1. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
1.1. უფასო საკურიერო მომსახურება ყოველ სამუშაო დღეს შეთანხმებული
დროის მიხედვით საქართველოს ტერიტორიაზე დამკვეთის მიერ მითითებული
ლოკაციებიდან;
1.2. საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი
პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა;
1.3. მომსახურების შემსყიდველი კომპანიისთვის საჭირო რაოდენობის
იუზერების შექმნა, შესაბამისი სამსახურის მიერ განსაზღვრულ
თანამშრომლებზე ცალ-ცალკე;
1.4. შეუფერხებელი და უფასო მომარაგება შტრიხკოდის მასალით ან/და
გზავნილების სისტემაში დარეგისტრირებისას და ამობეჭდვისას
შტრიხკოდის ავტომატური მინიჭება გზავნილისთვის;
1.5. მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების
საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის
მიღების ადგილზე და უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის წაღება
არაგეგმიურად. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო
გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული
ვადის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში იმავე სამუშაო დღეს
(სასწრაფო გზავნილით სარგებლობა დღის 17:00 საათამდე);
1.6. გზავნილების ჩაბარება, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში,
შესაძლებელი უნდა იყოს შაბათ დღესაც;
1.7. ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი)
გზავნილები უნდა ჩაბარდეს არაუმეტეს 2–5 სამუშაო დღეში, ხოლო
საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით)
გზავნილები არაუმეტეს 5-10 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება
გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს). აღნიშნული
ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ;
1.8. ადგილობრივი და საერთაშორისო გზავნილების (სატრანზიტო ქვეყნების
ჩათვლით) ონლაინ რეჟიმში თვალყურის დევნების სისტემისა და მისი
კუთვნილი ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირება, საიდანაც შესაძლებელი
იქნება გზავნილის ნებისმიერი მოძრაობის სტატუსის ნახვა, რომლის
სისწორეზე პასუხისმგებელი იქნება მიმწოდებელი;
1.9. კურიერისთვის გზავნილის გადაცემა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ
სისტემაში დამუშავებული დოკუმენტის (რეესტრის) მეშვეობით;
1.10. საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სერვის ცენტრიდან შესაძლებელი
უნდა იყოს სხვა სერვის ცენტრის გზავნილების წამოღება;
1.11. გზავნილების ამოღება/წაშლა შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილების
რეესტრის დახურვამდე;
1.12. გზავნილის მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მოწოდება უნდა ხდებოდეს
ელექტრონული სერვისის მეშვეობით დაუყოვნებლივ (საბოლოო სტატუსის:
„ჩაბარდა“ ან „არ ჩაბარდა“-მდე არსებული მოძრაობის ინფორმაცია);
1.13. ყველა განხორციელებული ვიზიტის შესაბამისი გზავნილის
ჩაბარება/ჩაუბარებლობის დოკუმენტი PDF ფორმატში, უნდა აიტვირთოს
ელექტრონულ სისტემაში და შესაძლებელი უნდა იყოს მისი ამობეჭდვა;
1.14. მიმწოდებელის მიერ თავდაპირველად მითითებულ მისამართზე გზავნილის
მიტანამდე, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (შესაძლებელია
სატელეფონო შეტყობინება), უნდა უზრუნველყოს შეცვლილ მისამართზე
გზავნილის გადამისამართება. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილი
გადამისამართდება პირველ ვიზიტამდე, მიმწოდებელმა ახალ მისამართზე
უნდა განახორციელოს სტანდარტული მომსახურება - ორჯერადი ვიზიტი, ხოლო,
იმ შემთხვევაში თუ გადამისამართების დროისთვის მიმწოდებელს უკვე
განხორციელებული ექნება ერთი ვიზიტი, მაშინ იგი ვალდებული იქნება
მხოლოდ ერთხელ მიიტანოს გზავნილი შეცვლილ მისამართზე;
1.15. გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარება ხორციელდება ადრესატის
რეგისტრაციის მისამართზე პირადად ადრესატისთვის ან აღნიშნულ
მისამართზე დახვედრილი სრულწლოვანი პირისათვის; დამკვეთის მოთხოვნის
შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს კონკრეტული გზავნილის გადაცემის
შეზღუდვა არაადრესატი პირისთვის (ამ შემთხვევაში, რეგისტრაციისას
ზედდებულზე დამატებით ველში უნდა მიეთითოს: „ჩაბარდეს პირადად“);
1.16. იურიდიული პირისთვის განკუთვნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს
რეგისტრაციის მისამართზე კანცელარიას/კანცელარიის თანამშრომელს ან
ასეთის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ
შესაბამის პირს;
1.17. მისამართზე გზავნილის ადრესატის/უფლებამოსილი პირის არყოფნის
შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა დატოვოს შეტყობინება (გარდა
საერთაშორისო გზავნილებისა) მოკლე ინფორმაცია კურიერის ვიზიტისა და
არსებული გზავნილის შესახებ, რომლის ჩაბარებაც მოქალაქისთვის
შესაძლებელი უნდა იყოს მიმწოდებლის მისამართზე, გზავნილის სერვის
ცენტრში დაყოვნების დრო განისაზღვროს 5 სამუშაო დღით.
1.18. ადრესატის მხრიდან გზავნილის ჩაბარებაზე უარის თქმის შემთხვევაში,
მიმწოდებელი (შემდეგში კურიერი) ვალდებულია გზავნილის
ჩაბარების/ჩაუბარებლობის დოკუმენტში მიუთითოს ჩაუბარებლობის
კომენტარი, სადაც მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღიწეროს ის ფაქტობრივი
მახასიათებლები რაც კონკრეტული გზავნილის ჩაბარებაზე უარის შესახებ
ინფორმაციას დაადასტურებს;
1.19. გზავნილის მიმღების (ადრესატის) მითითებულ მისამართზე არყოფნის
შემთხვევაში ან/და მისამართის დაზუსტების მიზნით მიმწოდებელი
ვალდებულია ადრესატთან მოახდინოს სატელეფონო კომუნიკაცია (კონვერტზე
მითითებულ ტელეფონის ნომერზე);
1.20. დაბრუნებული წერილები შემსყიდველს დაუბრუნდეს აღირიცხული რეესტრით
არაუგვიანეს 5-7 სამუშაო დღისა, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
თარიღი, რეესტრის ნომერი, მიმღები ორგანიზაციის დასახელება, უკან
დაბრუნებული წერილების რაოდენობა, წერილის ნომერი, ბარკოდი, გამგზავნი
ორგანიზაციის დასახელება;
1.21. ადგილობრივი გზავნილის ჩაბარების სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაბარდა;
• ჩაბარების თარიღი;
• ჩამბარებლის სახელი და გვარი;
• ჩამბარებლის სტატუსი (პირადად/ მასთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი
წევრი, კანცელარია);
• ჩამბარებლის პირადი ნომერი და ხელმოწერა;
• კურიერის სახელი და გვარი;
1.22. ადგილობრივი გზავნილის ჩაუბარებლობის სტატუსი უნდა შეიცავდეს:
• სტატუსი ჩაუბარებელი;
• ჩაუბარებლობის მიზეზი და თარიღი;
• არასწორი ან არასრული მისამართი;
• უარი განაცხადა ჩაბარებაზე (უნდა მიეთითოს პირის სტატუსი, სახელი და
გვარი);
• აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე;
• ჩაუბარებლობის კომენტარი;
• კურიერის სახელი და გვარი;
საერთაშორისო გზავნილების ჩაბარებისას: თარიღი, მიმღების ხელმოწერა,
ვინც დახვდება მისამართზე, ხოლო ორგანიზაციებში - ბეჭედი.
ჩაუბარებლობის შემთხვევაში - თარიღი და მიზეზი, თუ რატო ვერ ჩაბარდა
გზავნილი;
1.23. პირველადი, განმეორებითი და ყველა შემდეგი ვიზიტის შესახებ
ინფორმაციის ასახვა უნდა ხდებოდეს ელექტრონულ სისტემაში;
1.24. უკან დაბრუნებამდე არასწორ მისამართზე გაგზავნილი საერთაშორისო
გზავნილის გადამისამართება იმავე ქალაქში, ხოლო ადგილობრივი
გზავნილის გადამისამართება საქართველოს მასშტაბით მოხდეს უფასოდ.
საერთაშორისო გზავნილების უკან დაბრუნება მოხდება გზავნილის
გაგზავნის ღირებულებით;
1.25. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს ამანათის დაზღვევა
შემსყიდველის ხარჯით (სადაზღვევო რისკს წარმოადგენს დაკარგვა ან
დაზიანება). საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად,
გზავნილი/ამანათი დაკარგულად ჩაითვლება მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის
შემდეგ, რაც გზავნილის/ამანათის მარშრუტის სისტემაში აისახება
ელექტრონულად;
1.26. მომწოდებლის მხრიდან კონტროლისა და ანალიზის მიმართულებით
პასუხისმგებელი პირის გამოყოფას, რომელიც უზრუნველყოფს
შემსყიდველთან დროულ კომუნიკაციას შესასყიდ მომსახურებასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით და გზავნილების
ჩაბარების/ჩაუბარებლობის ელექტრონულ სერვისთან დაკავშირებული
ინფორმაციის მოწოდებას;
1.27. გზავნილის დაკარგვისა და დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგელობა
ეკისრება მიმწოდებელს;
1.28. შემსყიდველის მიერ არასრული მისამართის/ტელეფონის, ან/და საკონტაქტო
პირის მითითების შემთხვევაში და ასევე, არასწორედ მითითებული
ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდბელი ვალდებულია აცნობოს
შემსყიდველს და შეასრულოს შემსყიდელის შემდგომი მითითება
(ინფორმაციის შეცვლა/დამატება, გზავნილის უკან დაბრუნება და სხვა);
1.29. მომწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ მიღებული ნებისმიერი
გზავნილი მიიტანოს ადრესატთან, მიუხედავად გზავნილის წონისა (მაგრამ
არაუმეტეს 20 კგ) ან/და გზავნილის უნებლიე დაზიანებისა;
1.30. მომწოდებელი ვალდებულია დამკვეთი მუდმივად უზრუნველყოს წერილების
ჩაბარება/არ ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე წვდომით.
აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა შემყიდველ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს
საფოსტო მომსახურების შეწყვეტის შემდგომაც. საერთაშორისო
გზავნილებზე წვდომა არანაკლებ 3 (სამი) თვე;
1.31. შემსრულებელმა ასანაზღაურებელი თანხა უნდა წარმოადგინოს
ყოველდღიურად (მომსახურების მიღების ტერიტორიული ერთეულების
მიხედვით), სადაც მითითებული უნდა იყოს: სერვის ცენტრის და ორგანიზაციის
დასახელება, რეესტრის ნომერი და თარიღი, გაგზავნილი წერილების ნომრები,
მიმღების სახელი და გვარი (ორგანიზაციის დასახელება), მისამართი,
ბარკოდი, წონა, გზავნილების რაოდენობა და თანხა. ყველა რეესტრი
დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და ბეჭდით;
1.32. თვის ბოლოს უნდა მომზადდეს მიღება-ჩაბარების აქტი, როგორც ყველა
სერვის ცენტრისთვის ცალ-ცალკე, ისე ერთიანი, ჯამური ოდენობის მითითებით.
აქტებს თან უნდა ერთვოდეს გაგზავნილი ცხრილი რეესტრების ნომრებით,
რაოდენობით და თანხების მითითებით. ხელმოწერას უნდა აფიქსირებდეს
როგორც ფოსტის ასევე დამკვეთის წარმომადგენელი.
2. საფოსტო მომსახურების ელექტრონული პროგრამის ტექნიკური
მახასიათებლები:
2.1. მომწოდებელი კომპანიის საფოსტო გზავნილების ელექტრონული სისტემა
თავსებადი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ელექტრონულ
დოკუმენტბრუნვის პროგრამასთან - „ელექტრონული მართვის სისტემა EMS”.