სასწავლო კურსი #1 - ,,ადამიანური რესურსების მართვა”
სწავლების ხანგრძლივობა: 15 საკონტაქტო საათი 4 დღის განმავლობაში.
1.1. კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს ადამიანური რესურსების
მართვა, გაუღრმავოს ცოდნა ორგანიზაციის განვითარების, პერსონალის
მოზიდვის, პროფესიული განვითარების, თანამშრომელთა შერჩევის,
შეფასების, განვითარების შესახებ, რათა მათ უკეთესად შეძლონ
მუნიციპალიტეტისთვის პროფესიონალი საჯარო მოხელეების მოზიდვა და
მუნიციპალიტეტის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა.
1.2. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
თემა 1 - ადამიანური რესურსების მართვა; სამუშაოს ანალიზი;
ორგანიზაციული სტრუქტურა და ორგანიზაციული განვითარება; პერსონალის
მოზიდვა და შერჩევა;
თემა 2 - შესრულებული სამუშაოს შეფასება; პროფესიული განვითარება;
მოტივაციის სისტემები; სოციალიზაცია და ორგანიზაციიდან გასვლა;
შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი რეგულაცია;
თემა 3 - სამუშაოს ანალიზის მეთოდები; სამუშაოს აღწერილობის სტრუქტურა;
კომპეტენციები; ეფექტიანი სამუშაოს აღწერილობის შექმნის პრინციპები;
სამუშაოს აღწერილობის შედგენა.
თემა 4 - თანამშრომლის შერჩევის პროცესი-სამუშაოს ფუნქციების
განსაზღვრა,
ძირითადი და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა;
ვაკანსიის
განაცხადის შექმნა; კონკურსის ეტაპები; კონკურსის მონაწილეთა
შეფასება; სამსახურში
მიღება; გამოსაცდელი ვადა.
1.3. სასწავლო აქტივობისთვის საათობრივი განაწილება და ხანგრძლივობა:
1) პრაქტიკული მეცადინეობისათვის გამოყოფილი დრო უნდა შეადგენდეს
მთლიანად მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის არა ნაკლებ 35 %-ს;
2) სწავლება ჩატარდება საკლასო ფორმატით. დღის განმავლობაში სასწავლო
საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
1.4. სწავლების მეთოდები:
1) პრეზენტაცია;
2) დისკუსია/დებატები;
3) ჯგუფური (collaborative) მუშაობა;
4) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
5) შემთხვევების შესწავლა (Case study);
6) ხანმოკლე ინტერაქტიული ლექცია შესაბამისი თვალსაჩინო მასალითა და
კითხვა-
პასუხით;
7) სასწავლო მაგალითის გარჩევა და დისკუსია ადგილობრივი ეკონომიკური
განვითარების პროექტებისა და პროგრამის თემაზე;
8) ინდივიდუალური სავარჯიშოები და სავარჯიშოები წყვილებში სამუშაოდ.
სასწავლო კურსი № 2 _ ,,საზოგადოებასთან ურთიერთობა“
სწავლების ხანგრძლივობა: 12 საკონტაქტო საათი, 3 დღის განმავლობაში.
2.1. კურსის მიზანია გაუღრმავოს მსმენელებს ცოდნა PR-ის სტრატეგიის
ძირითადი კომპონენტების შესახებ, აგრეთვე შეასწავლოს ეფექტური
კომუნიკაციის მართვა, რათა შეძლონ წარმატებული PR-ის სტრატეგიის
განხორციელება.
2.2. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
თემა 1 _ PR-ის სტრატეგიის ძირითადი კომპონენტები; PR კამპანიის შემადგენელი
ნაწილები; ერთიანი PR მიმართულების ჩამოყალიბება; მედიაკომუნიკაციების
ძირითადი პარამეტრები;
თემა 2 _ იმიჯის შექმნის ძირითადი ასპექტები; ეფექტური კომუნიკაციის
მართვა, დარწმუნების ხელოვნება, წარმატების ფსიქოლოგია, ადამიანის
ტიპები,
თემა 3 _ შიდა კორპორაციული კომუნიკაცია; სტრატეგიული კომუნიკაციები და
საზოგადოებასთან ურთიერთობა; ფოტოგრაფია
თეორიული მეცადინეობისა და პრაქტიკული სამუშაოს შეფარდება.
2.3. სასწავლო აქტივობისთვის საათობრივი განაწილება და ხანგრძლივობა:
1) პრაქტიკული მეცადინეობისათვის გამოყოფილი დრო უნდა შეადგენდეს
მთლიანად მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის არა ნაკლებ 35 %-ს;
2) სწავლება ჩატარდება საკლასო ფორმატით. დღის განმავლობაში სასწავლო
საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
2.4. სწავლების მეთოდები:
1) პრეზენტაცია;
2) დისკუსია/დებატები;
3) ჯგუფური (collaborative) მუშაობა;
4) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
5) შემთხვევების შესწავლა (Case study);
6)ხანმოკლე ინტერაქტიული ლექცია შესაბამისი თვალსაჩინო მასალითა და
კითხვა-პასუხით;
7)სასწავლო მაგალითის გარჩევა და დისკუსია ადგილობრივი ეკონომიკური
განვითარების პროექტებისა და პროგრამის თემაზე;
8)ინდივიდუალური სავარჯიშოები და სავარჯიშოები წყვილებში სამუშაოდ
სასწავლო კურსი # 3 - ,,აუდიტი“
სწავლების ხანგრძლივობა: 12 საკონტაქტო საათი 3 დღის განმავლობაში.
3.1. კურსის მიზანია მსმენელებს გაუღრმავოს ცოდნა აუდიტის, შიდა აუდიტის,
ეფექტიანობის აუდიტის შესახებ.
3.2. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
თემა 1 - აუდიტი,
თემა 2 - შიდა აუდიტი,
თემა 3 - AMS (ეფექტიანობის აუდიტი)
3.3. სასწავლო აქტივობისთვის საათობრივი განაწილება და ხანგრძლივობა:
1) პრაქტიკული მეცადინეობისათვის გამოყოფილი დრო უნდა შეადგენდეს
მთლიანად მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის არა ნაკლებ 35 %-ს;
2) სწავლება ჩატარდება საკლასო ფორმატით. დღის განმავლობაში სასწავლო
საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
3.4. სწავლების მეთოდები:
1) პრეზენტაცია;
2) დისკუსია/დებატები;
3) ჯგუფური (collaborative) მუშაობა;
4) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
5) შემთხვევების შესწავლა (Case study);
6) ხანმოკლე ინტერაქტიული ლექცია შესაბამისი თვალსაჩინო მასალითა და
კითხვა-პასუხით;
7) სასწავლო მაგალითის გარჩევა და დისკუსია ადგილობრივი ეკონომიკური
განვითარების პროექტებისა და პროგრამის თემაზე;
8) ინდივიდუალური სავარჯიშოები და სავარჯიშოები წყვილებში სამუშაოდ
სასწავლო კურსი #4 - ,,ინფრასტრუქტურა, მშენებლობა, არქიტექტურა, სივრცითი
მოწყობა“
სწავლების ხანგრძლივობა: 12-15 საკონტაქტო საათი 3 დღის განმავლობაში.
4.1კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს სამშენებლო სამუშაოების
ხარჯთაღრიცხვა, ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური
ზედამზედველობა და მართვა, გაუღრმავოს ცოდნა სამშენებლო სამართლის
სიახლეების შესახებ, რათა მათ უკეთესად შეძლონ მათ მუნიციპალიტეტის
წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრა.
4.2.სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
თემა 1 - სამშენებლო სამუშოების ხარჯთაღრიცხვა;
თემა 2 - ქუჩების და გზების დაპროექტება;
თემა 3 - ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა;
ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა;
თემა 4 - სამშენებლო საქმე; სამშენებლო სამართალი.
4.3.სასწავლო აქტივობისთვის საათობრივი განაწილება და ხანგრძლივობა:
1) პრაქტიკული მეცადინეობისათვის გამოყოფილი დრო უნდა შეადგენდეს
მთლიანად მეცადინეობისთვის გამოყოფილი დროის არა ნაკლებ 35 %-ს;
2) სწავლება ჩატარდება საკლასო ფორმატით. დღის განმავლობაში სასწავლო
საათების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 საათს.
4.4. სწავლების მეთოდები:
5) პრეზენტაცია;
6) დისკუსია/დებატები;
7) ჯგუფური (collaborative) მუშაობა;
8) პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL);
5) შემთხვევების შესწავლა (Case study);
6) ხანმოკლე ინტერაქტიული ლექცია შესაბამისი თვალსაჩინო მასალითა და
კითხვა-
პასუხით;
7) სასწავლო მაგალითის გარჩევა და დისკუსია ადგილობრივი ეკონომიკური
განვითარების პროექტებისა და პროგრამის თემაზე;
8) ინდივიდუალური სავარჯიშოები და სავარჯიშოები წყვილებში სამუშაოდ
მიმწოდებელმა ტრენინგის ორგანიზება და ჩატარება უნდა უზრუნველყოს
სამუშაო დღეებში ZOOM-ის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, მიმწოდებლის მიერ
შემოთავაზებული და შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის
შესაბამისად, თითოეული ტრენინგის ხანგრძლივობაა დღეში არაუმეტეს 4
საათი. სატრენინგო მომსახურების დასრულების ვადად განისაზღვრება
არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბერი.
ტრენინგის ჩატარების თარიღის ცვლილების შესახებ ინფორმაცია
მიმწოდებელს უნდა ეცნობოს 15 სამუშაო დღით ადრე.
ერთ ჯგუფში დამსწრეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 მსმენელს. სულ
ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა შეძლოს 8 მონაწილის
მიღება.
სატრენინგო პროცესი უნდა მოიცავდეს როგორც თეორიულ და პრაქტიკულ
მეცადინეობას, ასევე, შესაბამის სასწავლო მასალას. სასწავლო მასალა
ტრენინგის მსვლელობის დროს თითოეული მონაწილისთვის მიწოდებული უნდა
იქნას ელექტრონული ფორმით.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა
უზრუნველყოს მონაწილეთათვის სერთიფიკატების გადაცემა, შემსყიდველის
სახელით.
პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მიზნით, ტენდერში
გამარჯვებულმა პრეტენდეტმა უნდა უზრუნველყოს ტესტირების პროცესის
წარმართვა და ტესტების შედეგების მიწოდება.
ტრენინგის პროცესის, ასევე, შედეგებისა და ტრენინგზე დასწავლილი
უნარების ტრანსფერის შეფასების მიზნით, უნდა განხორციელდეს ტრენინგის
შინაარსის მონაწილეთა რეალურ სამუშაო შინაარსთან კავშირის
უზრუნველყოფა და მონაწილეების მიერ რეალური სიტუაციის
გამკლავებისათვის აუცილებელი გამოცდილების შეძენის უზრუნველყოფა.
შეფასების მეთოდებიდან გამოყენებული უნდა იყოს: უკუკავშირის კითხვარი
(ტრენინგის მონაწილეთა რეაქციები, რამდენად მოსწონთ პროგრამა, როგორია
მათი შეფასება და ა.შ.).
თითოეული ტრენინგის დასრულების შემდგომ სერვისის მიმწოდებელმა უნდა
წარმოადგინოს ტრენინგის შემაჯამებელი ანგარიში, რომელიც მოიცავს
ინფორმაციას სასწავლო თემებისა და მეთოდების გამოყენების, მონაწილეთა
ჩართულობის, აგრეთვე ტრენინგის ჩატარებასთან დაკავშირებული
ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების
შესახებ