ქვემო ქართლის საოლქო და რუსთავის რაიონული პროკურატურების
ადმინისტრაციულ შენობაში ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების
ტექნიკური მომსახურება
1.გათბობის ქვაბი - 175 კვტ; 1 ცალი
2.გაზის საწვავზე მომუშავე სანთურა სიმძ.130-270კვტ ; 1 ცალი
3.წყალსათბობი ქვაბი 24 კვტ; 1 ცალი
4.წყლის ტუმბო DAB BPH 180/280.50T ; 1 ცალი
5. .წყლის ტუმბო DAB BPH 150/280.50T ; 1 ცალი
6. ტუმბო ცხ.წყალმომარაგებაზე DAB A80/180XM; 1 ცალი
7. ცხელი წყლის საცირკულაციო ტუმბო DAB VA35/135; 1 ცალი
8. მენბრანული საფართოვებელი ავზი 150l EKIN ; 1 ცალი
9. ტევადი წყალგამაცხელებელი V=200l ; 1 ცალი
10. მენბრანული საფართოვებელი ავზი 24l EKIN; 1 ცალი
11. ჰაერის მოდინების დანადგარი 6100მ3/სთ ; 1 ცალი
12. წყლის ორმილოვან სისტემაზე მომუშავე კასეტური ფანკოილიQc=13.9კვტ;
QH=18.22კვტ, VED630; 2 ცალი
13. წყლის ორმილოვან სისტემაზე მომუშავე კასეტური ფანკოილი დისტანციური
მართვის პულტით MKD-300 ; 28 ცალი
14. წყლის ორმილოვან სისტემაზე მომუშავე კასეტური ფანკოილი დისტანციური
მართვის პულტით T MKD-500 ; 13 ცალი
15. წყლის ორმილოვან სისტემაზე მომუსავე კასეტური ფანკოილი დისტანციური
მართვის პულტით MKA-600R ; 11 ცალი
16. ხმაურიზოლირებული ვენტილიატორი W B150 L=270m3/sT; N=0.04kvt; 8 ცალი
17. ვენტილიატორი L=5900m³/sT; N=1435br/wT; 1 ცალი
18. ვენტილიატორი L=990-1100m³/sT; N=2400-2750br/wT, 125-170vt, 0.45-0.5amp ; 1ცალი
19. ჩილერი LSRFM 130A, TCL ;2 ცალი
20. ტუმბო საცირკულაციო 1D4211GAB CP-G 65-4100 7500w 41მX70მ3/სთ; DAB; 1 ცალი
21. ტუმბო საცირკულაციო 1D43111GBB CP-G 65-4700 1100w 47მX87მ3/სთ;Dn65/PN16 DAB; 1 ცალი
22. საფართოებელი ავზი AHB500 ALFAMAKINA ; 1ცალი
23. საფართოებელი ავზი VRV 80LT8BAR AQUASYSTEM, 1 ცალი
24. დიზელის გენერატორი 125 კვა THP(THE POWER HOUSE) RR125; 1 ცალი
25. უწყვეტი კვების წყარო (UPS) 125კვა, SERVOMATIK NETPRO 33 ; 1 ცალი
26. ლითონის ბარიერი (ტურნიკეტი) LTT-313E ; 1 ცალი
27. ინტენსიური მოხმარების 5მ-იანი შლაგბაუმი BENINCA EVA.5.; 1 ცალი
28. 1 ერთეული „GLIFT“-ის ფირმის სამგზავრო ლიფტი“ ტვირთამწეობა 1000კგ
გაჩერებების რაოდენობა 4 ლიფტის მართვის დაფა ML65X mikrolift,ძრავი AKIS
გასაწევი მომსახურება და პირობები:
გათბობის სიტემის მომსახურება:
გათბობის ცენტრალური დანადგარის (ქვაბი) მონიტორინგი;
გათბობის ცენტრალური დანადგარის და მთლიანი სისტემის გამორეცხვა
სექტემბრის თვეში
სისტემაში წყლის ან გლიკოლის წნევის კონტროლი;
საცირკულაციო დანადგარების კონტროლი რათა არ მოხდეს გახურება ან არ
გამოვიდეს მწყობრიდან საკისრები;
ხელის წყალის ტევადური ბოილერის და საფართოებელი ავზის კონტროლი;
გათბობის დანადგარის (ფანკოილი) ფილტრების ყოველთვიური გასუფთავება;
გაგრილების სიტემის მომსახურება:
გაგრილების ცენტრალური დანადგარის მონიტორინგი;
გაგრილების ცენტრალური დანადგარის და მთლიანი სისტემის გამორეცხვა
აპრილის თვეში სისტემაში წყლის ან გლიკოლის წნევის კონტროლი;
საცირკულაციო დანადგარების კონტროლი რათა არ მოხდეს გახურება ან არ
გამოვიდეს მწყობრიდან საკისრები;
გაგრილების დანადგარის (ფანკოილი) ფილტრების ყოველთვიური
გასუფთავება;
ვენტილაციის სიტემის მომსახურება:
ვენტილაციის ცენტრალური დანადგარის მონიტორინგი და რეგულირება, რათა
არ მოხდეს ჰაერის მიწოდების არათანაბარი გადანაწილება;
ვენტილაციის დანადგარზე ფილტრების ყოველთვიური გასუფთავება
დანადგარზე უნდა შემოწმდეს ღვედები და ასევე ძრავი;
ელ. სიტემის მომსახურება:
ელ. ფარების ყოვლკვირეული მონიტორინგი;
ავტომატურის გადამრთველების მონიტორინგი;
სადენების შემოწმება რათა არ გახურდეს და არ დაიწვას;
ამომრთველების გასუფთავება მტვრისაგან ;
პერიოდულად დენის ძალის (ამპერაჟის) კონტროლი;
სახანძრო სიტემის მომსახურება:
სახანძრო სისიტემის ყოველკვირეული მონიტორინგი;
პერიოდულად დეტექტორების დასუფთავება ;
სახანძრო წყლის სიტემის თვეში ერთხელ აღგზნება;
წყალმომარაგების სიტემის მომსახურება:
წყლის წნევის რეგულირება;
სატუმბი სადგურის შემოწმება;
წყლის ფილტრების გასუფთავება თვეში ერთხელ
სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის მომსახურება:
სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემის ყოველკვირეული მონიტორინგი ;
სანიაღვრე და კანალიზაციის ჭების გაწმენდა საჭიროების შესაბამისად;
ელ. გენერატორების მომსახურება:
გენერატორის ყოველკვირეული მონიტორინგი;
დეკემბრის ჩათვლით თვეში ორჯერ, ხოლო აპრილიდან ოქტომბრამდე
ყოველთვიური სატესტო გაშვება და მუშაობის დროის აღრიცხვა;
ძრავის ზეთის და ფილტრის შეცვლა მომსახურების განმავლობაში 1 ჯერ.
ელექტრო ბარიერი (შლაგბაუმი) მომსახურება:
მონიტორინგი, მექანიზმებისა და სენსორების გაწმენდა, გასწორება, მცირე
დაზიანების ამოფხვრა;
შლანგბაუმის გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალების და
ნაწილების შეკეთება-შეძენა-შეცვლა;
დაზიანების გონივრულ ვადებში აღმოფხვრა.
„GLIFT“-ის ფირმის სამგზავრო ლიფტი“-ს ტექნიკური და პროგრამული
მომსახურება
1.ლიფტის დათვალიერება–ყოველკვირეული მონიტორინგი კერძოდ:
ა) მთავარი ჯალამბარის და ელექტრული ძრავის შემოწმება;
ბ) ამწევი ბაგირის შემოწმება;
გ )მუხრუჭის სისტემის შემოწმება და რეგულირება;
დ) კაბინის ავარიული დამჭერების შემოწმება და რეგულირება;
ე) მართვის კარადის შემოწმება;
ვ) კაბინის და შახტის კარებების მექანიზმების შემოწმება,
დარეგულირება;
ზ) ელექტრო და მექანიკური უსაფრთხოების კვანძების შემოწმება, და
რეგულირება;
თ) სიჩქარის შემზღუდველის შემოწმება;
ი) სიჩქარის შემზღუდველის ბაგირის შემოწმება;
კ) საპირწონის ზამბარების და კაბინის საბალანსო საკიდების
შემოწმება;
ლ) ბაგირის მიმმართველი ბორბლის შემოწმება;
მ) ელექტრო სადენების შემოწმება;
ნ) გამოძახების და ბრძანების პოსტების შემოწმება;
ო) მიმმართველების შეზეთვა და შემზეთი მოწყობილობების შემოწმება;
პ) მწყობრიდან გამოსული სწრაფცვეთადი დეტალების საჭიროების
შემთხვევაში შეცვლა.
2.ელექტრონული ხელსაწყოთი ლიფტების პროგრამული გამართვა და პერიოდული
ელექტრონული შემოწმება;
3.გაჩერებული ლიფტიდან უმოკლეს ვადებში მგზავრთა გამოყვანა და
გაჩერებული ლიფტების ხელახალი ამუშავება.
4. ლიფტის პროგრამული უზრუნველყოფა სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს
საშუალებით.
ანაზღაურება გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველთვიური მომსახურების
ღირებულებაში.
დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოს დანართ N1-ში (პრეისკურანტში)
მოცემული მომსახურების გაწევა და ძვირადღირებული დეტალების და
მასალების შეცვლა ახლით, რომლის ანაზღაურება განხორციელდება
ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
ყოველკვირეული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ყოველი კვირის
ორშაბათ დღეს დამკვეთის წარმომადგენლის თანდასწრებით. იმ შემთხვევაში
თუ ორშაბათი დღე ემთხვევა დასვენების დღეს მონიტორინგი უნდა
განხორციელდეს მომდევნო დღეს. მონიტორინგის დასრულების შემდეგ დგება
დათვალიერების აქტი.
მონიტორინგის შემდეგ მიმდინარე კვირის განმავლობაში გამოვლენილი
დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია დაზიანება
აღმოფხვრას შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
შენობა-ნაგებობებისა და მიმდებარე ტერიტორიის ტექნიკური
მომსახურების უსაფრთხოება
მიმწოდებელს ევალება:
შენობის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. დეფექტების დროული
გამოვლენისთვის აუცილებელია სტრუქტურის რეგულარულად შემოწმება.
წელიწადში ორჯერ (გაზაფხულზე და შემოდგომაზე) ტარდება გენერალური
ინსპექტირება და ამავდროულად ხდება მთელი შენობის შემოწმება.
ფორსმაჟორული სიტუაციისა და სტიქიის შემდეგ ზიანის შეფასება.
განახორციელოს სამუშაოები შენობის და მიმდებარე ტერიტორიის
ესთეტიურად ხელსაყრელი გარეგნობის შესანარჩუნებლად;
განახორციელოს საინჟინრო სისტემების რეგულირება;
მოამზადოს ობიექტი სეზონური მუშაობისთვის.
განახორციელოს რემონტი ავარიების შემთხვევაში.
საინჟინრო სისტემების შემოწმება, რეგულირება მოითხოვს დიდ
გამოცდილებას პროფესიონალებისგანაც კი, რადგან დღეს ყველა საინჟინრო
სისტემა აღჭურვილია დიდი რაოდენობით სხვადასხვა დანადგარით და
ავტომატიზაციის ელემენტებით. ამ შემთხვევაში, შესრულებულია შემდეგი
სამუშაო:
აღჭურვილობის ტესტირება, რომელიც საინჟინრო სისტემების ნაწილია და
მისი შესაბამისობის შემოწმება მარეგულირებელ მოთხოვნებთან;
გეგმიური რემონტის ჩატარება ნახმარი კომპონენტების შეცვლით;
საინჟინრო სისტემების სეზონური მომზადება;
პრობლემების აღმოფხვრა დაგეგმილი შემოწმების დროს;
გადაუდებელი რემონტის შესრულება.
მიზნები:
შენობის დანიშნულებისამებრ გამართული მუშაობა;
ტექნოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნება შენობის მთელი
ექსპლუატაციის განმავლობაში;
შენობების უსაფრთხოების სათანადო დონე და მათში მყოფი ადამიანების
კომფორტი;
საკომუნიკაციო და საინჟინრო სისტემების უპრობლემოდ ფუნქციონირება;
ხელსაყრელი შიდა მიკროკლიმატი: ჰაერის ტენიანობა, ტემპერატურა და სხვა
ფაქტორები;
ობიექტისა და ლოკალური ტერიტორიის უნაკლო მდგომარეობა, როგორც ამას
მოითხოვს მოქმედი სანიტარული და ჰიგიენური სტანდარტები.
ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოება
ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, რომლებშიც:
ა) გამორიცხულია მუშებისა და შენობის პერსონალის კონტაქტი მავნე და
სახიფათო წარმოების ფაქტორებთან,
ბ) საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით წარმოქმნილი ზემოქმედების
რისკი და მისი მავნე და სახიფათო წარმოების ფაქტორების მიზეზი არ
აღემატება დაშვებულ ნორმებს
გ) მუშაკთა ჯანმრთელობისა და შრომის დაცვა შესაბამისი ნორმატიული
აქტების თანახმად.
დ) საინჟინრო მხარდაჭერა, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს
კონკრეტული პროცესები გარემოს შესანარჩუნებლად
ე) შენობებსა და ტერიტორიაზე დადგენილი ჰიგიენური და სახანძრო
სტანდარტების დაცვა;
ვ) უსაფრთხო აღჭურვილობის გამოყენება,
ზ) მუშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა მონტაჟის (დემონტაჟის),
ტექნიკური მომსახურების დროს.
თ) ტექნიკის რაციონალური განთავსება, რაციონალური სამუშაო ადგილების
და უსაფრთხო შრომითი პროცესის ორგანიზება.
ი) მუშაობისა და დასვენების ოპტიმალურ რეჟიმებთან შესაბამისობა,
მაღალი შრომითი დისციპლინა;
კ) ტექნიკური მომსახურების პროცესებს არ უნდა ახლდეს გარემოს
დაბინძურება (ჰაერი, ნიადაგი, წყლის ობიექტები) და მავნე ნივთიერებების
გავრცელება.
ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების დასაცავად მიმწოდებელი
ვალდებულია:
სამუშაოდ მოიწვიოს პროფესიული სტანდარტის შესაბამისი კვალიფიციური
პერსონალი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი სამუშაოს შესრულების
კვალიფიკაცია.
მომსახურებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად
დასაშვებია არანაკლებ 18 წლის თანამშრომლები;
თანამშრომლები გაწვრთნილი უნდა იყვნენ მუშაობის უსაფრთხო მეთოდებსა
და ტექნიკაში; რომლებმაც გაიარეს წინასწარი (სამსახურში მიღებისას) და
პერიოდული (სამუშაოს დროს) სამედიცინო გამოკვლევა;
მიმწოდებელი ვალდებულია პერსონალს მიაწოდოს სპეცტანსაცმელი, ასევე
დამცავი აღჭურვილობა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისად და
მოქმედი სტანდარტების შესაბამისად. (სპეცტანსაცმელი სამუშაოს ტიპისა
და რისკის ხარისხის გათვალისწინებით. პირბადე, მექანიკური ნატეხების
საწინააღმდეგო სათვალე, შემდუღებლის ნიღაბი. 6 მ-ზე მეტი სიმაღლეზე
მუშაობისას სპეციალისტები აღჭურვოს შესაბამისი უსაფრთხოების დაცვის
საშუალებებით. პოლიმერით დაფარული ხელთათმანები)
სამრეწველო დაზიანებების დროს თითოეულმა თანამშრომელმა უნდა შეძლოს
პირველადი დახმარების გაწევა; იცოდეს პირველადი სამედიცინო
დახმარების ნაკრები ყუთის ადგილმდებარეობა; ტრავმის, მიკროტრავმის
შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს სასწრაფო დახმარების ცენტრს;
დროულად აცნობოს ადმინისტრაციას მომხდარის შესახებ.
სამუშაოს შესრულებისას აუცილებელია პერსონალი იყოს ყურადღებიანი, არ
გაფანტოს ყურადღება გარეშე ფაქტორებსა და საუბრებზე.
თითოეული თანამშრომელი ვალდებულია: შეასრულოს ამ ინსტრუქციის
მოთხოვნები; დაიცვას შრომისა და წარმოების დისციპლინა; იცოდეს
ტექნიკის მუშაობის წესები; დაიცვას ელექტრო უსაფრთხოების მოთხოვნები.
(ელექტროგაყვანილობის, სუსტი დენების, გაზის, გათბობის,
წყალმომარაგების, კანალიზაციის და სხვ. მომსახურებისას უზრუნველყოს
უსაფრთხოების წესების დაცვა).
დაუშვებელია ზემოთჩამოთვლილი ამ წესებისა და მითითებების დარღვევა.
ორგანიზება გაუწიოს სამუშაო ადგილების მონიშნვას და უზრუნველყოს
პერსონალის უსაფრთხოება სამუშაოს ყველა ეტაპზე.
შრომის დაცვის უზრუნველსაყოფად ყველა სტრუქტურული ერთეულის
(დანაყოფის ხელმძღვანელების, პრარაბის, საქმეთა მწარმოებელის, მუშების)
ზოგად მართვასა და უსაფრთხოების ზომების დაცვაზე უშუალო
პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელს.