Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху (Грузия - Тендер #48065343)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Revenue Service
Номер конкурса: 48065343
Дата публикации: 13-11-2023
Сумма контракта: 73 920


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT230022681
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2023 19:22
Начало приема предложения 24.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2023 14:30
Предполагаемая цена закупки 73`920.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 63700000-Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху
Коды классификатора
  • 63712710 - Услуги по мониторингу трафика
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული 385 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურება.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 739.00 GEL
Размер гарантии 739 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sopiko mdinaradze :: 02.11.2023 15:39
  • Последнее исправление: sopiko mdinaradze :: 13.11.2023 19:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=541633&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული 385 ერთეული ავტომანქანის საგზაო მოძრაობის მონიტორინგის მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება

* ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემოსავლების სამსახურის საკუთრებაში არსებული 385 ერთეული ავტომანქანისათვის ნავიგაციის სისტემის დამონტაჟება მონიტორინგის მომსახურების განხორციელების მიზნით.
* მიმწოდებლის მიერ დამონტაჟებული სისტემის მეშვეობით შემსყიდველისათვის შესაძლებელი უნდა იყოს შემდეგი შინაარსის მომსახურების მიღება:

1. სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით მომსახურების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ყოველდღიურად 24 საათის განმავლობაში (24/7);
2. მონიტორინგის პროგრამას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 5 სახის განახლებადი ციფრული რუკის მხარდაჭერა (ყველაზე ერთად არანაკლებ 10 ფენისა). ამავდროულად შესაძლებელი უნდა იყოს სერვერზე, ლოკალურად განთავსდეს საქართველოს ციფრული რუკა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქების, ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ნუმერაციის ძებნა. რუკაზე მონიშვნებით სისტემამ უნდა მოიძიოს დასახლებული პუნქტის დასახელება და მისამართი.
3. მონიტორინგის სისტემაში წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი კომპიუტერიდან, რომელიც ჩართული იქნება გლობალურ ქსელში. წვდომა ასევე უნდა ხორციელდებოდეს სმარტფონებიდანაც. ამავდროულად სისტემაში წვდომის საშუალება უნდა ჰქონდეთ მხოლოდ შესაბამისი უფლებების მქონე პირებს. სისტემა საშუალებას უნდა იძლეოდეს ადმინისტრატორის მიერ განისაზღვროს წვდომის სხვა და სხვა დონე განსახვავებული უფლებების მქონე პირებისათვის.
4. GPS მონიტორინგის განხორციელება ონლაინ ვებ სერვერის საშუალებით. მონიტორინგის სისტემაში წვდომა ნებისმიერი ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის გამოყენებით.
5. მომსახურების რეგიონალური ფილიალი და ტექნიკური მომსახურების პერსონალი აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით მყის რეაგირებისთვის.
6. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დამკვეთის ორგანიზაციის თანამშრომლებისა და მძღოლების იდენტიფიკაცია სამსახურებრივი ბარათების მეშვეობით. მონიტორინგის სისტემა უნდა ასახავდეს მიმდინარე მომენტში საჭესთან მყოფი პიროვნების სახელს, გვარს და მის ფოტოსურათს. რეპორტების გენერირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მანქანების ასევე მძღოლების მიხედვით. ამავდროულად თუ საჭესთან მყოფმა პირმა არ მოახდინა თავისი სამსახურებრივი ბარათის საშუალებით იდენტიფიკაცია ავტომობილის სალონში უნდა აქტიურდებოდეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა ჩერდებოდეს მხოლოდ იდენტიფიკაციის პროცედურის გავლის შემდგომ.
7. პროგრამული უზრუნველყოფა უნდა აძლევდეს მომხმარებელს საშუალებას შაბლონების გამოყენების საშუალებით, მისთვის სასურველი სახით მოახდინოს სხვადასხვა სახის ანგარიშების გენერირება. ანგარიშები ხელმისაწვდომი უნდა იყოს თარიღის, ობიექტებისა და ობიექტების სხვა და სხვა ჯგუფების მიხედვით. ანგარიშებს უნდა ერთოდეს შესაბამისი გრაფიკები.
8. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხმოვანი სიგნალის საშუალებით განხორციელდება მძღოლის გაფრთხილება სიჩქარის გადაჭარბების შესახებ. შესაძლებელი უნდა იყოს განისაზღვროს სხვადასხვა დასაშვები სიჩქარის ლიმიტი დასახლებული პუნქტებისათვის და მაგისტრალებისთვის. გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალი უნდა მოქმედებდეს მანამ სანამ სიჩქარის პარამეტრები არ დაბრუნდება დასაშვები ნორმის ფარგლებში. ამავდროულად შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა სახის და ფუნქციის სატრანსპორტო საშუალებებზე ინდივიდუალურად დაწესდეს დასაშვები სიჩქარის პარამეტრები.
9. შეტყობინებების მიღება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც მონიტორინგის სისტემაში (pop-up window ) ასევე ელ.ფოსტითა და მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მობ.ტელეფონზე.
10. მონიტორინგის პროგრამა გამოცდილი და აპრობირებული უნდა იყოს მინიმუმ 2 წლის განმავლობაში.
11. მხადაჭერილი უნდა იყოს ანგარიშების ექსპორტი მინიმუმ ხუთ სხვადასხვა ფორმატში ( HTML, PDF, Excel, XML, CSV )
12. სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამავდროულად ერთი და იგივე სატრანსპორტო საშუალება შეიძლება განთავსდეს ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში.
13. მონიტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების მონიტორინგი, როგორც ჯგუფების ასევე საერთო ჩამონათვალის(ყველა ობიექტის ან შერჩევით) საშუალებით.
14. ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანა რუკაზე, რომელთა დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში თუ სატრანსპორტო საშუალებები გაჩერდებიან ამ ობიექტებთან.
15. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემები (გავლილი მანძილი, მოძრაობის დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, შესრულებული რეისები და სხვა) ინახება და ხელმისაწვდომია ერთი წლის განმავლობაში.
16. მხარდაჭერილი უნდა იყოს თავისუფლად ჩამოსატვირთი აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის საშუალებითაც უფლებამოსილ პირს ეძლევა საშუალება განახორციელოს მონიტორინგი სმარტფონების გამოყენებით. აპლიკაცია უნდა წარმოადგენდეს მონიტორინგის განხორციელების სრულფასოვან საშუალებას და მასში უნდა ჩანდეს შემდეგი ინფორმაცია: მანქანის მოძრაობა და ინფორმაცია პირდაპირ ეთერში, ისტორია, სტატისტიკა და შეტყობინებები. აპლიკაცია უნდა მუშაობდეს Android და iOS ოპერაციულ სისტემებზე.
17. მონიტორინგის სისტემაში დამატებით უნდა აისახოს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) ინფორმაცია შსს მიერ დაფიქსირებული საპატრულო ჯარიმების შესახებ მონიტორინგში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისათვის ან კონკრეტულად არჩეულ მანქანაზე. უნდა იყოს საშუალება ჯარიმების რეპორტიდან მარტივად გადასვლისა ონლაინ გადახდის გვერდზე.
18. მონიტორინგის სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი ზონის და პერიოდის მონიშვნის შემდგომ ძებნა ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა თუ არა ავტომობილი მონიშნულ ზონაში დროის მითითებით.
19. მონიტორინგის სისტემა უნდა გვაძლევდეს სტატისტიკური მონაცემებს, როგორც ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე ჯგუფების მიხედვით.
20. თუ სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებულია მოძრაობის სიჩქარის ლიმიტი ან ზონირება, მონიტორინგის სისტემამ უნდა ასახოს დარღვევები როგორც რეალურ დროში შეტყობინებების საშუალებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებში.
21. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს GPS მონიტორინგის სისტემაზე დაფუძნებული სადისპეტჩერო პროგრამული უზრუნველყოფა. აღნიშნულ პროგრამას უნდა გააჩნდეს ორი ინტერფეისი: 1. სატრანსპორტო საშუალების მოთხოვნის განაცხადის ფორმა, რომელშიც დამკვეთი ორგანიზაციის თანამშრომლები გააკეთებენ განაცხადს ავტომობილის დასაჯავშნად მითითებულ დროს და ასევე მიუთითებენ გამგზავრების საწყის და საბოლოო წერტილებს,სახელს, გვარს, დეპარტამენტს, საკონტაქტო ნომერს და 2. ადმინისტრატორის გვერდზე აისახება ყველა განაცხადი, რომელთა მიზნობრიობას განიხილავს უფლებამოსილი ადმინისტრატორი და დააკმაყოფილებს, ან არ დააკმაყოფილებს მიღებულ განაცხადს. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, განაცხადის დამკვეთს და ადმინისტრატორის მიერ ამ განაცხადზე მიმაგრებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მიუვა შესაბამისი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება. განაცხადისა და ადმინისტრატორის გვერდი დაცული უნდა იყოს პაროლითა და მომხმარებლის სახელით. ადმინისტრატორის გვერდზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეპორტები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდება შესრულებული განაცხადის რეპორტების ამოღება და ექსპორტი Excel და PDF ფორმატში. რეპორტში თითოეული რეზერვაციისთვის უნდა იხსნებოდეს ავტომობილის მიერ გავლილი მარშრუტი რუკაზე. სადისპეტჩერო პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას უნდა იძლეოდეს მოთხოვნისა და ჯავშნის სტატუსის შესახებ შეტყობინებები მიუვიდეს ინიციატორის ხელმძღვანელსაც.
22. შესაძლებელი იყოს ყველა ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემების რეპორტების გენერირება და ექსპორტი Excel, PDF ფორმატში;
23. მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს შეტყობინებების ელ.ფოსტაზე ავტომატურად გადაგზავნას, მითითებული პერიოდის მიხედვით;
24. სტატისტიკური მონაცემები შენახული და შემსყიდველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს არანაკლებ ერთი წელი, ხოლო შემდგომ მოთხოვნის შემთხვევაში მოხდება მონაცემთა ბაზის არქივაცია და შემსყიდველისთვის გადმოცემა;
25. მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი დამატებითი ფუნქციები:
* მარშრუტის დაგეგმვის ფუნქცია;
* ავტომობილის ტექნიკური მომსახურების კონტროლი (მაგ. ძრავის ზეთის შეცვლის პერიოდი,
სერვისზე დახარჯული თანხების მითითებით);
* ფუნქცია, თუ რომელი ავტომობილი მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად
(მონიტორინგი ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე);
* დასახლებული პუნქტებში რუკაზე იძებნებოდეს ქუჩები და შენობები დასახელებისა
და ნომრების მიხედვით;
* ლოგირების სისტემა (მომხმარებლების სისტემაში შესვლის ისტორია, მომხმარებელის ID,
დროის და IP მისამართის მითითებით);
26. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების შემსყიდველისთვის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და პროგრამული უზრუნველყოფა;
27. მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქართველოს ტერიტორიაზე) ხელშეკრულების გაფორმებიდან, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთანავე აღნიშნულ ვადამდე პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სადისპეტჩერო პროგრამული უზრუნველყოფა და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟი. შემსყიდველმა უნდა მიიღოს მონიტორინგის სრულფასოვანი მომსახურება. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი განსაზღვრულ დროზე ადრე განახორციელებს ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს და შესაბამისად შემსყიდველი მიიღებს სრულფასოვან მომსახურებას ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
28. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მითითების შესაბამისად, უსასყიდლოდ მოახდინოს GPS მოწყობილობის გადაადგილება ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორეზე - ულიმიტოდ;
29. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა მეხსიერება, რაც საშუალებას მისცემს GSM/GPRS სიგნალის დაკარგვის შემთხვევაში მონაცემები შეინახოს ლოკალურად კავშირის აღდგენამდე;
30. შესაძლებელი უნდა იყოს მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება იმ შემთხვევაში თუ მოხდა მანქანის დაქოქვის გარეშე გადაადგილება, ასევე მკვეთრი აჩქარება-შენელების პარამეტრების დაფიქსირებისთვის; GPS მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელ. ენერგიის მოხმარების მცირე პარამეტრებით. უნდა გააჩნდეს ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, რომლიდანაც უნდა გამოდიოდეს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას;
31. GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს AGPS სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოხდება აღნიშნული მოწყობილობის ადგილსამყოფელის უმალვე გადმოგზავნა ავტომობილის მდებარეობის მაქსიმალური სიზუსტით;
32. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან შეტყობინების მიღებისთანავე (არაუმეტეს 1 სამუშაო დღის ვადაში) დაიწყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა; მონიტორინგის სისტემაში მუშაობასთან დაკავშირებით შემსყიდველის თანამშრომლებს უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი.
33. შემოთავაზებულ GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან შესაბამისობის სერტიფიკატები.

ამასთანავე, შემსყიდელის ტექნიკურ ჯგუფს უნდა მიენიჭოს ე.წ. „ადმინ“ უფლებებზე წვდომის უფლება.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვული მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
ა) GPS მოწყობილობების უსასყიდლოდ მონტაჟი შემსყიდველის მიერ მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებზე (საქართველოს ტერიტორიაზე) ხელშეკრულების გაფორმებიდან, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

ბ) ამასთანავე აღნიშნულ ვადამდე პრეტენდენტმა უნდა განახორციელოს სადისპეტჩერო პროგრამული უზრუნველყოფა და იდენტიფიცირების მოწყობილობების მონტაჟი.

2. მონიტორინგის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს GPS მოწყობილობების მონტაჟიდან და 1.4 მუხლის "ა" ქვეპუნქტის ვადის გასვლისთანავე, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მონიტორინგის სისტემა გამართულად უნდა ფუნქციონირებდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე. GPS სისტემის მონტაჟი განხორციელდება შემსყიდველის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამარათზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ახალციხეში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში და ქ. ბათუმში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, უკანასკნელი 3 (სამი) (2020 წლის 10 ნოემბრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდი) წლის განმავლობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 73 920.00 ლარის ღირებულების.

კერძოდ, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე GPS სისტემების მეშვეობით მონიტორინგის განხორციელების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი და აღნიშნულის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, კერძოდ მიღება-ჩაბარების აქტი ან/და ანგარიშფაქტურები ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

1. მომსახურების გასაწევად შემოთავაზებულ GPS მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ელექტრომაგნიტურ თავსებადობასთან შესაბამისობის სერტიფიკატ(ებ)ი, (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).

2. მწარმოებლის მიერ დადასტურებული ინფორმაცია შემოთავაზებული მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებების შესახებ (ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული).

2.9 other additional requirements

1.შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ამასთან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

2. ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენისას პრეტენდენტის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს (არ უნდა იყოს დარღვეული) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული დანართების ფორმები (მათ შორის ნუმერაცია) და არსებობის შემთხვევაში მათში მითითებული აუცილებელი პირობები.

3. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.

4. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე.

5. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

6.სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახულ უნდა იყოს ყველა ხარჯის გათვალისწინებით, როგორიცაა: ტრანსპორტირების ხარჯები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები, თუ მოსაკრებლები (მათ შორის - დღგ).

7.სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.

8.პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები,„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან კვალიფიცური ელექტორნული ხელმოწერით დამოწმებული.

9. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს იმ მოთხოვნილი დოკუმენტების დედანი ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლ(ებ)ი, რომელიც იყო ატვირთული ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული GPS და იდენტიფიცირების მოწყობილობის სრულყოფილი ნიმუშები.

2. ასევე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული GPS და იდენტიფიცირების მოწყობილობის შემსყიდველის კუთვნილ ავტომანქანაზე დამონტაჟება და მისი დატესტვა. დატესტვა უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის ტექნიკური ჯგუფის თანდასწრებით.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

სსიპ შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტროს შენობა.ქ. თბილისი, გორგასლის ქ. N16, მე-12 სართული, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საშემფასებლო ან აუდიტის ან ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" მიერ გაცემული დასკვნის შემთხევაში, დასკვნის გამცემი პირის (როგორც დასკვნის გამცემი კომპანია ასევე დასკვნაზე ხელმომწერი პირები) შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ მოითხოვება.

4.1.1.2 ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ადგილზე მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად უნაღდო ანგარისწორებით ლარში.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სოფიკო მდინარაძე, 599973301, s.mdinaradze@rs.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru