ტექნიკური დავალება
ვებ-გვერდის სტრუქტურული და ფუნქციური აღწერილობა
1) მენიუს სანავიგავიო ზოლში უნდა განთავსდეს შემდეგი განყოფილებები:
მთავარი;
ზუგდიდი;
საკრებულო;
მერია;
სიახლეები;
მოქალაქეს;
საჯარო ინფორმაცია;
კანონმდებლობა;
კონტაქტი;
გვერდის გახსნისას და სანავიგაციო ზოლში კურსორის „მთავარი“ გრაფაზე
მიყვანისას უნდა გაიხსნას მთავარი გვერდი.
მთავარ გვერდზე უნდა გამოჩნდეს:
სანავიგაციო ზოლი, ზემოთ აღწერილი განყოფილებებით;
ფოტოების სლაიდშოუ (რომლის ცვლილებაც შესაძლებელი იქნება
ადმინ-პანელიდან);
სიახლეები საკრებულოს საქმიანობის შესახებ (დადების თარიღის
მიხედვით, ახალი დადებული - ტოპ-ზე);
საკრებულოს სხდომების შესახებ ანონსი;
კალენდარი;
მოქალაქისათვის განკუთვნილი ჩარჩო, სადაც იქნება განყოფილებები -
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს; ელექტრონული პეტიცია; მოითხოვე
საჯარო ინფორმაცია; პატარა ადგილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ
გვერდზე გადასასვლელი ღილაკისათვის;
სანავიგაციო ზოლში კურსორის „მთავარი“ გრაფაზე მიყვანისას უნდა
გაიხსნას მთავარი გვერდი.
სანავიგაციო ზოლში კურსორის „ზუგდიდი“ გრაფაზე მიყვანისას უნდა
ჩამოიშალოს:
ზუგდიდის შესახებ (აქ კურსორის მიყვანისას ცალკე უნდა ჩამოიშალოს
ისტორია; ადგილმდებარეობა და ზუგდიდის რუკა; ზუგდიდის
ღირშესანიშნაობები; მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა.);
დამეგობრებული ქალაქები;
გალერეა;
ამ გრაფაში მუშაობისას, შესაძლებელი უნდა იყოს ტექსტის, ფოტო და ვიდეო
მასალის დამატება. დამატებული უნდა იყოს ინტერაქტიული გუგლის რუკა.
სანავიგაციო ზოლში კურსორის „საკრებულო“ გრაფაზე მიყვანისას უნდა
ჩამოიშალოს:
საკრებულოს შესახებ;
საკრებულოს თავმჯდომარე;
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები;
საკრებულოს წევრები;
საკრებულოს ბიურო;
საკრებულოს კომისიები;
საკრებულოს ფრაქციები;
საკრებულოს აპარატი;
საკრებულოს ანგარიში;
საკრებულოს წევრების ანგარიში;
ამ გრაფაში მუშაობისას, შესაძლებელი უნდა იყოს ტექსტის, ფოტო და ვიდეო
მასალის დამატება. შესაძლებელი უნდა იყოს დოკუმენტების მიბმა.
სანავიგაციო ზოლში კურსორის „მერია“ გრაფაზე მიყვანისას უნდა
ჩამოიშალოს:
მერიის შესახებ;
მერი;
მერის მოადგილეები;
მერის სამსახურები;
მერის წარმომადგენლები;
მერის თანაშემწე;
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
მერის საშტატო ნუსხა;
სტრუქტურული ხე;
მერის ანგარიშები;
მერის დებულება;
მერიის შინაგანაწესი;
საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის
განყოფილება;
მოქალაქეთა მიღების დღეები;
სანავიგაციო ზოლში კურსორის „სიახლეები“ გრაფაზე დაჭერისას უნდა
გადავიდეს გვერდზე, სადაც გამოჩნდება ყველა სიახლე რომელიც ატვირთულა
ვებ-გვერდზე.
შესაძლებელი უნდა იყოს სიახლის დამატება - ფოტო/ვიდეო მასალით, ტექსტითა
და დოკუმენტების მიბმის შესაძლებლობით. შესაძლებელი უნდა იყოს
სიახლეების წაშლა და რედაქტირება.
სანავიგაციო ზოლში კურსორის „მოქალაქეს“ გრაფაზე მიყვანისას უნდა
ჩამოიშალოს:
მოქალაქეთა მიღების დღეები;
მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ;
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს;
ელექტრონული პეტიციის დარეგისტრირება;
საკრებულოს სხდომის ტრანსლაცია;
Forum (სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ სადისკუსიო საკითხების დამატება და
აზრის დაფიქსირება);
ჩაერთე თვითმმართველობაში;
პროგრამები;
განათლება;
წერილი მერს
გვერდს „წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს“ და „წერილი მერს“
შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მოქალაქეს ამავე გვერდიდან, საკრებულოსა
და მერიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე წერილი გამოაგზავნინოს.
გვერდზე „საკრებულოს სხდომის ტრანსლაცია“ გადასვლისას უნდა
ირთვებოდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური ფეისბუქ
გვერდი.
სანავიგაციო ზოლში კურსორის „საჯარო ინფორმაცია“ გრაფაზე მიყვანისას
უნდა ჩამოიშალოს:
საკრებულოს სხდომების ოქმები;
საკრებულოს კომისიების ოქმები;
საკრებულოს ბიუროს ოქმები;
საკრებულოს ფრაქციების ოქმები;
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია საკრებულოდან;
პეტიციის რეესტრი;
ბიუჯეტის პროექტი;
ბიუჯეტი;
მერიის საჯარო ინფორმაცია;
მუნიციპალიტეტის სტრატეგიები და გეგმები;
გვერდს „მოითხოვე საჯარო ინფორმაცია საკრებულოდან“ შესაძლებლობა
უნდა ჰქონდეს, მოქალაქეს ამავე გვერდიდან, საკრებულოს ოფიციალურ
ელ.ფოსტაზე წერილი გამოაგზავნინოს. სხვა დანარჩენ გვერდებზე
შესაძლებელი უნდა იყოს ტექსტისა და დოკუმენტების ატვირთვა.
გვერდი „მერიის საჯარო ინფორმაცია“ უნდა შედგებოდეს შემდეგი
ჩამონათვალისაგან:
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მერიის საჯარო ინფორმაციის რეესტრი
საკადრო უზრუნველუყოფა
ადმინისტრაციული ხარჯები
საჯარო ინფორმაციის რეესტრი
ბიუჯეტი
ქონება
შესყიდვები
ტენდერები
აუქციონები
სანავიგაციო ზოლში კურსორის „კანონმდებლობა“ გრაფაზე მიყვანისას
უნდა ჩამოიშალოს:
კანონები;
მუნიციპალიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი
აქტები;
საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები;
სასამართლო გადაწყვეტილებები;
ადმინისტრაციული საჩვრის ფორმა და გასაჩივრეის წესი;
მუნიციპლაიტეტის სამქიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი
აქტები;
ინფორმაცია მერიისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიციატივის
შესახებ;
ამ გვერდებზე, ტექსტისა და დოკუმენტების მიბმის შესაძლებლობა უნდა
არსებობდეს.
სანავიგაციო ზოლში კურსორის „კონტაქტი“ გრაფაზე დაჭერისას უნდა
გაიხსნას გვერდი, სადაც ეწერება საკრებულოსა და მერიის საკონტაქტო
მონაცემები.
2) ვებ-გვერდის ტექნიკური მახასიათებლები:
დამოუკიდებელი გვერდების დამატება, წაშლა და რედაქტირება;
საიტის ასაწყობად ოფიციალური engine უნდა იყოს გამოყენებული;
ვებ-გვერდი უნდა იყოს 2 ენოვანი:
ქართული;
ინგლისური;
შესაძლებელი უნდა იყოს ტექსტში ლინკის დამატება;
მომხმარებელს უნდა შეეძლოს ატვირთული დოკუმენტების გადმოწერა;
გვერდი გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა ოპერაციულ პლატფორმაზე:
Windows;
Linux;
Mac;
Android;
IOS;
ყველა პოპულარულ ვებ-ბრაუზერში:
Internet Explorer;
Chrome;
Mozilla;
Safari;
Opera;
სამართავი პანელი შესაძლებელია იყოს როგორც OpenSource ტექნოლოგიაზე, ასევე
Custom made cms-ც. უნდა იძლეოდეს კოდის რედაქტირების საშუალებას (კოდის წერისას
აუცილებელია გაკეთდეს კომენტარები) და არ უნდა იყოს შეზღუდული
განვითარებისთვის.
დიზაინის შექმნისას გათვალისწინებული უნდა იყოს მისი თავსებადობა
მობილური ტელეფონების ბრაუზერებისთვის და სხვადასხვა დიაგონალის
მქონე მოწყობილობის ეკრანისთვის(Responsive).
საიტი უნდა იყოს მდგრადი კიბერ-შეტევების მიმართ:
Sql Injection ;
Cross site Scripting ;
Cross site Request Forgery;
Session Hijacking;
HTTP Response Splitting;
Remote/Local File Inclusion;
Directory Transversal;
Insecure, Direct Object References;
Security Misconfiguration;
Unvalidated Redirects and Forwards;
Blind SQL Injection და სხვა.
ადმინ პანელში შესაძლებელი უნდა იყოს, წინასწარ განსაზღვრული
როლების მიხედვით, სხვადასხვა დონის User-ების
დამატება/წაშლა/რედაქტირება;
მთავარ და ყველა შიდა გვერდზე უნდა იყოს სოციალურ ქსელებთან
დამაკავშირებელი აიქონები (მოწონება და გაზიარება);
მართვის სისტემას უნდა ჰქონდეს ინფორმაციის ესკიზის (draft) სტატუსი,
რომელიც საშუალებას მოგვცემს ინფორმაციის წინასწარ მომზადებას
გამოქვეყნებისთვის, ისე რომ ის არ იყოს ხელმისაწვდომი ვიზიტორებისთვის
(არსებული ინფორმაციის/გვერდის გამოქვეყნება უნდა ხდებოდეს ერთი
ღილაკის დაჭერით Publish);
ვებ-გვერდს უნდა გააჩნდეს ინტეგრირებული ტექსტური და გრაფიკული
რედაქტორი, რათა განსაკუთრებული ვებ-ტექნოლოგიების ცოდნის გარეშე
შეძლოს ტექსტური და გრაფიკული ინფორმაციის პორტალზე დამატება ან
არსებულის რედაქტირება. რედაქტირება უნდა ხდებოდეს უშუალოდ
პორტალზე;
საიტზე გათვალისწინებული უნდა იყოს საბანერე სივრცეები, შესაძლებელი
უნდა იყოს როგორც .png ასევე .gif ფორმატის ფაილების ატვირთვა, მართვა
შესაძლებელი უნდა იყოს ადმინ პანელიდან;
სამართავი პანელი მომხმარებლისთვის უნდა იყოს გამარტივებული,
მოქნილი და მარტივად მართვადი. იმართებოდეს საინფორმაციო
ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტების გარეშე. თანამაშრომელს უნდა ჰქონდეს
ნებისმიერი ტექსტური გვერდის მართვის საშუალება და საიტის მენიუს
პუნქტების მართვა (ახლის დამატება/რედაქტირება/წაშლა);
მასალას არ მივამაგრებთ მთავარ ფოტოს, სისტემამ ავტომატიურად უნდა
მიამაგროს წინასწარ გათვალისწინებული ფოტო;
საიტის დიზაინი შეთანხმებული უნდა იყოს დამკვეთსა და შემსრულებელ
მხარეებს შორის;
ვებ-გვერდი ოპტიმიზირებული უნდა იყოს ძირითადი საძიებო სისტემების
მოთხოვნების შესაბამისად:
Google
Yahoo!
Bing
საიტზე უნდა არსებობდეს ძიების ფუნქცია.
შენიშვნა: ტექნიკური დავალება შემდგომ განიხილება, როგორც
გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების
განუყოფელი ნაწილი.