Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #48111911)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 48111911
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 472 470


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022756
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 17:18
Начало приема предложения 10.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2023 12:30
Предполагаемая цена закупки 472`470.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ლგბტ თემში“ პროექტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა.

Financing - Funds for 2024
Bids accepted from - 10.12.2023 00:00
Deadline for bid submission - 15.12.2023 12:30
Estimated cost of purchase – 472 470.00 GEL
Bid must be submitted - Without V.A.T
Classifier (CPV) code and Classification Unit - 85100000 – Health services;
Supply Period – 01.01.2024 – 31.12.2024
Bid reduction step - 1890.00 GEL
Guarantee amount – 4725 GEL
Guarantee validity period - 160 days
Additional information – Community health services – "Strengthening of National HIV/AIDS and Tuberculosis Prevention, Treatment, Care and Support Systems in Georgia"(GEO-С-NCD, Project "HIV Infection/AIDS Prevention and Case Detection in the LGBT Community" founded by the Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria” of LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health“.
Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`890.00 GEL
Размер гарантии 4`725 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 02.11.2023 19:40
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 14.11.2023 17:18
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541673&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ლგბტ თემში“ მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ლგბტ თემში“ პროექტის ფარგლებში მომსახურება.

„მომსახურების“ გაწევის საორიენტაციო პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის მიზანი
„აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ლგბტ თემში“ მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსის პრევენციას ლგბტ თემში სულ მცირე საქართველოს ხუთ ქალაქში (თბილისი, თელავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი), რათა თემმა საკუთარი ძალებით მოახდინოს აივ ინფექცია/შიდსის რისკის ქვეშ მყოფი თემის წევრების ინფორმირება/კონსულტირება, აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული სარისკო ქცევების შემცირების ხელშეწყობა და აივ/შიდსის პრევენციულ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. მომსახურების მიწოდება უნდა ეფუძნებოდეს იმ პრინციპებს, რაც გათვალისწინებულია შესაბამის საერთაშორისო გაიდლაინებში:

• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსოლიდირებული გაიდლაინი აივ-ის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის შესახებ ძირითად დაზარალებულ ჯგუფებში;
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს შიდსის პროგრამის UNAIDS, The Global Forum on MSM and HIV, UNDP, USAID, PEPFAR და the Bill & Melinda Gates Foundation-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო „სრულყოფილი აივ და სგგდ პროგრამები მამაკაცებისთვის, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან“
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), IRGT, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს შიდსის პროგრამის UNAIDS, USAID, PEPFAR, UCSF, JHBSP- ის მეირ შემუშავებული სახელმძღვანელო „სრულყოფილი აივ და სსგდ პროგრამების განხორციელება ტრანსგენდერ პირებში“
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის კონსოლიდირებული გაიდლაინი აივ-ის, ვირუსული ჰეპატიტისა და სგგი-ის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის შესახებ საკვანძო პოპულაციებში.

პროექტის ამოცანები

წინამდებარე მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები

მოდული 1: პრევენცია

ინტერვენცია 1: ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული ინტერვენცია მსმ-ებისთვის

ამოცანა 1. სამიზნე პოპულაციის უზრუნველყოფა ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული აივ-პრევენციული მომსახურებების პაკეტით, რაც მოიცავს:

1.1. კონდომებისა და ლუბრიკანტების დისტრიბუცია მსმ-ს შორის, და მათი პარტნიორებისთვის. აქტივობის ფარგლებში გათვალისწინებულია მინიმალური პაკეტით მოცვა, რაც განისაზღვრება როგორც: კონდომისა და ლუბრიკანტის მიწოდება და დამატებით აივ ინფექცია შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე მიმართული ქცევის შეცვლის ინტერვენცია, როგორიცაა პირისპირ ან ონლიან კონსულტაცია, საინფორმაციო მასალის მიწოდება და სხვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება თემის წევრებში აივ ინფექცია შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას.

1.2. სამიზნე პოპულაციაში აივ ვექტორ ტესტირებისა და თანასწორზე დაფუძნებული ინტერვენციის განხორციელება რესურს ცენტრების ბაზაზე აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების ვექტორული მომსახურებისა და თანასწორზე დაფუძნებული ინტერვენციის განხორციელბა რესურს ცენტრის ბენეფიციარებისთვის. ინტერვენციის ფარგლებში სამიზნე რისკის ქცევის მქონე პოპულაციაში აივ-პრევენციული აუთრიჩისა და მათ აივ-ტესტირებაზე მოზიდვისთვის სამიზნე შეადგენს 100 ბენეფიციარს.

1.3. კოინფექციების და თანმხლები დაავადებების (მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების) და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული სამედიცინო კონსულტირებების უზრუნველყოფა. მიმწოდებელმა თემის წარმომადგენლებისთვის უნდა უზრუნველყოს ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციაზე (თემის საჭიროებებიდან გამომდინარე). თვეში საშუალოდ 20 კონსულტაცია.

1.4. სოციალური თანხლება და შემთხვევის მართვა თემის წევრებისთის აივ-პრევენციული,სამკურნალო და იურიდიული მომსახურეების მიწოდების მიზნით. თვეში საშუალოდ 10 შემთხვევის მართვა.

1.5. თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება - აივ ინფექცია/შიდსთან დაკაავშირებული საგანმანთლებლო ინფორმაციის გავრცელება მსმ თემში პოპულარული მედია საიტემბის და ტექნოლოგიების გამოყენებით და აივ ინფექცია/შიდსის მომსახურებების პოპულარიზება და მიმართვიანობის გაზრდის ხელშეწყობა.

1.6. თემატური საინფორმაციო მასალების მომზადება (დიზაინი/ტესტირება) და გავრცელება - თემის წარმომადგენელთა საჭიროებების შესაბამისი აივ ინფექცია/შიდსთან ასოცირებული საინფორმაციო/საგანმანათლებლო მასალების მომზადება და მათი ტესტირება ფოკუს ჯგუფის დისკუსიების სახით თემის წევრებთან. შემსყიდველის მიერ დაბეჭდილი მასალების თემში გავრცელების უზრუნველყოფა. უნდა მომზადდეს და გავრცელდეს სულ მცირე ოთხი ტიპის საინფორმაციო მასალა (მათ შორის ერთი აივ ინფიცირებული თემის მკურნალობაში ჩართვისა და დამყოლობის დაკითხებზე) , მასალის შინაარსი და ვიზუალი/დიზაინი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

1.7 საინფორმაციო/საგანმანათლებლო პრევენციული შეხვედრების ორგანიზება - აივ ინფექცია შიდსთან დაკავშირებულ საკითხების, პრევენციული მესიჯების გავრცელებისა და აივ ტესტირებაზე დაინტერესების გაზრდის მიზნით სხვადასხვა შეხვედრების ორგანიზება, სულ 6 ასეთი შეხვედრა. შესაძლებელია დისტანციური შეხვედრების ორგანიზება - აღნიშნული უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. შეხვედრებზე მონაწილეთა პროგნოზული რაოდენობა წლის განმავლობაში 250 – 300.

1.8 თანასწორთა განათლების ინტერვენცია - აივ ინფექცია შიდსისა და სგგი ინფექციების პრევენციის საკითხებზე თანასწორთა მიერ თანასწორებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სერვისებზე გადამისამართება; თანასწორ ლიდერთა მომზადება და მხარდაჭერა, სულ მცირე 100 პირის მონაწილეობით

1.9 აივ დადებითი მსმ პირების არვ მკურნალობაზე დამყოლობის კონსულტირება და მონიტორინგი - აივ დადებითი მსმ სათემო ორგანიზაცი(ებ)ის საოციალური მუშაკი კონსულტაციას და მონიტორინგს უწევს აივ დადებითი თემის წევრებს არვ მკურნალობის პროცესში. საჭიროების შემთხვევაში ჩართულია თანხლების პროცესში შიდსის ცენტრსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ურთიერთობისას.

ამოცანა 2. სპეციალური პროგრამები ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებელ მსმ პირებისთვის.

2.1. ქიმსექსის (ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება სქესობრივ კონტექსტში) პრაქტიკის მქონე მსმ პირების აუთრიჩი (ონალაინ და ველზე), მათი მობილიზება, უსაფრთხო ქცევის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, ტესტირების შესაძლებლობის შესახებ ინფმორმირება, კერძოდ აივ ინფექციასა და სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (სიფილისი, ვირუსული ჰეპატიტები (B და C)). ინტერვენციის ფარგლებში შესაძლებელია მცირე სამედიცინო სახარჯი მასალების შესყიდვა ბენეფიციარების საჭიროებიდან გამომდინარე, აღნიშნულის სია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

ამოცანა 3. პროგრამის მართვის ხელშეწყობა:
• ცენტრების ფუნქციონირების მონიტორინგი - რეგიონული რესურს ცენტრების საქმიანობის მონიტორინგის უზრუნველყოფა, ხელშეკრულების პერიოდში სულ მცირე ორი ცენტრის;
• ბენეფიციართა მომსახურების ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა - რესურს ცენტრის ბაზაზე განხორციელებული აქტივობების ფარგლებში მოცული ბენეფიციარების მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული პროგრამების ერთიანი ელექტრონული ბაზის გამოყენებით.

პროგრამის შეფასების ინდიკატორები

პროექტის ფარგლებში ანგარიშგება იწარმოებს 2 ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით: კერძოდ:
• მინიმალური/საბაზისო პრევენციული პაკეტით მოცული მსმ -- აღნიშნული ინდიკატორი არის კუმულაციური და ითვლება უნიკალური მოცვა კუმულაციურად სრულ პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).
• აივ-ზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირებული მსმ -- აღნიშნული ინდიკატორი არის კუმულაციური და ითვლება უნიკალური მოცვა კუმულაციურად პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ინდიკატორზე ანგარიშგებისას უნდა მოხდეს გამიჯვნა სისხლის ტესტით და ნერწყვის თვითტესტით ჩატარებული კვლევების მიხედვით

სავარაუდო სამიზნე 2024 წლის 2024 წლის იანვარი - დეკემბერი
მინიმალური/საბაზისო პრევენციული პაკეტით მოცული მსმ 5090
აივ-ზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირებული მსმ 4160

დისაგრეგაცია მონაცემების უნდა მოხდეს ასაკის მიხედვით (<25 წელზე და => 25 წელზე)

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფარვა:
 რესურს-ცენტრების ფართის ქირა;
 პერსონალის ანაზღაურება;
 კომუნალური და საოფისე ხარჯები;
 ოფისის მოვლასა და შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები;
 სამივლინებო ხარჯები;
 სამედიცინო სახარჯი მასალისა და მცირე ღირებულების მოხმარების ინვენტარის შესყიდვა;
 ტრენინგისა და შეკრებების ხარჯები;
 საინფორმაციო მასალების მომზადების და ბეჭდვის ხარჯები;
 საკომუნიკაციო ხარჯები;
 სამედიცინო და ფსიქოლოგიური, ასევე იურიდიული კონსულტაციებისა და შემთხვევების მართვის ხარჯები
 სამედიცინო ნარჩენების მართვა
 თემის წარმომადგენელთა და თანასწორ განმანათლებლების ხარჯები.

პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს
შემსყიდველის მიერ მსმ თემში ქცევის შეცვლაზე მიმართული ინტერვენციის ფარგლებში ანაზღაურების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებული იქნება შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურების მექანიზმი. კერძოდ, აღნიშნულ ინტერვენციაში მომსახურების საერთო ღირებულების 10% (გარდა ბენეფიციარების ინფორმირება/მოზიდვაზე მიმართული აქტივობების ბიუჯეტისა) განფასებული იქნება ერთ საბიუჯეტო ხაზად შედეგზე დაფუძნებული ინტერვენციის (RBF) კომპონენტის მიზნებისთვის. აღნიშნული კომპონენტისთვის საანგარიშგებო ინდიკატორები მხარეებს შორის შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შესაბამისი პროტოკოლის (რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორებისა და ერთეული ღირებულებების) შეთანხმების საფუძველზე.

პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
მონაცემთა აღრიცხვა და ანგარიშგება

გარდა აივ ინფექციისა, მიმწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს თემის წევრების ტესტირება С ვირუსულ ჰეპატიტზე სწრაფი მარტივი ტესტების გამოყენებით. ტესტირების შედეგად ანტისხეულების ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში ბენეფიციარი უნდა იყოს რეფერირებული

მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოფს პროგრამული ინდიკატორების, მათ შორის პრევენციული პაკეტით მოცვის მონაცემების, აივ-ზე, B და C ჰეპატიტებსა და სიფილისზე როგორც სკრინინგის ისე კონფირმაციის დადებითი შედეგების, ტუბერკულოზზე კითხვარის საშუალებით სკრინინგის შედეგების სრულად შეტანა აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონულ სისტემაში და ბაზის საფუძველზე შემსყიდველისთვის ინდიკატორებზე ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი ფორმით.

პროგრამის განხორციელების მნიშვნელოვანი პირობაა ბენეფიციარების ანონიმურად მომსახურება, თითოეულ ბენეფიციარზე უნდა შედგეს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი შემსყიდველთან შეთანხმებული პროცედურების შესაბამისად. პროგრამის ფარგლებში კლიენტის მომსახურება უნდა იყოს დამყარებული მეგობრობის, თანასწორობის და კონფიდენციალობის დაცვის პრინციპებზე.

მიმწოდებელი ვალდებულია პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაოს პროგრამული ინფორმაციის რეგისტრაცია, შეგროვება და ანალიზი განახორციელოს „აივ ინფექცია / შიდსის პრევენციული სერვისების ერთიან ელექტრონული სისტემაში შემსყიდველთან შეთანხმებული ვადებისა და პირობების გათვალიწინებით.

ასევე, დისტანციური ონლაინ მომსახურების შემთხვევაში შესაბამისი ოქმები უნდა იყოს რეგულარულად წარმოებული თითოეულ ბენეფიციარზე.

მონიტორინგის სქემა:

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეული სერვის ცენტრის ადგილზე მონიტორინგი სულ ცოტა კვარტალში ერთხელ (ეპიდსიტუაციის შესაბამისად შესაძლებელია დისტანციური მონიტორინგი შემსყიდველთან შეთანხმებით); გარდა ამისა, ყოველთვიური საქმიანობის შეფასება უნდა მოხდეს სერვის ცენტრებიდან მიღებული ანგარიშებისა და ინდიკატორების მონაცემების ანალიზის საფუძველზე. ასევე, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების ხარისხზე მონიტორინგის უზრუნველყოფის გეგმა და მეთოდოლოგია.

* შენიშვნა:
ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მსმ** - მომსახურების ანაზღაურება მოხდება შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აივ თვით-ტესტები მოწოდებული იქნება გლობალური ფონდის შიდსის პროგრამის ფარგლებში. ინდიკატორზე ანგარიშგების დროს უნდა იყოს დისაგრეგაცია/გამიჯვნა რამდენი მსმ იყო ტესტირებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიწოდებული ტესტით და რამდენი გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული თვით-ტესტით.

ასევე, ინდიკატორის შესრულების ინფორმაციის წარმოდგენისას მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს გამიჯვნა მიგრანტებისთვის მიწოდებული მომსახურების შესახებ.

სრული და დეტალური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკურ დავალებაში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების განხორციელების გამოცდილება;

2. სახელმწიფო და/ან საერთაშორისო ორგანიზაციებს მიერ დაფინანსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების გამოცდილება;

3. ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია უნდა წარმოადგენდეს სათემო ორგანიზაციას და ჰქონდს წვდომა ლგბტ თემზე, განსაკუთრებით კი მსმ პოპულაციაზე;

4. პრეტენდენტმა პროექტის ფარგლებში სახარჯი მასალის და აღჭურვილობის, დასაწყობების, საწყობის მართვისთვის (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ტემპერატურის მონიტორინგის საშუალებებით), უნდა იხელმძღვანელოს დონორის მიერ გათვალისინებული პირობების შესაბამისად: https://www.theglobalfund.org/media/5873/psm_procurementsupplymanagement_guidelines_en.pdf;

5. სათემო ორგანიზაციის ბაზაზე სამედიცინო მოსახურების მიწოდების შემთხვევაში ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს კანონდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტურად.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

-პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (მენეჯერი, კოორდინატორი, საველე მუშაკი, ონლაინ კონსულტანტი, სოციალური მუშაკი, სამედიცინო პერსონალი, ფსიქოლოგი, იურისტი) ,უნდა ჰქონდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება;
-პროექტის ფარგლებში მოწვეულ სამედიცინო პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია დადასტურებული დოკუმენტურად (დიპლომი, სერთიფიკატი).

ზემოაღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტისის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად.

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4-ის (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად) შევსებული ფორმა.
ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 2400 ლიტრის მოცულობით წლის განმავლობაში.რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N9 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.4 for a physical entit

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru