Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Строительно-монтажные работы (Грузия - Тендер #48153053)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: WILLDLIFE NATIONAL AGENCY
Номер конкурса: 48153053
Дата публикации: 15-11-2023
Сумма контракта: 552 522


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022848
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.11.2023 14:46
Начало приема предложения 14.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 19.12.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 552`522.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 45300000-Строительно-монтажные работы
Коды классификатора
  • 45340000 - Работы по установке ограждения, перил и защитных устройств
Срок подачи არა უგვიანეს 2024 წლის 1 ივნისისა
Дополнительная информация
სსიპ „ველური ბუნების ეროვნული საააგენტოს“ საჭიროებისთვის, კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის მიზნით, ალგეთის ეროვნული პარკის შემოღობვის სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 10`000.00 GEL
Размер гарантии 5`525 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: besik datukishvili :: 14.11.2023 22:02
  • Последнее исправление: besik datukishvili :: 15.11.2023 14:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543445&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „ველური ბუნების ეროვნული საააგენტოს“ საჭიროებისთვის, კეთილშობილი ირმის პოპულაციის აღდგენის მიზნით, ალგეთის ეროვნული პარკის შემოღობვის სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. სამუშაოების აღწერა და პირობები მოცემულია საპროექტო დოკუმენტაციაში (დანართი N1) და ფასების ცხრილში (დანართი N2 - იხ. ფაილის ყველა ნაწილი)

1.2.2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის შესახებ“.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

„მიმწოდებელი“ ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს არა უგვიანეს 2024 წლის 1 ივნისისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით.

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორია.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 2 (ორი) წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.

2. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული საგარანტიო ვადა ურთიერთდამოკიდებული არ არის სამუშაოს შესრულების და/ან ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე და იგი მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს მიუხედავად ხელშეკრულების ვადის გასვლისა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები - არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულებით. ამასთან, ერთ ობიექტზე - არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ღირებულების სამუშაოს გამოცდილება.

1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი;

1.2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს: 01.01.2018 წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს;
1.3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი მშენებლობის; ან/და რეკონსტრუქციის; ან/და მოდერნიზაციის; ან/და რეაბილიტაციის; ან/და პერიოდული შეკეთების; ან/და სტიქიის სალიკვიდაციო; ან/და პრევენციის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს გზის სამოსის მოწყობას.

2. წინამდებარე პუნქტის პირველი პვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს კონკრეტული ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების ან/და ანგარიშფაქტურების ან/და ინვოისების წარმოდგენით (სისტემაში ატვირთვით) და/ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული SPA/NAT/MEP/DAP/CMR ნომრ(ებ)ის მითითებით.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ მიწოდების დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება–ჩაბარების აქტები დარეგისტრირებულია/ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო დოკუმენტაციის N3 დანართის შენიშვნის გრაფაში მიუთითოს სისტემაში შესაბამისი დოკუმენტაციის რეგისტრაციის ნომერი.


3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

3.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
3.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

4. უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

5. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
5.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ის შესაბამისად.


5.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უზრუნველყოს წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

1. სამუშაოების შესრულების საორიენტაციო კალენდარული გეგმა-გრაფიკი განისაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციით;

2. მიმწოდებელი ვალდებულია, სატენდერო წინადადებასთან ერთად, წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ით განსაზღვრული ფორმის დაცვით შედგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი. გეგმა-გრაფიკი უნდა იყოს თანხობრივი, ეტაპების ჭრილში. გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ვადები უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო პირობებით/ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოს შესრულების ვადას.

შენიშვნა: დანართით N5 განსაზღვრულია სამუშაოთა განხორციელების 4 პირობითი ეტაპი. ამასთან, პრეტენდენტს უფლება აქვს შეამციროს აღნიშნული ეტაპების რაოდენობა, სამუშაოს შესრულების მთლიანი ვადის (არა უგვიანეს 2024 წლის 1 ივნისი) გაზრდის გარეშე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისს სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნების შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.ც

6.4 terms and conditions of guarantee

წარმოდგენილი უნდა იქნეს უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული.

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განსაზღვრულია სახელწმიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, დასაშვებია ერთჯერადი წინასწარი ანგარიშსწორება, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით.

წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.

მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტია პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.

მიმწოდებელი არ არის უფლებამოსილი, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე, თუ იგი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა ან/და ყადაღა. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მის მიმართ ამ პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებების რეგისტრაციის არარსებობა.

მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი მოთხოვნის წარდგენის მიუხედავად, შემსყიდველი უფლებამოსილია, არ დააკმაყოფილოს მიმწოდებლის თხოვნა ავანსის გადახდის თაობაზე.

გარანტიაში მითითებული უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი.

საავანსო გარანტიის პირობები უნდა მოიცავდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში „შემსყიდველის“ მიერ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად და უპირობო დაბრუნებას. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველის მოთხოვნის/წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გარანტი ვალდებულია მოახდინოს თანხის ჩარიცხვა შესაბამის ანგარიშზე, სხვა რაიმე დამატებითი ახსნა-განმატებების ან დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ან წინამდებარე კითხვარის 7.1.1 პუნქტში მითითებული საავანსო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე.
3. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, ეტაპობრივად წარუდგინოს შემსყიდველს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე) საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის მითითებით.
4. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) გაფორმების და შესრულებული სამუშაოს შესაბამისობის თაობაზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისს სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით. აღნიშნული დოკუმენტების სრულად (ერთობლივად) წარმოდგენის გარეშე ანგარიშწორება არ განხორციელდება.
5. სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფას(ებ)ის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით.
6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოს სრული მოცულობით არმოთხოვნა, არ წარმოშობს ხელშეკრულების საერთო ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას და არ შეიძლება გახდეს რაიმე სხვა ვალდებულების/პრეტენზიის წარმოშობის საფუძველი.

7.3 time limits for step by step and/or final payment

საავანსო გარანტიის ან წინამდებარე კითხვარის 7.2. პუნქტის განსაზღვრული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღე.

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ბესიკ დათუკიშვილი, 595051111, bdatukishvili@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული სანოტარო წესით.

2. საქართველოს რეზიდენტი პრეტენტენტების მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ელექტრონული დოკუმენტი უნდა შეესაბამებოდეს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.


არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.

3. პრეტენდენტ(ებ)ს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

4. სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის/მოსაკრებელის/სახდელის გათვალისწინებით (გარდა დღგ-სი), რომელთა გადახდა ეკისრება მიმწოდებელს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

5. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);

6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს).

7. მიმწოდებელმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეასრულოს, მინიმუმ, პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიმწოდებლის მიერ, ვალდებულების შესრულების კონტროლი.

8. სატენდერო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ტექნიკური პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.

8. ტენდერის დაფინანსების წყაროა: შემსყიდველის საკუთარი შემოსავლები - საქართველოს მთავრობასა და შვედეთის სამეფოს მთავრობას შორის, 2007 წლის 15 მარტს გაფორმებული „საქართველოსა და შვედეთს შორის განვითარებისათვის თანამშრომლობის ზოგადი წესებისა და პირობების შესახებ შეთანხმების“ საფუძველზე, 2021 წლის 17 დეკემბრის საგრანტო შეთანხმება („გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“; Sida-ს დახმარება No 15169). აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული ხელშეკრულებები და პროექტის საქმიანობები გათავისუფლებულია საქართველოში მოქმედი გადასახადებისგან ან სხვა ფისკალური მოსაკრებლებისაგან, მიუხედავად იმისა, არსებობს ასეთი მოსაკრებლები თუ მომავალში დაწესდება და ხელშეკრულება დადებულია საქართველოს თუ სხვა ქვეყნის პირებთან. შესაბამისად, წინამდებარე ტენდერის ფარგლებში შესყიდული სამუშაოები გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან (დღგ).


პრეტენდენტებმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით სისტემაში უნდა ატვირთონ შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:
1. დანართები: N2 - ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა);
2. დანართი N3 - ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოს შესრულების შესახებ;
3. დანართი N4 - ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში;
4. დანართი N5 - სამუშაოთა შესრულების გეგმა-გრაფიკი.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru