Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Компьютерное оборудование и принадлежности (Грузия - Тендер #48153161)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 48153161
Дата публикации: 15-11-2023
Сумма контракта: 13 401 780


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON230000368
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.11.2023 19:03
Начало приема предложения 21.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.11.2023 17:00
Предполагаемая цена закупки 13`401`780.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 30200000-Компьютерное оборудование и принадлежности
Коды классификатора
  • 30232110 - Лазерные принтеры
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი და მისი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე მისთვის განკუთვნილი ორიგინალი კარტრიჯები.
Количество и объём закупок შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 8 368 ერთეული პრინტერი და არანაკლებ 153 846 000 გვერდის დასაბეჭდად საჭირო რაოდენობის ორიგინალი კარტრიჯები.
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 134`018 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: tinatin asratashvili :: 05.10.2023 14:14
  • Последнее исправление: saba lutidze :: 15.11.2023 16:08
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=538130&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს ამავე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების მქონე A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი (შემდგომში - პრინტერი) და მისი საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (3 წელი) მისთვის განკუთვნილი სტანდარტული და დიდი რესურსის კარტრიჯი (შემდგომში - კარტრიჯები).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. შესასყიდი საქონლის საორიენტაციო რაოდენობაა 8 368 (რვა ათას სამას სამოცდარვა) ერთეული პრინტერი და მათთვის განკუთვნილი არანაკლებ 153 846 000 (ას ორმოცდაცამეტი მილიონ რვაას ორმოცდაექვსი ათასი) გვერდის ბეჭდვისათვის საჭირო კარტრიჯები.

1.2.2. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ 1.2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული რაოდენობები საორიენტაციო ხასიათისაა და შემსყიდველი ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე შეიძლება შეიცვალოს შემდეგი პრინციპით:
ა) პრინტერების შემთხვევაში - ჯამურად (არა თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის ჭრილში), 20%-ით მეტი ან ნაკლები ოდენობის ფარგლებში.
ბ) შემოთავაზებული კარტრიჯების მეშვეობით დასაბეჭდი გვერდების შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.3. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით.

1.2.3. წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის (3 წლის) განმავლობაში შესაძლებელია:
ა) დიდი რესურსის კარტრიჯების შესყიდვა იმ რაოდენობით, რა რაოდენობასაც მოითხოვს შემყიდველი ორგანიზაცია თავისი საჭიროებიდან გამომდინარე, როგორც ყოველწლიურად, ასევე ჯამურად - 3 წლის განმავლობაში (შეუზღუდავად).
ბ) სტანდარტული კარტრიჯების შესყიდვა ყოველწლიურად არაუმეტეს იმ რაოდებით, რა რაოდენობის პრინტერიც იქნება შესყიდული.

ამასთან, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტებზე (პრინტერები, სტანდატული კარტრიჯები, დიდი რესურსის კარტრიჯები), ფორმდება ერთი სამწლიანი (პრინტერების საგარანტიო ვადა) ხელშეკრულება. დამატებითი რაოდენობით კარტრიჯების შესყიდვის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილება.

1.2.4. პრეტენდენტმა შემოთავაზებული საქონლის ზუსტი ტექნიკური პარამეტრები უნდა წარმოადგინოს დანართი №1-ის შესაბამისად, მათ შორის - სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის გვერდის ბეჭდვის რესურსები.

1.2.5. შესასყიდი პრინტერების და კარტრიჯების რაოდენობების განაწილება შემსყიდველი ორგანიზაციების მიხედვით, მოცემულია დანართი №2-ში.

1.2.6. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი №3-ის შესაბამისად.

1.2.7. შემოთავაზებული კარტრიჯები განკუთვნილი უნდა იყოს შემოთავაზებული პრინტერისათვის.
შემოთავაზებული პრინტერი და კარტრიჯები უნდა იყოს ორიგინალი და დამზადებული უნდა იყოს ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ, ქარხნული წესით. შემოთავაზებული კარტრიჯებზე დატანილი უნდა იყოს სერიული ნომერი და იგივე ბრენდის ლოგოტიპი, რაც - პრინტერებზე.

1.2.8. შემოთავაზებული კარტრიჯები არ უნდა იყოს მეორადი, დატენილი ან/და თავსებადი. კარტრიჯებმა უნდა უზრუნველყონ მაღალი ხარისხის ბეჭდვა ყოველგვარი ლაქებისა და ბეჭდვითი წუნის გარეშე.

1.2.9. შემოთავაზებული საქონელი (როგორც პრინტერი, ასევე კარტრიჯები) დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით.

1.2.10. პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პრინტერისა და შესაბამისი კარტრიჯების (სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის) მწარმოებლის მიერ გაცემული ე.წ. „MAF“ - მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი, რომლითაც უნდა დგინდებოდეს რომ შემოთავაზებული საქონელი (პრინტერი და კარტრიჯები) დამზადებულია ერთი და იმავე მწარმოებლის მიერ, მათზე დატანილია ერთი და იგივე ბრენდის ლოგოტიპი და არის ორიგინალი პროდუქცია. წერილით ასევე უნდა დგინდებოდეს შემოთავაზებული პრინტერისა და კარტრიჯების ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებთან, მწარმოებელმა ასევე უნდა დაადასტუროს, რომ შემოთავაზებული კარტრიჯი განკუთვნილია შემოთავაზებული პრინტერისთვის, არის ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი პროდუქცია. წერილში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება (საიდენტიფიკაციო ნომერთან ერთად), ასევე შემოთავაზებული პრინტერისა და მისთვის განკუთვნილი კარტრიჯების ბრენდი და მოდელი.

1.2.11. არ არის სავალდებულო შემოთავაზებულ პრინტერს მოყვებოდეს სასტარტო კარტრიჯი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 დანართი №2-ით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები, ისევე როგორც გამარჯვებული პრეტენდენტი, ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმონ გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს პრინტერების შესყიდვას (არაუმეტეს) იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც გათვალისწინებულია დანართი №2- ით.

1.4.2. მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მიმწოდებლი არ არის ვალდებული განახორციელოს პრინტერებისა და კარტრიჯების მიწოდება გამარჯვებულად გამოვლენიდან 100 კალენდარულ დღეზე ადრე.

1.4.3. მიმწოდებელი და დანართი №2-ით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან პრინტერებისა და თავდაპირველ ეტაპზე საჭირო კარტრიჯების გაცემა/მიღება განახორციელონ გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 130 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო პრინტერების საგარანტიო ვადის ამოწურვამდე (მომდევნო ეტაპებზე, 3 წლის განმავლობაში), საჭირო კარტრიჯების გაცემა/მიღება განხორციელდეს შემსყიდველის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნიდან 15 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

პრინტერებისა და კარტრიჯების გაცემა უნდა მოხდეს ქ. თბილისიდან, თუ მხარეებს შორის ხელშეკრულებაში ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია, პრინტერზე გაავრცელოს საგარანტიო მომსახურება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წლის ვადით, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში პრინტერის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით.

1.7.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან კარტრიჯებზე გაავრცელოს 1 წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში კარტრიჯის მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით.

1.7.1.3. ქარხნული წუნის შემთხვევაში, საგარანტიო ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი - შეცვალოს პრინტერი ან/და კარტრიჯი ახლით მხარდაჭერის/შეკეთების პუნქტში საქონლის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.4. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1, 1.7.1.2 და 1.7.1.3 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ გაცემული შესაბამისი წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია საგარანტიო ვადისა და პირობების შესახებ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებული პრინტერისა და ორიგინალი კარტრიჯების (სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის) ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, ასევე ერთეულის ფასები და ჯამური ღირებულებები უნდა მიუთითოს დანართი №3-ის შესაბამისად.

2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ დანართი №3-ში არ იქნება მითითებული შემოთავაზებული პრინტერისა და კარტრიჯების (სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის) ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის დასახელება, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. პრინტერისა და კარტრიჯების (სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის) ბრენდის, მოდელის, მწარმოებლისა და წარმოების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.1.1.3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს პრეტენდენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებული სავაჭრო ნიშანი (ბრენდი) საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021 წლის 1-ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ღირებულების პრინტერების ან/და კარტრიჯების ან/და კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და აღნიშნული უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია აღნიშნული ღირებულების კომპიუტერული ტექნიკის მიწოდების გამოცდილება ან

ბ) მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და
- სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი ან/და
- სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ:
SPA/NAT/CON/ ან/და CMR ნომრები.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული პრინტერებისა და კარტრიჯების მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული მხარდაჭერის/შეკეთების არანაკლებ 5 პუნქტი. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნული პუნქტების შესახებ (მისამართები და საკონტაქტო ინფორმაცია). აღნიშნული პუნქტები უნდა მდებარეობდეს: ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. გორსა და ქ. თელავში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული პრინტერებისა და ორიგინალი კარტრიჯების მწარმოებლის ოფიციალური დილერი, რომლის დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური წერილი აღნიშნულის თაობაზე.

2.7.1.2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს პრინტერისა და შესაბამისი ორიგინალი კარტრიჯების (სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის) მწარმოებლის მიერ გაცემული ე.წ. „MAF“ - მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.10 ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

2.7.1.3. მოწოდებული პროდუქცია არ უნდა შეიცავდეს მავნე ნივთიერებებს და უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემოთავაზებულ ორიგინალ კარტრიჯებში უნდა იყოს ინტეგრირებული ე.წ. „ბარაბანი“ და პრინტერს არ უნდა ესაჭიროებოდეს ცალკე ბარაბნის გამოცვლა.

2.9.2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად სისტემაში უნდა ატვირთოს მის მიერ შემოთავაზებული პრინტერისა და კარტრიჯების (სტანდარტული კარტრიჯისა და დიდი რესურსის კარტრიჯის) ზუსტი ტექნიკური პარამეტრები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ის შესაბამისად, ასევე პრეტენდენტმა თავის სატენდერო წინადადებაში, დეტალურად უნდა აღწეროს შემოთავაზებული საქონელი (წარმოადგინოს ფოტო ან სხვა მონაცემები, რაც შექმნის შემოთავაზებული პრინტერისა და ორიგინალი კარტრიჯების ზუსტი იდენტიფიცირების შესაძლებლობას).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი).
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

134018

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას (სტანდარტული პრინტერის მიწოდების ვადას + 3 წელი) უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 60 კალენდარული დღით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულებების 5%–ის ოდენობით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე.

6.2.4.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

6.2.4.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მატერიალური სახით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), თუ გამარჯვებული წარუდგენს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვად საბანკო გარანტიას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს.

7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონელის მიწოდების საბოლოო ვადას.

7.1.1.4. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს ანგარიშსწორება.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თინათინ ასრათაშვილი, 599469397, tasratashvili@spa.ge საბა ლუტიძე, 577 92 16 61, slutidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20(2) მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების”, აგრეთვე „2024-2025 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 ოქტომბრის №1762 განკარგულების, პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტის (2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პრინტერისა და კარტრიჯის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე.

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია 2024 წლის განმავლობაში პრინტერებისა და მათთვის განკუთვნილი ორიგინალი კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერებისა და მათთვის განკუთვნილი ორიგინალი კარტრიჯების 2024 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (შედგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერების და მათთვის განკუთვნილი ორიგინალი კარტრიჯების შესყიდვისა.

10.1.3. A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერებისა და მათთვის განკუთვნილი კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2024-2025 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების (2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის პრინტერისა და კარტრიჯის) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდგომში - სატენდერო კომისია). ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კონსოლიდირებულ ტენდერს ფარგლებს გარეთ შესყიდვა შესაძლებელია მხოლოდ სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.1.4. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ით განსაზღვრული ყველა შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები დაასრულოს გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ა გაფორმდება მიმწოდებლისა და სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, მაგრამ არაუგვიანეს 2024 წლის 1 დეკემბრისა.

10.1.5. გამარჯვებული პრეტენდეტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №2-ით განსაზღვრულ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელიც მიმართავს მას აღნიშნულის თაობაზე გამარჯვებულად გამოვლენიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს იმ რაოდენობაზე, რა რაოდენობაც განსაზღვრულია დანართ №2-ში.

10.1.6. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru