ტექნიკური დავალება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზისა და
მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria)
დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის
პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების
გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) საგრანტო პროგრამის ფარგლებში აივ ინფექცია/შიდსის
საკვანძო პოპულაციებისთვის აივ-ზე თვითტესტირების მომსახურების და
აივ-პრევენციული პაკეტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (CPV85300000 -
სოციალური დახმარების სამსახური და მასთან დაკავშირებული
მომსახურებები, CPV85323000 - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებები).
„მომსახურების“ გაწევის საორიენტაციო პერიოდი: ხელშეკრულების
გაფორმებიდან 12 თვე, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
შესავალი
აივ ინფექცია/შიდსის საკვანძო პოპულაციების წარმომადგენლები (ნიმ-ები,
კსმ ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები), აივ ინფექცია/შიდსით
დაავადებული პირები მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად და
მარგინალიზირებულ ჯგუფებს წარმოადგენენ, რომელთათვის სამედიცინო თუ
სათემო ორგანიზაციების ბაზაზე აივ პრევენციული და ტესტირების
სერვისების მიღება რთულია საზოგადოების მხრიდან მაღალი სტიგმის,
თვითსტიგმის და კონფიდენციალურობის დარღვევის შიშის გამო.
თემის წინაშე არსებული აღნიშნული გამოწვევების ფონზე მნიშველოვანია
დამატებითი ან/და მოდიფიცირებული მომსახურებების შეთავაზება,
სერვისების მიწოდების ისეთი ინოვაციური მოდელების დანერგვა და
შენარჩუნება, რომლებიც ხელს შეუწყობს აივ პრევენციის, აივ
ინფექცია/შიდის მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის
გაუმჯობესებას, ასეთია აივ თვით-ტესტირების მომსახურებაც.
გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა და
ფუნქციონირებს აივ-ზე თვით-ტესტირებისა და აივ-პრევენციული პაკეტის
მიღების შესაძლებლობა ლგბტ პირებისთვის დისტანციურად, ცენტრში
მისვლის გარეშე ელექტრონულ პლატფორმაზე (selftest.ge) შესაბამისი შეკვეთის
განთავსების გზით. აღნიშნული პლატფორმა ემსახურება შემდეგ ჯგუფებს:
ნარკოტიკების მომხმარებლები, მსმ, ტრანსგენდერი და სექს მუშაკი ქალები,
პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია აივ თვითტესტისა და აივ
პრევენციის საშუალებების დისტრიბუციის ორი განსხვავებული მოდელსს
გამოყენება:
ა) კურიერული მიტანის სერვისი
ბ) თანასწორ მუშაკის/სოციალური მუშაკის მიერ ტესტის ბენეფიციარისთვის
მიტანის სერვისი
პროექტის მიზანი
პროგრამის ძირითადი მიზანია თვით-ტესტირებისა და პრევენციული პაკეტის
მიღების შესაძლებლობების შენარჩუნება და შემდგომი გაფართოვება და
სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა აივ ინფექცია/შიდსის საკვანძო
პოპულაციების წარმომადგენლებისთვის (ნიმ-ები, კსმ ქალები, მსმ და
ტრანსგენდერი პირები), და ასევე, პრევენციული პაკეტის მიწოდება აივ
ინფექცია/შიდსით დაავადებული პირებისთვის დისტანციური/უკონტაქტო
მომსახურების გამოყენებით.
სამუშაოს აღწერილობა
პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თვითტესტირებისა და
პრევენციული პაკეტის დისტანციური მიწოდების მომსახურების მიწოდება
აივ ინფექცია/შიდსის რისკ-ჯგუფებზე, რაც მოიცავს:
ამოცანა 1. თვით-ტესტირების ან/და პრევეციული პაკეტის ადგილზე მიტანის
მომსახურების ფუნქციონირების უზრუნველყოფა:
1.1 სადისტრიბუციო მასალა (შესაფუთი ყუთი/მასალა, არაუმეტეს 4 სახეობისა,
საკვანძო პოპულაციისთვის სათემო სერვისების მიმწოდებელი
ორგანიზაციების სპეციფიკის გათვალისწინებით): სულ 6100 ცალი;
1.2 მიტანის სერვისების ანაზღაურება - გასათვალისწინებელია
საორიენტაციოდ 6000 პაკეტის (პრევენციული პაკეტის სახარჯი მასალებისა
და/ან აივ თვითტესტის) მიტანა 2024 წელს შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი,
ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი, ფოთი, სენაკი, რუსთავი, მარნეული, გორი და
ხაშური.
შენიშვნა: პაკეტის შემადგენელი ტესტების, კონდომების და ლუბრიკანტების
მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
ამოცანა 2. თემის წევრების ინფორმირება/განათლება შესაბამის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თემების (თვითტესტირების) შესახებ, რაც
მოიცავს:
2.1 ცალკეულ მაღალი რისკის ჯგუფზე ორიენტირებული ნაბეჭდი საინფორმაციო
მასალის მომზადებას, შეთანხმებას და ბეჭდვას: თვით-ტესტირების შესახებ
საინფორმაციო მასალა (ფლაიერი ან სტიკერი): 10 000 ცალი;
2.2 ელექტრონული საინფორმაციო მასალა და მათი განთავასება: ელექტრონული
ბანერები სულ მცირე 8 ტიპის;
2.3 ანიმაციური ერთი ვიდეო რგოლის მომზადება და გავრცელება
თვითტესტირების შესახებ;
2.4 შემუშავებული საინფორმაციო მასალების გავრცელება.
2.5 შესაძლებელია ცალკე ინტერვენცია ბენეფიციარების მიერ ტესტის
შედეგის პლატფორმაზე რეგისტრაციიის გაუმჯობესების მიზნით, რომლის
განხორციელების მექანიზმი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან , სავარაუდო
რაოდენობა 3000 ბენეფიციარი.
ამოცანა 3. აივ ინფექცია/შიდსის საკვანძო პოპულაციების
წარმომადგენლებისთვის თვით-ტესტირებისა და პრევენციული პაკეტის
დისტანციური მიწოდების ელექტრონული ონლაინ პლატფორმის
ფუნქციონირების უზრუნველყოფა
შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს აივ თვითტესტირების ონალინ
პლატფორმაზე წვდომით, რომელიც მოიცავს შემდეგ ფუნქციონალებს:
პლატფორმას გააჩნია რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ცალკეულ რისკ
ჯგუფზე (ნიმ-ები, მსმ და ტრანსგენდერი პირები, კსმ ქალები) ორიენტირებული
აივ თვით-ტესტებისა და პრევენციული პაკეტების დისტანციური შეკვეთის და
ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა;
• ვიზუალური და ტექნიკური მხარდაჭერა;
• ჩეტბოტის ფუნქცია
მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
• თვითტესტირების კომპონენტის გამართულად ფუნქციონირების
ადმინისტრირება, მათ შორის ონლაინ კონსულტირების მოდულის და
ავტომატიზირებული „ჩეტ ბოტის“ მართვა.
• პლატფორმის გამოყენებით ცალკეული რისკ-ჯგუფების სპეციფიკის
გათვალისწინებით, პერიოდულად შესაბამისი საინფორმაციო მასალის
მიწოდება/განახლება;
• განთავებული შეკვეთების ადმინისტრირება, პასუხების ატვირთვის
მონიტორინგი
• ტესტის პასუხის რეგისტრაციის ფუნქცია
• ჩეტმოტის ავტომატური შეკითხვების გადახედვა და განახლება
ამოცანა 4. აივ თვითტესტირების პლატფორმის შესახებ ცნობიერების
ამაღლების ღონისძიების (პრომო) ორგანიზება
ამოცანა ითვალისწინებს ერთ ასეთ ღონისძიებას მომსახურების მიწოდების
განმავლობაში, სავარაუდო მონაწილეთა რაოდენობა - 80.
სამიზნე ინდიკატორი
ელექტრონულ პლატფორმაზე შეკვეთის საშუალებით აივ პრევენციის პაკეტით
მოცული ბენეფიციარების რაოდენობა: - სავარაუდო სამიზნე 6000 პირი
ელექტრონულ პლატფორმაზე შეკვეთის საშუალებით აივ თვით-ტესტირებით
მოცული ბენეფიციარების რაოდენობა: სავარაუდო სამიზნე 3000 პირი.
პროგრამის ანგარიშგება
ანგარიში წარდგენილი უნდა იყოს მომსახურების მიმღები ცალკეული რისკ
ჯგუფების შესაბამისად.
ანგარიში უნდა მოიცავდეს ტესტირების პასუხის ატვირთვის მონაცემებს
ცალკეული ჯგუფების მიხედვით და ასევე დადებითი პასუხის მქონე პირების
რაოდენობას ცალკეული ჯგუფების მიხედვით
დისაგრეგაცია უნდა მოხდეს სქესისა და ასაკის მიხედვით (<25; =>25)
ანაზღაურების პრინციპი:
პროექტის ფარგლებში ანაზღაურება განხორციელდება ყოველთვიურად,
კომპონენტით გათვალისწინეული მომსახურების მიწოდების დასრულების
შემდეგ, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს ანგარიშის საფუძველზე.
იხილეთ ტექნიკური დავალებე