1.2.1 გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლუატაცია:
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ გარე
განათების წერტებზე შემდეგი მომსახურების გაწევა ყოველდღიურად 12 თვის
განმავლობაში 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
(იხ. დანართი N1-1)
ა) სადენების შეერთების შემოწმება ყოველდღიურად;
ბ) სანათების დამჭერების შემოწმება რეგულარულად;
გ) გადამწვარი ნათურების შეცვლა ყოველდღიურად;
დ) შემჩნეული დაზიანებების აღმოფხვრა (მათ შორის დამიწებების
შემოწმება და მათი აღდგენა);
ე) დაზიანებული კაბელების შეცვლა შეკეთება;
ვ) საყრდენების გამანაწილებელ ყუთებში კაბელების შეერთებების
დათვალიერება და გაწმენდა;
ზ) დღისა და ღამის საათებში ქსელის შემოწმება (ჩამოვლები)
ყოველდღიურად;
თ) კაბელების იზოლაციის შემოწმება რეგულარულად;
ი) დენმკვეთის (ჩამრაზის) რეგულირება;
ლ) კონტაქტორის რეგულირება;
მ) კაბელების წვერების შემოწმება გადახურებაზე და დამჭერების
გადაჭერა;
ნ) სხვა სახის სამუშაოები-(გაუთვალისწინებელი ელ-მომსახურება);
ო) გარე განათების ქსელიდან ელექტროენერგიის მიტაცების ფაქტების
აღმოფხვრა და შეატყობინოს ყოველი აღმოჩენილი ფაქტი შემსყიდველს;
პ) გარე განათების ბოძზე და სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
წერტებზე უსაფრთხოების დამცავი ხუფის არქონის ფაქტის აღმოჩენის
შემთხვევაში, შემსყიდველისთვის შეტყობინების (წერილობითი/სატელეფონო)
უზრუნველყოფა, გარე განათების ქსელიდან გათიშვა, ფაქტის დაუყოვნებლივ
აღმოფხვრა და შემდგომ მისი არაუვიანეს 5 საათის განმავლობაში გარე
განათების ქსელში ჩართვა;
ჟ) სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს მოთხოვნის შესაბამისად, სსიპ „ბათუმის
ბულვარი“-ს ტერიტორიაზე დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების
ჩატარების დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 24 საათიანი
მომსახურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.
რ) მიმწოდებელი ვალდებულია ზაფხულის სეზონის დროს ყოველდღიურად
უზრუნველყოს თანამშრომელთა მორიგეობა 09-საათიდან საღამოს
12-საათამდე;
ს) სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლის
თანდასწრებით, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება;
ტ) მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომსახურება გაწიოს ელექტრო
დანადგართა მოწყობის, ექსპლუატაციისა და უსაფთხოების წესების სრული
დაცვით;
უ) ძალოვანი და საკომუტაციო კაბელების ნებისმიერი დაზიანების
შემთხვევაში მისი დროული აღდგენა და შეცვლა;
ფ) აღრიცხვის კვანძების, დენის ტარნსფორმატორების დაზიანების
შემთხვევაში მათი დროული შეცვლა აღდგენა;
ქ) საჭიროების დროს ელ-კაბელების ლაბორატორიული შემოწმება დაზიანების
აღმოფხვრის მიზნით;
ღ) მიმწოდებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია კაბელის გამოცვლის
აუცილებლობის შესახებ (100 მეტრი და მეტი), დადასტურებული უნდა იქნას
ექსპერტიზის დასკვნით. ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი უნდა იქნას
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან
და სხვა აკრედიტებული პირის მიერ (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ
დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის
აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი); იმ შემთხვევაში, თუ არ
ხერხდება დაზიანებული კაბელის ამოღება. ამის დასადასტურებლად უნდა
შედგეს აქტი და თან დაერთოს ფოტო-მასალა.
წ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული სანათების მექანიკური დაზიანების
(ველოსიპედის, ელექტრომობილის და სხვა) მათ შორის მინების დაზიანების
შემთხვევაში მათი შეცვლა აღდგენა იდენტურით;
ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა გარანტიაზე არსებული სანათების
დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს
შემსყიდველ ორგანიზაციას წერილობით.
1.2.2. 04 კვ ელექტროგამანაწილებელი კარადების მოვლა-ექსპლუატაცია და
შეღებვა-შეკეთება (იხ. დანართი N1-2)
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე
არსებული 34 (ოცდათოთხმეტი) ელ. კარადის გამართული მუშაობისათვის
შემდეგი მომსახურების გაწევა:
ა) სადენების შეერთების შემოწმება;
ბ) შემჩნეული დაზიანებების აღმოფხვრა;
გ) კაბელების იზოლაციის წინაღობების შემოწმება;
დ) კაბელის წვერების შეერთების შემოწმება;
ე)კაბელის დაზიანებული ნაწილების შეცვლა;
ვ) ქსელებში ძაბვის დატვირთის შემოწმება;
ზ) დენკვეთების დარეგულირება;
თ) სხვადასხვა სახის დაზიანებების აღმოფხვრა (ბუნებრივ-კლიმატური
პირობები, სხვა სახის შესაძლო დაზიანებები);
ი) კონტაქტორის დარეგულირება;
კ) კაბელის წვერების შემოწმება გადახურებაზე და დამჭერების
გადაჭერა;
1.2.3. გარე განათების ბოძების შეღებვა
ა) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში ბოძების შეღებვა
ანტიკოროზიული საღებავით (იხ. დანართი N1-3)
ბ) ბოძების შეღებვა განხორციელდება შემსყიდველის მიერ წერილობითი
მიმართვის შემდეგ.
1.2.4. გარე განათების გრაფიკი
ა) გარე განათების წერტები უნდა იყოს განათებული შემდეგი გრაფიკის
მიხედვით:
1. იანვარი - 14 საათის განმავლობაში, 18:00 სთ-დან 8:00 სთ-მდე;
2. თებერვალი - 13 საათის განმავლობაში, 18:30-დან 7:30 სთ-მდე;
3. მარტი - 11 საათის განმავლობაში, 20:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე;
4. აპრილი - 10 საათის განმავლობაში, 21:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე;
5. მაისი - 9 საათის განმავლობაში, 21:30 სთ-დან 6:30 სთ-მდე;
6. ივნისი – 8 საათის განმავლობაში, 22:00 სთ-დან 6:00 სთ-მდე;
7. ივლისი - 8 საათის განმავლობაში, 22:00 სთ-დან 6:00 სთ-მდე;
8. აგვისტო - 9 საათის განმავლობაში, 21:30 სთ-დან 6:30 სთ-მდე;
9. სექტემბერი - 10 საათის განმავლობაში, 21:30 სთ-დან 7:30 სთ-მდე;
10. ოქტომბერი - 11 საათის განმავლობაში, 20:00 სთ-დან 7:00 სთ-მდე;
11. ნოემბერი- 13 საათის განმავლობაში, 18:30 სთ-დან 7:30 სთ-მდე;
12. დეკემბერი - 14 საათის განმავლობაში, 18:00 სთ-დან 8:00 სთ-მდე.
1.2.5. გამოყენებული მასალები:
ა) მომსახურების გაწევის პროცესში გამოყენებული ყველა ელექტრო მასალა,
მოწყობილობები, საკომპლექტო ნაწილები, სამარაგო საგნები, სანათები
უნდა იყოს ახალი, უხმარი, არსებულის იდენტური და უნდა აკმაყოფილებდეს
საქართველოში მოქმედ ყველა ნორმებსა და სტანდარტებს;
გ) მომსახურების გაწევის პროცესში გამოყენებული მასალებისა და
მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები
თანხმდება შემსყიდველთან.
1.2.6. მომსახურების გაწევის ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია
ა) მომსახურება გასწიოს უსაფრთხოების პირობების დაცვით;
ბ) უზრუნველყოს მომსახურების გაწევის ადგილის ფარგლებში გარემოზე
ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა;
გ) უზრუნველყოს მომსახურების გაწევის ადგილის ფარგლებში მდებარე
ხეების და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
დ) მინიმუმამდე დაიყვანოს მომსახურებასთანთან დაკავშირებული ხმაურის,
ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე.
ე) მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ მიმწოდებელი თავისი
ძალებით და სახსრებით ვალდებულია გაათავისუფლოს მომსახურების
გაწევის ადგილი მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან,
დროებითი ნაგებობებისაგან და ა.შ;
ვ) მომსახურების გაწევის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
1.2.7. სამუშაო ადგილის მომზადება, გარემოს დაცვა
მიმწოდებელი პასუხისმგებელია:
- შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმე- დების მინიმუმამდე დაყვანა;
- უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეების და
მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა;
- მინიმუმამდე დაიყვანოს მომსახურებასთანთან დაკავშირებული ხმაურის,
ვიბრაციის და მტვრის გავლენა გარემოზე;
- მომსახურების გაწევის დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი
ძალებით და სახსრებით ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარისაგან, მასალისაგან, დროებითი
ნაგებობისაგან და ა.შ;
- მომსახურების გაწევის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და ნორმებს.
1.2.8. მიმწოდებელმა მომსახურეობა უნდა განახორციელოს მინიმუმ 2 (ორი)
ბრიგადით, თითოეული 4 (ოთხი) კაცის შემადგენლობით.
1.2.9 მომსახურების პრეისკურანტი:
1.2.9.1 თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ ფასების
ცხრილში (პრეისკურანტი) დანართი N2 არ არის გათვალისწინებული იმ
მომენტისათვის საჭირო შესყიდვის ობიექტი ან მომსახურება, აღნიშნული
ერთეულ(ებ)ის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება მხარეთა
შორის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში
ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) დანართი N2 შესაბამისი მომსახურების
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებული ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) დანართი N2
საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.9.2 ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) დანართი N2 დაზუსტების დროს
პოზიციები უნდა განფასდეს დაკლებული ფასის პროპორციულად, ფასთა კლება
პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს ფასების ცხრილით
(პრეისკურანტი) დანართი N2 განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე.
საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის
სიზუსტით.
1.2.9.3 ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) დანართი N2 სავარაუდო ღირებულება
განისაზღვრება 9395,00 (ცხრა ათას სამასოთხმოცდათხუთმეტი) ლარით.
1.2.9.4 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 291500,00
(ორასოთხმოცდათერთმეტი ათას ხუთასი) ლარზე, სატენდერო წინადადების
ფასი კი წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის ფასების
ცხრილში (პრეისკურანტი) დანართი N2 მოცემული საქონლის და მომსახურების
ერთეულის ფასების ჯამურ ღირებულების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს
ტენდერის ჩატარების შესახებ, განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის
სავარაუდო ღირებულებისა.
1.2.2.5 პრეტენდენტის მიერ, შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
მეშვეობით, წარმოდგენილ ფასების ცხრილში (პრეისკურანტი) დანართი N2
მითითებული ერთეულის ფას(ებ)ი არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ
ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) დანართი N2 შესაბამის გრაფაში მითითებულ
ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს.
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) დანართი N2
წარმოდგენა დასაშვებია Excel-ის ფორმატის ფაილის სახით სატენდერო
დოკუმენტაციაში მოცემული ფასების ცხრილის (პრეისკურანტი) დანართი N2
მიხედვით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის,
ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). ფასების ცხრილის
(პრეისკურანტი) დანართი N2 წარმოუდგენლობა, ან განუფასებელის წარმოდგენა
დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის
დისკვალიფიკაციას.