Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #48153171)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 48153171
Дата публикации: 15-11-2023
Сумма контракта: 208 275


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022964
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.11.2023 19:56
Начало приема предложения 02.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 07.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 208`275.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45454100 - Работы по реставрации
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 (ცხრა) კალენდარულ თვე
Дополнительная информация
ქ. თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე, სსიპ „მწერალთა სახლის“ სარგებლობაში არსებული შენობის მიმდინარე რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 2`083 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: natela sesikashvili :: 15.11.2023 17:05
  • Последнее исправление: natela sesikashvili :: 15.11.2023 19:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543686&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ. თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე, სსიპ „მწერალთა სახლის“ სარგებლობაში არსებული შენობის მიმდინარე რეაბილიტაციის დამატებითი სამუშაოები

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება


 პრეამბულა

ქ. თბილისში, სოლოლაკის უბანში, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე შენობა (ს/კ 01.15.05.077.014), ცნობილი მეწარმისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის საცხოვრებელი სახლი იყო, რომელიც 1903-1905 წლებში აშენდა გერმანელი არქიტექტორის კარლ ცაარის პროექტით. სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრ ოზეროვი და ალექსანდრ ტატიშჩევი, ხოლო ხის აივნები, მოაჯირები და შესასვლელი კარი ილია მამაცაშვილს ეკუთვნის. 1916 წელს სახლი ასევე ცნობილმა მეწარმემ და მეცენატმა აკაკი ხოშტარიამ შეიძინა. 1921 წლიდან შენობაში ხელოვანთა კავშირის მთავარმა კომიტეტმა დაიდო ბინა, შემდეგ ის საქართველოს მწერალთა კავშირს ეკავა და ბოლო დრომდე - სსიპ „მწერალთა სახლის“ სარგებლობაშია.
შენობა აგურით აშენებულია, ორი სართულით, სარდაფითა და მანსარდით. იგი საუკეთესო მაგალითია მოდერნის სტილის, ევროპული და თბილისური არქიტექტურის შერწყმის. სახლი ნახევარსარდაფული ცოკოლით იხსნება სივრცეში. პირველ სართულზე ნახევარწრიანი მაღალი სადარბაზო ღიობია, ლითონის ჭვირული კარით. შენობის დაფერილ სიბრტყეს თარაზული, თანაბარი სიმაღლის ზოლები აქვს. პირველ სართულზე ნახევარწრიული ფორმისა და დიდი ზომის სარკმლებია ჩამწკრივებული, სარკმლების თავსართები შემკულია მცენარეული ორნამენტებითა და ნიჟარებით. მეორე სართულზე კი მცირე ზომის სარკმელთა რიგია. აქ მეორე სართულზე ლითონის კიდული აივანია, თაღოვანი ღიობით. ფასადის ცენტრში მასიურ კრონშტეინებზე დაყრდნობილი ლითონის სწორკუთხა აივანია. შენობა დასრულებულია თაღოვანი ფრონტონით. ვესტიბიული მოპირკეთებულია ფერადი მარმარილოთი. ვესტიბიულიდან მეორე სართულზე ასასვლელი კიბე და ბალუსტრადი ხისაა. ბაქნის კედელზე ვიტრაჟული გამოსახულებაა. მეორე სართულის პლაფონი მოხატულია სტილიზებული ორნამენტით. ეზოს მხარეს შენობა უფრო სადაა. მეორე სართულზე მას მთლიანად მიუყვება თბილისური ტიპის ხის აივანი, მარჯვენა მხარე შეწეულია. ეს მონაკვეთი უკავია ღია ვერანდას, რომელსაც ეზოსაგან ქვის დაბალი მოაჯირი, ხოლო სახლისგან შემინული ლოჯია ყოფს. მარჯვენა მხრიდან ვერანდას მაღალი კედელი ფარგლავს, სადაც ნიშაში განთავსებულია, მომრგვალებული მოყვანილობის წყარო.
შენობის ძირითადი პრობლემა ჯდენადი საძირკველია. სარდაფის კედლებზე შეიმჩნევა სინესტე, ფასადებზე და ინტერიერის კედლებზე ზედაპირული და გამჭოლი ბზარებია გაჩენილი. პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები. სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილმა გარემოებებმა საჭირო გახადა რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა და შესაბამისად, ობიექტზე დამატებითი ღონისძიებების განხორციელება.

 ჩასატარებელი სამუშაოები

- ყორექვის ზეძირკვლის დაბურღვა;
- ანკერების ჩამაგრება ნახვრეტებში;
- მონოლოთური კედლისა და საპროექტო ფილის ქვეშ ბეტონის მომზადება;
- სარდაფში რ/ბეტონის კედლების მოწყობა;
- სარდაფის იატაკის საპროექტო ნიშნულამდე არსებული სივრცის შევსება;
- იატაკის თბოიზოლაციის მოწყობა;
- სარდაფის იატაკის ფილის მოჭიმვა;
- არსებული კიბის საფეხურების დემონტაჟი;
- რკინა-ბეტონის კიბის საფეხურების მოწყობა;
- კიბის საფეხურებზე კერამო-გრანიტის ფილების მოწყობა;
- შენობის ირგვლივ სარინელის მოწყობა.

 მიზანი და ძირითადი პირობები

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლის ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.
სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული.
ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.
სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით.
სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.
სამუშაოები განხორციელდეს არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის ზედამხედველობით.
მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოების შესრულების პროცესი განხორციელდეს ხელით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.
მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მესაკუთრე;
• შემსყიდველი;
• მიმწოდებელი;
• ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა.


 რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები

 ძეგლზე ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
 სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
 ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს:
- შეძლებისდაგვარად მინიმალური;
- შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი;
- ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული;
- გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი მასალები და ნივთიერებები.
 განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში არ უნდა დაზიანდეს შემორჩენილი, თავდაპირველი დეტალები. ფიზიკური სამუშაოების დროს წინასწარ უნდა იქნას გათვლილი თუ რა ზეგავლენა შესაძლოა იქონიოს ამა თუ იმ ჩარევამ ძეგლის მდგომარეობაზე.
 რეკომენდირებულია ძეგლის ავთენტურობისა და მისი მთლიანობის დაცვის მიზნით მაქსიმალურად შენარჩუნდეს და რესტავრაცია ჩაუტარდეს ყველა კომპონენტს, შეიცვალოს და ახლით ჩანაცვლდეს მხოლოდ ის არეები, რომლებიც ძლიერ დაზიანებულია და არ ექვემდებარება რესტავრაციას.
 დეკორატიული ელემენტებისა და მხატვრობის კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა გამაგრების სამუშაოების პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და საბოლოოდ განადგურება.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ.

სრული ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 9 (ცხრა) კალენდარულ თვე

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მაჩაბლის ქ. N13-ში მდებარე, სსიპ „მწერალთა სახლის“ სარგებლობაში არსებული შენობა

1.6 guarantee period for the works to be performed

სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.

პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2016 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, არანაკლებ 100 000 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.

ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021-2022-2023 წლებში არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან შეუსრულებელი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-მშენებელი, და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.

დასაქმებულ პერსონალზე (არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-მშენებელი) უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე, კერძოდ, 2016 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) ისტორიულ შენობა-ნაგებობაზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის ამსახველი ინფორმაცია. კერძოდ, პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ), პერსონალის პოზიცია.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სერთიფიკატის სახით.

დანართის შესაბამისად, დოკუმენტი (CV) დათარიღებული და ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ (CV ავტორი) არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა და ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ.

შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულოს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი კალენდარული გეგმა-გრაფიკის გათვალისწინებით (იხ. დანართი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე.

შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელს და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0,2 %-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში (სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 5 წელი).

მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი).

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია: არსებული ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მოიპოვოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ძეგლზე სამუშაოების ნებართვა;

საჭიროების შემთხვევაში დამატებით სამუშაოებზე მოიპოვოს ნებართვა; დადგენილი წესით, შესაბამისი სამსახურებიდან მოიპოვოს ჩასატარებელი სამუშაოებისთვის თანხმობები.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

თუ გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლებია 200 000 ლარზე, პრეტენდენტს არ მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.

ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში).
საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).
გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა.
მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით.
მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%-ის, საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

7.2 terms of step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტის მიღება განხორციელდება ეტაპობრივად მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მიხედვით.

მიმწოდებლის მიერ ფორმა N2-ით წარმოდგენილი სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების არანაკლებ 20%-ს.

იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ვლადიმერ გაბოძე, 595984141, gadogzelado@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru