Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Техническое обслуживание и ремонт (Грузия - Тендер #48065292)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Bureau of Enforcement
Номер конкурса: 48065292
Дата публикации: 13-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230022645
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2023 16:27
Начало приема предложения 19.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.11.2023 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 13`530.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 20`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50300000-Техническое обслуживание и ремонт
Коды классификатора
  • 50310000 - Техническое обслуживание и ремонт офисной техники
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე არსებული კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და საოფისე აპარატურის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების (თანმდევი საათადარიგო ნაწილის/დეტალის ჩათვლით) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 135.00 GEL
Размер гарантии 200 GEL
Срока действия гарантии 180 День
  • Загрузка объявления: davit seperteladze :: 13.11.2023 15:16
  • Последнее исправление: davit seperteladze :: 13.11.2023 16:27
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=543127&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე არსებული კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და საოფისე აპარატურის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების (თანმდევი საათადარიგო ნაწილის/დეტალის ჩათვლით), სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ბალანსზე არსებული კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და საოფისე აპარატურის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების გაწევის შედეგად ნებისმიერი შეცვლილი დეტალი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და ხარისხიანი.
1.2.2 მომწოდებლის მიერ შეცვლილ ნაწილებზე და გაწეულ მომსახურებაზე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, ხოლო დამუხტულ/აღდგენილ კარტრიჯებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს კარტრიჯის სრულ დაცლამდე, რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისობაში იყოს ორიგინალი კარტრიჯის მწარმოებლის შესაბამის მონაცემებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით განახორციელებს საჭირო დეტალების გამოცვლას და კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენას.
1.2.3 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, შეცვლილ სათადარიგო დეტალებს და გაწეულ მომსახურებას აღმოაჩნდება დეფექტი, ნაკლის აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, რომელიც აღმოჩენილ ნაკლოვანებას აღმოფხვრის უსასყიდლოდ.
1.2.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ნაკლის აღმოფხრვა, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს ნებისმიერ ორგანიზაციას აღმოფხვრას ნაკლოვანება, რომლის თანხის ანაზღაურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
1.2.5 კარტრიჯი უნდა დაიმუხტოს სრულად და დამუხტვა უნდა განხორციელდეს თითოეული კარტრიჯისათვის თავსებადი ხარისხის ტონერით;
1.2.6 დამუხტულ/აღდგენილ კარტრიჯებს უნდა გააჩნდეთ დამცავი ლენტი (ტრანსპორტირებისას ფხვნილის კარტრიჯიდან გადმოყრის თავიდან ასაცილებლად), შეფუთული უნდა იყოს უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი შეფუთვით, ასევე უნდა იყოს გასუფთავებული და არ იწვევდეს მომხმარებლის დასვრას ნარჩენი ტონერით
1.2.7 ყველა დამუხტულ/აღდგენილ კარტრიჯს უნდა მოყვებოდეს აღდგენის შემდგომ კარტრიჯის ტესტირების ფურცელი.
1.2.8 დამუხტვის შემდეგ კარტრიჯმა მისი ექსპლუატაციის ნორმალურ პირობებში ფურცელზე არ უნდა დატოვოს ზედმეტი წერტილები და ხაზები.
1.2.9 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს თითოეული პირველად დაცლილი კარტრიჯის აღდგენის ჯერადობა მინიმუმ 20-ჯერ.
1.2.10 კარტრიჯის დამუხტვის/აღდგენის ფასის წარმოდგენისას პრეტენდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აღნიშნული ფასი უნდა მოიცავდეს როგორც დაცლილი კარტრიჯის ფხვნილით შევსებას, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული დეტალების გამოცვლას.
1.2.11 გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი №2) და არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტში ამავე პოზიციებზე დაფიქსირებულ ფასებს.
1.2.12 პრეისკურანტის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
1.2.13 შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც ფასთა კლება პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა ასახოს დანართი №2-ში მოცემულ ყველა პოზიციაზე.
1.2.14 პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციასა და მიმწოდებლის შეთანხმებით, მიმდინარე დროისთვის საბაზრო ფასის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ღირებულების შეუცვლელად. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში (დანართი №2) შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის (დანართი №2) საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.15 გასაწევი მომსახურების დეტალური ჩამონათვალი მოცემულია დანართ №2-ში - პრეისკურანტში.
1.2.16 მიმწოდებელმა, შემსყიდველის ყოველი მიმართვის შემთხვევაში უნდა ჩაატაროს საოფისე აპარატურის ტექნიკურ დათვალიერება, რის შემდგომაც, შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენლთან ერთად შეადგენს დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების (ახალი, არამეორადი) დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები და მომსახურების გაწევის ვადები;
1.2.17 მიმწოდებელი მომსახურების გაწევას განახორციელებს, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით მოთხოვნილი რაოდენობების შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
იხ. ტექნიკური დავალება - დანართი N1.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურეობის გაწევა უნდა განხორციელდეს, ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 01 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით მოთხოვნილი რაოდენობების შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევა (თანმდევი საათადარიგო ნაწილის/დეტალის ჩათვლით) უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ, მისივე ხარჯებით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მიერ წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით მოთხოვნილი რაოდენობების შესაბამისად, მოთხოვნიდან - არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5.2 მიმწოდებელმა, შემსყიდველის ყოველი მიმართვის შემთხვევაში უნდა ჩაატაროს საოფისე აპარატურის ტექნიკურ დათვალიერება, რის შემდგომაც, შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენლთან ერთად შეადგენს დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და სათადარიგო ნაწილების (ახალი, არამეორადი) დეტალური აღწერა, მათი ღირებულებები და მომსახურების გაწევის ვადები.
1.5.3 მომსახურების გაწევის ადგილია: - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N99

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1 მომსახურების შედეგად ნებისმიერი შეცვლილი დეტალი უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და ხარისხიანი.
1.7.2 მომწოდებლის მიერ შეცვლილ ნაწილებზე და გაწეულ მომსახურებაზე (საათადარიგო ნაწილის/დეტალის), სწორი ექსპლუატაციის პირობებში, უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან - არანაკლებ 6 (ექვსი) თვე, ხოლო დამუხტულ/აღდგენილ კარტრიჯებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს კარტრიჯის სრულ დაცლამდე, რომ ბეჭდვის ხარისხი და ნაბეჭდი ფურცლების რაოდენობრივი მახასიათებლები შესაბამისობაში იყოს ორიგინალი კარტრიჯის მწარმოებლის შესაბამის მონაცემებთან. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით განახორციელებს საჭირო დეტალების გამოცვლას და კარტრიჯის დამუხტვა/აღდგენას.
1.7.3 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის გასვლამდე, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, შეცვლილ სათადარიგო დეტალებს აღმოაჩნდება დეფექტი, ნაკლის აღმოფხვრის მიზნით შემსყიდველი მიმართავს მიმწოდებელს, რომელიც აღმოჩენილ ნაკლოვანებას აღმოფხვრის უსასყიდლოდ.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტმა დანართ №2-ში (პრეისკურანტი) მოცემულ დასამუხტ კარტრიჯებზე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქონლის (ტონერი) წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ, ხოლო მოდელის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა ამავე გრაფაში უნდა გააკეთოს შესაბამისი მითითება, რომ შემოთავაზებულ საქონელს მოდელი არ გააჩნია.
2.1.1.2 დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ დანართ №2-ში (პრეისკურანტი) არ იქნება მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიისა ან/და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ანალოგიური (კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და საოფისე აპარატურის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების) მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის ჯამური ღირებულებაც - 2020, 2021 და 2022 წლების განმავლობაში არ უნდა იყოს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარზე ნაკლები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით, აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის), ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ანალოგიური მომსახურების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას. პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართ N3-ში (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს - 2020, 2021 და 2022 წლების განმავლობაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური (კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და საოფისე აპარატურის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების), მომსახურება, რომლის ღირებულებაც არ უნდა იყოს 10 000.00 (ათი ათასი) ლარზე ნაკლები, აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), ან/და სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT და ა.შ. ნომერი (ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი) წარმოდგენა სავალდებულო არ არის), ან ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ანალოგიური მომსახურების შესახებ პრეტენდენტის გამოცდილებას. პრეტენდენტის მიერ ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია მითითებული უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ დანართ N3-ში (დანართი N3 პრეტენდენტის მიერ ატვირთულ უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში).

2.2.1.2 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამკვეთი ორგანიზაციის მიერ გაცემული არანაკლებ 2 (ორი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი, სადაც განხორციელდა ანალოგიური (კარტიჯების დამუხტვა/აღდგენისა და საოფისე აპარატურის შეკეთების და ტექნიკური მომსახურების), მომსახურება. სარეკომენდაციო წერილში მითითებული უნდა იყოს, თუ რამდენად ხარისხიანად, კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა მიმწოდებელმა ნაკისრი ვალდებულებები. რეკომენდაცია გაცემული და დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს ექსპლოატაციაში უნდა გააჩნდეს: არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი ქ. თბილისში. აღნიშნულის დამადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამისი ინფორმაცია მისამართისა და ტელეფონის ნომრის მითითებით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქონელი - ტონერი უნდა იყოს მაღალი ხარისხის და გააჩნდეს ტოერის მწარმოებლის სახელზე გაცემული საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 და ISO 14001 დამადასტურებელი სერთიფიკატები (სერთიფიკატები პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს სატენდერო წინადადებასთან ერთად, ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად).
2.7.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი უნდა იყოს მომსახურების პროცესში გამოსაყენებელი ტონერის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური პარტნიორი და წარმოდგენილ უნდა იქნეს მწარმოებლის შესაბამისი წერილობითი დასტური.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც მის მიერ დაფიქსირებულ წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
7.2.2ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ლარში;
7.2.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებების მიხედვით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტების წარმოდგენისსაფუძველზე.
7.2.4 წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმი არ გამოიყენება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

დავით სეფერთელაძე, 595367021, dsepherteladze@nbe.gov.ge მის: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N99. შესყიდვების სამსახური.

additional information/document

10.1 additional information/documents

ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტებთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა), ატვირთული ყველა დოკუმენტი (მათ შორის დანართები) ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მინდობილობა ან რწმუნებულება) დამოწმებული უნდა იყოს ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით.
10.1.3 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში დაფიქსირებული მომსახურების ერთეულის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში შესაბამის პოზიციაზე დაფიქსირებულ ერთეულის სავარაუდო ღირებულებას.
10.1.5 შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, სხვაობა გამოანგარიშდება პროცენტულად, რომლის მიხედვითაც სხვაობა პრეტენდენტმა პროცენტულად და პროპორციულად უნდა დანართი N2-ის (პრეისკურანტი) ყველა პოზიციაზე.
10.1.6 პრეისკურანტის დაზუსტების შემთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა.
10.1.7 ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) არ იქნება წარმოდგენილი, ან იქნება წარმოდგენილი განუფასებლად, ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 1 %, ან იქნება არსებითად შეუსაბამო (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან.
10.1.8 სატენდერო წინადადების წარდგენა გულისხმობს, რომ პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო პირობებს.
10.1.9 სატენდერო წინადადების საერთო და თითოეული ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ტექნიკური მომსახურების გაწევას ქვეკონტრაქტორის საშუალებით არ ითვალისწინებს, პრეტენდენტი უშუალოდ უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
10.1.11 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
10.1.12 პრეტენდენტის მიერ სისტემაში სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტებია:

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru