Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Медицинские услуги (Грузия - Тендер #48111870)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL "L. Sakvarelidze Desease Control and Public Health Service Centre"
Номер конкурса: 48111870
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 896 900


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022751
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 17:05
Начало приема предложения 10.12.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2023 12:00
Предполагаемая цена закупки 896`900.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 85100000-Медицинские услуги
Коды классификатора
  • 85100000 - Медицинские услуги
Срок подачи მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
„საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის "აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) პროექტის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა.

Purchaser - LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health
Financing - Funds for 2024
Bids accepted from - 10.12.2023 00:00
Deadline for bid submission - 15.12.2023 12:00
Estimated cost of purchase – 896`900.00 GEL
Bid must be submitted - Without V.A.T
Classifier (CPV) code and Classification Unit - 85100000 – Health services;
Supply Period – 01.01.2024 – 31.12.2024
Bid reduction step - 3`590.00 GEL
Guarantee amount – 8`969 GEL
Guarantee validity period - 160 days
Additional information – Community health services – "Strengthening of National HIV/AIDS and Tuberculosis Prevention, Treatment, Care and Support Systems in Georgia"(GEO-С-NCD, Project, Project HIV prevention services among MSM and FSWs in Georgia” founded by the Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria” of LEPL "L. Sakvarelidze National Center for Disease Control and Public Health“.





Количество и объём закупок იხ. ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 3`590.00 GEL
Размер гарантии 8`969 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna kapanadze :: 02.11.2023 14:25
  • Последнее исправление: khatuna kapanadze :: 14.11.2023 17:05
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541603&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) პროექტის ფარგლებში მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) მიერ დაფინანსებული „საქართველოში აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ეროვნული სისტემების გაძლიერება“ (GEO-С-NCDC) პროგრამის ფარგლებში აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები, მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან) მომსახურება.

„მომსახურების“ გაწევის პერიოდი: ხელშეკრულების გაფორმებიდან 12თვე, 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის მიზანი

პროექტი მიმართულია სგგი/აივ/შიდსის მხრივ რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების წარმომადგენელთა ინფორმირება/კონსულტირებაზე, სარისკო ქცევების შემცირებასა და მათთვის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი სამედიცინო კონსულტაციისა და მომსახურების მიწოდებაზე.

წარმოდგენილი პროექტი “აივ პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში (კომერციული სექს-მუშაკი ქალები და მამაკაცებში, რომელთაც სექსი აქვს მამაკაცებთან)“ მიზნად ისახავს აივ ინფექცია/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციას საქართველოს ხუთ ქალაქში: საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, აჭარის რეგიონი – ქ. ბათუმი, სამეგრელოს რეგიონი – ქ. ზუგდიდი, იმერეთის რეგიონი – ქ. ქუთაისი, კახეთის რაიონი – ქ. თელავი.
მომსახურების მიწოდება უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის საერთაშორისო გაიდლაინებს, კერძოდ:

• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსოლიდირებული გაიდლაინი აივ-ის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის შესახებ ძირითად დაზარალებულ ჯგუფებში;
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს შიდსის პროგრამის UNAIDS, The Global Forum on MSM and HIV, UNDP, USAID, PEPFAR და the Bill & Melinda Gates Foundation-ის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო „სრულყოფილი აივ და სგგდ პროგრამები მამაკაცებისთვის, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან“
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), IRGT, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), გაეროს შიდსის პროგრამის UNAIDS, USAID, PEPFAR, UCSF, JHBSP- ის მეირ შემუშავებული სახელმძღვანელო „სრულყოფილი აივ და სსგდ პროგრამების განხორციელება ტრანსგენდერ პირებში“
• ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2022 წლის კონსოლიდირებული გაიდლაინი აივ-ის, ვირუსული ჰეპატიტისა და სგგი-ის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის შესახებ საკვანძო პოპულაციებში.

სამიზნე პოპულაცია:
• მამაკაცები რომელთაც სექსი აქვს მამაკაცებთან (მსმ)
• კომერციული სექს მუშაკი ქალები (კსმქ)
• ტრანსგენდერი პირები (მიმართვიანობის შემთხვევაში)

პროექტის ამოცანები

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

მოდული 1: კომპლექსური პრევენციული პროგრამები

ინტერვენცია 1: ქცევის შეცვლაზე მიმართული ღონისძიებები

რისკ- ჯგუფი: მსმ

ამოცანა 1. მსმ-ებში ქცევის შეცვლაზე მიმართული ღონისძიებების განზორციელება
1.1. მსმ-ების მინიმალური პაკეტით მოცვა, რაც განისაზღვრება როგორც: კონდომისა და ლუბრიკანტის მიწოდება და დამატებით აივ ინფექცია შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე მიმართული ქცევის შეცვლის ინტერვენცია, როგორიცაა პირისპირ ან ონლიან კონსულტაცია, საინფორმაციო მასალის მიწოდება და სხვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება თემის წევრებში აივ ინფექცია შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას.

1.2. მსმ პოპულაციაში აივ ვექტორ ტესტირება და თანასწორზე დაფუძნებული ინტერვენცია.
ინტერვენციის ფარგლებში დაგეგმილია აივ ახალი შემთხვევების აქტიური გამოვლენა (პოტენციური აივ პოზიტიური თემის წევრების მოზიდვა აივ ინფექციაზე ტესტირებისთვის თანასწორთა მიერ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, მათ შორის ვექტორული ტესტირება ცნობილი აივ პოზიტიური პირების მიერ მათი პარტნიორების ტესტირებით მოცვის მიზნით) და ასევე რესურს ცენტრის ბენეფიციარების მიერ სამიზნე რისკის ქცევის მქონე პოპულაციაში აივ-პრევენციული აუთრიჩისა და მათ აივ-ტესტირებაზე მოზიდვისთვის გზით. გათვალისწინებულია 200 მაღალი რისკის ახალი ბენეფიციარის მოზდვა.

1.3. მსმ-ებისათვის (ტრანსგედნერი პირები მიმართვიანობის შემთხვევაში) და მათი პარტნიორებისათვის აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების უზრუნველყოფა აივ თვითტესტების საშუალებით;

1.4. მსმ-ების (მიმართვიანობის შემთხვევაში ტრანსგენდერი პირების) სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე სინდრომული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით;

1.5. მსმ-ის (მიმართვიანობის შემთხვევაში ტრანსგენდერი პირების) შემთხვევის მართვა, და საჭიროების შემთხვევაში სოციალური თანხლება სოციალური მუშაკების მიერ; თვეში საშუალოდ 10 შემთხვევა
1.6. მსმ-ის (მიმართვიანობის შემთხვევაში ტრანსგენდერი პირების) სამედიცინო-ფსიქოლოგიური და იურიდიული მხარდაჭერა შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. სამედიცინო/სოციალური/ფსიქოლოგიური მომსახურებისათვის, თვეში საშუალოდ 15 კონსულტაცია.

ამოცანა 2. მსმ პოპულაციის ინფორმირებულობის ამაღლება

2.1. პრეპ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის პროგრამის შესახებ ბენეფიციარების ინფორმირება;
2.2. პეპ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის პროგრამის შესახებ ბენეფიციარების ინფორმირება;
2.3. რისკის შემცირების კონსულტაცია რაც მოიცავს, უსაფრთხო სექსის, ნარკო -დამოკიდებულებას, ძალადობის, ქიმ-სექსის პრევენციის კონსულატციებს.
2.4. მსმ თემის წევრების აივ პრევენციის საკითხებზე ინფორმირების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება/ორგანიზებულ ღონისძიებებში აივ პრევენციისა და ტესტირების ინტერვენციის ინტეგრირება (საინფორმაციო-საკომუნიკაციო სათემო ღონისძიებები, 6 ასეთი ღონისძიება); ღონისძიების ფარგლებში სულ 400 ბენეფიციარის მოცვა თბილისში 4 ღონისძიების ფარგლებში (თითოეული ღონისძიებაზე 100 ბენეფიციარის მოცვა); 200 მსმ-ის მოცვა ქ. ბათუმში 2 ღონისძიების ფარგლებში (თითოეული ღონისძიებაზე 100 ბენეფიციარის მოცვა); ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებული შეიძლება იყოს ღონისძიების საორგანიზაციო და დასწრების (მგზავრობა და საცხოვრებელი, დასწრების საფასური) ხარჯები ორგანიზაციის თანამშრომელბისთვის.

ამოცანა 3: მსმ-ების პროგრამის მართვის ხელშეწყობა :
3.1. საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო ცენტრების ფუნქციონირების მონიტორინგი და სუპერვიზია, მათ შორის ონლაინ რეჟიმში;
3.2 ბენეფიციართა მომსახურების ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა - რესურს ცენტრის ბაზაზე განხორციელებული აქტივობების ფარგლებში მოცული ბენეფიციარების მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული პროგრამების ერთიანი ელექტრონული ბაზის გამოყენებით.

რისკ- ჯგუფი: კსმქ

ამოცანა 4. კსმ ქალების ქცევის შეცვლაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება

4.1 კსმქ -ების მინიმალური პაკეტით მოცვა, რაც განისაზღვრება როგორც: კონდომისა და ლუბრიკანტის მიწოდება და დამატებით აივ ინფექცია შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციაზე მიმართული ქცევის შეცვლის ინტერვენცია, როგორიცაა პირისპირ ან ონლიან კონსულტაცია, საინფორმაციო მასალის მიწოდება და სხვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება თემის წევრებში აივ ინფექცია შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენციას. რესურ-ცენტრების ქალაქების მიღმა ინტერვენციის განხორციელება უნდა მოხდეს მობილური ბრიგადების/გუნდების მიერ (აუთრიჩ მუშაკი, მედდა, მძღოლი ან აუთრიჩ მუშაკი, მძღოლი)

4.2. კსმ ქალების აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების უზრუნველყოფა აივ თვითტესტების საშუალებით; კსმ ქალებში აივ თვითტესტირების ონლაინ პლატფორმის selftest.ge-ის შესახებ ინფორმაციის გავრცელება.

4.3. კსმ ქალების სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე სინდრომული შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით ;

4.4. კსმქ თანასწორზე დაფუძნებული ინტერვენცია. რესურს ცენტრის ბენეფიციარების მიერ სხვა ბენეფიციარების მოზიდვის ინტერვენცია სამიზნე რისკის ქცევის მქონე პოპულაციაში აივ-პრევენციული აუთრიჩისა და მათ აივ-ტესტირების გაფართოების მიზნით.

4.5. კსმქ ქალების საჭიროების შემთხვევაში სოციალური თანხლება სოციალური მუშაკების მიერ; შემთხვევის მართვა თვეში საშუალოდ 15 შემთხვევა.

4.6. კსმქ ქალების საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო-ფსიქოლოგიური მხარდაჭერა შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით. სამედიცინო/სოციალური/ფსიქოლოგიური მომსახურებისათვის თვეში საშუალოდ 15 კონსულტაცია.

ამოცანა 5. კსმქ-ების ინფორმირებულობის ამაღლება

5.1. პრეპ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის პროგრამის შესახებ ბენეფიციარების ინფორმირება;
5.2 პეპ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის პროგრამის შესახებ ბენეფიციარების ინფორმირება;
5.3 რისკის შემცირების კონსულტაცია რაც მოიცავს, უსაფრთხო სექსის, ნარკო და ალკოჰოლ დამოკიდებულებას, ძალადობის, ქიმ-სექსის პრევენციის კონსულატციებს.

ამოცანა6: კსმ ქალების პროგრამის მართვის ხელშეწყობა :
6.1. საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო ცენტრების ფუნქციონირების მონიტორინგი და სუპერვიზია, მათ შორის ონლაინ რეჟიმში;
6.2 ბენეფიციართა მომსახურების ელექტრონული ბაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა - რესურს ცენტრის ბაზაზე განხორციელებული აქტივობების ფარგლებში მოცული ბენეფიციარების მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოება აივ ინფექცია/შიდსის პრევენციული პროგრამების ერთიანი ელექტრონული ბაზის გამოყენებით.

პროგრამის შეფასების ინდიკატორები

პროექტის ფარგლებში ანგარიშგება იწარმოებს 4 ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობით: კერძოდ:
• მინიმალური/საბაზისო პრევენციული პაკეტით მოცული მსმ -- აღნიშნული ინდიკატორი არის კუმულაციური და ითვლება უნიკალური მოცვა კუმულაციურად სრულ პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).
• მინიმალური/საბაზისო პრევენციული პაკეტით მოცული კსმქ -- აღნიშნული ინდიკატორი არის კუმულაციური და ითვლება უნიკალური მოცვა კუმულაციურად სრულ პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით).
• აივ-ზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირებული მსმ -- აღნიშნული ინდიკატორი არის კუმულაციური და ითვლება უნიკალური მოცვა კუმულაციურად პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ინდიკატორზე ანგარიშგებისას უნდა მოხდეს გამიჯვნა სისხლის ტესტით და ნერწყვის თვითტესტით ჩატარებული კვლევების მიხედვით
აივ-ზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირებული კსმქ -- აღნიშნული ინდიკატორი არის კუმულაციური და ითვლება უნიკალური მოცვა კუმულაციურად პერიოდზე (2024 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით). ინდიკატორზე ანგარიშგებისას უნდა მოხდეს გამიჯვნა სისხლის ტესტით და ნერწყვის თვითტესტით ჩატარებული კვლევების მიხედვით .

თვითტესტით ჩატარებული კვლევების მიხედვით

2024 წლის სავარაუდო სამიზნეები 2024 წლის იანვარი - დეკემბერი დისაგრეგაცია
მინიმალური/საბაზისო პრევენციული პაკეტით მოცული მსმ (ასევე ტრანსგენდერი პირები მომართვიანობის შემთხვევაში)* 5090 ასაკი
<25 და =>25
გენდერი: მსმ, ტრანს
მინიმალური/საბაზისო პრევენციული პაკეტით მოცული კსმქ 4745 ასაკი
<25 და =>25
ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება (მსმ და ტრანსგენდერი პირები)** 4160 ასაკი
<25 და =>25
აივ ანტისხეულზე ტესტირების შედეგი (დადებითი, უარყიფითი)
გენდერი: მსმ, ტრანს
ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება კსმქ 3250 ასაკი
<25 და =>25
აივ ანტისხეულზე ტესტირების შედეგი (დადებითი, უარყიფითი).

* შენიშვნა:

ქცევის შეცვლაზე მიმართული ღონისძიებები მსმ პოპულაციაში ინტერვენციის ბიუჯეტის განსაზღვრისას მომწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

*ხარჯის კატეგორია ადამიანური რესურსები ითვალისწინებს შემდეგ პოზიციებს: პროგრამის კოორდინატორი; მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი, სოციალური მუშაკი; აუთრიჩ მუშაკი (მათ შორის ონლაინ აუთრიჩ მუშაკი); შემთხვევის მართვის მენეჯერი, მობილური ამბულატორიის/ბრიგადის პერსონალი (გარდა ლაბორანტისა და ნკტ კონსულტანტისა);
**პროგრამის ბენეფიციარების ინფორმირება/მოზიდვასთან დაკავშირებული აქტივობები (როგორიცაა: შემთხვევის მართვა; სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა, შემთხვევების გამოვლენა/ვექტორ ტესტირება, თემის წარმომადგენელი ლიდერების, აივ დადებითი მსმ-ების და თანასწორ განმანათლებლების ხარჯი, ბენეფიციარების საინფორმაციო/საგანმანათლებლო/მობილიზაციის ხარჯი.

ასევე, შემსყიდველის მიერ მსმ თემში ქცევის შეცვლაზე მიმართული ინტერვენციის ფარგლებში ანაზღაურების ერთ-ერთ ფორმად გამოყენებული იქნება შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურების მექანიზმი. კერძოდ, აღნიშნულ ინტერვენციაში მომსახურების საერთო ღირებულების 10% (გარდა ბენეფიციარების ინფორმირება/მოზიდვაზე მიმართული აქტივობების ბიუჯეტისა) განფასებული უნდა იყოს ერთ საბიუჯეტო ხაზად შედეგზე დაფუძნებული ინტერვენციის (RBF) კომპონენტის მიზნებისთვის. აღნიშნული კომპონენტისთვის საანგარიშგებო ინდიკატორები მხარეებს შორის შეთანხმდება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შესაბამისი პროტოკოლის (რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორებისა და ერთეული ღირებულებების) შეთანხმების საფუძველზე.

სრული და დეტელური ინფორმაცია იხილეთ ტექნიკური დავალებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების განხორციელების საორიენტაციო ვადაა: 2024 წლის 01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება განხორციელდება 1.2. პუნქტში მითითებული ტექნიკური დავალების მიხედვით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1.მონაწილე ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს მსგავსი (ანალოგიური) მომსახურების განხორციელების გამოცდილება როგორც ცენტრალურ ისე რეგიონულ დონეებზე;

2. ტენდერში მონაწილე ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს წვდომა კსმქ და მსმ პირებზე (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი);

3. პროექტის ფარგლებში ლაბორატორიული რეაგენტების, სახარჯი მასალის და აღჭურვილობის, დასაწყობების, საწყობის მართვის და ლოგისტიკის გამოცდილება (ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, ტემპერატურის მონიტორინგის საშუალებებით). მომწოდებელმა ორგანიზაციამ უნდა იხელმძღვანელოს დონორის მიერ გათვალისწინებული პირობების შესაბამისად: https://www.theglobalfund.org/media/5873/psm_procurementsupplymanagement_guidelines_en.pdf.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გამოცდილების შესახებ ინფორმაცია, შევსებული თანდართული ცხრილის შესაბამისად, რომელიც უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

- იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (ცხრილი "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ").

- იმ შემთხვევაში თუ მსგავსი/ანალოგიური მომსახურების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია (ცხრილის "ინფორმაცია გამოცდილების შესახებ" შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი, რომელიც უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ძირითადი პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პროექტში დასაქმებულ ძირითად პერსონალს (მენეჯერი, კოორდინატორი, მონიტორინგის და შეფასების სპეციალისტი, სოციალური მუშაკი; აუთრიჩ მუშაკი (მათ შორის ონლაინ აუთრიჩ მუშაკი); შემთხვევის მართვის მენეჯერი, მობილური ამბულატორიის/სკუტერის პერსონალი) უნდა ჰქონდეს პროგრამის განხორციელების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
2. ინფორმაცია პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის და მათი გამოცდილების შესახებ_CV.
3. პროექტის ფარგლებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო საქმიანობას), უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საქმიანობის უფლება (სერთიფიკატი).

ზემოაღნიშნული ინფორმაციის დადასტურების მიზნით წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების გეგმა-გრაფიკი, თანდართული ცხრილის შესაბამისად:

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

სამედიცინო პერსონალის არსებობის შემთხვევაში (რომლებიც განახორციელებენ სამედიცინო საქმიანობას), უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საქმიანობის უფლება (სერთიფიკატი).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის მიმართ მოთხოვნები, არსებობის შემთხვევაში:

* ძირითადი პერსონალი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1-ის შესაბამისად;
** ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია 2.2.1 პუნქტების მოთხოვნის შესაბამისად, 1 ქვეპუნქტის მოთხოვნის გარდა.

ყველა ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისობის დადგენის მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტები.

2.9 other additional requirements

1.პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მომსახურების განხორციელების ტექნიკური აღწერა (მომსახურების განხორციელების მიდგომა და მეთოდოლოგია, დანართი 6) 1.2 პუნქტში ატვირთული ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. პრეტენდენტმა მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., სატენდერო წინადადება - ფასების ცხრილი, გეგმა გრაფიკი, ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ და ა.შ). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3.პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დანართი N4-ის (ინფორმაცია მომსახურების გასაწევად შესაძენი აქტივების შესახებ, რაოდენობის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდების და ვარგისიანობის ვადის მითითებით, რომლებიც შემდგომში შესაძლებელია დაკორექტირდეს რეალური ხარჯვის, ტექნიკური მახასიათებლების, მიწოდებისა და ვარგისიანობის ვადების შესაბამისად) შევსებული ფორმა.
ასევე, შემსყიდველი მიმწოდებელს უზრუნველყოფს საწვავით არაუმეტეს 9780 ლიტრის მოცულობით წლის განმავლობაში. რისთვისაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შევსებული დანართი N9 (პროექტის განხორციელებაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა და ინფორმაცია საწვავის საშუალო თვიური ლიმიტის შესახებ).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

რამდენადაც მომსახურება წარმოადგენს ინტელექტუალური მომსახურების ხასიათის შესყიდვას, ტენდერში პრეტენდენტს არ მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადექვატურობის დასაბუთება, იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 32-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე.

5.1.3 for an individual entrepreneur

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან) ან სარეგისტრაციო დოკუმენტი საჯაროს სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს, შემსყიდველი მოახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

14-11-2023 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

14-11-2023 Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений.

14-11-2023 Специальные одежда и аксессуары .

14-11-2023 Строительно-монтажные работы .

14-11-2023 Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги .

14-11-2023 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.





Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru