Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинское оборудование (Грузия - Тендер #48111919)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL National Health Agency
Номер конкурса: 48111919
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 9 040 940


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022789
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 18:37
Начало приема предложения 13.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 18.12.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 9`040`940.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 33100000-Медицинское оборудование
Коды классификатора
  • 33100000 - Медицинское оборудование
  • 33182000 - Аппаратура сердечной поддержки
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტი
Дополнительная информация
სამკამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორის (რესინქრონიზატორი) მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა (დაფინანსება განხორციელდება 2024 - 2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში)

Multi-year state purchase of a three-chamber cardioverter defibrillator (resynchronizer) (funding will be carried out within the framework of the appropriations approved by the 2024-2025 state budget)

Type of procurement Electronic tendering without auction (NAT)
Draft Procurement Status Statement
The purchasing agency is the National Health Agency
Date of purchase announcement 14.11.2023
Acceptance of proposals starts on 13.12.2023 at 00:00
Acceptance of proposals ends on 18.12.2023 at 12:30
Funding of 2024 funds
The estimated purchase price is 9`040`940.00 GEL
The proposal must be submitted with VAT in mind
Classifier (CPV) code and classifier unit
33100000 - Medical devices
Classifier (CPV) code and specific object of purchase
33182000 - Cardiac support device
For the quantity or volume of the purchase, see the tender documentation
Call period, see clause 1.4 of the tender documentation.
Offer to reduce the price of the tender proposal by 60`000.00 GEL
The amount of the guarantee is GEL 90`409 GEL
The warranty period is 160 days
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 60`000.00 GEL
Размер гарантии 90`409 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: oniani :: 17.10.2023 16:11
  • Последнее исправление: tatia loladze :: 14.11.2023 18:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=539498&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამკამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორის (რესინქრონიზატორი) მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა (დაფინანსება განხორციელდება 2024 - 2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

70 ცალი - 3 კამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორი (რესინქრონიზატორი)
CRT-D მაქსიმალური ენერგიის მიწოდება არანაკლებ 35 ჯოულისა, პეისინგის მაქსიმალური ვოლტაჟი არანაკლებ 7 ვოლტისა, საშუალო სამუშაო ხანგრძლივობა სტანდარტულ კონდიციებში 4 - 6 წელი, DF-1 კონექტორი. წინაგულისა და კორონალური სინუსის ელექტროდი უნდა შეესაბამებოდეს IS1 სტანდარტს. MRI-სთან თავსებადი სისტემა. სისქე არაუმეტეს 15 მმ. მონაცემების ტელემეტრიული გადაცემის ან მის გარეშე შესაძლებლობა. შოკის ვექტორის პოლარობის ავტომატური ან მექანიკური ცვლა. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დეტექციის 3 ზონა. ანტიტაქიკარდიული პეისინგის შესაძლებლობა სამივე ზონაში. ტაქიკარდიის მორფოლოგიური ან/და ორკამერიანი დისკრიმინატორები. AV და VV ინტერვალების ავტომატური ან მექანიკური ოპტიმიზაცია. პეისინგის ვექტორის ავტომატური ან მექანიკური ოპტიმიზაცია. გულის უკმარისობის მონიტორინგი. წინაგულის, მარჯვენა პარკუჭისა და მარცხენა პარკუჭის (კორონარული სინუსის) გადამწოდებზე ჩაჭერის მენეჯმენტი ან მის გარეშე.

648 ცალი- 3 კამერიანი კარდიოვერტერ დეფიბრილატორი (რესინქრონიზატორი)
CRT-D მაქსიმალური ენერგიის მიწოდება არანაკლებ 35 ჯოულისა, პეისინგის მაქსიმალური ვოლტაჟი არანაკლებ 7 ვოლტისა, საშუალო სამუშაო ხანგრძლივობა სტანდარტულ კონდიციებში 4 - 6 წელი, DF-4 კონექტორი. კორონალური სინუსის ელექტროდი უნდა შეესაბამებოდეს IS4 სტანდარტს. MRI-სთან თავსებადი სისტემა. სისქე არაუმეტეს 15 მმ. მონაცემების ტელემეტრიული გადაცემისა ან მის გარეშე შესაძლებლობა. შოკის ვექტორის პოლარობის ავტომატური ან მექანიკური ცვლა.პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დეტექციის 3 ზონა. ანტიტაქიკარდიული პეისინგის შესაძლებლობა სამივე ზონაში. ტაქიკარდიის მორფოლოგიური ან/და ორკამერიანი დისკრიმინატორები. AV და VV ინტერვალების ავტომატური ან მექანიკური ოპტიმიზაცია. პეისინგის ვექტორის ავტომატური ან მექანიკური ოპტიმიზაცია. გულის უკმარისობის მონიტორინგი. წინაგულის, მარჯვენა პარკუჭისა და მარცხენა პარკუჭის (კორონარული სინუსის) გადამწოდებზე ჩაჭერის მენეჯმენტი ან მის გარეშე.

261 ცალი- მარჯვენა პარკუჭის დეფიბრილატორის ელექტროდი
ერთი კოჭით, აქტიური ფიქსაციით. DF-4 კონექტორი. MRI-სთან თავსებადი

270 ცალი- მარჯვენა პარკუჭის დეფიბრილატორის ელექტროდი
ორი კოჭით, აქტიური ფიქსაციით. DF-4 კონექტორი. MRI-სთან თავსებადი

591 ცალი- წინაგულის აქტიური ფიქსაციის ელექტროდი
ელექტროდის სიგრძე არ უნდა იყოს 50-სმ ზე ნაკლები. ელექტროდის კონექტორი უნდა იყოს IS-1 სტანდარტი. MRI-სთან თავსებადი.

646 ცალი- მარცხენა პარკუჭის (კორონალური სინუსის) ელექტროდი
ელექტროდის მაქსიმალური ზომა ნაკლები 5.5 ფრენჩზე. ელექტროდი უნდა გამოყენებული იყოს მავთულით. IS-4 სტანდარტით. MRI-სთან თავსებადი

686 ცალი- კორონალური სინუსის მიმწოდებელი სისტემა
მიმწოდებელი სისტემა უნდა იყოს მინიმუმ ორი მოხრილობის, გახლეჩვადი ან გაჭრადი და ახლდეს შესაბამისი საჭრელი (სლიტერი), უნდა ახლდეს სათანადო მავთული (გაიდვაიერი)

689 ცალი- კორონალური სინუსის ბალონური კათეტერი

385 ცალი- სუბ სელექციური კათეტერი
რომელიც უნდა თავსდებოდეს მიმწოდებელ სისტემაში, მასში (სუბ სელექციურ კათეტერში) უნდა თავსდებოდეს მარცხენა პარკუჭის (კორონალური სინუსის) ელექტროდი. 90 ° მოხრილობებით

293 ცალი- სუბ სელექციური კათეტერი
რომელიც უნდა თავსდებოდეს მიმწოდებელ სისტემაში, მასში (სუბ სელექციურ კათეტერში) უნდა თავსდებოდეს მარცხენა პარკუჭის (კორონალური სინუსის) ელექტროდი. 130 ° მოხრილობებით

593 ცალი- ცენტრალური ვენის სახლეჩი ინტროდუსერი მარჯვენა წინაგულის ელექტროდისთვის
ინტროდუსერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს მარჯვენა წინაგულის ელექტროდის ზომას; თითოეულ ინტროდუსერს უნდა ახლდეს შესაბამისი მავთულები (გაიდვაიერი) და საპუნქციო ნემსი

585 ცალი - ცენტრალური ვენის სახლეჩი ინტროდუსერი მარჯვენა პარკუჭის (დეფიბრილატორის) ელექტროდისთვის.
ინტროდუსერის ზომა უნდა შეესაბამებოდეს დეფიბრილატორის ელექტროდის ზომას (ანუ, არ უნდა იყოს ელექტროდის ზომაზე უფრო მცირე ზომის), თითოეულ ინტროდუსერს უნდა ახლდეს შესაბამისი მავთულები (გაიდვაიერი) და საპუნქციო ნემსი.

*საქონლის თითოეული ელემენტი თავსებადი უნდა იყოს ერთმანეთთან (კომპლექტის შედგენის თვალსაზრისით).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ვადები და პირობები:
1.4.1 დანართი N1 ფასთა ცხრილით 2024 წელს, პირველი ეტაპით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე;
1.4.2. 2024 წელს, დარჩენილი საქონლის მიწოდების ვადა- ხელშეკრულების გაფორმებიდან, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2024 წლის 25 დეკემბრისა;
1.4.3. 2025 წელს, დარჩენილი საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა.

1.4.4. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს საქონლის შეუფერხებელი მიწოდება, ასევე, საქონლის ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა თავისივე ხარჯით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. საქონელი შემსყიდველს უნდა მიეწოდო Incoterms-2020-ის DDP პირობით, ქ.თბილისში შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე.
1.5.2. მიწოდების ადგილზე საქონლის დაცლა დასაწყობება წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
1.5.3 საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1. მოწოდებულ საქონელს ვარგისიანობის ვადა უნდა ქონდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან,არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე, უკეთესი პირობა მისაღებია.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის:
*წარმოშობის ქვეყნის;
*მწარმოებელი კომპანიის:
*მარკა/მოდელი/კოდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. მარკა/მოდელი/კოდის არ არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს დანართის N1 -ის შესაბამის გრაფაში შემდეგი ჩანაწერით "არ გააჩნია"

2.1.1.2 მოთხოვნილი ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში ატვირთულ, დანართ N1 ფასთა ცხრილში.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. შემოთავაზებული საქონლის თითოეულ პოზიციაზე, პრეტენდეტმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს:
ან CE/EC სერთიფიკატი;
ან MDR სერთიფიკატი
ან FDA სერტიფიკატი.

2.7.1.1.1 განსაკუთრებული პირობა:
თუ დანართი №1-ის ცხრილის რომელიმე სტრიქონში მითითებული საქონელი (ან მისი ჩამონათვალი), რიგი კომპანიების მიერ იწარმოება და იფუთება ერთ კომპლექტად, ხოლო სხვა მწარმოებლების მიერ ცალ-ცალკე პროდუქტებად, შემსყიდველი უშვებს და მისაღებად თვლის, წარმოდგენილი იქნას შესაბამისი CE/EC ან MDR ან FDA სერტიფიკატ(ებ)ი, როგორც ერთი დოკუმენტის სახით, რომელიც ქარხნული კომპლექტის შემთხვევაში გაცემული იქნება მთლიანად კომპლექტზე, ისე ცალ-ცალკე სერტიფიკატების სახით თითოეული პროდუქტისთვის (არაქარხნული კომპლექტის შემთხვევაში).

2.7.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები, ელექტრონულ სისტემაში ატვრთული უნდა იყოს PDF ფორმატის ფაილიებით და ამ ფაილების დასახელებაში მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის ნომერი/ნომრები (დანართი №1-ის შესაბამისად) რომელის სერტიფიკატის ელექტრონული ასლიცაა ეს ფაილი;

2.7.1.3. დანართი №1-ის ცხრილის თითოეულ პოზიციაზე პრეტდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური დოკუმენტი ან ინფორაცია, კერძოდ, პასპორტი ან ბროშურა ან ინსტრუქცია ან ამონარიდი ოფიციალური ვებ-გვერდიდან ან სხვა დოკუმენტი - რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობა შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან (დანართი №1);

2.7.1.3.1. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული, 2.7.1.3. პუნქტში ჩამოთვლილი პოზიციების შესაბამისი საქონლის პასპორტში / ბროშურაში/ ინსტრუქცაში /ვებ გვერდიდან ამონარიდში ან სხვა დოკუმენტში არ იკითხება ამ საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობაბა სატენდერო დოკუმენტაციის №1-ში მითითებულ რომელიმე პარამეტრთან - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებელი კომპანიის (ან მისი ოფიციალური წარმომადგენლის) ოფიციალიური წერილი, რომელშიც დადასტურებული იქნება კონკრეტული საქონლის იმ ტექნიკური მახასიათებლის შესაბამისობა სატენდერო მოთხოვნებთან, რომლის დადასტურებაც ვერ მოხერხდა პასპორტით/ბროშურით/ ინსტრუქცით /ვებ გვერდიდან ამონარიდით ან სხვა დოკუმენტით.

2.7.1.3.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი (ოფიციალური წერილი) სისტემაში ატვირთული ინდა იყოს PDF ფორმატის ფაილის სახით და ამ ფაილის დასახელებაში მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის ნომერი/ნომრები (დანართი №1-ის შესაბამისად) რომლის ტექნიკური მახასაითებლების დადასტურებაცაა მოცემული ამ კონკრეტლ ფაილში;

2.7.1.4. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტენდერში წაროდგენილი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია უნდა იყოს შესაბამისად ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიურად - შემსყიდველისათვის მისაღები იქნება თუ პრეტენდეტი წარმოადგენს არა მთლიან დოკუმენტს (პასპორტი; ისნტრუქცია; ბროშუარა და ა.შ.) არამედ ამ დოკუმენტის იმ ნაწილს (გვერდს), სადაც მითითებული იქნება შესაბამისი ინფორმაცია კონკრეტული საქონლისათვის (2.7.1.3. პუნქტში მითითებულ პოზიციებზე);

2.7.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.3. პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტები, ელექტრონულ სისტემაში ატვრთული უნდა იყოს PDF ფორმატის ფაილიებით და ამ ფაილების დასახელებაში მითითებული უნდა იყოს იმ პოზიციის ნომერი/ნომრები (დანართი №1-ის შესაბამისად) რომლის ტექნიკური მახასაითებლების აღწერაცაა მოცემული ამ კონკრეტლ ფაილში.

2.9 other additional requirements

2.9.1 პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
2.9.1.1 სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა.
2.9.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია საქონლის ვარგისინობის ვადის შესახებ.
2.9.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის და მარკა/მოდელი/კოდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.
2.9.1.4 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ.

2.9.2 დამატებითი მოთხოვნები:
2.9.2 1 დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები.
2.9.2.2 საქონელი უნდა იყოს ქარხნულად დაფასოებული და უნდა ჰქონდეს ქარხნული ეტიკეტი შესაბამის შეფუთვაზე. შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.9.2.3 საქონლის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.
2.9.2.4 არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

6.3.1 ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო ან სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2026 წლის 31 იანვრის ჩათვლით).
6.3.2 იმ შემთხვევაში თუ გამარჯვებულმა პრეტენდენტმა შეასრულა სატენდერო პირობებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, წინამდებარე ტენდერში მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
6.4.2 ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ასევე შესაძლებელია აღნიშნული გარანტია წარმოდგენილი იქნეს უცხოური საბანკო ან სადაზღვევო კომპანიიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებებიდან, სახელშეკრულებო ვალუტის შესაბამისად.
6.4.3 გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა დაარღვია ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
6.4.4 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შესაბამისი პირგასამტეხლოს, საჯარიმო სანქციების ან/და ზიანის ანაზღაურების მიზნით;
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო ან სადაზღვეო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიაში მითითებული უნდა იყოს, აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული განცხადების ნომერი და პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
6.4.6 ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2. ფაქტიურად მოწოდებულ საქონელზე, მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი შესაბამისი ღირებულების ასახვით, რაც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს;
7.2.3. ანგარიშწორების ფორმა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. შემდეგი პირობების შესაბამისად:
7.2.3.1. 2024 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7.2.3.2. 2025 წლის განმავლობაში მოსაწოდებელი საქონლის ანგარიშსწორება განხორციელდება 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.


შენიშვნა:
წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, შემსყიდველი აანაზღაურებს:
2024 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ 4 686 198,00 (ოთხი მილიონ ექვსას სამოცდარვა ათას ასოთხმოცდათვრამეტი ლარი და 00 თეთრი) ლარს;
2025 წელს - საორიენტაციოდ/სავარაუდოდ 4 354 742,00 (ოთხი მილიონ სამასორმოცდათოთხმეტი ათას შვიდასორმოცი ლარი და 00 თეთრი) ლარს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით.
7.3.2 მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და „მიმწოდებლის“ მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტის წარმოდგენიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ონიანი, 591919988, goniani@moh.gov.ge თათია ლოლაძე, 577224522, taloladze@moh.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1.ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს.
2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე.
5. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.
6.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა/პროექტი და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 პუნქტში. რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
7. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
8. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
9. ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს საქონლის ჯამური ღირებულების ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru