებ)ის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.2.3. შესყიდვის ობიეტების მიწოდება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე.

1.2.4. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

1.2.5. ხელშეკრულების დადების შემდეგ, პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

1.2.6. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს „ცენტრის“ სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ტექ-მომსახურების განხორციელება ტექნიკურ დავალების შესაბამისად. მომსახურების გაწევის ძირითადი საექსპლუატაციო მახასიათებლებია:
ა) პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარება;
ბ) სათადარიგო ნაწილების შეკეთება და/ან გამოცვლა;
გ) ავტომანქანის ოპერატიული შეკეთება, უწესრიგობების აღმოფხვრა.

ავტომანქანის ოპერატიული შეკეთება გულისხმობს ყველა სახის მომსახურებას ავტომანქანის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, მათ შორის მიმდინარე სათადარიგო ნაწილების მოხსნა-დაყენებას და მომსახურების შესრულებას, 2024 წლის 3 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე (დეტალების შეცვლისა და მომსახურეობის ჩამონათვალი წარმოდგენილია (პრეისკურანტით), დანართი ცხრილი №1-ის შესაბამისად.

1.2.7. პრეისკურანტში ერთეულის სავარაუდო ღირებულება წარმოადგენს ზღვრულ ფასს და, ამდენად, პრეტენდენტის სატენდერო წინადანებაში დაფიქსირებული ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ პრეისკურანტით განსაზღვრული მომსახურებისა და საქონლის ერთეულის ფასს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ ჩაითვლება მისაღებად.

1.2.8. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, რომელშიც პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილ(ებ)ში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში (განფასების ცხრილ(ებ)ში) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი.

1.2.9 პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტ(ებ)ის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში:

ა) ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტ(ებ)ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე;
ბ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტ(ებ)ის ჯამური ღირებულებაც.

შენიშვნა: შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად, „ელექტრონულ ვაჭრობად“ ჩაითვლება როგორც ძირითად, ისე დამატებით რაუნდ(ებ)ში პრეტენდენტის მიერ ფასის ნებისმიერი კლება.

1.2.10. იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი მეტია პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტთან (დანართი N1 პრეისკურანტი) შედარებით, პრეტენდეტის საბოლოო ფასად ჩაითვლება ატვირთულ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში (დანართი N1 პრეისკურანტი) დაფიქსირებული ფასი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პერიოდულად, შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნისამებრ, 2024 წლის 3 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, პრეისკურანტისა და სატენდერო წინადადების შესაბამისად.

1.4.2 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შემსყიდველის მიმართვის შემდეგ მიმწოდებელმა ოპერატიულად, რიგგარეშედ უნდა ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება, სერვის ცენტრში შესვლიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საათის განმავლობაში, რის შემდეგაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, გამოსაყენებელი სათადარიგო ნაწილების, საცხებ-საპოხი მასალების რაოდენობა, ერთეულის და საერთო ღირებულება, მომსახურების გაწევის/საქონლის მოწოდების ვადები და სხვა მონაცემები. აღნიშნული დეფექტური აქტის ელექტრონული ვერსია მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს შემდგომი შეთანხმებისთვის.

1.4.3 მიმწოდებლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტის შემსყიდველთან შეთანხმებიდან, რიგგარეშედ, შემდეგ ვადებში:

1.4.3.1. სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1 სთ.
1.4.3.2. სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე.
1.4.3.3. ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
1.4.3.4. ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღე.
1.4.3.5. თუ ავტომობილს დასჭირდება ისეთი დეტალი, რომელიც არ აღმოაჩნდება მიმწოდებელს და გაყიდვაში არ მოიძებნება ადგილობრივ ბაზარზე, მომწოდებელს მიეცეს შეძენა/შეკეთებისთვის გონივრული ვადა არაუმეტეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღის ოდენობით.

შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს შეკვეთის საგანი და მისი ჩამოსვლის დრო).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე.

1.5.2 მომსახურება უნდა განხორციელდეს ქ. თბილისის ტერიტორიაზე.

1.5.3 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ექსპლუატაციაში მყოფ სერვის ცენტრ(ებ)ში.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებას და გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებს უნდა გააჩნდეს გარანტია არანაკლებ 1 (ერთი) წელი (გარდა სამუხრუჭე ხუნდებისა, რომლებსაც უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15000 კმ. გარბენის გარანტია და ისეთი სწრაფცვეთადი ნაწილებისა, როგორებიცაა საქარე მინის საწმენდები, ღვედები, განათების ნათურები).

1.7.1.2. ძრავის ზეთებზე გარანტია განისაზღვრება კილომეტრაჟით - არანაკლებ 10000 კმ.

1.7.1.3 საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით) უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ნაკლის შესახებ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) სატენდერო დოკუმენტაციის 1.4. პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.

1.7.1.4 ქარხნული წუნის შემთხვევაში ყველა ნაწილი ექვემდებარება შეცვლას.

1.7.1.5 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიცავდეს 1.7.1.1.-1.7.1.4 პუნქტებით გათვალისწინებულ თითოეულ მოთხოვნას/პირობას და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მათ. ამასთან ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამის მტკიცებით ფორმაში, კონკრეტული საგარანტიო პერიოდის ასახვით (ზუსტი პერიოდი, ყოველგვარი არანაკლებ, არაუმეტეს, მინიმუმ ან მსგავსი მაჩვენებლის მითითების გარეშე).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, უნდა ჰქონდეს ანალოგიური/მსგავსი მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის ღირებულება, როგორც 2022 ისე 2023 წლებში (თითოეულ წელს) არ უნდა იყოს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.

2.2.1.2 აღნიშნული ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს კონკრეტული ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების ან/და ანგარიშფაქტურების ან/და ინვოისების წარმოდგენით (სისტემაში ატვირთვით) და/ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული SPA/NAT/CMR ნომრ(ებ)ის მითითებით.

2.2.1.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება–ჩაბარების აქტები დარეგისტრირებულია/ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო დოკუმენტაციის N2 დანართის შენიშვნის გრაფაში მიუთითოს სისტემაში შესაბამისი დოკუმენტაციის რეგისტრაციის ნომერი.

2.2.1.4 საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უზრუნველყოს წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს ქ. თბილისში ექსპლუატაციაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ ერთი სერვისცენტრი, რომელიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს არანაკლებ შემდეგ მოთხოვნებს:

ა) სერვისცენტრში უნდა მოქმედებდეს არანაკლებ 4 (ოთხი) ამწევი ლიფტი, საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაუყოვნებლივ მომსახურების მიზნით;
ბ) სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს 4 (ოთხი) ამწევი ლიფტის ერთდროულად მუშაობისთვის საკმარისი სიმძლავრის ელექტრო ენერგიის ალტერნატიული წყაროთი (გენერატორით);
გ) სერვისცენტრი სრულად უნდა იყოს აღჭურვილი მომსახურების გაწევისათვის ყველა საჭირო თანამედროვე აპარატურითა და დანადგარით, მათ შორის:
გ.ა) დიაგნოსტიკის ოფიციალური (სერტიფიცირებული/ლიცენზირებული/ ავტორიზებული) აპარატით და ოფიციალური (სერტიფიცირებული/ლიცენზირებული/ავტორიზებული) უახლესი პროგრამული უზრუნველყოფით, რომელიც უნდა მოიცავდეს, „ცენტრის“ კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას;
გ.ბ) საყრდენი დისკების მოსახეხი აპარატით (დისკის მოუხსნელად);
გ.გ) საბურავის დაშლა აწყობის და ბალანსირების დანადგარით; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარით;
გ.დ) კონდეციონერის დასატუმბი/ამოსატუმბი ელექტრო აპარატურით;
გ.ე) ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატით; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატით; ზეთის შემცვლელი ბალონით;
გ.ვ) ძრავის ამომღები ამწეთი;
გ.ზ) სამღებრო კამერით (საშრობით);
გ.თ) ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყაროთი (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები).
დ) სერვისცენტრს უნდა ჰქონდეს სასაწყობო სათავსო. სათავსო უნდა შეიცავდეს პრეისკურანტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილის სწრაფადცვეთად დეტალებს (მათ შორის წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდებს), ზეთის, ჰაერის, საწვავისა და კონდენციონერის ფილტრებს, მინის მწმენდებსა და ძრავის ზეთებს, ასევე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება.

2.3.1.2 შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდველის წარმომადგენლების იმ სერვის ცენტრ(ებ)ში დაშვება და დათვალიერების უზრუნველყოფა, რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

2.3.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ექსპლუატაციაში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მისამართ(ებ)ისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ ინფორმაციის მითითებით, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს 2.3.1.1 პუნქტის მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია, დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი)

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში,დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე, ანდა გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა) საშუალებით.

7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებები.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ დათუკიშვილი, 595051111, bdatukishvili@parliament.ge ლევან მესხიშვილი 577 32 98 90 , lmeskhishvili67@gmail

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.

10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.

10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება.

10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ. შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით.

10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით.

10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო.

10.1.7. პრეტენდენტებმა, ტექნიკური დოკუმენტაციის სახით, სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები/ინფორმაცია:

10.1.7.1. დანართი N1 - პრეისკურანტი;
10.1.7.2. დანართი N2 - ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
10.1.7.3. ინფორმაცია ექსპლუატაციაში არსებული სერვისცენტრ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მისამართ(ებ)ისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მითითებით.

10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru