Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Почтовая и курьерская службы (Грузия - Тендер #48065344)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 48065344
Дата публикации: 13-11-2023
Сумма контракта: 7 190


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022680
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2023 19:20
Начало приема предложения 20.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 22.11.2023 13:30
Предполагаемая цена закупки 7`190.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 64100000-Почтовая и курьерская службы
Коды классификатора
  • 64100000 - Почтовая и курьерская службы
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საქართველოს ტერიტორიაზე) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 72.00 GEL
Размер гарантии 72 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 13.11.2023 19:13
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 13.11.2023 19:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543195&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საფოსტო და საკურიერო მომსახურების (საქართველოს ტერიტორიაზე) (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. მიმწოდებელმა სხვადახვა წონის საფოსტო გზავნილების - წერილობითი ფოსტის, ყველა სახის დოკუმენტის (მათ შორის პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები), ამანათების, (მათ შორის ელექტრო მოწყობილობა ან სხვა) (შემდგომში - „გზავნილი“) გადაგზავნა უნდა განხორციელოს დანართი №1-ის შესაბამისად. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტერიტორიაზე გზავნილების გაგზავნის მომსახურების გაწევა.
1.2.2. შემსყიდველის მიერ შესაძლებელი უნდა იყოს გზავნილის მოძრაობისადმი თვალის მიდევნება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში - ე.წ. „თრექინგი“. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა გზავნილის „თრექინგ-კოდის“ მიწოდება, გზავნილის რეალურ დროში ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით.
1.2.3. მიმწოდებლის წარმომადგენლისათვის/კურიერისთვის შემსყიდველის მიერ გზავნილის გადაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში (მაღალმთიან რეგიონებში - 5 (ხუთ) სამუშაო დღის ვადაში), ადრესატისათვის გაგზავნილი გზავნილი უნდა ჩაბარდეს კანცელარიას, მისაღებს, ან ასეთივე დანიშნულების სრუქტურულ ერთეულს ან/და პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უზრუნველყოფს გზავნილი გადასცეს ადრესატს. გზავნილის ჩაბარება უნდა დადასტურდეს შესაბამის ჩაბარების დოკუმენტაციაში (დასაშვებია როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახის დოკუმენტაცია), გზავნილის მიმღების ხელმოწერით. თუ ადრესატი ან სხვა პირი ადგილზე არ იმყოფება, გზავნილის განმეორებით (მეორეჯერ) მიტანა მითითებულ მისამართზე უნდა განხორციელდეს უფასოდ მომდევნო ორი სამუშაო დღის განმავლობაში და მხოლოდ ამის შემდეგ კვლავ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 3 სამუშაო დღე) წერილობით აცნობოს შემსყიდველს ინფორმაცია ჩაუბარებლობის მიზეზის შესახებ და და უფასოდ განახორციელოს გზავნილის უკან დაუბრუნება. ყოველი განმეორებით (მეორეჯერ) გატანილი გზავნილი უნდა აისახოს ელექტრონულად გზავნილის ისტორიაში უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ; თუ ადრესატი არ იმყოფება მისამართზე, ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მას უნდა დაუტოვოს შეტყობინება. შეტყობინებაში აღნიშნული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: გზავნილის ნომერი, საკონტაქტო მონაცემები და კურიერის განმეორებით მისვლის დრო. ასევე, მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს თვიური სტატისტიკური მონაცემების მიწოდება შემსყიდველისათვის შესაბამისი გზავნილის რეკვიზიტებით.
1.2.4. მომსახურების კონტროლისა და ანალიზისთვის მიმწოდებელმა უნდა გამოყოს სპეციალური მენეჯერი, რომლის კომპეტენცია უნდა განისაზღვროს მომსახურების კონტროლით და საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველის დროული ინფორმირებით;
1.2.5. გზავნილის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მიმწოდებელს.
1.2.6. საერთაშორისო ნორმებით დადგენილი წესის შესაბამისად, გზავნილი დაკარგულად ჩაითვლება გაგზავნიდან მაქსიმუმ ერთი თვის გასვლის შემდეგ, რაც გზავნილის მარშრუტის სისტემაში აისახება ელექტრონულად.
1.2.7. გზავნილის შემცველობის დაზიანების ან/და დაკარგვის შემთხვევაში, შემსყიდველის არჩევანისამებრ, მიმწოდებელი ან უფასოდ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს გზავნილის ხელმეორედ გაგზავნას, ან მას დაეკისრება ჯარიმა დაკარგული ან დაზიანებული გზავნილის მომსახურების ღირებულების სრული ოდენობით.
შესაბამისი გზავნილისათვის ატვირთულ სასაქონლო ზედნადებში მითითებული ღირებულების მიხედვით.
1.2.8. მიმწოდებელს გზავნილის გაგზავნამდე შემსყიდველისგან მიეწოდება ადრესატისათვის გზავნილის ჩასაბარებლად საჭირო ინფორმაცია (ადრესატი, ქალაქი/რეგიონი, ადრესატის მისამართი, საკონტრაქტო პირი და ტელეფონის ნომერი, ხოლო საფოსტო კოდის მინიჭებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი).
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია საფოსტო გზავნილის გადაცემის აქტის/რეესტრის საფუძველზე, შემსყიდველისაგან ჩაიბაროს გასაგზავნი დოკუმენტები/ამანათები რაოდენობისა და და ადრესატების შესახებ ინფორმაციის შესაბამისად.
1.2.10. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს უფასო საკურიერო მომსახურება, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე, ყოველ სამუშაო დღეს, საჭიროების შემთხვევაში დღეში ორჯერ. მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს შემსყიდველისგან საფოსტო გზავნილის წამოღება არაუგვიანეს 16 საათამდე. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში.
1.2.11. დანართ №1-ში (ფასების ცხრილი) მოცემულია მომსახურების სავარაუდო მოცულობა, რომელიც შეიძლება სრულად არ იქნეს ათვისებული. ასევე, თუ მომსახურების გაწევისას აღმოჩნდა, რომ მომსახურების ჩამონათვალიდან რომელიმე პოზიციაზე მომსახურების მოცულობა (რაოდენობა) ამოიწურა და აღნიშნული მომსახურების გაწევა დამატებით გახდა აუცილებელი, შემსყიდველის შეხედულებისამებრ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდეს ცვლილება სხვა მომსახურების მოცულობის (რაოდენობის) შემცირებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეუცვლელად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა 1.2 პუნქტში მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 1 იანვრისა) 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე. მიმწოდებლის მიერ გზავნილის გატანა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ადმინისტრაციული შენობიდან - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2022 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს საქართველოს ტერიტორიაზე საფოსტო და საკურიერო მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ი და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესყიდვის კონკრეტული შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საანგარიშო თვეში ფაქტობრივად განხორციელებული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება საანგარიშო თვეში ფაქტობრივად განხორციელებული საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 603).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 7190,00 (შვიდი ათას ასოთხმოცდაათი) ლარი, დღგ-ს ჩათვლით.
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380, 20.12.2022წ).

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 (ფასების ცხრილი) (პუნქტი 1.3);

შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;

10.3.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru