Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #47987160)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA SUBORDINATED STATE ENTITY - EMERJENCY MANEGMENT SERVICE
Номер конкурса: 47987160
Дата публикации: 10-11-2023


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT230022592
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 10.11.2023 18:13
Начало приема предложения 18.11.2023 00:00
Истекает срок принятия предложений 21.11.2023 15:00
Предполагаемая цена прейскуранта 156`474.25 GEL
Контрактная цена объекта закупки 200`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
"URAL"-ის მარკის სახანძრო ა/სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`500.00 GEL
Размер гарантии 2`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ekaterine janelidze :: 10.11.2023 10:50
  • Последнее исправление: ekaterine janelidze :: 10.11.2023 18:13
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=542746&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

"URAL"-ის მარკის სახანძრო ა/სატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილების და სერვის მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. მიმწოდებელმა, შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინოს ასევე შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, ავტომანქანების ტექმომსახურება უნდა განხორციელდეს, დეფექტურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე, რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე ყოველი კვირის პარასკევ დღეს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი, დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი). დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი)ლარი; ყველა დოკუმენტი, მათ შორის, ავტომანქანის სერვის ცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
2. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის და საგარანტიო ვადების გათვალისწინებით. და მხოლოდ შეთანხმების აქტზე ხელმოწერის შემდეგ მოხდება ავტომანქანის შეკეთება.
3. ავტომობილის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ავტომობილების ელექტრო სისტემის და სავალი ნაწილების შემოწმება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გარეშე.
4. მიმწოდებელმა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თითოეულ სერვისცენტრში (ადგილმდებარეობის მიხედვით) უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის წარმომადგენლისთვის თავისუფალი საოფისე ფართის გამოყოფა.
5. ავტომანქანის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა).
6. მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
7.მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს უფასო საევაკუატორო მომსახურება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში.
8.მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად მობილური ჯგუფის ადგილზე მომსახურება (შეტყობინების გაგზავნა მოხდება სატელეფონო კომუნიკაციით ან/და ელ.ფოსტით).
9. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესების და მოთხოვნების დაცვით.
10. სერვისცენტრამდე უნდა მიდიოდეს მოწესრიგებული სამანქანო გზა.


ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული სერვის-ცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით (მომსახურების გაწევა არაუადრეს 2024 წლის 1 იანვრიდან)

სავალი ნაწილებისათვის: არაუმეტეს 2 სამუშაო დღე;
ელექტროობისათვის: მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 2, რთული არაუმეტეს 3 სამუშაო დღე;
აგრეგატებისათვის: მარტივი სირთულის 1, საშუალო სირთულის 3, რთული არაუმეტეს 5 სამუშაო დღე;
სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისთვის: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 10 სამუშაო დღე;
ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევის ვადა: მარტივი სირთულის 5, საშუალო სირთულის 8, რთული არაუმეტეს 11 სამუშაო დღე;
სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არაუმეტეს 45 კალენდარული დღე.
აღნიშნულ დროს მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის თარიღი და შეკვეთის ჩამოსვლის დრო.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი (მიმწოდებლის სერვის ცენტრი), ხოლო რეგიონებში მობილური ჯგუფის მომსახურება.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ექსპლუატაციის პირობების დაცვის შემთხვევაში (თუ არ აღინიშნება გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება) მიმწოდებლის მიერ გაწეულ ტექ-მომსახურებზე, ახალ (არამეორად), შეკეთებულ და მეორად ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელი (თუ პრეისკურანტში არ არის მითითებული განსხვავებული საგარანტიო პირობა (ვადა/გარბენი) (შენიშვნა: საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციის წარდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი);

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილზე/გაწეულ მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის/წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ხოლო, საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მიმწოდებლის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ჩაატარებინოს ავტოტექნიკური ექსპერტიზა აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში-სათადარიგო ნაწილის/გაწეული მომსახურების ხარისხის/ვარგისიანობის/დაზიანების გამომწვევი მიზეზის დასადგენად, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარების ვადად განისაზღვრება შემსყიდველის მიმართვიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე. მიმწოდებლის მხრიდან საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება.

1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრო (კომპიუტერული) სისტემის დიაგნოსტიკა და სავალი ნაწილების შემოწმების მომსახურება გაუწიოს შემსყიდველს უსასყიდლოდ - როგორც ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, ასევე საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადების მიღების დასრულების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის სახანძრო ა/მანქანების, წყალმზიდი ავტოცისტერნების, კომბინირებული საგზაო მანქანების (რომელიც ახორციელებს გზის საფარის მორეცხვას და მორწყვას), საწვავმზიდების და ავტოსაწვავგამმართველების ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ხელშეკრულებები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ით, მათ შორის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში, იდენტიფიცირება უნდა ხდებოდეს, უშუალოდ საწვავმზიდის/წყლის ავზის(ცისტერნა) ტუმბოზე ჩატარებული სამუშაოების.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები.
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს გამართული სასაწყობე მეურნეობა, სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი მასალების მარაგი დანართი N2-ის შესაბამისად.
მიმწოდებელმა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, სერვისცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ.მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის ავტომანქანებისათვის:
ქ.თბილისში (მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 4 ავტომანქანა;
სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობის ფარგლებში შემსყიდველის ავტომობილების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე)
სერვისცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს სატვირთო/სახანძრო ა/მანქანის: ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო ამწეებით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით/დანადგარებით. რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (სერვის-ცენტრების მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით):

ბ) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ,,წინადადებების მიღება დასრულებულია" ეტაპზე არ ექნება, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული მინიმალური მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ,,შერჩევა-შეფასების ეტაპზე" უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან რა ვადაში მოხდება სერვის-ცენტრების აღჭურვა სატენდერო პირობებით გათვალისწინებული აპარატურით (აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღეს).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:

ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) შესყიდვის ობიექტის ტიპები:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არანაკლებ 2025 წლის 01 იანვრისა.

ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი) - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას;

ბ) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის 01 იანვრისა - იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით.
ასევე, ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.);

შენიშვნა: საჯარო რეესტრის ამონაწერის წარმოდგენისას პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული დოკუმენტი.

2.9.2. სატენდერო წინადადების ფასი:

ა) პრეისკურანტის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს 1.3 პუნქტში მოცემული პრეისკურანტის ჯამური ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განცხადებაში მითითებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებისა და პრეისკურანტ(ებ)ის თითოეულ პოზიციაზე მითითებული სავარაუდო მაქსიმალური ერთეულის ფასისა. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით.
ბ) სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
გ) ტენდერში ვაჭრობა გაიმართება სატენდერო განცხადებით განსაზღვრული პრეისკურანტის სავარაუდო სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით;
დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად (უცვლელი პროცენტული მნიშვნელობით) უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

2.9.3. პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა აღნიშნულ პოზიციაზე სატენდერო პირობებით განსაზღვრულ ერთეულის სავარაუდო ფასთან მიმართებაში გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

დ) პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე. საბოლოოდ დაფიქსირებული ერთეულის ფასები უნდა დამრგვალდეს მეასედის სიზუსტით.

პრეტენდენტის მიერ შერჩევა-შეფასების ეტაპზე წარმოდგენილ დაზუსტებულ პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასების გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოუდგენლობა ან არსებითად შეუსაბამო დანართი N1-ის (პრეისკურანტის) წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნულ ტენდერში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.

ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.1 indicate the reason that conditioned the necessity of requiring document(s) showing registration/legal data

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სრულყოფილი ფუნქციონირების მიზნით, სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე (სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვა) მნიშვნელოვანია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებების მუდმივად ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის პასუხისმგებლობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.

5.1.2 for a legal entity

5.1.2.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.2.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.2.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.2.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3.2 ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
5.1.3.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.
5.1.3.4 ცნობა საქალაქო სასამართლოდან რომ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.4 for a physical entit

5.1.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალიანების შესახებ". შენიშვნა: წარმოდგენილ დოკუმენტში აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 000 (ათი ათასი) ლარს, - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. არაღიარებული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტს უნდა ერიცხებოდეს სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით - წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4.2 ამონაწერი გადამხთელთა რეესტრიდან რეესტრიდან.
5.1.4.3 ცნობა შესაბამისი უწყებიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ.

შენიშვნა: აღნიშნული დოკუმენტების გაცემის თარიღი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“-ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, კერძოდ, უნდა თარიღდებოდეს წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დაწყების შემდგომი თარიღით.

5.1.5 for a partnership

5.1.5.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში სისტემის საშუალებით წარმოადგინოს როგორც ამხანაგობის, ასევე მისი მონაწილეების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ,,ბიუჯეტთან საგადასახადო დავალ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru