Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы (Грузия - Тендер #48111849)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 48111849
Дата публикации: 14-11-2023
Сумма контракта: 308 794


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022722
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2023 15:04
Начало приема предложения 25.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 28.11.2023 13:00
Предполагаемая цена закупки 308`794.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 31400000-Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы
Коды классификатора
  • 31400000 - Аккумуляторы (гальванические элементы) и первичные аккумуляторы
  • 31430000 - Аккумуляторы электрические
Срок подачи გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Дополнительная информация
უწყვეტი კვების წყაროს, ელემენტების და მისი ნაწილების (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა.
Количество и объём закупок გთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციაში.
Шаг снижения цены 1`250.00 GEL
Размер гарантии 3`088 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: giorgi giorgadze :: 25.10.2023 09:45
  • Последнее исправление: giorgi giorgadze :: 14.11.2023 15:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=540445&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

უწყვეტი კვების წყაროს, ელემენტების და მისი ნაწილების (თანმდევი მომსახურებით) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

პროექტის მიზანი
პროექტის მიზანია სს“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ დატაცენტებში დამონტაჟებულ UPS-ებში აკუმულატორების განახლება, UPS-ების გაძლიერება და არსებული PDU_ების გადაყვანა დისტანციურად მართვად PDU-ზე

დასაბუთება
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ 2016 წელს ააგო 3 დამოიკიდებელი დატაცენტრი, რომელშიც განთავსებულია კომპანიის სერვერული სისტემები, რომელსაც ესაჭიროება დისტნციური მართვა და უწყვეტი კვების წყაროები (UPS). კომპნიაში დანერგილ დატაცენტრებში გასაახლებელია UPS-ის სისტემები რომლებიც მუშაობენ 2016 წლიდან დღემდე (7 წლის მანძილზე), ექსპულატაციის პირობების მიხედვით უწყვეტი კვების წყაროს აკუმულატორები უზრუნველყოფენ სტაბილურ მუშოაბს მხოლოდ 5 წლის ვადით, შემდეგ ისინი ექვემდებარებიან შეცვლას, შესაბამისად გასაახლებელია ნაწილი UPS-ები და ნაწილი უწყვეტი კვების წყაროს აკუმულატორები. ასევე გასაახლებელია დატაცენტრებში დამონტაჟეუბლი კვების მოდულები PDU რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დისტანციურად აპარატურის ქსელიდან ჩართვას და გამორთვას. რადგან დატაცენტრები განთავსებულია გეოგრაფიულად დაშრებულ ადგილებში და მართვისთვის საჭიროა ერთი ცენტრალური წერტილიდან იყოს შესაძლებელი საჭიროების დროს აპარატურის გამორთვა და
ჩართვა.

სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლება
სსე აცხადებს ტენდერს არსებული ინფრასტრუქტურის განახლებაზე, უწყვეტი კვების წყაროების ვადაგასული აკუმულატორების შეცვლის მომსახურებაზე და მართვადი PDU-ების შეცვლაზე.
მიმდინარე სტატუსი
სსე-ს სამ დატაცენტრში დამონტაჟებულია სხვადასხვა მოდელის UPS-ები, და არამართვადი PDU-ები.
 2 ერთეული SE Galaxy 300 60kVA UPS
 4 ერთეული SE Galaxy 300 40kVA UPS
 10 ერთეული APC Rack PDU AP7553

თანმდევი მომსახურება:
* არსებული SE Galaxy 300 60kVA UPS უწყვეტი კვების წყაროს დაზიანებული აკუმულატორების შეცვლას, რომელიც თავსებადი იქნება არსებულ UPS_ებთან და არ გამოიწვევს დამონტაჟების დროს მწარმოებლის გარანტიის შეწყვეტას.

* უნდა შეიცვალოს 4 ერთეული SE Galaxy 300 40kVA UPS არანაკლებ 60kVA-ზე ამასობაში არ უნდა მოხდეს დატაცენტრის მუშოაბის შეწყვეტა დაუნდა მოხდეს არსეული აპარატურის გადაყვანა 40kVA-დან 60kVA-ზე გადაყვანა.

* არსებულ და სასერვერო კარადებში დამონტაჟებულ 10 ერთეული Rack PDU-ს შეცვლა დისტანციურად მართვადი PDU-თი. შეცვლის დროს არ უნდა მოხდეს ტადაცენტრის მუშოაბის შეწყვეტა.

!!!!!!
1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ ველში მოცემულ "ტექნიკურ დავალებაზე" და მიმაგრებულ დოკუმენტზე "ტექნიკური პირობები", რაც უცვლელად, დანართად დაერთვება გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილი.

იხ.მიმაგრებული ფაილი "ტექნიკური პირობები".

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ტენდერში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში;

1.4.2. საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდების ვადაში, ობიექტებზე დაშვების უფლების მისაღებად მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიმართოს წერილობით. შემსყიდველი მიმწოდებლის ობიექტზე დაშვებას უზრუნველყოფს წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

შენიშვნა:საქონლის (თანმდევი მომსახურებით) გაწევისათვის ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 8.1 პუნქტში მიმაგრებული დოკუმენტის - "ხელშეკრულების პროექტი"-ს მე-4 მუხლის 4.3 პუნქტსა და დანართი N3–ში (მომსახურების უსაფრთხოების წესები და პირობები).

* საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ., ოფიციალური უქმე დღეების გარდა). თუ საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება დაემთხვა არასამუშაო დღეს, მიმწოდებელმა საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდება უნდა უზრუნველყოს მომდევნო სამუშაო დღეს.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მოწოდება უნდა განხორციელდეს ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით 3 გეოგრაფიულად დაშორებულ დატაცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

• დატაცენტრი #1 განთავსებულია აღმოსავლეთ საქართველოში;
• დატაცენტრი #2 განთავსებულია ქ. თბილისის ტერიტორიაზე;
• დატაცენტრი #3 განთავსებულია დასავლეთ საქართველოში.

*კონკრეტული მისამართები მიმწოდებელს გადაეცემა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.

ა. არარეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DAP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;
ბ. რეზიდენტი პრეტენდენტებისათვის - საქონელი მოწოდებულ უნდა იქნას პირობით DDP საქართველო, (Incoterms 2020) პირობის შესაბამისად;

1.7.1 requirement related to guarantee period

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს) კონკრეტული საგარანტიო ვადის შესახებ შემდეგი სახის დოკუმენტაცია, კერძოდ:

1.7.1.1. შემოთავაზებული საქონლის (ფასების ცხრილის პირველი, მეორე და მესამე პოზიცია) საგარანტიო ვადა შეადგენს 1 წელს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

- საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. მათ შორის:
- საგარანტიო ვადის განმავლობაში გამოვლენილი რაიმე ხარვეზის ან შეუსაბამობის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მწარმოებლის მიერ საქართველოში ავტორიზებული პერსონალით საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის/ხარვეზის აღმოფხვრა ან წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ელ. ფოსტით შეტყობიუნებიდან 72 საათის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ტექნიკური მომსახურების დროს საჭირო სახარჯ მასალებს (აკუმულატორები; ფილტრები) უზრუნველყოფს შემსყიდველი.
- გარანტიის მოქმედების არეალი მოიცავს საქართველოს ტერიტორიას.
- წუნის/ხარვეზის/დეფექტის/გაუმართაობის შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება (მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ) უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია საქონლის საგარანტიო ვადის შემოთავაზება, რომელიც არ უნდა იყოს 1.7.1.1 პუნქტებში მითითებულ ვადებზე ნაკლები, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში უნდა მიუთითოს საქონლის მწარმოებელი კომპანია, ასევე საქონლის მოდელი.

* გრაფაში, რომელიც აღნიშნულია სიმბოლოთი - " X " პრეტენდენტის მიერ შევსებას არ ექვემდებარება;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ფასების ცხრილის შესაბამის გრაფებში არ იქნება მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაციები პრეტენდენტი დაექვემდებარება ტენდერიდან დისკვალიფიკაციას.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდდეენტმა კომპანიამ სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ:

2.7.1.1. ვინაიდან გამარჯვებული პრეტენდენტი - მიმწოდებელი, ვალდებულია საქონლის მოწოდების შემდგომ განახორციელოს თანმდევი მომსახურება, ამასთან, საგარანტიო ვალდებულებებით მოთხოვნილია მწარმოებლის ტექნიკური მხარდაჭერა, პრეტენდენტი უნდა იყოს ფასების ცხრილით შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ ავტორიზირებული სუბიექტი. მან ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტი (მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF)) მხოლოდ ფასების ცხრილის პირველ და მეორე პოზიციაზე;

* უცხო ენაზე წარმოდგენილ დოკუმენტს თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით, ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს:

2.9.1 საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმოწერილი სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მიმაგრებული შევსებული „ფასების ცხრილი“.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომისია ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე:
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის უმთავრესი მიზანია საქართველოში თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციისათვის ბარიერების მოხსნა. დღეის მდგომარეობით, ეკონომიკური აგენტები თავისუფალნი არიან საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფასწარმოქმნის ჯაჭვის ფორმირებისას. ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი აქტებით არ არის განსაზღვრული/რეგულირებული შესაბამისი კრიტერიუმები, თუ რა საფუძვლით უნდა განხორციელდეს ფასის ფორმირება, მიგვაჩნია, რომ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების შეფასება ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეუძლებელია.
- კომისიას მიაჩნია, რომ კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისთვის, მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი ადმინისტრაციული ბარიერები. ამასთან, ეკონომიკური აგენტებისათვის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ უწყვეტი კვების წყაროს, ელემენტების და მისი ნაწილების ამ კონკრეტულ შესყიდვაში არ გამოიყენოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12-ე ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით.
6.4.3.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
6.4.4.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად.
6.4.6 შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
6.4.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.10 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 30%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;
- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);
- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;
- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) საფუძველზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება სრულად მიწოდებულ საქონელზე ან/და საქონლის მიწოდების დასრულებისას ფაქტობრივად მიწოდებულ საქონელზე, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (თუ მიმწოდებელი არის დღგ–ს გადამხდელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში;

draft contract

8.1 draft contract

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გიორგი გიორგაძე, 577232355, giorgi.giorgadze@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

- ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
- სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ;
- სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ;
- სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
- ფასების ცხრილის წარმოუდგენლობის ან მისი განუფასებლად წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას;
- სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
- სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით). უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
- რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
- „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებელთა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისგან გათავისუფლების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის N2380 განკარგულების საფუძველზე, ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებული არარეზიდენტი მომხმარებლები, ამავე სისტემაში ელექტრონული დოკუმენტების ატვირთვისას, 2024 წლის 01 იანვრამდე გათავისუფლებულები არიან ვალდებულებისგან, მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასვან კვალიფიციური ელექტრონული შტამპი;
- სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი;
- სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru