Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #48153155)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Penitentiary Service
Номер конкурса: 48153155
Дата публикации: 15-11-2023
Сумма контракта: 193 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022923
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.11.2023 17:20
Начало приема предложения 24.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 193`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`930.00 GEL
Размер гарантии 1`930 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan papelishvili :: 09.11.2023 15:19
  • Последнее исправление: ketevan papelishvili :: 15.11.2023 17:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542643&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.1. უფასო საკურიერო მომსახურება ყოველ სამუშაო დღეს შეთანხმებული დროის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე დამკვეთის მიერ მითითებული ლოკაციებიდან;
1.2. საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა;
1.3. მომსახურების შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრულ თანამშრომლებზე ცალ-ცალკე;
1.4. შეუფერხებელი და უფასო მომარაგება შტრიხკოდის მასალით ან/და გზავნილების სისტემაში დარეგისტრირებისას და ამობეჭდვისას შტრიხკოდის ავტომატური მინიჭება გზავნილისთვის;
1.5. მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის წაღება არაგეგმიურად. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში იმავე სამუშაო დღეს (სასწრაფო გზავნილით სარგებლობა დღის 17:00 საათამდე);
1.6. გზავნილების ჩაბარება, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს შაბათ დღესაც;
1.7. ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი) გზავნილები უნდა ჩაბარდეს არაუმეტეს 2–5 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილები არაუმეტეს 5-10 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ;
1.8. ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების (სატრანზიტო ქვეყნების ჩათვლით) ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების სისტემისა და მისი კუთვნილი ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი იქნება გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის ნახვა, რომლის სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
1.9. კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის (რეესტრის) მეშვეობით;
1.10. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სერვის ცენტრიდან შესაძლებელი უნდა იყოს სხვა სერვის ცენტრის გზავნილების წამოღება;
1.11. გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების რეესტრის დახურვამდე;
1.12. გზავნილის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება უნდა ხდებოდეს ელექტრონული სერვისის მეშვეობით დაუყოვნებლივ (საბოლოო სტატუსის: „ჩაბარდა“ ან „არ ჩაბარდა“-მდე არსებული მოძრაობის ინფორმაცია);
1.13. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
1.14. მიმწოდებელის მიერ თავდაპირველად მითითებულ მისამართზე გზავნილის მიტანამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (შესაძლებელია სატელეფონო შეტყობინება), უნდა უზრუნველყოს შეცვლილ მისამართზე გზავნილის გადამისამართება. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი გადამისამართდება პირველ ვიზიტამდე, მიმწოდებელმა ახალ მისამართზე უნდა განახორციელოს სტანდარტული მომსახურება - ორჯერადი ვიზიტი, ხოლო, იმ შემთხვევაში თუ გადამისამართების დროისთვის მიმწოდებელს უკვე განხორციელებული ექნება ერთი ვიზიტი, მაშინ იგი ვალდებული იქნება მხოლოდ ერთხელ მიიტანოს გზავნილი შეცვლილ მისამართზე;
1.15. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის; დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის (ამ შემთხვევაში, რეგისტრაციისას ზედდებულზე დამატებით ველში უნდა მიეთითოს: „ჩაბარდეს პირადად“);
1.16. იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ შესაბამის პირს;
1.17. მისამართზე გზავნილის ადრესატის/უფლებამოსილი პირის არყოფნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა დატოვოს შეტყობინება (გარდა საერთაშორისო გზავნილებისა) მოკლე ინფორმაცია კურიერის ვიზიტისა და არსებული გზავნილის შესახებ, რომლის ჩაბარებაც მოქალაქისთვის შესაძლებელი უნდა იყოს მიმწოდებლის მისამართზე, გზავნილის სერვის ცენტრში დაყოვნების დრო განისაზღვროს 5 სამუშაო დღით.
1.18. ადრესატის მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელი (შემდეგში კურიერი) ვალდებულია გზავნილის ჩაბარების/ჩაუბარებლობის დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის კომენტარი, სადაც მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღიწეროს ის ფაქტობრივი მახასიათებლები რაც კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ ინფორმაციას დაადასტურებს;
1.19. გზავნილის მიმღების (ადრესატის) მითითებულ მისამართზე არყოფნის შემთხვევაში ან/და მისამართის დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ადრესატთან მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია (კონვერტზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე);
1.20. დაბრუნებული წერილები შემსყიდველს დაუბრუნდეს აღირიცხული რეესტრით არაუგვიანეს 5-7 სამუშაო დღისა, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია: თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება, უკან დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი ორგანიზაციის დასახელება;

