1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და რაოდენობა
განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ში.
1.2.2 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ერთეულის ფასები არ უნდა
აღემატებოდეს დანართი №1-ში მითითებული შესაბამისი ერთეულის ზღვრული
ფასების ოდენობას.
1.2.3 ვაჭრობის შედეგად სატენდერო წინადადების ფასის კლების შემთხვევაში,
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში, თითოეული პოზიციის
ერთეული ფასის კლება უნდა განხორციელდეს ზღვრული ერთეულის ფასებიდან,
არანაკლებ, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ
სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული
შემცირებით.
1.2.4 პრედენდენტმა სატენდერო წინადადებაში ზედნადები ხარჯების და
მოგების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს 2014 წლის 14 იანვრის
საქართველოს მთავრობის N55 დადგენილებით გათვალისწინებული საწყისი
სავარაუდო ღირებულების დასადგენად, საერთო სამშენებლო, სამონტაჟო და
სპეციალური სამშენებლო სამუშაოების ზედნადები ხარჯებისთვის და ყველა
სახის სამუშაოზე გეგმიური მოგებისთვის დადგენილი არაუმეტეს ზღვრული
ნორმის ოდენობის შესაბამისად.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას MS Excel-ის ფორმატის
ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი
პოზიციების რაოდენობის 1%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა ან/და
ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და
გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს
ერთდროულად არანაკლებ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე
სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში.
1.2.8 სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს
ვალდებულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების
შესრულების ვადაში ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოების
მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ;
1.2.9 თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის
სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების
წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული
სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი
ნიშნებით;
1.2.10 ცალკეულ შემთხვევებში მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის
კონკრეტული მისამართი, დეფექტური აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და
პროექტი და მოცულობათა უწყისი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული
ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.11 მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით ობიექტის მისამართის მიღებიდან
(დეფექტური აქტის და/ან სქემატური ნახაზების და/ან პროექტის და
მოცულობათა უწყისის შემსყიდველის მიერ გადაუცემლობის შემთხვევაში)
შემსყიდველის მიერ წერილობით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს და
შეათანხმოს შემსყიდველთან შესასრულებელ სამუშაოთა დეფექტური აქტი
ან/და სქემატური ნახაზები ან/და სრული საპროექტო დოკუმენტაცია
ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად.
1.2.12 შემსყიდველი ვალდებულია აცნობოს მიმწოდებელს დეფექტური აქტში ან/და
სქემატურ ნახაზებში ან/და პროექტში და მოცულობათა უწყისში რაიმე წუნის
(ხარვეზის) აღმოჩენის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია
შენიშვნების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში
საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი.
1.2.13 დეფექტური აქტის ან/და სქემატური ნახაზების წარმოდგენის
შემთხვევაში, ხარჯი განისაზღვრება და ანაზღაურდება შესრულებული
სამუშაოების არაუმეტეს 1 % ის ოდენობით.
1.2.14 წერილობით მიწოდებული ობიექტის დეფექტური აქტის ან/და სქემატური
ნახაზების ან/და პროექტის და მოცულობათა უწყისის შეთანხმების შემდგომ,
მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, დეფექტური
აქტი ან/და სქემატური ნახაზები ან/და პროექტი, მოცულობათა უწყისი და
სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
1.2.15 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალებით
განსაზღვრული სამუშაოების დაწყების ვადაში.
1.2.16 მიმწოდებელი ვალდებულია შესრულების დამადასტურებელ
დოკუმენტაციასთან ერთად შემსყიდველთან წარმოადგინოს საბოლოო
საშემსრულებლო ნახაზები - („PDF” და „DWG”, ფორმატში).
1.2.17 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ
ეტაპზე განახროციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.2.18 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების დაწყებამდე, ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების
სააგენტოთან შეათანხმოს სატრანსპორტო უსაფრთხოების სქემა.
1.2.19 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და
სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ-გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს
შესაბამის ზედამხედველობას.
1.2.20 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე მოახდინოს ამოჭრილი
საკონტროლო კერნების სიცარიელეების შევსება ცივი ან ცხელი ა/ბეტონის
ნარევით.
1.2.21 მიმწოდებელმა წერილობითი დავალებით მიცემულ ობიექტზე თვალსაჩინო
ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი
საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG- ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010)
შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი თანდართული ესკიზის შესაბამისად,
დამკვეთთან შეთანხმებით.
1.2.22 საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქალაქ
თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან
შეთანხმებული მოძრაობის რეგულირების სქემის ბანერის ბეჭდვა ზომით 200სმ
X 150სმ, ხოლო დიზაინი მასზე განთავსებული ინფორმაციით და მისი
კონსტრუქციის განთავსება შესაბამის ლოკაციაზე შეათანხმოს
დამკვეთთან.
1.2.23 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი
ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად
საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, თბილისის ტერიტორიაზე განთავსების
შემთხვევაში - გლდანის რაიონი, თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის
მე-15 კმ.
1.2.24 სამუშაოთა დასრულების შემდეგ, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი
ძალებით და სახსრებით დაუყონებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი
მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან,
მასალებისაგან და ა.შ.
1.2.25 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით.
მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, გამოსაყენებელი
მასალების ლაბორატორიული გამოცდები და შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის
განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის
დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები,
სერტიფიკატები და სხვა).
1.2.26 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოთა წარმოებისას უზრუნველყოს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე
პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვა. სამუშაო
ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური
ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის
გავლენა.
1.2.27 ესკიზი-გვერდმიმღებები 4 თაღით, სანიაღვრე კოლექტორის ჭის ესკიზი,
ლითონის ცხაურის ესკიზი, ჭის ჩარჩო ხუფების ესკიზები, ბანერის შაბლონი,
ბანერის კონსტრუქცია, ტექნიკური პირობები, საპროექტო დოკუმენტაციის
წარმოდგენის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია და
ხარჯთაღრიცხვის MS Excel-ის ფორმატის ფაილი (დანართი №1) ატვირთულია
სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.