დანართი №1
ტექნიკური დავალება
1. შესყიდვის ობიექტი - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სედანისა და ჯიპის ტიპის
ავტომანქანების რეცხვისა და ქიმწმენდის მომსახურება, რომელიც უნდა
განხორციელდეს შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით:
1.1 ავტომანქანის გარედან და შიგნიდან რეცხვა უნდა განხორციელდეს
შემდეგი პირობებით:
1.1.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა საბარათე
(პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით. მიმწოდებელი ვალდებული,
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, თავის
ვებ- გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალურ ანგარიში და ამავე
ვადაში უზრუნველყოს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა
აღნიშნულ ანგარიშზე, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების
მიზნით. საჭიროების შემთხვევაში ტალონის მეშვეობით.
1.1.2 რეცხვის ბარათი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას;
ა) მომწოდებლის დასახელება
ბ) ბარათის იდენტიფიცირების ნომერი
გ) ავტომანქანის სახეობა (ტიპი)
დ) ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი
1.1.3 სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი
წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს
ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, 24 საათის
განმავლობაში თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ
ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით, მიმწოდებლის ვებ-გვერდზე,
შემსყიდველისთვის შექმნილი ანგარიშის (ანგარიშის სახელი და პაროლი)
გამოყენებით.
1.1.4 პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი მფლობელი
უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება
მიმწოდებლის ნებისმიერ ავტო სამრეცხაო სადგურზე.
1.1.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების რეცხვას როგორც
გარედან, ისე შიდა (სალონი, საბარგული) რეცხვა. რეცხვა უნდა მოხდეს ხელით
სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების
გამოყენებით. რეცხვისთვის გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის
სარეცხი და საწმენდი საშუალებები. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს
ავტომანქანის გაშრობა.
1.1.6 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის
ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.1.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი
რაოდენობის პლასტიკური ბარათების დამზადება უსასყიდლოდ,
ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ შემსყიდველის სიტყვიერი ან/და
წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის
განმავლობაში. პლასტიკური ბარათის დაზიანების ან დაკარგვის
შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ახალო პლასტიკური
ბარათის შემსყიდველისათვის უსასყიდლო მიწოდება, მოთხოვნიდან
არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.1.8 მიმწოდებელს ექსპლოატაციაში უნდა გააჩნდეს:
1 ქ. თბილისში მინიმუმ 3 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით, აქედან 1 სამრეცხაო
არანაკლებ 2 ბოქსით ორთაჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასვე აქედან 1
სამრეცხაო, არანაკლებ 2 ბოქსით, 24 (ოცდაოთხი) საათიანი მომსახურებით.
2. ქ. ბათუმში მინიმუნ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
3. ქ.ქუთაისში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
4. ქ.თელავში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
5. ქ. რუსთავში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
6. ქ. მცხეთაში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
7. ქ. გორში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
8. ქ. ახალციხეში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
9. ქ. ამბროლაურში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
10. ქ. ოზურგეთში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
11. ქ. ზუგდიდში მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
12. ქ. ფოთი მინიმუმ 1 სამრეცხაო, მინიმუმ 2 ბოქსით.
1.1.9 მანქანის რეცხვის მომსახურება მოიცავს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ბალანსზე საკუთრებაში ან
სარგებლობაში არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურებას:
ა) ჯიპის ტიპის ავტომანქანის რეცხვის მომსახურების რაოდენობაა - 9000
(ცხრაათასი) ცალი;
ბ) სედანი ტიპის ავტომანქანის რეცხვის მომსახურების რაოდენობაა 540
(ხუთასორმოცი) ცალი;
1.1.10 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, შემსყიდველს
მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 (ერთი)
საათისა.
1.2 ავტომანქანის მხოლოდ გარედან რეცხვა:
1.2.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების მხოლოდ გარედან
რეცხვა. რეცხვა უნდა მოხდეს სპეციალური მოწყობილობის, აპარატურის,
ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით. რეცხვისთვის
გამოყენებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი
საშუალებები. რეცხვის შემდეგ უნდა მოხდეს ავტომანქანის გაშრობა.
1.2.2 ჯიპის ტიპის ავტომანქანის მხოლოდ გარედან რეცხვის მომსახურების
რაოდენობა - 2640 (ორიათასექვსასორმოცი) ცალი;
1.2.3 მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს რიგგარეშედ,
შემსყიდველს მიერ მიმწოდებლისთვის ბარათის წარდგენიდან არაუგვიანეს 1
(ერთი) საათისა.
1.2.4 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის
ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
1.3 ავტომანქანის ქიმწმენდა უნდა განხორცილედეს შემდეგი პირობებით:
1.3.1 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების -
მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების ქიმიური წმენდის
მომსახურების გაწევა, რაც მოიცავს ავტომანქანების ინტერიერის, სალონის
და საბარგულის სრულად წმენდას შესაბამისი ხსნარებით.
1.3.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების ინტერიერის (სალონი
საბარგული) ქიმიური წმენდა. წმენდა უნდა მოხდეს სპეციალური
მოწყობილობების, ინვენტარისა და საწმენდი საშუალებების
გამოყენებით;
1.3.3 წმენდისას უნდა მოხდეს სალონის პლასტიკური და ტყავის/ნაჭრის
ელემენტების დამუშავება დამცავი და დამარბილებელი სპეციალური სითხით
და კრემებით, სალონის გაწმენდა და დეზინფექცია, არასასიამოვნო სუნის
ლიკვიდაცია;
1.3.4 მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის
ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების
ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
1.3.5 მიმწოდებელმა ქიმწმენდის მომსახურების გაწევა, ასევე ავტომანქანის
გაშრობა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ შესაბამისი
ბარათის/ტალონის წარდგენიდან არაუმეტეს 48 საათში;
1.3.6 ავტომანქანის ქიმწმენდის მომსახურება მოიცავს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ბალანსზე საკუთრებაში ან
სარგებლობაში არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურებას - ჯიპის
ტიპის ავტომანქანის ქიმწმენდის მომსახურების რაოდენობაა - 10 (ათი) ცალი;
სედანის ტიპის ავტომანქანის ქიმწმენდის მომსახურების რაოდენობაა - 5
(ხუთი) ცალი;
აუცილებელი პირობა: შესასყიდი ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს
შემსყიდვლის საჭიროების საორიენტაციო მაჩვენებელს, შესაბამისად,
შემსყიდველი არ არის ვალდებული დოკუმენტაციაში მითითებული
მომსახურების შესყიდვა განახორციელოს სრულად.