1.21. ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი;

1.22. ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი;

საერთაშორისო გზავნილების ჩაბარებისას: თარიღი, მიმღების ხელმოწერა, ვინც დახვდება მისამართზე, ხოლო ორგანიზაციებში - ბეჭედი. ჩაუბარებლობის შემთხვევაში - თარიღი და მიზეზი, თუ რატო ვერ ჩაბარდა გზავნილი;
1.23. პირველადი, განმეორებითი და ყველა შემდეგი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ასახვა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში;
1.24. უკან დაბრუნებამდე არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში, ხოლო ადგილობრივი გზავნილის გადამისამართება საქართველოს მასშტაბით მოხდეს უფასოდ. საერთაშორისო გზავნილების უკან დაბრუნება მოხდება გზავნილის გაგზავნის ღირებულებით;
1.25. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან დაზიანება). საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი/ამანათი დაკარგულად ჩაითვლება მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის/ამანათის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად;
1.26. მომწოდებლის მხრიდან კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებას;
1.27. გზავნილის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგელობა ეკისრება მიმწოდებელს;
1.28. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის/ტელეფონის, ან/და საკონტაქტო პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორედ მითითებული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდბელი ვალდებულია აცნობოს შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდელის შემდგომი მითითება (ინფორმაციის შეცვლა/დამატება, გზავნილის უკან დაბრუნება და სხვა);
1.29. მომწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ მიღებული ნებისმიერი გზავნილი მიიტანოს ადრესატთან, მიუხედავად გზავნილის წონისა (მაგრამ არაუმეტეს 20 კგ) ან/და გზავნილის უნებლიე დაზიანებისა;
1.30. მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთი მუდმივად უზრუნველყოს წერილების ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით. აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც. საერთაშორისო გზავნილებზე წვდომა არანაკლებ 3 (სამი) თვე;
1.31. შემსრულებელმა ასანაზღაურებელი თანხა უნდა წარმოადგინოს ყოველდღიურად (მომსახურების მიღების ტერიტორიული ერთეულების მიხედვით), სადაც მითითებული უნდა იყოს: სერვის ცენტრის და ორგანიზაციის დასახელება, რეესტრის ნომერი და თარიღი, გაგზავნილი წერილების ნომრები, მიმღების სახელი და გვარი (ორგანიზაციის დასახელება), მისამართი, ბარკოდი, წონა, გზავნილების რაოდენობა და თანხა. ყველა რეესტრი დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით;
1.32. თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა სერვის ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით. აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით, რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
2. საფოსტო მომსახურების ელექტრონული პროგრამის ტექნიკური მახასიათებლები:
2.1. მომწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის პროგრამასთან - „ელექტრონული მართვის სისტემა EMS”.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების ვადა განისაზღვრება 2024 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩთვლით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს და საერთაშორისო ტერიტორიაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემდეგი მისამართებიდან:
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარძის ქ.№18;
№1 დაწესებულება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ლაითური;
№2 დაწესებულება - ქ. ქუთაისი, ხარებავას ქ. ბოლო მონაკვეთი;
№3 დაწესებულება - ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის №27;
№5 დაწესებულება - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი;
№6 დაწესებულება - გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი;
№8 დაწესებულება - ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. N141, ქ.თბილისი, აბუსერიძე-ტბელის ქ. №11;
№10 დაწესებულება - მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი;
№11 დაწესებულება - ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ. №3;
№12 დაწესებულება - ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60;
№14 დაწესებულება - ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთის საკრებულო;
№15 დაწესებულება - მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი;
№16 დაწესებულება - ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60;
№17 დაწესებულება - ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №64;
№18 დაწესებულება - ქ. თბილისი, ქ. თბილისი, ომარ ხიზანიშვილის ქ. N141; მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქსანი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2021-2023 წლებში უნდა გააჩნდეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. გამოცდილების დასადასტურებლად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: მიღება-ჩაბარების აქტი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (ასლი) ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვის ნომრებზე (NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ სისტემის საშუალებით წარმოსადგენი ინფორმაცია:

ა) დანართი N1 - ფასების ცხრილი.
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად ინფორმაცია გამოცდილების შესახებ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან,ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს) საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის, ინსპექტირების აქტის, შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერისა და წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან პაპელიშვილი, 593571571, ketpapelishvili@sps.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
10.1.3. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში;
10.1.4. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.5. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით.
10.1.6 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.7 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.8 მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს უფლებრივად უნაკლო მომსახურება.
10.1.9 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru